ვენგერი: “პრემიერ ლიგის მოგებისთვის 86 ქულაც საკმარისი იქნება”

ლონდონის “არსენალის” მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერ მიაჩნია, რომ პრემიერ ლიგის 2016-17 წლების გათამაშების მოსაგებად 86 ქულაც საკმარისი იქნება (შესაძლებელი 114-დან).

“დღეს ჩვენ უფრო კონკურენტუნარიანები ვართ, ვიდრე 5 ან 6 წლით ადრე ვიყავით. მჯერა, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრის მიღწევა შეგვიძლია ჩემპიონატში.

თუ 9 ტურის შემდეგ სიტუაციას გავაანალიზებთ, მივხვდებით რომ პირველი ადგილისთვის ბევრი გუნდი იბრძვის. 20 ქულასთან ახლოს ბევრი გუნდი ტრიალებს. ვფიქრობ, ტურნირის მოგება 82-86 ქულითაც შეიძლება.

ახალი სეზონმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ თითოეულ მატჩში მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შანსები გამოვიყენოთ. პატარა დეტალებსაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ წარმატების მიღწევა გვინდა.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

პრემიერ ლიგა: მერვე ტურის ყველაზე ცუდი ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი (ფოტო)

ინგლისური საიტი, Goal.Com-ი პრემიერ ლიგის მერვე ტურის ყველაზე ცუდი ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

ფაბიანსკი; ფუხსი, დევისი, მორგანი, მანკილო; ობრაიტონი, პოგბა, ჯაკა, გუდმუნდსონი; დეფო, ბენტეკე.

 

პრემიერ ლიგა: საბრძოლო ფრე მოსისხლე მტრებს შორის (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალუდ მატჩს “ენფილდმა” უმასპინძლა, სადაც შეკრებილმა გულშემატკივარმა ინგლისისა და მსოფლიოს საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დერბი იხილა.

მართალია, გოლების მხრივ მატჩმა მოლოდინები ვერ გაამართლა, თუმცა გულშემატკივრებმა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო სანახაობა იხილეს.

შედეგად, ორივე გუნდმა თითო-თითო ქულით წაიწია წინ სატურნირო ცხრილში – კლოპის გუნდი 17 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო “მანჩესტერი” 14 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს.


“ლივერპული”: კარიუსი; მილნერი (ალბერტო მორენო 87′), დეიან ლოვრენი, ჟოელ მატიპი, კლაინი; ადამ ლალანა, ჰენდერსონი, ჯანი; კოუტინიო, რობერტო ფირმინო (ორიჯი 84′), სადიო მანე.

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დავიდ დე ხეა; ბლინდი, სმოლინგი, ბაილი, ვალენსია; ერერა, ფელაინი; მარკუს რეშფორდი (რუნი 64′), პოგბა, იანგი; ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოუირნიო


კარიუსი: “ლივერპულს” “მანჩესტერის” არ ეშინია!”

17 ოქტომბერს პრემიერ ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში “ლივერპული” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.

მესრესაიდული კლუბის მეკარემ, ლორის კარიუსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ მანჩესტერული გუნდის არ ეშინიათ და ყველაფერს იზამენ 3 ქულის მოსაპოვებლად.

“მანჩესტერ იუანიტედი” შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ ვართ კოლექტივი, რომელსაც შეუძლია საკუთარ მოედანზე იდეალურად ასპარეზობა.”

“ჩვენ მათ პატივს ვცემთ, მაგრამ მოწინააღმდეგის არ გვეშინია და ვიცით, რომ მოგება შეგვიძლია!”

“ლივერპულს” ამ სეზონში დიდი გეგმები აქვს, ამიტომ ასეთ მატჩებს კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ. ორშაბათ საღამოს “მანჩესტერს” უნდა მოვუგოთ და ამაში დიდ წვლილს ჩვენი გულშემატკივრებიც შეიტანენ,” – განაცხადა კარიუსმა.

