პოლ პოგბას ბრწყინვალე თამაში “ბენფიკასთან”

1 მაისს, ევროპის ლიგის გათამაშებაში “იუვენტუსსა” და “ბენფიკას” შორის გამართულ მატჩში პოლ პოგბამ გულშემატკივრებს მშვენიერი ეპიზოდი შესთავაზა

პოგბა: “ჩემი კონტრაქტის თაობაზე არავისთან მისაუბრია”

ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ფეხბურთელი პოლ პოგბა აცხადებს, რომ მას თავისი კონტრაქტის თაობაზე საუბარი არავისთან ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ ნახევარმცველს “ბიანკონერისთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი შეძენა “პარი სენ-ჟერმენს” სურს.

“სიმართლე გითხრათ, ჩემი კონტრაქტის თაობაზე საუბარი არავისთან მქონია. ამიტომ, ჯერ ვერ გეტყვით, მომავალში რა მოხდება. ზოგადად კი, მსიამოვნებს, როდესაც ჩემით სხვა კლუბები ინტერესდებიან”, – ამბობს პოგბა.

პოგბა: “მინდა, რომ ოქროს ბურთი მოვიგო”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, პოლ პოგბა აცხადებს, რომ მას ოქროს ბურთის მოგება სურს.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვების შემდეგ, ახალგაზრდა ნახევარმცველი “ბიანკონერის” უცვლელი წევრი გახდა.

“მინდა, საუკეთესო ვიყო და ოქროს ბურთი მოვიგო. ამისათვის საჭიროა, ძალიან ბევრი ვიმუშავო და შეცდომები გამოვასწორო. ცხადია, ჯერ ოქროს ბურთის მოპოვებამდე ბევრი მიკლია, მაგრამ იმედი მაქვს, ერთ დღეს, მსოფლიოში საუკეთესოდ დამასახელებენ”, – ამბობს პოგბა.

ვიეირა: “პოგბა ჩემზე ბევრად ნიჭიერია”

სარფანგეთის ნაკრების ლეგენდარულმა ვეტერანმა პატრიკ ვიეიერამ ახალგაზრდა კოლეგა პოლ პოგბა საკმაოდ კარგად დაახასიათა.

ვიეირას აზრით, 20 წლის პოგბა მალე შესძლებს ტოპ-კლასის მოთამაშედ ჩამოყალიბებას.

“ჩვენს შორის სხვაობა ის არის, რომ პოგბას შეტევა უფრო ეხერხება, მე კი პირველ რიგში დაცვაზე ვიყავი ორიენტირებული. ის საკმაოდ ტექნიკურია, კარგი დარტყმა აქვს და რა თქმა უნდა ჩემზე გაცილებით ნიჭერია.

პოგბას თავისუფლად შეუძლია სეზონში 10-15 გოლის გატანა. ვფიქრობ, მისთვის იდეალურია სამი ცენტრალური ნახევარმცველით თამაში” – განაცხადა ვიეირამ.

დეშამის აზრით პოგბა მოედანზე დიდ დროს ატარებს

საფრანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ პოლ პოგბა “იუვენტუსის” შემადგენლობაში ძალიან ინტვირთება, რამაც შესაძლოა უარყოფითი როლი ითამაშოს მის კარიერაში>.

“პოგბამ ძალიან ბევრი თამაში ჩაატარა მიმდინარე სეზონში. “იუვენტუსი” და კონტე მას დასვენების საშუალება არ აძლევენ. მართალია პოლ კარგი სეზონი აქვს, თუმცა ასეთი დატვირთვებისთვის ის ჯერ ახალგაზრდაა და ფრთხილად უნდა იყოს” – განაცხადა დეშამმა.

 

არსენალი მზად არის პოგბაში 50 მილიონი გადაიხადოს

“იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა კვლავ რჩება ლონდონის “არსენალის” ინტერსთა სფეროში.

უცხოური პრესის ცნობით, “მეთოფეები” მზად არინ სეზონის დასრულების შემდეგ “იუვეს” ოფიციალური წინადადებით მიმართონ. წყარო იუწყება, რომ არსენალი მზად არის 20 წლის ფრანგის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

საერთოდ ჯამში კი, ლონდონელები 150 მილინის დახარჯვას აპირებენ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე.

შეგახსენებთ, რომ პოგბას გადაბირება ასევე “პსჟ”-ს, “ბაიერნს”, “ჩელსის” და “მანჩესტერ იუნაიტედს” სურთ.

