ოფიციალურად: იგალო ჩინეთში ითამაშებს

ჩინელებმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღესაც არ მოისვენეს.

31 იანვრის მიწურულს ოფიციალურად დადასტურდა, რომ პრემიერ ლიგის გუნდის, “უოტფორდის” ფეხბურთელი – ოდიონ იგალო ჩინურ “ჩანგჩუნ იატაიში” გადავიდა. ამის შესახებ ინგლისელთა გვერდი იტყობინება.

27 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი “უოტფორდში” ესპანური “გრანადადან” 2014 წელს წავიდა. მას, განსაკუთრებით, პროდუქტიული სეზონი წინა წელს ჰქონდა, როცა 2015/2016 წლების სეზონში პრემეირ ლიგის 37 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. წელს კი მის ანგარიშზე, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი გოლია.

არაოფიციალური წყაროების თანახმად, “უოტფორდმა” აზიელებისგან 20 მილიონი ფუნტი მიიღო. ხელფასის დეტალები არ საჯაროვდება.

ჯერარდი: “კოუნტინიო მაგიურია”

მიმდინარე სატარნსფერო ფანრჯარაზე აქტიურად იწერებოდა “ლივერპულის” ლიდერის, ფილიპე კოუნტინიოს გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით. მას “ბარსელონას” უკავშირებდნენ, თუმცა, ბრაზილიელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

მერსესაიდელთა ლეგენდამ, სტივენ ჟერარდმა 24 წლის ფეხბურთელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მის გვერდით მითამაშია. ასევე, ვარჯიშებზე კოუნტინიოს მოწინააღმდეგე გუნდშიც ვყოფილვარ. ის ფენომენალური, მაგიური ფეხბურთელია. ბრაზილიელს საოცარი შესაძლებლობები აქვს.”

“მოხარული ვარ, რომ ფილიპე ჩვენთან დარჩა. დარწმუნებული ვარ, ის გუნდის სამომავლო წარმატებებში გადამწყვეტ როლს შეასრულებს,” – განაცხადა ჯერარდმა.

რანიერი: “დატოვებს თუ არა სლიმანი “ლესტერს”?”

ბოლო დროს “ლესტერ სიტის” თავდამსხმელს, ისლამ სლიმანის აქტიურად უკავშირებენ ჩინურ “ტიანძინ ქუანძიანს”, რომელსაც ფაბიო კანავარო წვრთნის. ვრცელდებოდა ხმები, რომ ალჟირელში აზიელები 38.5 მილიონ ფუნტს იხდიდნენ.

ფეხბურთელზე, რომელიც გასულ ზაფხულს მივიდა ინგლისურ კლუბში, “მელიების” მთავარ მწვრთნელს, კლაუდიო რანიერის კითხვა დაუსვეს.

“დაგვტოვებს თუ არა ის? არცერთ შემთხვევაში. გთხოვთ, არ აყვეთ სპეკულაციებს. სლიმანი “ლესტერის” ფეხბურთელია და ის, მინიმუმ, მომავალ ზაფხულამდე ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს,” – აცხადებს რანიერი.

ვის ჰყავს ყველაზე ახალგაზრდა გუნდი პრემიერ ლიგაში?

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, The Telegraph ძალზედ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს გვაწვდის, პრემიერ ლიგის გუნდების საშუალო წლოვანებასთან დაკავშირებით.

ბრიტანული გაზეთის ცნობით, ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში ყველაზე გამოცდილი გუნდი უოლტერ მაცარის “უოტფორდს” ჰყავს, ყველაზე ახალგაზრდა – მაურისიო პოჩეტინოს “ტოტენჰემს”.


20. “უოტფორდი”

საშუალო ასაკი: 29 წელი და 316 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: მაიკლ ფოლივი – 18 წელი და 335 დღე

ყველაზე ხნიერი: აურელიო გომესი – 35 წელი და 345 დღე


17. “მანჩესტერ სიტი”

საშუალო ასაკი: 28 წელი და 303 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ალეიშ გარსია – 19 წელი და 212 დღე

ყველაზე ხნიერი: ვილი კაბალიერო – 35 წელი და 120 დღე


10. “ჩელსი”

საშუალო ასაკი: 27 წელი და 235 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ოლა აინა – 20 წელი და 109 დღე