აზარი: “მინდა, “ჩელსიში” “ათიანის” პოზიციაზე ვითამაშო”

ბელგიის ნაკრებისა და “ჩელსის” ფეხბურთელმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან სურს “არისტოკრატთა” რიგებში გამთამაშებლის, ანუ ე.წ. “ათიანის” პოზიციაზე ითამაშოს.

“მიყვარს, როცა “ათიანის” პოზიციაზე ვთამაშობ,” – საუბრობს ედენი Daily Mail-თან – “ხშირად, “ჩელსი” ამ სისტემით არ თამაშობს.”

“მე კონტე მარცხენა ფლანგზე მათამაშებს და ყველანაირად ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო.”

“ბელგიის ნაკრებში მიწევს ხოლმე მოედნის ცენტრში შევიწიო, რაც ძალიან მომწონს. ჩვენ ძალიან სწრაფი განაპირა მცველები გვყავს, რომლებიც მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიან. შედეგად, მე დიდი სივრცეები მეხსენება მოედნის შუაში, რაც საშუალებას მაძლევს ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო,” – განაცხადა ედენ აზარმა.

ერიკ კანტონა: “მანჩესტერს” ისევ შეუძლია პრემიერ ლიგის ჩემპიონობა!”

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, ერიკ კანტონამ ჟურნალისტებთან მის ყოფილ გუნდზე, “მანჩესტერ იუნაიტედზე” ისაუბრა და განაცხადა, რომ “წითელ ეშმაკებს” ამ სეზონში კიდევ აქვთ დიდი შანსი, რომ პრემიერ ლიგის თასი აღმართონ.

“ეს უბრალოდ დასაწყისია. მოურინიო არის წარმატებული მწვრთნელი, რომელიც წარმატებულ გუნდშია, სადაც წარმატებული ფეხბურთელები თამაშობენ!”

“მანჩესტერს” აქვს კარგი შანსი, რომ ამ სეზონში პრემიერ ლიგა მოიგოს. თუმცა, ეს ძალიან რთული იქნება, რადგან ამ ჩემპიონატში უძლიერესი გუნდები თამაშობენ, რომლებსაც შესანიშნავი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ, ერთ-ერთი ასეთი კი პეპ გვარდიოლაა,” – განაცხადა ერიკ კანტონამ.

გრანიტ ჯაკამ ბრიტანული პრემიერ ლიგა გერმანულ ბუნდესლიგას შეადარა

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რომელიც ამ ზაფხულს “მიუნხენგლადბახის ბორუსიადან” ლონდონის “არსენალში” გადაბარგდა, აცხადებს, რომ ბუნდესლიგაში თამაში უფრო ადვილია, ვიდრე პრემიერ ლიგაში ასპარეზობა.

“ფიზიკური თვალსაზრისით, ინგლისურ ჩემპიონატში თამაში უფრო რთულია, ვიდრე ბუნდესლიგაში.

ამასთანავე, აქ ტემპი უფრო მაღალია და ზეწოლაც გაცილებით უფრო მეტია, განსაკუთრებით კი აქ, “არსენალში”, რომლისგანაც უფრო მეტს ელიან, ვიდრე “გლადბახისაგან”.

ტექნიკური და ტაქტიკური კუთხით კი ვთვლი, რომ ბუნდესლიგა და პრემიერ ლიგა ერთ დონეზე დგანან.” – განაცხადა ჯაკამ.

ინგლისის ნაკრებს ცენტრალური მცველი გამოაკლდა

ინგლისის ნაკრები 8 და 11 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვერდას გამართავს. ბრიტანელები ჯერ თავიანთ მოედანზე მალტას, შემდეგ სტუმრად სლოვენიას დაუპირისპირდებიან.

