კასილიასს პრიმერას მოგებას ჩემპიონთა ლიგის მოგება ურჩევნია

მადრიდის „რეალის“ მეკარემ იკერ კასილიასმა ის ტიტული დაასახელა, რომლის მოგებასაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად ისურვებდა.

„ჩემპიონატში „ბარსელონასგან“ ვართ დამოკიდებულები. ჩემპიონთა ლიგაზე კი ყველაფერს ჩვენ ვწყვეტთ. თუ ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის პირველობას შორის არჩევანის გაკეთება მომიწევდა, ჩემპიონთა ლიგას ავირჩევდი. ნახევარფინალში ყოველ გუნდს 25-პროცენტიანი შანსი აქვს.

წინ საინტერესო ნახევარფინალები გველის. გულშემატკივრებს ბუფონისა და პირლოს თამაშის ნახვის საშუალება ექნებათ. ეს ორი ფეხბურთელი „იუვენტუსსა“ და იტალიის ნაკრებში ყოველთვის გამორჩეული იყო“, – განაცხადა იკერმა.

ანჩელოტი: „მე და კასილიასი „რეალში“ დავრჩებით“

პრიმერა: 33-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერას 33-ე ტურის მიმოხილვას.

 

ესპანიოლი – ბარსელონა

იმის მოლოდინი, რომ პარიზელებთან მატჩის შემდეგ “ბარსელონა” ძალებს დაზოგავდა ან გამარჯვების მოპოვება გაუჭირდა, მცდარი აღმოჩნდა. კატალონიურ დერბიში “ბარსამ” ესპანიოლი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, 2:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-17 წუთზე  ნეიმარის გოლით გაიხსნა, ზუსტად 8 წუთში კი თავისი გუნდის უპირატესობა ლიონელ მესიმ ორამდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ 54-ე წუთზე ხორდი ალბას გაძევების შემდეგ „ბარსელონა“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, თუმცა მატჩის მსვლელობაზე ამას გავლენა არ მოუხდენია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეორე ყვითელი ბარათი„ესპანიოლის“ მოთამაშემ ექტორ მორენომაც მიიღო.

 

ატლეტიკო – ელჩე

გამარჯვება ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, მადრიდის “ატლეტიკომაც” მოიპოვა, რომელიც გასულ ტურში “ელჩეს” მასპინძლობდა.

მიუხედავად რთული საჩემპიონთალიგო მატჩისა, “ატლეტიკომ” “ელჩესთან” განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიგო, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა შესვენების შემდეგ მოიპოვა, როდესაც მადრიდელთა დომინირება ტაბლოზე აისახა.

ანგარიში 55-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გახსნა, 63-ე წუთზე რაულ გარსიამ საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი 77-ე წუთზე იმავე გრიზმანმა დააფიქსირა.

 

სელტა – რეალი

ვიგოში, რთული და მნიშვნელოვანი მატჩი მოიპოვა “რეალმა”, რომელმაც “სელტას” 4:2 სძლია.

ანგარიში მასპინძლებმა მე-9 წუთზე ნოლიტოს გოლით გახსნეს, მაგრამ უპირატესობა მხოლოდ მე-16 წუთამდე შეინარჩუნეს, სანამ ტონი კროოსი არ გაათანაბრებდა ანგარიშს. “რეალმა” გამათანაბრებელი გოლიდან 8 წუთში წინ გასვლაც მოახერხა, რაც ჩიჩარიტოს გოლის დამსახურება, მაგრამ მალევე მასპინძლებმა სანტი მირას გოლით გაათანაბრეს და პირველი ნახევარიც ფრედ სრულდებოდა, თუმცა ხამეს როდრიგესმა სასტვენამდე 2 წუთით ადრე 2:3 გახადა. საბოლოო ანგარიში მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ჩიჩარიტომ დუბლი გაიფორმა და შეხვედრის გამარჯვებულიც გამოავლინა.