ყველაზე ხნიერი: ჯონ ტერი – 36 წელი და 49 დღე


7. “არსენალი”

საშუალო ასაკი: 27 წელი და 99 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: აინსლი მაიტლანდ-ნილსი – 19 წელი და 150 დღე

ყველაზე ხნიერი: პიტერ ჩეხი – 34 წელი და 251 დღე


5. “მანჩესტერ იუნაიტედი”

საშუალო ასაკი: 27 წელი და 87 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ტიმოტი ფოსუ-მენსა- 19 წელი და 23 დღე

ყველაზე ხნიერი: მაიკლ კერიკი – 35 წელი და 182 დღე


2. “ლივერპული”

საშუალო ასაკი: 26 წელი და 14 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ბენ ვუდბარნი – 17 წელი და 103 დღე

ყველაზე ხნიერი: რაგნარ კლავანი – 31 წელი და 87 დღე


1. “ტოტენჰემი”

საშუალო ასაკი: 25 წელი და 266 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ჯოშ ონომა – 19 წელი და 274 დღე

ყველაზე ხნიერი: მაიკლ ვორმი – 33 წელი და 98 დღე


ვენგერი: “სჭირდება თუ არა “არსენალს” პაიე?”

ბოლო დროს “ვესტ ჰემის” შემტევს, დიმიტრი პაიეს აქტიურად უკავშირებენ ლონდონის “არსენალს”.

არსენ ვენგერმა აღნიშნული ტრასნფერის განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, არავის შეძენა არ გვჭრდება შეტევაში. ადრე პაიეზე ნამდვილად ვფიქრობდი, რადგან უელბეკი იყო ტრავმირებული. თუმცა, ახლა ინგლისელი დაგვიბრუნდა. გუნდში საკმაო რაოდენობის გამოსადეგი ფეხბურთელია.”

“ვფიქრობ, სატრანსფერო ფანაჯარაზე აღარავის შევიძენთ,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ანტონიო კონტე “მიდლსბროს” ნახევარმცველით ინტერესდება

ანტონიო კონტე ფეხბურთელების შეძენაზე ფიქრს განაგრძობს.

Sky Sports-ი იტყობინება, რომ ინგლისელთა მწვრთნელი სერიოზულად არის დაინტერესებული “მიდლსბროს” ნახევარმცველით, ადამა ტრაორე დიარათი. ესაა ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც, სულ რაღაც, 20 წლისაა. იგი აიტორ კარანკამ გასულ ზაფხულს “ასტონ ვილადან” გაიფორმა. ტრაორეს მიმდიარე სეზონში პრემიერ ლიგაში 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

 

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნახსენები ფეხბურთელი 2012-2015 წლებში კატალონიის “ბარსელონაში” ირიცხებოდა. იგი, ძირითადად, მეორე გუნდში გამოდიოდა.

ტრაორეს შეთავაზებაზე ნამდვილად მოუწევს ფიქრი, რადგან მას გრანდში არც ისე ცოტა და სუსტი კონკურენტი ეყოლება.
 

გნაბრი: “პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ”

სერჟ გნაბრიმ კარიერა 2012 წელს ლონდონის “არსენალში” დაიწყო. გერმანელმა ბოლო მომენტში გამოანათა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ვერ მოიკიდა ფეხი არსენ ვენგერის პირველ გუნდში და სამშობლოში დაბრუნდა.  როგორც იცით, იგი ბრემენის “ვერდერის” ღირსებას იცავს. მან აღნიშნული გუნდის მაისურით, ბუნდესლიგის 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

21 წლის მოთამაშეს ჰკითხეს, მომავალ ზაფხულს აპირებს თუ არა გუნდის დატოვებას.

“ახლა არ ვფიქრობ ჩემს მომავალზე. ამ წლების მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის ვისწავლე, რომ სეზონის მიმდინარეობისას, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტულ მატჩზე უნდა მოახდინო კონცენტრაცია. მეც ასე ვარ. ამ მომენტში “ვერდერის” ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდში წარმატებული ასპარეზობა მსურს.”

“ჩემი მომავალიც ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებ ამ სეზონში. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ ზაფხულს პრემიერ ლიგაში დავბრუნდე,” – განაცხადა ახალგაზრდა სპორტსმენმა.

