Daily Mail: ინგლისის ნაკრებს “ბორნმუთის” 38 წლის მწვრთნელი გაუძღვება

Daily Mail-ის მიერ მოპოვებული საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გვამცნობს, რომ ინგლისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ყველაზე რეალური კანდიდატი ამ დროისთვის “ბორნმუთის” 38 წლის მწვრთნელი, ედი ჰაუა.

ინგლისური საფეხბურთო ასოციაცია უცხოელი მწვრთნელის დანიშვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა მათ ურჩევნიათ, რომ ნაკრები ინგლისელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს.

FA-ს ტექნიკური ბოსი დენ ასვორთი, აღმასრულებელი დირექტორი მარტინ გლენი და ვიცე-პრეზიდენტი დევიდ გილი – სწორედ მათ ევალებათ ჰოჯსონის ჩამნაცვლებლის პოვნა – უკვე გაესაუბრნენ გარი ლინეკერს, რიო ფერდინანდს, ფრენკ ლამპარდსა და ჰარი რედნაპს, რათა მათი აზრი გაეგოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი კი ერთხმად თანხმდებიან, რომ ნაკრებში უნდა მოვიდეს ისეთი მწვრთნელი, რომელსაც ძლიერი გუნდის შექმნა შეუძლია.

ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ედი ჰაუს, რომელიც 2015 წლის ინგლისის საუკეთესო მწვრთნელი გახდა და ამავდროულად ბევრი ექსპერტის მოწონება დაიმსახურა იმ სათამაშო სტილის გამო, რომლითაც “ბორნმუთი” თამაშობდა, ამ პოსტზე დანიშვნის საკმაოდ დიდი სურვილი გააჩნია.

გასულ წელს, Sportsmail-თან საუბრისას, მან განაცხადა: “ძალიან პატრიოტულად ვარ ამ საკითხის მიმართ განწყობილი. ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება, თუ ინგლისის მწვრთნელის პოსტზე დამამტკიცებენ.”

ცნობისათვის გეტყვით, რომ ინგლისის ნაკრები 4 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება. მათი მეტოქე სლოვაკეთის ნაკრები იქნება. ასე რომ, მათ დრო ძალიან ცოტა აქვთ.

ალან პარდიუ:”ინგლისის ნაკრები ისეთივე ძლიერია, როგორიც საფრანგეთის”

“კრისტალ პალასის” მწვრთნელმა, ალან პარდიუმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისის წლევანდელი ეროვნული გუნდი, ფაქტობრივად, არაფრით ჩამოუვარდება საფრანგეთს.

“ევრო 2016”-ის  მასპინძლები, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერები არიან. მათ ეს იმით დაამტკიცეს, რომ ტურნირის ფინალში მოხვდნენ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ფრანგებსა და ინგლისელებს შორის განსხვავება, მხოლოდ, ანტუან გრიზმანია, რომელიც უდავოდ გამორჩეული მოთამაშეა. “ლურჯებს” “პრემიერ ლიგისათვის” დამახასიათებელი დინამიკური სტილი აქვთ.”

“საფრანგეთის ნაკრები ერთიანი, ძლიერი და დაბალანსებული გუნდია. მათგან  ინლისელებს ზოგიერთი რამის სწავლა ნამდვილად შეუძლიათ,” – განაცხადა “კრისტალ პალასის” დამრიგებელმა.

ოფიციალურად: მუსა “ლესტერის” ფეხბურთელია

ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა “ლესტერ სიტიმ” კიდევ ერთი ტრასნფერი განახორციელა. ამჯერად, “მელიებმა” მოსკოვის “ცეესკას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, აჰმედ მუსა გაიფორმეს. იმ თანხის რაოდენობა, რომელიც გადაიხადეს ინგლისური კლუბის მესვეურებმა ნიგერიელ შემტევში, არ სახელდება. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მუსამ “ლესტერთნ” ოთხ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ნახსენები მოთამაშე უკვე მეოთხეა იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებიც “მელიებმა” აქამდე შეიძინეს. ივნისის დასაწყისიდან მოყოლებული, მათ მენდის, ზილერის და ერნანდესის გაფორმება მოახერხეს.

 

“ტრანმირ როვერსი” – “ლივერპული”: მანე, მატიპი და კარიუსი სასტარტოშია, ბალოტელი – არა

დღეს, “ლივერპულის” გულშემატკივრებს პირველად მიეცემათ შანსი “წითელ” ფორმაში იხილონ ინგლისელთა სამი ახალწვეული : სადიო მანე, ჟოელ მატიპი და ლორის კარიუსი – სამივე მათგანი “ტრანმირთან” გასამართი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება პრე-სეზონის პირველ მატჩს – “ლივერპული” სულ 9 ამხანაგურ მატჩს გამართავს – რომელშიც იურგენ კლოპის გუნდი ინგლისურ “ტრანმირ როვერსს” გაეჯიბრება. მატჩი სტარტს პარასკევს, 22:00 საათზე აიღებს სტარტს.