 

ტურის ყველა მატჩ

24.04 22:45 კორდობა კორდობა 0:1 ბილბაო ბილბაო დაწვრილებით
25.04 18:00 ესპანიოლი ესპანიოლი 0:2 ბარსელონა ბარსელონა დაწვრილებით
25.04 20:00 ატლეტიკო ატლეტიკო 3:0 ელჩე ელჩე დაწვრილებით
25.04 22:00 ხეტაფე ხეტაფე 0:1 ლევანტე ლევანტე დაწვრილებით
25.04 23:55 სოსიედადი რეალ სოსიედადი 0:0 ვილიარეალი ვილიარეალი დაწვრილებით
26.04 14:00 მალაგა მალაგა 1:1 დეპორტივო დეპორტივო დაწვრილებით
26.04 19:00 ალმერია ალმერია 2:0 ეიბარი ეიბარი დაწვრილებით
26.04 21:00 სევილია სევილია 2:0 რაიო ვალეკანო რაიო ვალეკანო დაწვრილებით
26.04 23:00 სელტა სელტა 2:4 მადრიდის რეალი მადრიდის რეალი დაწვრილებით
27.04 22:45 ვალენსია ვალენსია -:- გრანადა გრანადა დაწვრილებით

 

პრიმერა: 33-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერას 33-ე ტურის პრევიუს.

 

ესპანიოლი – ბარსელონა

ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ფაზაში შესვლასთან ერთად ხშირ შემთხვევაში გრანდებს ჩემპიონატის თამაშების მაღალ დონეზე ჩატარება უჭირთ. თუმცა, მოახლოებული თამაში გამონაკლისია. “ბარსელონამ” პსჟ-ს პირველივე მატჩში მოუთმავრა საქმე და რამდენიმე დღის წინ გამართული თამაში უბრალოდ ფორმალობად აქცია.

ამიტომ, კატალონიურ დერბის “ბარსა” ოტპიმალურად ხდება. თუმცა, დერბი წელს ყოველგვარი ინტრიგის გარეშეა. “ესპანიოლი” წელს არაფრისთვის აღარ იბრძვის და “ბარსაც” წყვილში აშკარა ფავორიტია.

გამორიცხული არ არის, რომ “ბარსელონას” ბელგიელი მცველის, ტორმან ვერმალენის დებიუტიც სწორედ “ესპანიოლთან” შედგება. ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პროცესი დასასრულს უალოხვდება.

 

ატლეტიკო – ელჩე

“ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგას დასასნანი მარცხით დაემშვიდობა. სიმეონეს გუნდმა ბოლომდე კი იბრძოლა, მაგრამ შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო და გასული სეზონის შედეგი ვერ გაიმეორა.

თუმცა, მოდუნების საშუალება “ატლეტიკოს” არ აქვს. დარჩენილ ტურებში მადრიდელებმა მესამე ადგილის შენარჩუნება უნდა შეძლონ, რომლის მოსაპოვებლად “ვალენსია” და “სევილიაც” იბრძვიან.

მოახლოებულ ტურში “ატლეტიკო” “ელჩეს” მასპინძლობს.გუნდს, რომელსაც გავარდა არ ემუქრება, მაგრამ არც მეტის პრეტენზია აქვს. ასე რომ, ქულების დაკარგვა ამ შემთხევაში არანაირად არ შეიძლება.

სელტა – რეალი

ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ვიგოში გასამართი მატჩია, რომელშიც “სელტა” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. მართალია, მადრიდელები წყვილში ფავორიტები არიან, მაგრამ გამარჯვების მოპოვება იოლი საქმე არ იქნება.

“რეალმა” რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგაში ძალიან მძიმე მატჩი გადაიტანა, “სელტას” დონის გუნდთან კი ფიზიკურ კონდიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვიგოელები ბოლო დროს ძალიან დამაჯერებლად თამაშობენ. განსაკუთრებით კი საშინაო მოედანზე ყოჩაღობენ, სადაც ნებისმიერ ლიდერს უჭირს თამაში.

ტურის ყველა მატჩი და ევორპაბეთის კოეფიციენტები

24.04 22:45 კორდობა კორდობა -:- ბილბაო ბილბაო დაწვრილებით
25.04 18:00 ესპანიოლი ესპანიოლი -:- ბარსელონა ბარსელონა დაწვრილებით
25.04 20:00 ატლეტიკო ატლეტიკო -:- ელჩე ელჩე დაწვრილებით
25.04 22:00 ხეტაფე ხეტაფე -:- ლევანტე ლევანტე დაწვრილებით
25.04 23:55 სოსიედადი რეალ სოსიედადი -:- ვილიარეალი ვილიარეალი დაწვრილებით
26.04 14:00 მალაგა მალაგა -:- დეპორტივო დეპორტივო დაწვრილებით
26.04 19:00 ალმერია ალმერია -:- ეიბარი ეიბარი დაწვრილებით
26.04 21:00 სევილია სევილია -:- რაიო ვალეკანო რაიო ვალეკანო დაწვრილებით
26.04 23:00 სელტა სელტა -:- მადრიდის რეალი რეალი დაწვრილებით
27.04 22:45 ვალენსია ვალენსია -:- გრანადა გრანადა დაწვრილებით

პრიმერა: 32-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის 32-ე ტურის მიმოხილვა. 