კარიკატურა: დიეგო კოშტამ, პრობლემების დასავიწყებლად, სმა დაიწყო (ფოტო)

დიეგო კოშტას ანტონიო კონტესთან კონფლიქტი აქვს. იწერება, რომ დაპირისპირება “ჩელსის” თავდამსხმელის ჩინურ შემოთავაზებასა და მის მიერ მოგონებულ ტრავმას უკავშირდება. იტალიელმა სპეციალისტმა კოშტა “ლესტერ სიტისთან” გასამართი მატჩისთვის განაცხადშიც კი არ შეიყვანა.

ომარ მომანის აზრით, დიეგომ, საკუთარ პრობლემებზე ფიქრით, სმა დაიწყო.

ვენგერი: “ის ახალი ეშლი კოული იქნება”

ლონდონის “არსენალმა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ინგლისური “ჰედნესფორდ თაუნიდან” სულ რაღაც 40 000 ფუნტად 20 წლის მცველი, კოჰენ ბრემოლი შეიძინა.

ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა.

“ბრემოლი შევიძინეთ და ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგით. მართალია, ჯერ ის არაა მზად პრემიერ ლიგაში სათამაშოდ, თუმცა გააჩნია განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები. მას აქვს ის თვისებები, რაც ჰქონდა ახალგაზრდა ეშლი კოულს,” – განაცხადა ვენგერმა.

20 წლის სპორტსმენი თავდაპირველად “არსენალის” 23 წლამდე გუნდში იასპარეზებს, სადაც მარცხენა მცველის პოზიციაზე კონკურენციის გაწევა მარკ ბოლასთვის მოუწევს.

აბრამოვიჩმა კოშტა ჩინეთში არ გაუშვა

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ვარსკვლავმა უკვე დატოვა ევროპა და ჩინეთში წავიდა სათამაშოდ. მიზეზი მარტივია – ფული.

TuttoMercatoWeb-ი იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინ ჩინეთის სუპერლიგის გუნდმა, “ტიანცზინ ციუანცზიანმა” ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელს, რომან აბრამოვიჩს დიეგო კოშტას სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტი შესთავაზა.

თუმცა, რუსმა ბიზნესმენმა აზიელებს განუცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, დიდი ალბათობით, მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს ჩელსისთან. ახალი დოკუმენტის მიხედვით, კოშტა გაზრდილ ხელფასს მიიღებს.,

შეგახსენებთ, რომ დიეგოს ამ სეზონში, პრემიერ ლიგაში 14 გოლი აქვს გატანილი.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

დღეს პრემიერ ლიგის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში “ვესთ ჰემმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა. “წითელ ეშმაკებს” წარმატებისკენ სვლაში იმანაც შეუწყო ხელი, რომ მე-15 წუთზე მეტოქის ერთ-ერთი ფეხბურთელი, სოფიან ფეგული გააძევეს მოედნიდან. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორ ენახევრის 63-ე და 78-ე წუთებზე, შესაბამისად, ხუან მატამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩინეს თავი. საბოლოოდ, ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა, ანგარიშთ, 2:0 იმარჯვეს.

საგულისხმოა, რომ ეს მოგება “მანჩესტერისთვის” ზედიზედ მეექვსეა პრემიერ ლიგაში. ეს გუნდი 39 ქულით მე-6 ადგილზეა. ხოლო, “ვესთ ჰემს” 22 ქულა აქვს და მე-13 საფეხურზე იმყოფება.

იხილეთ ვიდეო

 

“მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ბარნლის” სძლია (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-20 ტურში, “ეტიჰადზე” “მანჩესტერ სიტი” “ბარნლის” დაუპირისირდა.

პირველ ტაიმში, 32-ე წუთზე ფერნანდინიო გააძევეს და მასპინძლები უმცირესობაში დარჩნენ.

მეორე ნახევარში, 58-ე წუთზე ჯერ კლიშიმ გახსნა ანგარიში, ხოლო 62-ეზე აგუერომ ორამდე გაზარდა სხვაობა. 70-ე წუთზე ბენ მიმ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა. საბოლოოდ – 2-1.

ამ გამარჯვების შემდეგ “ქალაქელებს” 42 ქულა აქვთ და მე-3 ადგილზე არიან. რაც შეეხება “ბარნლის”, ამ გუნდს 23 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა.

იხილეთ ვიდეო