28 იანვარს, პორტუგალიის თასზე “პორტუმ” საკუთარ მოედანზე “აკადემიკა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მასპინძელთა თავდამსხმელმა ჯექსონ მარტინესმა მეტოქის კარში ეფექტური გოლი გაიტანა.
ჭდე: პორტუ
“პორტუს” მეორე გუნდის ფეხბურთელმა “ბენფიკას” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)
“პორტუსა” და “ბენფიკას” მეორე გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში, “პორტუს” ფეხბურთელმა გონსალო პასიენსიამ მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
კაზემირომ ებრალიძის გუნდის კარში 102 კმ/სთ-ით დარტყმული გაიტანა (ვიდეო)
შესაძლოა, ტელიო ,,ბარსაში” დაბრუნდეს
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ,,ბარსელონამ” ტელიო არენდის წესით ,,პორტუში” გაუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შეიძლება კატალონიურ გრანდში დაბრუნდეს.
Sport.es-ის ინფორმაციით, პორტუგალიელები მზად არიან კრისტიან ტელიო ,,ბლაუგრანას” დაუბრუნონ. ისინი ამით იჯარის წესებს დაარღვევენ. შეთანხმების საფუძველზე, ფეხბურთელს ,,პორტუს” რიგებში ორი სეზონი უნდა ეთამაშ,. კატალონიელებს კი სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო უნდა მიეღოთ.
გეტყვით ასევე იმასაც, რომ ტელიომ პორტუგალიის ჩემპიონატში 12 შეხვედრა ჩაატარა. მან 1 გოლის გატანა მოახერხა. ამასთან ერთად აქტივში 4 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.
“პორტუ” – “შახტარი” 1:1
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში “დრაგაუზე” ერთმანეთის წინააღმდეგ “პორტუ” და “შახტარი” წარსდგნენ. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებაც ორივე გუნდმა მოიპოვა.
პორტუ 1-1 შახტარი
გოლები: სტეპანენკო 51′ (0:1); აბუბაკარი 87′ (1:1)
„ბილბაო“ – „პორტუ“ 0:2
პორტუგალიის „პორტუმ“ გასვლაზე ბილბაოს „ატლეტიკს“ ანგარიშით 0:2 სძლია.
პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 42-ე წუთზე ჯექსონ მარტინესმა პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა თავისი შეცდომა 55-ე წუთზე გამოასწორა, როდესაც გოლი გაიტანა. უპირატესობა სტუმრებმა 73-ე წუთზე გაზარდეს, როდესაც მეტოქის კარი ბრაიმიმ აიღო.
ნანიმ “პორტუს” ფეხბურთელები გააწამა (ვიდეო)
ლუიშ ნანიმ “პორტუს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მეტოქე გუნდის მოთამაშეები არ დაინდო
შახტარი 2-2 პორტუ
საკმაოდ დრამატული გამოდგა დაპირისპირება დონეცკში ”დონბას არენაზე”, სადაც ადგილობრივი ”შახტარი” ”პორტუს” მასპინძლობდა. მასპინძლები 85-ე წუთისთვის 2-0 იგებდნენ და ერთი შეხედვით ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ სტუმრება, ბოლო 5 წუთში, 2 გოლის გატანა მოახერხეს და თამაში გადაარჩინეს.
გოლები: ალექს ტეიშეირა 1-0 52′; ლუიზ ადრიანო 2-0 85; ჯექსონ მარტინესი 2-1 89′(პენ,) 2-2 93;
რატომ არ გადავიდა სინამდვილეში ალი სისოკო “მილანში” ?
“ასტონ ვილას” მცველმა ალი სისოკომ აღიარა, რომ ზუსტად ხუთი წლის წინ “მილანში” კბილის “პრობლემის” გამო ვერ გადავიდა.
2009 წელს “როსონერი” “პორტუს” სისოკოს ტრანსფერზე შეუთანხმდა. იტალიელები “პორტოს” ფრანგი მცველის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებდა.