 

ბარსელონა – ვალენსია

ესპანური პრიმერას 32-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ბარსელონამ” “ვალენსია” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

კატალონიელებმა ანგარიში შეხვედრის პირველივე წუთზე, ლუის სუარესის ძალისხმევით გახნეს. “ვალენსიას” გათანაბრების შანსი მე-9 წუთზე მიეცა, თუმცა დანი პარეხომ პენალტის გატანა ვერ მოახერხა.

შეხვედრა საკმაოდ თანაბრად მიმდინარეობდა და ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ამის გაკეთება მასპინძლებმა მოახერხეს. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე მეკარესთან პირისპირ გასულმა მესიმ 2:0 დააფიქსირა და ამავდროულად კატალონიური კლუბის მაისურით მე-400 გოლი გაიტანა.

 

რალი – მალაგა

გამარჯვების მოპოვება არც “ბარსას” მთავარ მდევარს გასჭირვებია. “მალაგას” სახით მადრიდელებს საკმაოდ უხერხული მეტოქე ჰყავდათ, თუმცა განსაკუთრებული პრობლემების შექმნა სტუმრებმა “სამეფო კლუბისთვის” ვერ შეძლეს.

“სამეფო კლუბმა” პირველი ტაიმის მინიმალური ანგარიშით, სერხიო რამოსის მიერ 24-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო. მეორე ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა ორამდე ხამეს როდრიგესმა გაზარდა, თუმცა მალევე სხვაობა ხუანმიმ შემაცირა. საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კრიშტიანუ რონალდუმ დააფიქსირა – 3:1 და ლიდერებს შორის 2 ქულიანი სხვაობა უცვლელი დარჩა.

 

გრანადა – სევილია

ტურს მოულოდნელი შედეგის გარეშე არ ჩაუვლია. ანდალუსიური დერბიში “სევილიამ” ქულები აუტსაიდერ “გრანადასთან” დაკარგა, თუმცა ბარსელონაში “ვალენსიას” მარცხის გათვალისწინებით ფრეს ემერის გუნდისთვის კატასტროფული შედეგი არ ჰქონია. მეტიც, სევილიელებმა ამ ერთი შეხედვით წარუამტებელი შედეგით კონკურენტთან სხვაობის შემცირებაც კი შეძლეს.

გრანადაში ჩატარებული მატჩის მთავარი გმირი მასპინძელთა კაპიტანი, დიეგო მაინცი გახდა. მე-16 წუთზე 32 წლის მცველმა საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა 69-ზე მან “რეალთან” მატჩის მსგავსად ამჯერად საკუთარ კარში გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1:1 დააფიქსირა.

 

ტურის ყველა მატჩი

17.04 22:45 ლევანტე ლევანტე 2:2 ესპანიოლი ესპანიოლი დაწვრილებით
18.04 18:00 ბარსელონა ბარსელონა 2:0 ვალენსია ვალენსია დაწვრილებით
18.04 20:00 დეპორტივო დეპორტივო 1:2 ატლეტიკო ატლეტიკო დაწვრილებით
18.04 22:00 რეალი მადრიდის რეალი 3:1 მალაგა მალაგა დაწვრილებით
18.04 23:55 ბილბაო ბილბაო 4:0 ხეტაფე ხეტაფე დაწვრილებით
19.04 14:00 რაიო ვალეკანო რაიო ვალეკანო 2:0 ალმერია ალმერია დაწვრილებით
19.04 19:00 გრანადა გრანადა 1:1 სევილია სევილია დაწვრილებით
19.04 21:00 ვილიარეალი ვილიარეალი 0:0 კორდობა კორდობა დაწვრილებით
19.04 23:00 ეიბარი ეიბარი 0:1 სელტა სელტა დაწვრილებით
20.04 22:45 ელჩე ელჩე -:- რეალ სოსიედადი სოსიედადი დაწვრილებით

პრიმერა: 32-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის 32-ე ტურის პრევიუს. 