იურგენ კლოპმა არ გამოიძახა მარიო ბალოტელი, რომლის “ლივერპულური” კარიერაც დასასრულს უახლოვდება. სამაგიეროდ გამოიძახა ლაზარ მარკოვიჩი, თუმცა, ის სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

ამასთანავე, აღნიშნულ მატჩში ოვიე ეჯარიას დებიუტიც შედგება, რომელიც ინგლისურ კლუბს 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა. 18 წლის ფეხბურთელმა თავი ვარჯიშებზე გამოიჩინა. ის ცენტრალური ნახევარმცველის როლს მოირგებს.

მატჩს სასტარტოდან დაიწყებს ძირითადი შემადგენლობის ორი წევრი: დეიან ლოვრენი და რობერტო ფირმინოც. სასტარტო თერთმეტეულშიმოხვდა ჯონ ფლანაგანიც.

“ლივერპულის” სასტარტო თერთმეტეული: კარიუსი, ფლანაგანი, მატიპი, ლოვრენი, სმიტი, ლუკასი, ეჯარია, ბრენეგანი, კენტი, მანე, ფირმინო.

“ლივერპულის” სათადარიგო ფეხბურთელები: ბოგდანი, მორენო, ილორი, ინგსი, სტიუარტი, უისდომი, მარკოვიჩი, კეინი, რენდალი, ვუდბარნი, ალექსანდერ-არნლოდი, ჩირიველა.

მოურინიომ “მანჩესტერში” სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა

ცნობილი გახდა იმ პიროვნებების ვინაობა, რომლებიც ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელების გაწვრთნაში დაეხმარებიან.

პირველ რიგში, გეტყვით სილვინიო ლოუროსა და რუი ფარიაზე. ორივე მათგანი მთელი კარიერის მანძილზე მოურინიოს იქ მიჰყავდა, სადაც მიდიოდა ხოლმე. “პორტო,” “ინტერი,” “ჩელსი,” მადრიდის “რეალი” – ეს ის გუნდებია, რომლებშიც პორტუგალიელ სპეციალისტს და, შესაბამისად, ამ მწვრთნელებს ერთად უმუშავიათ. ლოურო მეკარეების მთავარი მწვრთნელი იქნება. სწორედ იგი მოამზადებს დე ხეას. რუი ფარია კი ჟოზეს მთავარი ასისტენტის როლში მოგვევლინება.

არის კიდევ ოთხი ახალი სახე “მანჩესტერის” სამწვრთნელო შტაბში. პირველი მათგანი კარლოს ლალინია, რომელიც ინგლისური გრანდის მოთამაშეებს ფიზიკურად მოამზადებს. ემილიო ალვარეზი ზემოთ ნახსენები ლოუროს დამხმარე იქნება. ჯოვანი ჩერა გუნდის თამაშის ანალიტიკოსად, ხოლო რიკარდო ფორმოსინიო მთავარ სკაუტად იმუშავებენ გუნდში.

ნ’გოლო კანტე იტალიურ გრანდს სურს

ფრანგმა საყრდენმა, ნ’გოლო კანტემ გასული სეზონი “ლესტერ სიტიში” გაატარა. “მელიების” შემადგენლობაში იგი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო და, შესაბამისად, ძალიან დიდი როლი ითამაშა “ლესტერის” ჩემპიონობაში. ამას დაემატა შესანიშნავი ასპარეზობა საფრანგეთის ნაკრებში მიმდინარე “ევრო 2016”-ზე.

ეს ყველაფერი უყურადღებოდ არ დარჩენია რამდენიმე ევროპულ გრანდს, რომლებმაც ინტერესი გამოთქვეს ფრანგი ფეხბურთელის მიმართ. მათ შორისაა ტურინის “იუვენტუსი.” “ბებერი ქალბატონი” 20 მილიონ ფუნტს ჩამოდის 25 წლის ფეხბურთელში. როგორც ირკვევა, ტურინელთა მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის კანტე მარკიზიოს შემცვლელად უნდა, რომელიც ტრავმირებულია და კიდევ რამდენიმე ხანი ვერ დაეხმარება გუნდს.

ფრანგი მოთამაშით, ასევე, მადრიდის “რეალია” დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ კანტე “ლესტერში” გასულ ზაფხულს გადავიდა ფრანგული “კანიდან” 5.6 მილიონ ფუნტად.

ოფიციალურად: “ვესტ ბრომვიჩმა”ფილიპსი გაიფორმა

ინგლისური კლუბის, “ვესტ ბრომვიჩის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ გუნდმა შეთანხმებას მიაღწია “ქუინს პარკ რეინჯერსთან” მატ ფილიფსის თაობაზე.  25 წლის ფეხბურთელმა 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ღირებულება 5.5 მილიონ ფუნტს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი მოთამაშე “ქპრ”-ში 2013-2016 წლებში თამაშობდა.