პოგბა და “იუვენტუსი” ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკებენ

დიდი შანსია, უახლოეს დღეებში ტურინის “იუვენტუსსა” და გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელ პოლ პოგბას შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. როგორც ირკვევა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშის აგენტი, მინო რაიოლა მზადაა ტურინში ჩაფრინდეს და იქ კლუბის ხელმძღვანებლობასთან მოლაპარაკებები გამართოს.

გავრცელებული ამბების თანახმად, პოგბას შეძენა გერმანულ, ესპანურ და ინგლისურ გრანდებს სურთ.

ახალგაზრდა ნახევარმცველს “ბიანკონერისთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება, ხოლო კლუბის ხელმძღვანებლობას მისი 2018 წლამდე გახანგძლივება სურს.

“იუვენტუსი” პოგმას ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობს

იტალიური პრესის ცნობით ტურინის “იუვენტუსმა” პოლ პოგბას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც 5 წელიწადზეა გათვლილი.

ინფორმაციის თანახმად, “იუვე” მზად არის ფეხბურთელს წელიწადში 4 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ პოგბაზე პრეტენზიას “პსჟ” აცხადებს და უკანასკნელი ინფორმაციით ფრანგული კლუბის ბოსები მზად არიან პოგბაში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ბუფონი: “პოგბას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი აცხადებს, რომ “ბიანკონერის” ახალგაზრდა მოთამაშე პოლ პოგბას აქვს შესაძლებლობა, რომ ოქროს ბურთი მოიგოს.

შეგახსნებთ, რომ მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში, ბუფონმა პირველი ადგილი ანდრეა პირლოს მიანიჭა, ხოლო მეორე და მესამე პოზიციები – რონალდუსა და მესის.

“ოქროს ბურთის გამოკითხვაში, ხმა პირლოს, რონალდუსა და მესის მივეცი. იმედი მაქვს, მომავალში ხმის მიცემა პოგბასთვის მომიწევს, რადგან მას შეუძლია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”, – ამბობს ბუფონი.

ბუფონი: “პოგბა “იუვენტუსთან” კონტრაქტს გაახანგძლივებს”

ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი, ჯანლუიჯი ბუფონი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი, პოლ ბოგბა “ბიანკონერისთან” კონტრაქტს გაახანგძლივებს.

შეგახსენებთ, რომ პოგბა “იუვენტუსში” 2012 წელს, თავისუფალი აგენტის სახით მივიდა. ფრანგმა ფეხბურთელმა ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში თავი მალევე დაიმკვიდრა, რამდენიმე თვის წინ კი, პრესამ ის მადრიდის “რეალთან” დააკავშირა.

“პოგბა? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. მალე, ყველანი ერთად ვნახავთ, რომ ის “იუვენტუსთან” კონტრაქტს გაახანგძლივებს”, – ამბობს ბუფონი.

ვიეირა: “მანჩესტერ სიტიმ” შეცდომა დაუშვა”

ლონდონის “არსენალის”, მილანის “ინტერისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, პატრიკ ვიეირა, რომელიც ამჟამად, “მანჩესტერ სიტის” სარეზერვო გუნდის მწვრთნელია, აცხადებს, რომ კლუბმა შეცდომა დაუშვა, როდესაც პოლ პოგბა არ შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ პოგბა პოგბამ “მანჩესტერ იუნაიტედი” 2012 წელს დატოვა და შემდეგ ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა.

“ბევრი ადამიანი ამბობს, რომ პოგბა მე მგავს. ჩემი აზრით, ის უფრო ტექნიკურია და შეტევაში ჩემზე უკეთ თამაშობს.

პოგბა ძალიან მომწონს. ჩემი აზრით, “მანჩესტერ სიტიმ” შეცდომა დაუშვა, როდესაც ის “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის შემდეგ არ შეიძინა”, – ამბობს ვიეირა.

დიტო ჭიჭინაძე

პოგბა: “რეალი” უნდა დავამარცხოთ”

ტურინის “იუვენტუსის” ფრანგი ფეხბურთელი, პოლ პოგბა აცხადებს, რომ “ბიანკონერი” მადრიდის “რეალთან” გასამართ შეხვედრაზეა გადართული და ფეხბურთელებს “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ მხოლოდ გამარჯვება სურთ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, B ჯგუფში, 5 ნოემბერს, “იუვენტუსი” “რეალს” საკუთარ მოედანზე მიიღებს. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 23 ოქტომბერს გაიმართა, რომელიც მადრიდელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

“შემიძლია, ვთქვა, რომ გუნდი “რეალთან” გასამართ მატჩზეა გადართული. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვსურს”, – ამბობს პოგბა.