კეინმა “ვესთ ჰემს” მატჩი შემოუტრიალა (ვიდეო)

დღეს პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ტოტენჰემი” საკუთარ მოედანზე “ვესთ ჰემს” დაუპირისპირდა. თამაში ძალიან სანახაობრივი გამოდგა. 24-ე წუთზე ანტონიომ ანგარიში გახსნა და სტუმრები წინ გაიყვანა. 51-ე წუთზე ვინკსმა გაათანაბრა. 68-ეზე ლანცინიმ პენალტი გამოიყენა და “ვესთ ჰემი” ზედიზედ მეორედ დააწინაურა.

ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ სტუმრები მინიმუმ ქულას აიღებდნენ. ისინი 89-ე წუთამდე შევხერდას იგებდნენ. თუმცა სწორედ ამ დროს ჰარი კეინმა “ვესთ ჰემის” მცველების შეცდომით ისარგებლა და გაათანაბრა. ზუსტად ერთ წუთში ლონდონელი სონი წააქციეს საჯარიმოში, რის შემდეგაც “ჩაქუჩების” კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. იგი უნაკლოდ, ისევ და ისევ, კეინმა შეასრულა და საბოლოოდ “ტოტენჰემს” ანგარიშით 3:2 მოაგებინა.

The Sun: რუნი დაისჯება, მას კაპიტნის სამკლაურს ჩამოართმევენ

The Sun-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევს, უეინ რუნის დასჯიან და ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაურს ჩამოართმევენ.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ინგლისელი ფორვარდი პაპარაცებმა გასულ კვირას, “შოტლანდიასთან” მოგებული (3-0) მატჩის შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გამოიჭირეს.

ინგლისელთა თავკაცმა, გარეთ საუთგეითმა მატჩისშემდგომი წვეულების შემდეგ, ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს კატეგორიულად აუკრძალა სასტუმროს დატოვება, მაგრამ რუნიმ მისი ეს მითითება არ გაითვალისწინა, რის გამოც ინგლისელები მის დასჯას ითხოვენ.

გთავაზობთ ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მარტინ გლენის განცხადებას: “იმედგამაცრუებელია. ვფიქრობ, ნაკრების კაპიტნისგან მსგავსი ქცევა მიუღებელი უნდა იყოს. მაგრამ მან ბოდიში მოიხადა, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, არ ღირს ამ თემაზე ბევრი საუბარი.”

ნევილი: “რა დრო სჭირდება მოურინიოს “მანჩესტერში” წარმატების მისაღწევად?”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, გარი ნევილი თვლის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს მინიმუმ 3 წელი დასჭირდება იმისათვის, რათა მისმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.

“ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ჟოზე მოურინიოს თავისი გეგმების განსახორციელებლად სამი წელი მისცეს, თავისი საქმის კეთება უნდა აცალონ. მისი მისია ძალიან რთულად მისაღწევია, რაც ყველასათვის ნათელია.

დიდებული რამ იყო, როდესაც “მანჩესტერელთა” გამარჯვებებს ვუყურებდი და ამ გამარჯვებებში მოქმედი პირიც ვიყავი, მაგრამ სამუდამო არაფერია. ცუდი პერიოდის აცილება შეუძლებელია.

ვფიქრობ, დღევანდელი გადმოსახედიდან მოურინიოს მიერ “მანჩესტერში” გაწეული სამუშაოს შეფასება უსამართლო იქნება. ამ სპეციალისტმა ტიტული 18 თვის წინ მოიგო, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, უბრალოდ დრო სჭირდება.” – განაცხადა მან.

ერიკ დაიერი: “ერერამ ეს განზრახ გააკეთა, მაგრამ არ ვიცი რატომ”

ლონდონის “ტოტენჰემისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ერიკ დაიერმა მასსა და ანდერ ერერას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა (როდესაც ერერამ მას მხარი ჩაარტყა).