 

ბარსელონა – ვალენსია

ტურის ცენტრალური მატჩი “ბარსელონასა” და “ვალენსიას” შორის გასამართი დაპირისპირებაა. კატალონიელები, სევილიაში დაკარგული ქულების შემდეგ პრიმერაში ლიდერობას ინარჩნებენ, თუმცა მეორე შეცოდმას მადრიდული კლუბი კონკურენტს აღარ აპატიებს.

“ბარსელონას” იოლი მატჩი რომ არ ელის ნათელია. პარიზში გამართულ შეხვედრას კატალონიელებმა დიდი ენერგია შეალიეს, რაც გუნდს “ვალენსიასთან” დაეტყობა. თუმცა, არც “ღამურების” მდგომარეობაა იდეალური. მოახლოებულ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო მუსტაფი გამოტოვებს. კითხვის ნიშნის ქვეშ არის გაიას, პიატის და ენცო პერესის თამაშიც, რაც ვალენსიური კლუბისთვის დიდ ძალას წარმოადგენს.

ნებისმიერ შემთხვევაში “ბარსელონა” წყვილის ფავორიტია, მაგრამ “ვალენსიას” სიურპრიზების გაკეთება შეუძლია.

რალი – მალაგა

ერთი შეხვედვით მადრიდელები წყვილში უპირობო ფავორიტის სტატუსით სარგებლობენ, თუმცა “ატლეტიკოსთან” საჩემპიონთალიგო მატჩმა გარკვეული კორექტივები ამ წყვილშიც შეიტანა.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ “მალაგამ” ცოტა ხნის წინ “ბარსელონაში” შეძლო მოულოდნელი შედეგის დაფიქსირება და ანალოგიურის გაკეთებას მადრიდში ეცდება. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, სტუმართა შანსი “რეალის” დაღლილობის დონეზეა დამოკიდებული.

ნათლად ჩანს, რომ მეორე წრეში მადრიდელებს ფიზიკური მომზადების მხრივ გარკვეული პრობლემები აქვთ, რაც ძლიერ მეტოქეებთან გუნდს აშკარად ეტყობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “რეალს” მოახლოებულ მატჩებში კარიმ ბენზემა ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

გრანადა – სევილია

ევროპის ლიგაზე “ზენიტის” დამარცხების შემდეგ “სევილია” საშინაო ჩემპიონატს უბრუნდება, სადაც ოთხეულისთვის იბრძვის.

მორიგ ტურში უნაი ემერის შეგირდებს გათამაშების აუტსაიდერთან, “გრანადასთან” ელით სტუმრობა. ნათელია, რომ ამ ანდალუსიურ დერბიში ფავორიტი “სევილია”, რომელსაც “ვალენსიას” მეტოქის გათვალისწინებით ოთხეულში შესვილს კარგი შანსი უკვე ამ ტურის შედეგებით აქვს. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ მოტივაცია არც “გრანადას” აკლია, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ ცუდად ასპარეზობს და კიდევ ერთი მარცხი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

პრიმერა: 31-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპარნური პრიმერა დივიზიონის 31-ე ტურის მიმოხილვა. 

 

რეალი – ეიბარი

პრიმერა დივიზიონის 31-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მეოდანზე ‘ეიბარი” მიიღ და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა.

მადრიდელები 21-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ დააწინაურა. ზუსტად 10 წუთში ჩიჩარიტომ საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი მატჩის 83-ე წუთზე ხესემ დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით მადრიდელებმა “ბარსელონასთან” სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს.

 

სევილია – ბარსელონა

პრიმერას 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “სევილიამ” “ბარსელონას” უმასპნიძლა და მრისხანე მეტოქსე ქულები აართვა.

კატალონიელებმა კარგად დაიწყეს და უკვე 31-ე წუთისთვის მესისა და ნეიმარის გოლებით 2:0-ს იგებდნენ. თუმცა, ტაიმის დასრულებამდე 7 წუთით ადრე მასპინძლებმა ბანეგას ძალისხმევით სხვაობა შეამცირეს. 84-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში გამეირომ დააფიქსირა

 

მალაგა – ატლეტიკო

გამარჯვება ვერც სამეულის კიდევ ერთმა წევრმა, მადრიდის “ატლეტიკომ” მოიპოვა. დიეგო სიმეონეს შეგირდები გასულ ტურში მალაგას სტუმრობდნენ, სადაც 25-ე წუთზე გრიზმანის გოლით დაწინაურდნენ კიდეც. თუმცა, მასპინძლებმა ფერნანდო ტორესის დახმარებით, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში გაიტანა ანგარიშის გათანაბრებმა შესვენებამდე მოახერხეს.

