ტურინის “იუვენტუსი” ნახევარმცველი ანდრეა პირლო დარწმუნებულია, რომ კლუბთან ახალ კონტრაქტს უპრობლემოდ გააფორმებს. 34 წლის ფეხბურთელის მიმდინარე შრომითი ხელშეკრულების ვადა 2014 წლის ზაფხულში იწურება.
“ახალი კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია. უმნიშვნელო დეტალები დარჩა მოსაგვარებელი. ჩემი კლუბიდან წასვლა არ გინიხილება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ კონტრაქტს უპრობელმოდ გავაფორმებ. კონტესთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს. ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია” – განაცხადა პირლომ.