ინგლისი: 38-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის 37-ე ტურის მიმოხილვას. 

 

სტოკი – ლივერპული

სტივენ ჯერარდისთვის მშობლიური კლუბის მაისურით გამართული უკანასკნელი შეხვედრა ნამდვილი საშნელება გახდა. “ლივერპული” “სტოკ სიტისთან” სტუმრობა გამანადგურებელი მარხცხით დასრულდა.

ბრენდან როჯერსის გუნდისთვის კოშმარული შეხვედრის პირველი ტაიმი გამოდგა რომელშიც მერსისაიდელებმა 5 უპასუხო გოლი გაუშვეს. დიუფის დუბლს მასპინძლებმა უოლტერსის, ადამის და ნზოზის გოლები დაუამატეს და შესვენებაზე უდიდესი უპირატესობით გავიდნენ.

მატჩის 70-ე წუთზე სხვაობის შემცირება სტივენ ჯერარდმა შეძლო, რომელიც “ლივერპულის” შემადგენლობაში უკანასკნელ მატჩს ატარებდა. თუმცა, 5 ბურთიანი სხვაობისგან სტუმრები ვერც გამოცდილმა კაპიტანამ იხსნა. 86-ე წუთზე ყოფილმა “ლივერპულელმა”, პიტერ კრაუჩმა საბოლოო 6:1 დააფიქსირა.

“ლივერპულმა” 62 ქულით სეზონის მე-6 საფეხურზე დაასრულა, ხოლო “სტოკ სიტი” 54 ქულით მეცხრეა.

 

ჰალ სიტი – მანჩესტერ იუნაიტედი

მიზანი ვერ შეასრულა და პრემიერ ლიგას დაემშვიდობა “ჰალ სიტი”, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და ორჯერ გოლის გატანაც შეძლეს, თუმცა ორივე შემთხვევაში კარი აღება თამაშგარე მდგოამრეობის გამო არ ჩაითვალა. მეორე ნახევარში “მანჩესტერი” უმცირესობაში დარჩა, მაგრამ მასპინძლება ამის გამოყენებაც ვერ შეძლეს.

 

თუმცა, სტივ ბრიუსის გუნდს ვერც დადებითი შედეგი გადაარჩენდა, რადგან უშუალო კონკურენტმა საკუთარი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო.

 

ნიუკასლი – ვესტ ჰემი

ინგლისური პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში “ნიუკასლმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” დაამარჩხა და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა. ანგარიში 54-ე წუთზე სისიკომ გახსნა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე საბოლოო შედეგი ხონას გუტიერესმა დააფიქსირა

ამრიგად “ნიუკასლმა” ამ გამარჯფებით მოუგებელი სერიაც და სეზონიც 39 ქულით მე-15 პოზიციაზე დაასრულა.

 

ტურის ყველა მატჩი

24.05 18:00 არსენალი არსენალი 4:1 ვესტ ბრომვიჩი ვესტ ბრომვიჩი დაწვრილებით
24.05 18:00 ნიუკასლი ნიუკასლი 2:0 ვესტ ჰემი ვესტ ჰემი დაწვრილებით
24.05 18:00 სიტი მანჩესტერ სიტი 2:0 საუთჰემპტონი საუთჰემპტონი დაწვრილებით
24.05 18:00 ლესტერ სიტი ლესტერ სიტი 5:1 ქუინს პარკ რეინჯერსი ქპრ დაწვრილებით
24.05 18:00 ჰალ სიტი ჰალ სიტი 0:0 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერი დაწვრილებით
24.05 18:00 ევერტონი ევერტონი 0:1 ტოტენჰემი ტოტენჰემი დაწვრილებით
24.05 18:00 კრისტალ პალასი კრისტალ პალასი 1:0 სუონსი სიტი სუონსი სიტი დაწვრილებით
24.05 18:00 ჩელსი ჩელსი 3:1 სანდერლენდი სანდერლენდი დაწვრილებით
24.05 18:00 ასტონ ვილა ასტონ ვილა 0:1 ბარნლი ბარნლი დაწვრილებით
24.05 18:00 სტოკ სიტი სტოკ სიტი 6:1 ლივერპული ლივერპული დაწვრილებით

სანჩესმა ინგლისი და ესპანეთი ერთმანეთს შეადარა

„არსენალის“ ნახევარმცველმა ალექსის სანჩესმა „ბარსელონაში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა.

„როდესაც „ბარსელონას“ ფერებს ვიცავდი, გასაგები იყო, რომ საშინაო შეხვედრებში თამაში უფრო გვიადვილდებოდა, რადგან ჩვენ თავდაჯერებულები ვიყავით. ამის წყალობით „ბარსელონა“ ყოველთვის იმარჯვებდა. ასეა თუ ისე, პრემიერლიგაში ეს საკმარისი არ არის. აქ მეტოქე ბოლომდე იბრძვის.