მეორე ტაიმში “მალაგა” 71-ე წუთზე სამუმ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში 7 წუთში იმავე გრიზმანმა დააფიქსირა.

 

ტურის ყველა მატჩი

11.04 18:00 მადრიდის რეალი მადრიდის რეალი 3:0 ეიბარი ეიბარი დაწვრილებით
11.04 20:00 მალაგა მალაგა 2:2 ატლეტიკო ატლეტიკო დაწვრილებით
11.04 22:00 სევილია სევილია 2:2 ბარსელონა ბარსელონა დაწვრილებით
11.04 23:59 ალმერია ალმერია 3:0 გრანადა გრანადა დაწვრილებით
11.04 23:59 სელტა სელტა 6:1 რაიო ვალეკანო რაიო ვალეკანო დაწვრილებით
12.04 14:00 ხეტაფე ხეტაფე 1:1 ვილიარეალი ვილიარეალი დაწვრილებით
12.04 19:00 ესპანიოლი ესპანიოლი 1:0 ბილბაო ბილბაო დაწვრილებით
12.04 21:00 რეალ სოსიედადი რეალ სოსიედადი 2:2 დეპორტივო დეპორტივო დაწვრილებით
12.04 23:00 კორდობა კორდობა 0:2 ელჩე ელჩე დაწვრილებით
13.04 22:30 ვალენსია ვალენსია -:- ლევანტე ლევანტე დაწვრილებით

პრიმერა: 31-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპარნური პრიმერა დივიზიონის 31-ე ტურის პრევიუს. 

 

რეალი – ეიბარი

მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს, “ეიბარს” მიიღებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდელებმა “ბარსელონასთან” წაგებული მატჩის შემდეგ თამაშის ხარისხის გამოასწორეს და უკანასკნელ ორ ტურში დამაჯერებელი გამარჯვებები იზეიმეს. თანაც ისე, რომ მეტოქეების კარში საერთო ჯამში 11 გოლის გატანა შეძლეს, რაც “ეიბარისთვის” საგანგაშო უნდა იყოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს რონალდუ, რომელსაც გასულ ტურში “რაიო ვალეკანოსთან” მიღებული ყვითელი ბარათი გაუუქმდა.

მიუხედავად იმისა, რომ “ეიბარმა” რამდენიმე დღის წინ “მალაგასთან” მოპოვებული გამარჯვებით 11-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, ცალსახა ფავორიტი მოახლოებულ მატჩში რა თქმა უნდა მადრიდული კლუბია.

სევილია – ბარსელონა

ცენტრალური მატჩი სევილიაში, “რამონ სანჩეს პისხუანზე” გაიამრთება, სადაც “სევილია” გათამაშების ლიდერს, “ბარსელონას” მიიღებს.

კატალონიელებმა 2015 წელს ჩატარებული 22 შეხვედრიდან 20-ის მოგება შეძლეს, რაც შესანიშნავი შედეგია და გუნდის კარგ კონდიციებზე მეტყველებს. პრიმერაში მოპოვებული დამაჯერებელი ლიდერობაც ამის ნათელი დასტურია.

მოახლოებულ ტურში “ბარსას” საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომელიც ასევე დამაჯერებლად თამაშობს და ორ ფრონტზე წარმატებით იბრძვის. ნათელია, რომ უნაი ემერის გუნდი არაფრის დათმობას არ აპირებს და ანდალუსიაში ნამდვილი სანახაობა უნდა გაიმართოს.

ვალენსია – ლევანტე

ტური ვალენსიაში, ადგილობრივი დერბით დასრულდება. ბოლო ტურებში “ვალენსიამ” აუტსაიდერებს კი სძლია, მაგრამ უშუალო კონკურენტებთან ქულები დაკარგა და “სევილიას” მეოთხე პოზიციასთან მიახლოების საშუალება მისცა. ასე რომ, ქულების დაკარგვა უკვე ძალიან სახიფათოა.