ჯაკერინი ინგლისურ გრანდში გადასვლაზე ოცნებობს

იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა, ემანუელე ჯაკერინიმ “ევრო 2016”-ზე გამოსვლა დაასრულა, მას შემდეგ, რაც მისი გუნდი გერმანიის ნაკრებთან პენატლების სერიაში დამარცხდა. 31 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვო აღნიშნულ ტურნირზე, რაც “სერია ა”-ს რამდენიმე გუნდის მესვეურებს არ გამორჩენიათ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯაკერინის მიმართ განსაკუთერბული ინტერესი “ტორინომ” გამოიჩინა. მაგრამ მას იტალიელი ფეხბურთელის გადაბირებაში “ფიორენტინა” და “ბოლონია” ეცილებიან. გეტყვით, რომ ჯაკერინი სწორედ ამ უკანასკნელშია განათხოვრებული “სანდერლენდიდან.”

როგორც ემანუელეს აგენტმა განაცხადა, ის ადასტურებს ინტერესს ნახსენები იტალიური კლუბებისგან, თუმცა თავად ფეხბურთელის დიდი სურვილი “ჩელსიში” გადასვლაა. მოგეხსენებათ, “არისტოკრატებს” სულ ახლახანს სათავეში ანტონიო კონტე ჩაუდგა, რომელიც ჯაკერინის იტალიის ნაკრებში წვრთნიდა და აღნიშნული ფეხბურთელის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმპათიები გააჩნდა.

ხუან მატამ შესაძლებელია კარიერა “ევერტონში” გააგრძელოს

მოურინიოს რომ ხუან მატა გულზე არ ეხატება, ახალი არავისთვისაა.  ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც პორტუგალიელმა მწვრთნელმა “ჩელსიდან” გაუშვა ნახსენები მოთამაშე. იგივე ემუქრება მატას “მანჩესტერშიც.”

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყველაზე მეტად ინგლისური კლუბის ფეხბურთელის საკითხთან დაკავშირებით “ევერტონი” აქტიურობს. დიდი ალბათობით ესპანელი ნახევარმცველი სწორედ მერსესაიდულ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

The Sun: ფერგიუსონს ინგლისის ნაკრების თავკაცის პოსტზე სემ ალარდაისის ხილვა სურს

სერ ალექს ფერგიუსონს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სემ ალარდაისის ხილვა სურს. ის ამის შესახებ თავისი სიტყვის თქმას ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის კრებაზე აპირებს. ამ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

როგორც იცით, როი ჰოჯსონმა “სამი ლომის” თავკაცის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ინგლისელები ევრო 2016-ის მერვედფინალურ მატჩში ისლანდიელებთან დამარცხდნენ.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ მწვრთნელს სჯერა, რომ “დიდი სემი” ამ შანსს იმსახურებს. ალარდაისმა სერ ალექსი “ვესტ ჰემში”, “სანდერლენდსა” და “ბოლტონში” წარმატებული ასპარეზობით მოხიბლა.

უელსის ნაკრებმა ინგლისის ევროპის ჩემპიონატიდან გავარდნა ემოციურად აღნიშნა

შეიძლება ინგლისმა ჯგუფში უელსი დაამარცხა, მაგრამ სწორედ გარეთ ბეილი და მისი თანაგუნდელები იყვნენ ისინი, ვინებიც ბოლოს იცინოდნენ.

როგორც იცით, როი ჰოჯსონის აწ უკვე ყოფილი გუნდი ისლანდიის ნაკრებთან, ევრო 2016-ის მერვედფინალში დამარცხდა (2-1).

სიგურდსონი:”რაიმე განსაკუთრებულ ზეწოლას არ ვგრძნობდით”

ისლანდიის გოლეადორმა და ევრო 2016-ის ბოლო მერვედფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, რაგნარ სიგურდსონმა ინგლისის ნაკრების კარში გატანილი გამათანაბრებელი გოლის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“ყველაფერი კარგად წავიდა, თუმცა ნამდვილად არ გვიგრძნია განსაკუთრებული ზეწოლა. ისინი შორი დისტანციებიდან ცდილობდნენ კარის აღებას, ჩვენ კი უბრალოდ ვბლოკავდით მათ დარტყმებს.

ეს მეორე თუ მესამე გოლია, რომელიც გრძელი ჩაწოდებიდან გავიტანეთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი იარაღია, ასე რომ გასაკვირი არაფერია.

მათ ეგონათ, რომ ეს პარკში გასეირნებისავით იქნებოდა. ინგლისელებმა თამაში კარგად დაიწყეს, მაგრამ ჩვენს მიერ გატანილმა გოლებმა ისინი შოკში ჩააგდო.”