პირველი ლიგა: ა ჯგუფში პლეი ოფისთვის ბრძოლა იძაბება

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ა ჯგუფში დღეს 32-ე ტურის მატჩები გაიმართა. ცენტრალურ შეხვედრას საგურამომ უმასპინძლა, სადაც “ლოკომოტივმა” პლეიო ოფისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, “ჭიათურა” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ საკუთარი შეხვედრა წააგო მეორეზე მყოფმა ზუგდიდის “ლაზიკამ”, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვაობა თბილისელებსა და ზუგდიდელებს შორის 4 ქულამდე შემცირდა.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა პირველ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა “ჩხერიმელამ”. ხარაგაულელებმა საკუთარ მოედანზე უმაღლესში გადასულ და დღევანდელ შეხვედრაში სარეზერვო შემადგენლობით მოასპარეზე “საბურთალოს” სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ჩხერიმელა 3-0 საბურთალო
სამგურალი 3-2 ლაზიკა
ლოკომოტივი 2-1 ჭიათურა
ადელი 2-1 სასკო
მაჭახელა 2-1 სტუ

ა ლიგა, 28-29 აპრილი

სქური – საპოვენლა
ალგეთი – მეშახტე
ხობი – მერცხალი
ბორჯომი – გაგრა

პირველ ლიგაში 30-ე ტური შედგა

პირველი ლიგის გათამაშებაში 30-ე ტურის მატჩები ჩატარდა. ორივე ზონაში მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა და ლიდერებმაც პოზიციები უპრობლემოდ შეინარჩუნეს.

ა ჯგუფი

ჩხერიმელა 3-2 სამგურალი
ლოკომოტივი 0-1 საბურთალო
ადელი 0-2 ლაზიკა
მაჭახელა 3-0 ჭიათურა
სტუ 0-1 სასკო

ბ ჯგუფი

ალგეთ 2-0 ბორჯომი
სქური 5-3 ბეთლემი
ხობი 0-2 საპოვნელა
მერცხალი 3-2 მეშახტე
დინამო 2 0-3 გაგრა (ტექნიკური შედეგი)

“საპოვნელამ” უმაღლესის საგზური მოიპოვა

დღეს, პირველ ლიგაში 29-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ა ჯგუფში ფავორიტებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს. ბათუმში გასამართი “ადელისა” და “საბურთალოს” შეხვედრა კი მოედნის ცუდი მდგომარეობის გამო გადაიდო.

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ბ ჯგუფში, სადაც თერჯოლის “საპოვნელამ” ოზურგეთის “მერცხალს” სძლია და უმაღლესი ლიგის საგზური გათამაშების დასრულებამდე 7 ტურით ადრე გაიფორმა. ჯგუფში “ბორჯომსა” და “გაგრას” შორის დაძაბული ბრძოლა მიმდიანრეობს მეორე პოზიციისთვის. დღეს, ორივე გუნდმა საკუთარი შეხვედრა ფრედ დაასრულა და “ბორჯომის” 4-ქულიანი უპირატესობაც შენარჩუნდა.

ა ჯგუფი

სასკო 1-1 ჩხერიმელა
ჭიათურა 1-0 სტუ
ლაზიკა 2-0 მაჭახელა
სამგურალი 0-1 ლოკომოტივი
ადელი – საბურთალო გადაიდო

ბ ჯგუფი

საპოვნელა 3-1 მერცხალი
ბორჯომი 2-2 ხობი
გაგრა 2-2 სქური
მეშახტე 3-0 დინამო 2 ტექნიკური შედეგი

12/05/15
ბეთლემი – ალგეთი

პირველ ლიგაში 28-ე ტურის მატჩები გაიმართა

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში 28-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. მატჩებს არც მოულოდნელი შედეგების გარეშე ჩაუვლია.

ა ჯგუფი

ჩხერიმელა 2-2 ლოკომოტივი
ადელი 0-2 სამგურალი
მაჭახელა 1-0 საბურთალო
სტუ 1-6 ლაზიკა
სასკო 1-1 ჭიათურა

ბ ჯგუფი

გაგრა 0-0 ალგეთი
მერცხალი 0-2 ბორჯომი
მეშახტე 1-3 საპოვნელა
დინამო 2 0-3 სქური (ტექნიკური მარცხი)

20 აპრილი
კოლხეთი ხობი – ბეთლემი

პირველ ლიგაში 27-ე ტური შედგა

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ა და ბ ზონებში 27-ე ტურის მატჩები შედგა. გთავაზობთ შეხვედრების შედეგებს.

A ჯგუფი

სტუ 2-5 საბურთალო
ჩხერიმელა 0-1 ჭიათურა
სასკო 3-5 ლაზიკა
მაჭახელა 0-2 სამგურალი
ადელი 0-3 ლოკომოტივი

B ჯგუფი

მეშახტე 5-1 ბორჯომი
მერცხალი 1-0 ბეთლემი
ხობი 0-3 გაგრა
ალგეთი 1-1 სქური
საპოვნელა 3-0 დინამო 2 (ტექნიკური შედეგი)

პირველ ლიგაში 26-ე ტურის მატჩები შედგა

მიუხედავად სანაკრებო პაუზისა საქართველოს პირველ ლიგაში 26-ე ტურის მატჩები შედგა.