“ფეხბურთელები თამაშისას ერთმანეთს ხშირად არტყამენ, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს პასის გაკეთებიდან კარგა ხნის შემდეგ მოხდა… მან უბრალოდ ჩამარტყა, თანაც სახეში და არ ვიცი რატომ. ჩემთვის ეს მიუღებელი და სამარცხვინოა.

ფეხბურთში დარტყმები ჩვეულებრივია, თუმც ასეთი რამ ჩვეულებრივი არ არის, ეს სიბინძურე უფროა, რომლის საჭიროებაც ნამდვილად არ იყო.

ამბობს მე არ გამიკეთებიაო, მაგრამ ეს ხომ ყველასათვის ნათელია. თუ ამ მომენტს კიდევ ერთხელ შეხედავთ, დარწმუნდებით, რომ მან მე ძალით მომარტყა. ასეთი რაღაცეები ნამდვილად არ მომწონს.” – განაცხადა მან.

ინგლისი – ესპანეთი: საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

სამშაბათს ერთმანეთს ინგლისისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

Goal.Com-ი ამ ორი ნაკრებიდან შერჩეულ საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

დე ხეა; როუსი, კეჰილი, ბარტრა, ასპილიკუეტა; ბუსკეცი; სტერლინგი, მატა, ლალანა, სილვა, ადურიზი.

 

 

 

 

 

დაიერი არ ნანობს, პორტუგალიას ინგლისის ნაკრები რომ ამჯობინა

ლონდონის “ტოტენჰემის” ჰავბეკი, ერიკ დაიერი, რომელიც 2001 წლიდან პორტუგალიაში ცხოვრობდა და ლისაბონური “სპორტინგის” ღირსებასაც იცავდა, თვლის, რომ მსოფლიოს ამჟამინდელი ჩემპიონის, პორტუგალიის ნაკრების დაწუნებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“თუ ინგლისს ტიტულების მოგება არ უწერია, მინდა ეს მის ნაცვლად პორტუგალიამ გააკეთოს. მათი წარმატება მე ყოველთვის გამიხარდება, თუმცა არასდროს მიფიქრია, მათი რომ მათი მაისურით უნდა მეთამაშა.

როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ამ საკითხზე “სპორტინგის” დირექტორს ვესაუბრე, თუმცა არაფერი გამოვიდა. ახლა კი ინგლისში, ინგლისელი ვარ და არ ვნანობ, ბრიტანეთში რომ გადმოვბარგდი.

ნაკრებში თამაშით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, ვგრძნობ, რომ ფანების მესმის, ვიცი რას ითხოვენ ისინი ჩემგან.” – განაცხადა მან.

ჰარი კეინი სათადარიგოთა სკამზე გაამწესეს, სტარიჯი – სასტარტოში

უკვე ცნობილია, თუ რა შემადგენლობებით ითამაშებენ ინგლისისა და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეგიდით გასამართ მატჩს.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელთა დროებითმა თავკაცმა, გარეთ საუთგეითმა სასტარტოში გამწესებით შანსი “ლივერპულის” შემტევს, დანიელ სტარიჯს მისცა, მაშინ როდესაც ჰარი კეინი იძულებულია მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნოს თვალი.

საუთგეიტმა ძირითადში დააბრუნა “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი უეინ რუნიც, რომელსაც სლოვენიასთან მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. რუნის უკან ერიკ დაიერი და ჯორდან ჰენდერსონი ითამაშებენ, მათ უკან კი უოკერი და როუზი.

“ინგლისელ ფეხბურთელს ევრო 2016-ზე თამაში აღარ უნდოდა”

საკმაოდ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, Daily Telegraph-ის ჟურნალისტი ჯიმ ვაითი ირწმუნება, რომ

“ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ინგლისის ნაკრების ერთ-ერთმა ფეხბურთელმა თავის აგენტს დაურეკა და სთხოვა თამაშიდან გაეყვანა. ჩემთვის ეს განსაცვიფრებელი რამ არის.

