„პორტუს“ ლამელას დამატება სურს

პორტუგალიის „პორტუს“ ხელმძღვანელობა „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ნახევარმცველის ერიკ ლამელას დამატებისთვის ბრძოლას შეეცდება.

პორტუგალიელებს არგენტინელის ერთწლიანი იჯარით აყვანა სურთ. წარმატებულად თამაშის შემთხვევაში, ისინი მის 7,5 მილიონ ევროდ გამოსყიდვას იმედოვნებენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლამელას შეძენა ასევე „ინტერსა“ და „მილანს“ სურდათ.

შეგახსენებთ, რომ სახრეთ ამერიკელი „სპურსში“ 2013 წელს „რომადან“ გადავიდა.

იკერ კასილასის პირველი ბრწყინვალე სეივი “პორტუში” (ვიდეო)

25 ივლისს, მიონხენგლადბახის “ბორუსიასა” და “პორტუს” შორის გამართულ მატჩში (2:1), იკერ კასილასმა შესანიშნავი სეივი განახორციელა.

კუარეჟმა „ბეშიქთაშში“ ბრუნდება

როგორც თურქული „ბექშიქთაშის“ „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი წერს, უახლოეს დროში კლუბი პორტუგალიელ ნახევარმცველთან რიკარდო კუარეჟმასთან კონტრაქტს გააფორმებს.
ცნობილია, რომ გუშინ „პორტუს“ ყოფილი ფეხბურთელი სტამბოლში ჩავიდა, რათა კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიაროს.
აღსანიშნავია, რომ რიკაროი „ბეშიქთაშში“ აქამდეც თამაშობდა – თურქული კლუბის ღირსებას ის 2010 წლიდან 2012 წლამდე იცავდა.

ოფიციალურად: ჯექსონ მარტინესი “ატლეტიკოს” ფეხბურთელია

მადრიდელებმა “პორტუს” კოლუმბიელი ფორვარდი გაიფორმეს.

როგორც “ატლეტიკოს” ოფიციალური საიტი იტყობინება, 28 წლის შემტევი 35 მილიონის სანაცვლოდ ახალ კლუბშია.

მარტინესმა “ლეიბებთან” ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

პორტუგალიის ჩემპიონატში, მარტინესმა 89 მატჩში 67 გოლი გაიტანა.

ჯექსონ მარტინესმა „ატლეტიკოსთან“ ოფიციალურად გააფორმა

თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გახდა. ფორვარდის წინა კლუბი „პორტუ“ იყო, რომლის შემადგენლობაში ის 2012 წლიდან 2015 წლამდე გამოდიოდა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

განვლილ სეზონში მარტინესმა „პორტუს“ მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 29 გოლი გიატანა.

„ატლეტიკოს“ გარდა, კოლუმბიელის შეძენა ასევე „მილანის“ ხელმძღვანელობას სურდა.

ბენიტესმა კასილიასის წასვლის შესახებ ისაუბრა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მეკარე იკერ კასილიასის „პორტუში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა.

„იკერი მადრიდის „რეალის“ ცოცხალი ლეგენდაა, კლუბის ისტორიაში ის საუკეთესო გოლკიპერია. თუმცა მან წასვლა გადაწყვიტა. როგორც მწვრთნელი, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, „რეალის“ გულშემატკვიართა გულებში ის სამუდამოდ დარჩება. იმედია, „პორტუში“ ის თავს გამოიჩენს“, – განაცხადა ფეხბურთს ესპანელმა სპეციალისტმა.

იხილეთ ასევე: რა ნომრით ითამაშებს „პორტუში“ იკერ კასილიასი?

რა ნომრით ითამაშებს „პორტუში“ იკერ კასილიასი?

„პორტუს“ ახალწვეული, მეკარე იკერ კასილიასი ახალ გუნდში 12 ნომრით ითამაშებს, რის შესახებაც პორტუგალიური კლუბის ოფიციალური საიტი წერს.

აქამდე ამ ნომრით „პორტუში“ გოლკიპერი ფაბიანო ფრეიტასი თამაშობდა, რომელიც იჯარით „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა.

ცნობისთვის, პირველ ნომერს ამჟამად ელტონი იკავებს, რომელიც „პორტუს“ ღირსებას 2005 წლიდან იცავს.