ა ჯგუფი

ჩხერიმელა 2-0 ადელი
სამგურალი 2-0 სტუ
ლაზიკა 1-0 ჭიათურა
ლოკომოტივი – მაჭახელა (გადაიდო)
საბურტალო – სასკო (გადაიდო)

ბ ჯგუფი

სქური 2-0 კოლხეთი ხობი
გაგრა 1-1 მერცხალი
ბეთლემი 2-1 მეშახტე
ბორჯომი 0-0 საპოვნელა
დინამო 2 0-3 ალგეთი (ტექნიკური შედეგი)

პირველ ლიგაში 24-ე ტურის მატჩები შედგა

საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. შეხვედრებ ტრადიციულად უხვგოლიანი გამოდგა. გათამაშების მთავარმა ფავორიტებმა კი დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს – “საბურთალომ” “ბენდელაზე” “ლაზიკას 3:1 სძლია, ხოლო “საპოვნელა” “გაგრას” მუხრანში ესტუმდა და 6:2 მოიგო.

ა ჯგუფი

ჩხერიმელა 1-0 მაჭახელა
ადელი 6-0 სტუ
ლოკომოტივი 0-0 სასკო
სამგურალი 1-0 ჭიათურა
საბურთალო 3-1 ლაზიკა

ბ ჯგუფი

ალგეთი 1-1 მერცხალი
სქური 4-0 მეშახტე
გაგრა 2-6 საპოვნელა
ბეთლემი 3-1 ბორჯომი
დინამო II 0-3 კოლხეთი ხობი (ტექნიკური შედეგი)

პირველ ლიგაში 22-ე ტური შედგა

საქართველის ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში 22-ე ტურის მატჩები გაიმართა. ა ჯგუფში ერთ-ერთმა აუტსაიდერმა “ადელმა” საკუთარ მოედანზე “ჭიათურას” 4-1 სძლია. თბილისის “ლოკომოტივმა” კი ცენტრალურ მატჩში “ლაზიკა” მამია გავაშელიშვილის გოლით დაამარცხა.

ბ ჯგუფის ლიდერმა “საპოვნელმა” ქულები თბილისში, “ალგეთთან” გამართულ შეხვედრაში დაკარგა. თუმცა, ლიდერის წაფორხილებით ვერ ისარგებლა “ბორჯომმა”, რომელიც წალენჯიხაში, ადგილობრივ “სქურთან” 2:1 დამარცხდა.

ა ჯგუფი

ჩხერიმელა 3-1 სტუ
მაჭახელა 0-0 სასაკო
ადელი 4-1 ჭიათურა
ლოკომოტივი 1-0 ლაზიკა
საბურთალო 3-0 სამგურალი

ბ ჯგუფი

კოლხეთი ხობი 3-0 მეშახტე
ალგეთი 2-2 საპოვენლა
სქური 2-1 ბორჯომი
გაგრა 2-0 ბეთლემი
დინამო II 0-3 მერცხალი (ტექნიკური შედეგი)

პირველი ლიგა: 21-ე ტური თბილისური დერბით დასრულდა

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის 21-ე ტური ზუგდიდში და თბილისში გასამართი შეხვედრებით დასრულდა.

ზუგდიდში “ბაიას” ბაზაზე “ლაზიკამ” ა ჯგუფის აუტსაიდერი, ბათუმის “ადელი” მიიღ და 2:1 სძლია. ტურის უკანასკნელი შეხვედრა კი “ბენდელაზე” შედგა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში “საბურთალომ” თბილისი “ლოკომოტივს” 3:2 მოუგო.

21 ჩატარებული შეხვედრით ა ჯგუფში “საბურთალო” 54 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “ლაზიკა” 39-ით – მეორეზე. უმაღლესში გადასვლის მსურველი თბილისის “ლოკომოტივი” 33 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

პირველ ლიგაში 21-ე ტური დაიწყო

საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში სტარტი 21-ე ტურმა დღეს აიღო. დღევანდელ მატჩებს მოულოდნელი შედეგების გარეშე არ ჩაუვლია.

ა ჯგუფი

სამგურალი 5-1 ჩხერიმელა
ჭიათურა 0-2 მაჭახელა
სასკო 3-1 სტუ

ხვალ
ლაზიკა – ადელი
საბურთალო – ლოკომოტივი 19:00

ბ ჯგუფი

ბეთლემი 0-0 სქური
ბორჯომი 2-1 ალგეთი
საპოვენლა 2-0 კოლხეთი ხობი
მეშახტე 0-1 მერცხალი
გაგრა ისვენებდა  

პირველი ლიგა: “საპოვნელა” უმაღლესს უახლოვდება

საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მე-20 ტურის შეხვედრები შედგა. ა ჯგუფში ყველა მატჩი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. ჯგუფის ლიდერი “საბურთალო” კი “ადელს” დღეს მიიღებს. მოულოდნელობების გარეშე წარიმართა ბ ჯგუფის მატჩებიც, თუ რა თქმა უნდა “გაგრას” და “ბორჯომის” უგოლო ფრეებს არ ჩავთვლით, რამაც “საპოვნელას უახლოეს მდევართან ათ ქულიანი უპირატესობის შექმნაში შეუწყო ხელი.