საგულისხმოა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის მოვალეობის შემსრულებელმა, გარეთ საუთგეიტმა “ევერტონის” უკანახაზელი, ფილ იაგიელკა საბოლოოო განაცხადში არ შეიყვანა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 34 წლის ფეხბურთელს ბარძაყის დაზიანება აქვს.

გაირკვა, რომ იაგიელკა ორიდან ვერცერთ შეხვედრაში მიიღებს მონაწიელობას. “ევერტონის” ექიმების ცნობით, ფილი უახლოეს მომავალში დაუბრუნდება მოედანს.

კონტე სერია ა-ში მოთამაშე მცველით ინტერესდება

როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელი, ანტონიო კონტე სერიოზულად არის დაინტერესებული “ლაციოს” მცველით, სტეფან დე ვრეით.

24 წლის ჰოლანდიელი 2014 წელს შეუერთდა რომაულ კლუბს, თუმცა გასულ სეზონში დიდ ხანს იტრავმიანა. მიუხედავად ამისა, ლონდონელებს სურთა, რომ დავიდ ლუისის შემდეგ, დაცვის ხაზი იანვარში ნახსენები მოთამაშით გააძლიერონ.

სავარაუდო თანხა, რომელსაც “ჩელსი” ჰოლანდიელში გადაიხდის, 30.8 მილიონი ფუნტია.

ქრისტენსენი: “ბუნდესლიგა პრემიერ ლიგაზე უფრო ამაღელვებელი ჩემპიონატია”

ლონდონის “ჩელსის” კუთვნილებაში მყოფმა და მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” რიგებში მოასპარეზე ქრისტიანსენმა ბრიტანული პრემიერ ლიგა გერმანულ ბუნდესლიგას შეადარა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელი ჩემპიონატია.

“ამ დროისთვის პრემიერ ლიგის მხოლოდ ერთ მატჩში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ მე კარგა ხნის მანძილზე ვვარჯიშობდი “ჩელსის” ფეხბურთელებთან ერთად.

რთულია ამ ორ ლიგას შორის არჩევანის გაკეთებას. დაცვის მხრივ, პრემიერ ლიგა უფრო ორგანიზებულია, მაგრამ იქ შანსების შექმნა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე აქ.

მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ბუნდესლიგა ყველაზე ამაღელვებელი ჩემპიონატია. თითქმის ყველა თამაშში მაქსიმალურად იხარჯებიან, წინ და უკან, დაცვაში და შეტევაში ერთი ამოსუნთქვით თამაშობენ.”

პრემიერ ლიგა: გასული შვიდი ტურის სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში უკვე შვიდი ტური ჩატარდა. თითქმის ყველა თამაში დაძაბულობითა და დიდი ინტრიგით გამოირჩა.

Goal.Com-ი გთავაზობს ნახსენები ტურების შეხვედრებში მონაწილე საუკეთესო 11 ფეხბურთელისგან შემდგარ სიმბოლურ ნაკრებს.

ლორისი, ბლინდი, კოსშელნი, ანდერვეირელდი, უოქერი, ლალანა, კაპუ, სონი, დე ბრუინი, სტერლინგი, კოშტა.

“ინტერს” “მანჩესტერის” ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს

გავლენიანი იტალიური გამოცემა, Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, რომ მილანის “ინტერი” სერიოზულად არის დაინტერესებული იტალიის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუანიტედის” მცველით, მატეო დარმიანით.

ირკვევა, რომ მილანური კლუბის ხელმძღვანელობას მატეოს იჯარით აყვანა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს.

დარმიანი “წითელი ეშმაკი” 2015 წლის ზაფხულზე გახდა. მან ახალ სეზონში მხოლოდ ერთ მატჩში – “ფეინოორდის” წინააღმდეგ – მიიღო მონაწილეობა, სადაც მოურინიოს შეგირდები მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

26 წლის მოთამაშე ტრავმიანობს და, სავარაუდოდ, იგი მოურინიოს გეგმებში არ შედის.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ იანვარში.