თუმცა, სტომატოლოგმა ცენტრალურ მცველს კბილის პრობლემა აღმოუჩინა. პრობლემის აღმოჩენიდან 48 საათის შემდეგ, მილანურმა კლუბმა შეთავაზება გააუქმა.
“პრობლემებმა თავი მაშინ იჩინა, როცა “მილანი” ჩემს კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, იტალიაში წასავლელად მზად ვიყავი, მაგრამ შემდეგ “როსონერიმ” განმიცხადა, რომ კბილის პრობლემები მქონდა და შეთავაზება გააუქმა.”
“მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საბაბი იყო, რადგან სამედიცინო შემოწმება ორი საათის განმავლობაში უპრობლემოდ გავიარე და კბილის პრობლემაც არ მქონია. “მილანთან” კონტრაქტაც კი ხელი მოვაწერე, შემდეგ შევხვდი იტალიელთა ხელმძღვანელობას, რომელთაც “პორტუსთვის” ტრანსფერის თანხა გაგზავნილი ჰქონდათ. არ შემდგარი ტრანსფერის შემდეგ, დიდი ხანი იმდეგაცრუებული ვიყავი.” -განაცხადა ალი სისოკომ
პორტუ 6:0 ბატე
”პორტუმ”, საკუთარ მოედანზე ბორისოვის ”ბატე” გაანადგურა და მიმდინარე წლის გათამაშებაში, ყველაზე დიდი ანგარიში დააფიქსირა.
პორტუგალიაში გულშემტაკივრებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს
დაძაბული გამოდგა “ვიტორია გიმარაეშსა” და “პორტუს” შორის გამართული შეხვედრა, რომელი ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა მთავარი მოვლენები მოედნის ფარგლებს გარეთ ხდებოდა.
პირველ ტაიმში ტრიბუნებზე დაწყებული არეულობის გამო მთავარმა მსაჯმა შეხვედრა 7 წუთით შეაჩერა. ვითარების განმუხტვა პოლიციამ სცადა, რაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მატჩის დასრულების შემდეგ “ვიტორიას” პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ცეცხსასროლი იარაღით არის დაჭრილი.
ანდრეს ფერნანდესი „პორტუში“ გადავიდა
„ოსასუნას“ აწ უკვე ყოფილი კიპერი ანდრეს ფერნანდესი კარიერას „პორტუში“ განაგრძობს. 27 წლის მოთამაშემ „დრაკონებთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი გამოსასყიდი ღირებულება კი 30 მილიონი ევროს უტოლდება.
„ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ პორტუგალიის საუკეთესო გუნდში გადავბარგდი.“, – ციტირებს ფერნანდესს „მარკა“, – „მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვისპარეზებ, რაც დამატებით მოტივაციას მძენს. ვეცდები, კლუბს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. ჩემი ოცნება ესპანეთის ნაკრებში თამაშია და დარწმუნებული ვარ, „პორტუში“ დამაჯერებლად ასპარეზობა მის ასრულებაში ხელს შემიწყობს.“
ანდრეს ფერნანდესი „ოსასუნაში“ 2007-2013 წლებში ირიცხებოდა და პამპლონური კლუბის რიგებში მის ანგარიშზე 113 შეხვედრაა. მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე კი ესპანელი გოლკიპერი „პორტუს“ რიგით მეთორმეტე შენაძენი გახდა. ხულიენ ლოპოტეგის გუნდმა ფერნანდესის ტრანსფერამდე გუნდი საკამოდ მაღალი დონის ფეხბურთელებით გააძლიერა: რიკარდო ნუნეში („აკადემიკა“), ხოსე ანხელი („რომა“), ბრუნო მარტინს ინდი („ფეიენოორდი“), დანიელ ოპარე („სტანდარდი“), იასინე ბრაჰიმი („გრანადა“), კასემირო („რეალი“), ევანდრო („ეშტორილი“), ოლივერ ტორესი („ატლეტიკო“), ადრიან ლოპესი („ატლეტიკო“) კრისტიან ტელიო („ბარსელონა“) და სამი („მარიტიმუ“)