ა ჯგუფი

ჩხერიმელა 1-0 სასკო
სტუ 1-2 ჭიათურა
მაჭახელა 0-1 ლაზიკა
ლოკომოტივი 5-2 სამგურალი
დღეს
საბურთალო – ადელი

ბ ჯგუფი

მერცხალი 1-4 საპოვნელა
კოლხეთი 0-0 ბორჯომი
ალგეთი 2-1 ბეთლემი
სქური 0-0 გაგრა
დინამო II 0-3 მეშახტე (ტექნიკურ შედეგი)

პირველი ლიგა: რა დაუჯდა “სამეგრელოს” “სასკოს” შეძენა?

შაბათს, 21 თებერვალს, უმაღლეს ლიგასთან ერთად მეორე ეტაპი პირველ ლიგაშიც დაიწყო. თუმცა, უმაღლესისგან განსხვავებით, პირველ ლიგაში ტური არასრული გამოდგა.

უცნობი მიზეზის გამო “ჭიათურასა” და თბილისის “სასკოს” შორის გასამართი შეხვედრა გადაიდო. როგორც შემდეგ გაირკვა, “სასკოს” ფინანსური პრობლემები ჰქონია და გუნდი ფაქტობრივად დაშლილი ყოფილა. მოთამაშეთა უმეტესობა სხვა გუნდებში გადავიდა, კლუბის ხელმძღვანელებმა კი “სასკოს” გაყიდვა გადაწყვიტეს.

თბილისური კლუბის ყიდვის სურვილი მეორე ლიგის ბინადრებს, გურჯაანის “ალაზანს” და ჩხოროწყუს “სამეგრელოს” ჰქონდათ. საბოლოოდ, თბილისელებს უკეთესი პირობები “სამეგრელოს” მესვეურებმა შესთავაზეს და კლუბიც მათი საკუთრება გახდა. დაუდასტურებელი ინფორამციით “სასკო” 50 000 დოლარად გაიყიდა.

ვრცელდებოდა ინფორამცია იმის შესახებ, თითქოს პირველ ლიგაში “სასკოს” “სამეგრელო” ჩაანაცვლებდა და მეგრული კლუბი ასპარეზობას თბილისური გუნდის ქულებით გააგრძელებდა. პრინციპში, ეს ასეც იქნება, თუმცა, როგორც გაირკვა, მიმდინარე სეზონს გუნდი “სასკოს” სახელით ჩაამთავრებს, რათა იურიდიული ნორმები არ დაიღვეს. ფაქტობრივად კი მოედანზე “სამეგრელოს” ფეხბურთელები იქნებიან. ამასთან ერთად მეორე ლიგაში გუნდი დიდი ალბათობით ახალგაზრდული შემადგენლობით გააგრძელებს ასპარეზობას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დასავლეთის გუნდებს “სამეგრელო” ჩხოროწყუში მიიღებს, ხოლო აღმოსავლეთის – თბილისში, “მარაკანაზე” უმასპინძლებს, სადაც პირველ ეტაპზე საშინაო თამაშებს “სასკო” ატარებდა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი იმ ფეხბურთელების საკითხია, რომლებიც კლუბების “ჩანაცვლების” შედეგად უგუნდოდ დარჩნენ. მათ შორის არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი, მეკარე ნიკა შერმადინი, რომელსაც Fanebi.com დაუკაშირდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

“როგორც ვიცი “სასკო” გაიყიდა. მოთამაშეთა უმრავლესობა სხვა კლუბებში გადავიდა, ნაწილი უგუნდოდ დავრჩით, ხოლო რამდენიმემ სამწუხაროდ კარიერაც კი დაასრულა.

კლუბის ხელმძღავნელებმა გვითხრეს, რომ გუნდის გაყიდვას აპირებდნენ, რადგან მისი შენახვის საშუალება აღარ იყო. მაგრამ, იყო იმის შანსიც, რომ “სასკო” რომელიმე გუნდთან გაერთიანდებოდა და ასპარეზობას ჩველუებრივად, პირველ ლიგაში გააგრძელებდა, თუმცა, სამწუხაროდ ასე არ მოხდა, რამაც პირადად ჩემს გეგმებზეც უარყოფითად იმოქმედა.

ამჟამად უგუნდოდ ვარ და პირველი ლიგის რომელიმე გუნდში ვაპირებ მისვლას, სადაც თამაშის საშუალება მექნება. მოგეხსენებათ, მარტში 21-წლამდელთა ნაკრები შეიკრიბება და უგუნდოდ მყოფს გამოძახების შანსი არ მექნება” – გვითხრა შერმადინმა.

ამრიგად, პირველ ლიგას ძველი სახელით ახალი გუნდი შეემატება, რომელიც მეორე ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული და ზედა დივიზიონში დაწინაურების კანდიდატიც იყო.