შჩესნი: “მინდა, ბუფონის დონეს მივუახლოვდე”

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ვოიცეხ შჩესნი ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს კარიერას.

პოლონელმა მეკარემ ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“საოცარ კლუბში მოვხვდი. ეს ის გუნდია, რომელიც მინდორზე მხოლოდ მოგებისთვის იბრძვის. ისინი ნებისმიეირი ტიტულის დაუფლებას ცდილობენ. ეს სწორედ ისაა, რამაც აქ მომიყავანა – მინდა, ბევრი ტიტული მოვიგო!”

“ბედნიერი ვარ, რომ ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად მომიწევს ვარჯიში. ჯიჯისგან ბევრ რამეს ვისწავლი. ის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მიხარია, რომ მასთან ერთად მუშაობის საშუალება მაქვს. მინდა, განვვითარდე და ისეთი სეივები ვაკეთო, რომელიც მთელს მსოფლიოს გააკვირვებს. მსურს, ბუფონის დონემდე ავიდე ან მის დონეს მივუახლოვდე,” – განაცხადა პოლონელმა.

ოფიციალურად: ვოიცეხ შჩესნი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია!

ვოიცეხ შჩესნი “იუვენტუსის” ფეხბურთელია. ამის შესახებ ტურინელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.

პოლონელმა მეკარემ “ბებერ ქალბატონთან” ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჯერჯერობით, უცნობია, რა დაუჯდა “იუვენტუსს” ლონდონის “არსენალის” კიპერის შეძენა.

შჩესნიმ გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა, ხოლო დღეს კი პრესკონფერენცია გამართა.

ვოიცეხს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება აქვს. მას შემდეგ, რაც პეტერ ჩეხი “არსენალში” გადავიდა, 2015 წლის ზაფხულზე შჩესნი რომის “რომაში” გაანათხოვრეს. მან იტალიის ჩემპიონატის ორ სეზონში 72 მატჩი ჩაატარა.

 

შჩესნის ორი ბრწყინვალე სეივი “ვერონასთან” მატჩში (ვიდეო)

22 აგვისტოს, იტალიის სერია A-ში, “ჰელას ვერონასა” და “რომას” შორის გამართულ მატჩში, ვოიცეხ შჩესნიმ ორი ბრწყინვალე სეივი გააკეთა.

ყველაზე ქედმაღალი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

საფეხბურთო ვებ-გვერდმა Squawka-მ ყველაზე ქედმაღალი ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

მეკარე – ვოიცეხ შჩესნი

11

მარჯვენა მცველი – სერხიო რამოსი

article-2432938-1848E62B00000578-388_634x455

ცენტრალური მცველი – ჯონ ტერი

180536

მარცხენა მცველი – ეშლი კოული

435559_gallery

ცენტრალური ნახევარმცველი – იაია ტურე

article-0-12774EB5000005DC-522_634x380

ცენტრალური ნახევარმცველი – ადელ ტაარაბტი

Taarabt-AC

მარჯვენა ნახევარმცველი – ჟერემი მენეზი

279406-jeremy-menezac-milan700

მარცხენა ნახევარმცველი – სამირ ნასრი

1423761822

თავდამსხმელი – ნიკლას ბენდტნერი

BendtnerDen

თავდამსხმელი – კრიშტიანო რონალდუ

hi-res-153624407_crop_north

თავდამსხმელი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი

FRANCE SOCCER LIGUE ONE

შჩესნი პატარა ბავშვების კარში გატანლმა გოლმა გაახარა

ლონდონის “არსენალის” მეკარე შჩესნიმ პატარა ბავშვების წინააღმდეგ ფეხბურთი ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა, რომელიც სახალისოდ აღნიშნა.

9 ყველაზე ცნობილი მწეველი ფეხბურთელი

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ცხრა ყველაზე ცნობილი მწეველი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

1. მარიო ბალოტელი

2. მესუთ იოზილი

3. უეინ რუნი

4. ეშლი კოული

5. უესლი სნეიდერი

6. პიტერ კრაუჩი

7. დიმიტარ ბერბატოვი

8. ფაბიო კოენტრაო

9. ვოიცეხ შჩესნი

მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელები

როგორც ცნობილია, ფეხბურთელები თავისუფალ დროს უმეტესად ძილს ან კომპიუტერულ თამაშებს უთმობენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც რაიმე მუსიკის დაკვრით ან სიმღერით ერთობიან.

Fanebi.Com გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც მუსიკალური ნიჭითაც არიან დაჯილდოვებულნი.

1. ხოსე მანუელ პინტო

კატალონიის “ბარსელონას” მეკარემ YouTube-ში ვიდეო ატვირთა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ უკრავს ის. როგორც თავად ამბობს: “არ ვიცი, რას ვუკრავ, მაგრამ ცუდად არ გამომდის.”

აღსანიშნავია, რომ პინტოს რეპიც მოწონს. ის რამდენიმე თვის წინ ესპანეთში მოღვაწე რეპერ სეფიუს შეხვდა და მასთან და აბიდალთან ერთად კომპოზიციაც კი შექმნა.

2. სერხიო რამოსი

როგორც გაირკვა, მადრიდის “რეალის” მცველს გიტარაზე დაკვრა და სიმღერა შეძლებია. ოქტომბერში, რამოსმა, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თავის მეგობარ გოგონას სერენადა შეუსრულა.

3. პეტრ ჩეხი

ლონდონის “ჩელსის” მეკარეს დასარტყამ ინსტუმენტებზე დაკვრა კარგად გამოსდის. ის ერთ-ერთი ჩეხური ბენდის წევრიცაა.

4. ვოიცეხ შჩესნი

“არსენალის” პოლონელ კიპერს პიანინოზე დაკვრა კარგად შეუძლია, რაზეც YouTube-ში გავრცელებული ვიდეოებიც მეტყველებს.

5. ტომაშ როსიცკი

ცნობილია, რომ “არსენალის” ნახევარმცველს როკი იტაცებს. როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, როდესაც მას ტრავმა ჰქონდა, ის გიტარაზე დაკვრას სწავლობდა.



6. სანდრო

“ტოტენჰემის” ნახევარმცველი მუსიკალური ნიჭით ნამდვილად არის დაჯილდოვებული, მას გიტარაზე დაკვრა და სიმღერა კარგად გამოსდის.

7. მარიო ბალოტელი

ალბათ, ყველასათვის მოულოდნელია ის, რომ მარიო ბალოტელის მსგავსი ადამიანი პიანინოზე უკრავს. ამ ვიდეომ ნამდვილად ბევრი ადამიანი გააკვირვა.

დიტო ჭიჭინაძე

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები ბავშვობაში

ინტერნეტ-სივრცეში ფოტო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ლონდონის “არსენალის” ფეხბბურთელები ბავშვობაში.

large