კასილიასის დედა: “პორტუს დონის გუნდები ესპანეთის მესამე დივიზიონში თამაშობენ”

ოფიციალურად: კასილასი “პორტუში” ითამაშებს

მადრიდის “რეალი” ოფიციალურად ადასტურებს, რომ “პორტუსთან” იკერ კასილასის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია.

“ჩვენი კლუბი 113 წლისაა და აქედან 25 წლის მანძილზე კასილასი “რეალში” თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში იკერი კლუბის ერთ-ერთი სახე გახდა, მან დაიმსახურა პატივისცემა, აღტაცება და სიყვარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი საქციელი სამაგალითოა ყველასთვის, ვინც “რეალში” თამაშზე ოცნებობს. მადლობა, იკერ, ყველაფრისთვის, რაც ჩვენი კლუბისთვის გააკეთე. მადლობა იმისთვის, რომ კლუბის სიმბოლო გახდი. შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულებში”, – ვკითხულობთ “რეალის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი მადრიდის “რეალის” სისტემაში რვა წლის ასაკიდან ირიცხებოდა. მან “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში სულ 725 მატჩი ჩაატარა.

კასილასმა “რეალთან” ერთად ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი, ოთხჯერ სუპერთასი. ესპანელი მეკარე სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ორჯერ მოიგო უეფას სუპერთასი. გარდა ამისა, თითო-თითოჯერ გახდა კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი.

 

კასილასი “რეალიდან” აიბარგა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი დღეს საწვრთნელ ბაზაზე მაშინ მივიდა, როცა გუნდს ვარჯიში უკვე დაწყებული ჰქონდა. “ასის” თანახმად, 34 წლის კიპერი თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ბაზიდან საკუთარი ნივთები წამოიღო.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კასილასი “პორტუსთან” ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯერჯერობით ტრანსფერი ოფიციალურად არ დასტურდება.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი მადრიდის “რეალის” სისტემაში რვა წლის ასაკიდან ირიცხება.

Casillas

 

Marca: კასილიასი “პორტოს” შეუერთდა

ყველაფრის მიუხედავად, ესპანელი გამოცდილი მეკარე “რეალს” ტოვებს.

ესპანური გამოცემა მარკა იტყობინება, რომ “პორტუ” და “რეალი” იკერის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. გარიგება ოფიციალურად რამდენიმე საათში დადასტურდება.

ფინანსური თვალსაზრისით, შეთანხმება უცნობია, თუმცა პრესის ცნობით, ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაჯდა.

34 წლის მეკარემ “სამეფო გუნდთან” ერთად ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ კოპა დელ რეი და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.

“რეალი” კასილასისთვის გამოსათხოვარი საღამოს ჩატარებას აპირებს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ მადრიდის “რეალი” მეკარე იკერ კასილასისთვის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ოფიციალური გამოსათხოვარი საღამოს ჩატარებას აპირებს, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, ფეხბურთელის ოჯახის წევრები, თანაგუნდელები და ფანებიც დაესწრებიან.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კასილასი შესაძლოა, “პორტუში” გადავიდეს, თუმცა პორტუგალიური კლუბის მესვეურთა ნაწილი და ქომაგები ესპანელი მეკარის ტრანსფერის წინააღმდეგნი არიან. კასილასის მიწვევის ინიციატორი “დრაკონთა” მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ყოფილა, რომელიც “რეალის” კიპერთან თავადვე გავიდა პირდაპირ კონტაქტზე.

იკერ კასილასმა გასულ სეზონში “რეალის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაუშვა.

„მილანს“ კონკურენტი უჩნდება – მარტინესით „ატლეტიკო“ დაინტერესდა

ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელის მარიო მანჯუკიჩის ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის გამო მადრიდის „ატლეტიკო“ თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. ესპანური გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბი „პორტუს“ ფორვარდით ჯექსონ მარტინესით დაინტერესდა, რომელსაც ბოლო დროს „მილანს“ უკავშირებენ.

როგორც წყარო წერს, ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად „კოპა ამერიკაზე“ იმყოფება, თავის მომავალ კლუბთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება „ატლეტიკოს“, კლუბი მზადაა, მარტინესში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.