პრემიერლიგაში აუტსაიდერთან ანგარიშით 0:3 წაგება სავასებით რეალურია. ამაში გასაკვირი არაფერია. აქ გულშემატკივრებისა და საზოგადოების დიდი ზეწოლა იგრძნობა, რაც ძალიან მომწონს“, – განუცხადა ჩილელმა „მეთოფეთა“ ოფიციალურ საიტს.

აზარი ჟურნალისტების აზრით საუკეთესოა

“ჩელსის” ნახევარმცველი, ედენ აზარი ინგლისელი ჟურნალისტების მიერ პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ იქნა აღიარებული.

ედენმა ეს ჯილდო პირველად მიიღო. უკანასკნელ სამ სეზონში ეს ჯილდო მიიღეს: ლუის სუარესი(“ლივერპული”, 13/14); გარეთ ბეილი(“ტოტენჰემი”, 12/13) და რობინ ვან პერსი(“არსენალი”, 11/12).

მანამდე, ბელგიის ეროვნული ნაკრების მოთამაშე ინგლისის წლის ფეხბურთელად დაასახელეს.

მიმდინარე სეზონში, ედენ აზარმა პრემიერ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 14 გოლი და გააკეთა რვა საგოლე გადაცემა.

სასტიკი შეჯახება ინგლისში გამართულ მატჩში (ვიდეო)

2 მაისს, ინგლისის ლიგა ორში “მორკემბა” საკუთარ მოედანზე “საუთჰენდს” უმასპინძლა.

მატჩის მიმდინარეობისას უსიამოვნო ეპიზოდი დაფიქსირდა, როცა ერთმანეთს დემბელე და ტიმლინი შეეჯახნენ.

“ჩელსი” “ლივერპულს” დაუზავდა

პრემიერ ლიგის 36-ე ტურში, “ჩელსი” “სტემფორდ ბრიჯზე” “ლივერპულს” დაუზავდა, სადაც გამარჯვებული არ დაფიქსირებულა. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

“ჩელსი” 1-1 “ლივერპული”

გოლი: ტერი ‘5 – ჯერარდი ’44

ლონდონის “ჩელსი” პრემიერ ლიგის ჩემპიონია

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის 35-ე ტურის შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე”, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” “კრისტალ პალასი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და პრემიერ ლიგის ტიტული ოფიციალურად მიისაკუთრა.

“ჩელსი” 1-0 “კრისტალ პალასი”

გოლი: ედენ აზარი ’45

არნესენი: “99,9%-ით დეპაი პრემიერ ლიგაში გადავა”

საფეხბურთო ფუნქციონერი ფრანკ არნესენი დარწმუნებულია, რომ მემფის დეპაი პრემიერ ლიგას შეუერთდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ლივერპული” და “მანჩესტერი” ჰოლანდიელი შემტევის გაფორმებასთან ახლოს არიან.

“პსვ”-ს ყოფილი სპორტული დირექტორი მიიჩნევს, რომ მემფის დეპაი მომავალ სეზონს ინგლისში დაიწყებს.

“ამის ალბათობა 99.9%-ია,”-განაცხადა ამჟამად “ეტიჰად სტედიუმის” დირექტორმა.

“რა თქმა უნდა, მას პრემიერ ლიგაში ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება, რადგან ჰოლანდიიდან ასეთი დონის ჩემპიონატს შეუერთდება. “ლივერპული” “მანჩესტერთან” ბრძოლაში მცირეოდენ უპირატესობას ფლობს”.

“ნაკლებად სავარაუდოა, ამ ბიჭისგან თავიდან სასწაული მოითხოვონ. დარწმუნებული ვარ, მემფისი პრემიერ ლიგაში ყველას გააოცებსმ”-განაცხადა არნესენმა.

მოიესი: “პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონია”

“რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელი, დავიდ მოიესი არაა კმაყოფილი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონით.

“ძალიან სუსტი სეზონია. ალბათ, ყველაზე ცუდი ისტორიაში. არიან კარგი გუნდები, დიდი მოთამაშეებით, მაგრამ ეს ყველაფერი სატურნირო ცხრილს არ ეტყობა”.

“ვხედავ კარგ ფეხბურთელებს, მაგრამ ვერ ვხედავ ბრძოლას, რომელიც ადრე იყო გუნდებს შორის”.

“ჩემი პრემიერ ლიგაში დაბრუნება? – ახლა არ ვიცი, მაგრამ მოვა დრო და დავბრუნდები ინგლისში,”-განუცხადა BT Sport-ს “ევერტონისა” და “მანჩესტერის” ყოფილმა მწვრთნელმა.

5 ყველაზე ცუდი თავდამსხმელი ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა KickTV-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ხუთი ყველაზე ცუდი თავდამსხმელი დაასახელა.