ნუთუ ეს პრემიერ ლიგის სტერეოტიპია, რომ სანაკრებო დონე იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის, რამდენადაც ჩემპიონთა ლიგა, ან პრემიერ ლიგა? ვერ გეტყვით.

მაგრამ როდესაც ხედავ, რომ გარეთ ბეილი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობდა, ცდილობს საკუთარ გუნდს წინ წარუძღვეს და სხვა ფეხბურთელებიც მისთვის იბრძვიან, ჩნდება კითხვა – რატომ არ შეიძლება იგივე ინგლისის ნაკრებშიც მოხდეს?”

“არსენალი” – “ტოტენჰემი”: საუკეთესო ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

6 ნოემბერს ლონდონში, “ემირეით სთედიუმზე” პრემიერ ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრა გაიმართება. მატჩში ერთმანეთს ლონდონური კლუბები: “არსენალი” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდებიან.

Goal.Com-ი გუნდების საუკეთესო 11 მოთამაშისგან შემდგარ ნაკრებს გვთავაზობს.

 

“პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთი მსოფლიო დონის მოთამაშე გვყავს”

“ნიუკასლ იუნაიტედის” ლეგენდამ, ალან შირერმა საკმაოდ ხმაურიანი განაცხადი გააკეთა, როდესაც სერხიო კუნ აგუერო პრემიერ ლიგაში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებისგან გამოყო და მას მსოფლიო დონის მოთამაშე უწოდა.

გადაცემა “დღის მატჩში” საუბრისას, შირერმა განაცხადა: “ის ერთადერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელიც პრემიერ ლიგაში გვყავს და ის საუკეთესო ცენტრ-ფორვარდია.”

როდესაც მასპინძელი გარი ლინეკერი ამ საკითხს ჩაეძია, შირერმა არგუმენტად შემდეგი რამ მოიყვანა: “როდესაც მის შედეგს დააკვირდებით და ნახავთ, როგორი გოლების გატანა შეუძლია და როგორები აქვს გატანილი, ამაში თქვენც დარწმუნდებით.

ის მსოფლიო დონის მოთამაშეა.”

პრემიერ ლიგა: მეათე ტურის სიმბოლური ნაკრები

Goal.Com-ი გვთავაზობს ინგლისის პრემიერ ლიგის სიმბოლურ ნაკრებს.

ჰიტონი; გიბსი, კოსშიელნი, მუსტაფი, უოქერი; აზარი, მაკარტური, მატა; ალექსისი, ჟირუ, აგუერო.

 

სუარესი: “მესი თავის საქმეს სტოკშიც, წვიმიან საღამოსაც გააკეთებს”

“ბარსელონას” ახალწვეულმა, დენის სუარესმა იმ ცნობილ კითხვას უპასუხა, რომლის მიზანიც იმის გაგებაა, შეძლებს თუ არა მესი სტოკის წვიმიან საღამოსაც იმის გაკეთებას, რასაც “ბარსელონა” აკეთებს (რასაც ინგლისში ურთულეს რამედ მიიჩნევენ).

“რა თქმა უნდა, ის ამას შეძლებს – ჩვეულებისამებრ მიიღებს ბურთს, გაძვრება სამ ფეხბურთელს შორის და ბურთს მაღალ, შორეულ კუთხეში გაგზავნის.

არაერთხელ მინახავს, თუ როგორ აკეთებს ის ამას წვიმიან ამინდშიც, ისევე როგორაც შუადღისას, როდესაც მზე მაქსიმალურად აცხუნებს.

ის ამას ნებისმიერ ადგილას გააკეთებს, სადაც კი მოიუსურვებს. მესი უნიკალურია. გადაიყვანეთ ის ნებისმიერ სხვა კლუბში და ნახავთ, რომ ის ისეთივე დონეზე ითამაშებს. თანაც, ინგლისურ კლუბებთან თამაში მას კარგად გამოსდის.”