ინგლისი: 32-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერ ლიგის 32-ე ტურის მიმოხილვა.

 

ბარნლი – არსენალი

ლონდონის “არსენალმა” ზედიზე მერვე შეხვედრის მოგება შეძლო. პრემიერლიგის უკანასკნელი ორი თვის საუკეთესო გუნდმა ამჯერად “ბარნლის” საკუთარ მოედანზე მოკრძალებული ანგარიშით, 1:0 სძლია.

მატჩის ბედი მე-12 წუთზე აარონ რემზის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ამ გამარჯვებით ლონდონელებმა მე-2 პოზიციის შენარჩუნება შეძლეს. “ბარნლი” კი ბოლოს წინაზე დაქვეითდა.

 

ქპრ – ჩელსი

მინიმალური გამარჯვება მოიპოვა ლონდონის “ჩელსიმაც”, რომელიც გასულ ტურში “ქპრ”-ს სტუმრობდა.

“არისტოკრატებმა” მნიშვნელოვანი სამი ქულა სესკ ფაბრეგასის მიერ გატანილი გოლით შეძლეს, რომელიც ესპანელმა 88-ე წუთზე შეაგდო და “არსენალს” სხვაობის შემცირების საშუალება არ მისცა.

 

მანჩესტერ იუნაიტედი – მანჩესტერ სიტი

ტურის ცენტრალური შეხვედრა მანჩესტერში შედგა, სადაც ერმანეთის წინააღმდეგ ადგილობრივი კლუბები, “იუნაიტედი” და “სიტი” წარსდგნენ.

სანახაობრივ მატჩში ანგარიში მე-8 წუთზე აგუერომ გახსნა. არგენტინელმა 88-ზე შეხვედრის ბოლო გოლიც გაიტანა, თუმცა მანამდე მისი გუნდის კარი მასპინძლებმა ოთხჯერ დალაშქრეს. “იუნაიტედის” მხრიდან გოლების ავტორები იანგი, ფელაინი, მატა და სმოლინგი გახდნენ.

ამ გამაჯრვებით ვან გაალის გუნდი მესამე საფეხურზე გამყარდა და “სიტისთან” სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა.

 

ტურის ყველა მატჩი

11.04 15:45 სუონსი სიტი სუონსი სიტი 1:1 ევერტონი ევერტონი დაწვრილებით
11.04 18:00 ვესტ ჰემი ვესტ ჰემი 1:1 სტოკ სიტი სტოკი დაწვრილებით
11.04 18:00 ვესტ ბრომვიჩი ვესტ ბრომვიჩი 2:3 ლესტერ სიტი ლესტერი დაწვრილებით
11.04 18:00 ტოტენჰემი ტოტენჰემი 0:1 ასტონ ვილა ასტონ ვილა დაწვრილებით
11.04 18:00 სანდერლენდი სანდერლენდი 1:4 კრისტალ პალასი კრპალასი დაწვრილებით
11.04 18:00 საუთჰემპტონი საუთჰემპტონი 2:0 ჰალ სიტი ჰალ სიტი დაწვრილებით
11.04 20:30 ბარნლი ბარნლი 0:1 არსენალი არსენალი დაწვრილებით
12.04 16:30 ქ.პ.რ. ქუინს პარკ რეინჯერსი 0:1 ჩელსი ჩელსი დაწვრილებით
12.04 19:00 მანჩესტერი მანჩესტერ იუნაიტედი 4:2 მანჩესტერ სიტი სიტი დაწვრილებით
13.04 23:00 ლივერპული ლივერპული -:- ნიუკასლი ნიუკასლი დაწვრილებით

“სპორტინგი”: პატრისიუ შეიძლება, ინგლისში გადაბარგდეს

გამოცდილი, მაგრამ არახანშიშესული მეკარე განიხილავს პრემიერ ლიგის გუნდების ვარიანტს.

A Bola-ს ინფორმაციით, რუი პატრისიუ შეძლებს ინგლისში გადაბარგებას, სადაც იგი დაინტერესების მხრივ საკმაოდ პოპულარულია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 27 წლის მეკარით “ლივერპული” ინტერესდება, რომელიც პორტუგალიელს 33 წლის ბრედ ჯონსის შემცვლელად მოიაზრებს.

27 წლის პატრისიუ “სპორტინგში” 2000 წლიდან ირიცხება, მთავარ შემადგენლობაშია 2006 წლის შემდეგ. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ სამი წელი აკავშირებს.

ინგლისის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა გოლამდე 35 პასი გააკეთეს (ვიდეო)

ორშაბათს, ინგლისის 21-წლამდე ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში გერმანის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გოლი ინგლისელთა კაპიტანმა ჯეიმს უორდ-პროუზმა გაიტანა.