გამარჯვების მოპოვება “ლევანტესაც” ძალიან სჭირდება, რადგან ვალენსიურ კლუბს გასავარდნ ზონამდე სულ რაღაც 3 ქულა აშორებს და ნებისმიერი მარცხი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

11.04 18:00 რეალი 1.08მადრიდის რეალი 11.00 ეიბარი30.00 ეიბარი დაწვრილებით
11.04 20:00 მალაგა 3.70მალაგა 3.20 ატლეტიკო2.15 ატლეტიკო დაწვრილებით
11.04 22:00 სევილია 5.60სევილია 4.20 ბარსელონა1.57 ბარსელონა დაწვრილებით
11.04 23:59 ალმერია 2.55ალმერია 3.10 გრანადა3.00 გრანადა დაწვრილებით
11.04 23:59 სელტა 1.70სელტა 3.80 რაიო ვალეკანო5.05 რაიო  დაწვრილებით
12.04 14:00 ხეტაფე 3.50ხეტაფე 3.20 ვილიარეალი2.20 ვილიარეალი დაწვრილებით
12.04 19:00 ესპანიოლი 2.50ესპანიოლი 3.10 ბილბაო3.05 ბილბაო დაწვრილებით
12.04 21:00 სოსიედადი 1.90რეალ სოსიედადი 3.40 დეპორტივო4.35 დეპორტივო დაწვრილებით
12.04 23:00 კორდობა 2.50კორდობა 3.00 ელჩე3.15 ელჩე დაწვრილებით
13.04 22:30 ვალენსია 1.35ვალენსია 5.00 ლევანტე9.25 ლევანტე დაწვრილებით

 

პრიმერა: 29-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com ესპანური პრიმერას 29-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.

რეალი – გრანადა

სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველ შეხვედრას მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, სადაც “გრანადას” უმასპინძლებს.

კლასიკოში განციდლმა მარცხმა “რეალსა” და “ბარსელონას” შორის სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მადრიდელებს ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ.

“ბარსელონასთან” ჩატარებული პირველიტ ტაიმით თუ ვიმსჯელებთ “სამეფო კლუბს” გარკვეული პროგრესი აქვს და მცირე კრიზისიდან გამოსვლაც სავსებით რეალური ჩანს. თანაც, მადრიდელბს მეტოქეც ისეთი ჰყავთ, რომელთანაც გამაჯვების ვერ მოპოვეა მოგებაზე უფრო რთული იქნება.

სელტა – ბარსელონა

ჩემპიონატის ლიდერი მორიგ შეხვედრას ვიგოში, ადგილობრივ “სელტასთან” გამართავს.

2015 წელი “ბარსელონამ” შესანიშნავად დაიწყო და გასულ ტურში “რეალის” დამარცხებით მანამდე მოპოვებული ლიდერობაც დამსახურებულად განიმტკიცა. “ბარსა” წელს თითქმის უდანაკარგოა და სავარაუდოდ მორიგ ტურშიც დაგეგმილ 3 ქულას მოიპოვებს.

ორივე გუნდი შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება. კატალონიელებს ტრავმირებულ ვერმალენთან ერთად დისკვალიფიცირებული მასკერანო დააკლდება, ხოლო მასპინძლები მადინას, პლანას და ბორხა ოუბინიას მოისაკლისებენ.

ვალენსია – ვილიარეალი

ტურის ცენტრალურ შეხვედრას ვალენსია უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივი “ღამურები” მესტალიაზე “ვილიარეალს” მიიღებენ.

მართალია, გუნდები ლიდერთა ჯგუფში იმყოფებიან, თუმცა წყვილში აშკარა ფავორიტი “ვალენსია” და ამის მიზეზებიც საკმაოდ ნათლად ჩანს. “ვილიარეალმ” მარტში ჩატარებული 7 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაც საკმაოდ გაირთულა. გარდა ამისა, სტუმრები მოახლოებულ შეხვედრას საკმაოდ სოლიდური დანაკლისით ხვდებიან. დისკვალიციფირებულ მოი გომესთან ერთად, მატჩს ტრავმირებულთა სამეული – ჩერიშევი, ბრუნო და ადრიან მარინი გამოტოვებენ. “ვალენსიას” კი მხოლოდ ენცო პერესი ვერ დაეხმარება.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტი

03.04 22:45 ეიბარი 2.60ეიბარი 3.20 რაიო ვალეკანო2.80 რაიო  დაწვრილებით
04.04 18:00 სევილია 1.80სევილია 3.70 ბილბაო4.30 ბილბაო დაწვრილებით
04.04 20:00 კორდობა 7.60კორდობა 4.35 ატლეტიკო1.45 ატლეტიკო დაწვრილებით
04.04 22:00 ალმერია 2.25ალმერია 3.20 ლევანტე3.30 ლევანტე დაწვრილებით
04.04 23:59 მალაგა 2.05მალაგა 3.40- რეალ სოსიედადი3.70 სოსიედადი დაწვრილებით
05.04 14:00 რეალი 1.10მადრიდის რეალი 10.00 გრანადა24.00 გრანადა დაწვრილებით
05.04 19:00 ვალენსია 2.15ვალენსია 3.50 ვილიარეალი3.35 ვილიარეალი დაწვრილებით
05.04 21:00 ხეტაფე 2.25ხეტაფე 3.20 დეპორტივო3.40 დეპორტივო დაწვრილებით
05.04 23:00 სელტა 7.00სელტა 5.00 ბარსელონა1.40 ბარსელონა დაწვრილებით
06.04 22:00 ესპანიოლი 1.70ესპანიოლი 3.60 ელჩე5.20 ელჩე დაწვრილებით

პრიმერას მარტის საუკეთესო მოთამაშე დასახელდა

„სევილიას“ ნახევარმცველი ვიტოლო მარტის პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

წინა თვის სამ მატჩში ვიტოლომ სამი გოლი გაიტანა – „დეპორტივოსთან“ გასვლით შეხვედრაში ის ჰეთთრიკით გამოირჩა. გარდა ამისა, მან „ვილიარეალსაც“ გაუტანა. ააღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ ვიტოლო უკრაინასთან და ჰოლანდიასთან მატჩებზეც გამოიძახა.

მარტის მიხედვით, პრიმერას სიმბოლურ გუნდში შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ: ხერინიმო რულიი („რეალ სოსიედადი“), ოსკარ დე მარკოსი („ატლეტიკი“), ხერარდ პიკე („ბარსელონა“), ნიკლას ოტამენდი („ვალენსია“), მარსელო („რეალი“), სერხიო კანალესი („რეალ სოსიედადი“), ვისენტე იბორა („სევილია“), ვიტოლო („სევილია“); ლიონელ მესი („ბარსელონა“), არიც ადურისი („ატლეტიკი“), ალბერტო ბუანო („რაიო“).

პრიმერა: 28-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერას 28-ე ტურის მიმოხილვას. 

 

ვილიარეალი – სევილია

28-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ვილიარეალში შედგა, სადაც ადგილობრივ კლუბს “სევილია”  ესტუმრა და 2:0 გაიმარჯვა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში შეხვედრის განახლებიდან 4 წუთში კოკემ დიოგო ფიგუეირასის პასით გახსნა. საბოლოო შედეგი კი ვიტოლომ 65-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგდან, მეხუთე და მეექვსე პოზიციებზე მყოფი “სევილიასა” და “ვილიარელს” შორის სხვაობა 6 ქულამდე გაიზარდა.

 

ატლეტიკო – ხეტაფე

დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა მადრიდის “ატელტიკომ”. დიეგო სიმეონეს გუნდს “ლევერკუზენთან” გადატანილი მძიმე ბრძოლის შემდეგ “ხეტაფეს” დამარცხება არ გასჭირვებია.

მნიშვნელოვანი უპირატესობა მასპნიძლებმა პირველივე ტაიმში, მის დებიუტში და ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მოიპოვეს, რაც საბოლოოდ გამარჯვების საწინდარიც გახდა.

ანგარიში მე-3 წუთზე კოკეს გადაცემით ფერნანდო ტორესმა გახნსა, რომელმაც მარიდში დაბრუნებიდან პრიმერაში პირველად შეაგდო. 44-ე წუთზე კი საბოლოო შედეგი ტიაგომ დააფიქსირა.

 

ბარსელონა – რეალი

ტური ბარსელონაში გამართული კლასიკოთი დასრულდა, რომელიც მასპნიძელთა გამარჯვებით დასრულდა. კატალონიელებმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მადრიდულ კლუბთან 4 ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს.

ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა, როდესაც მესის მოწოდებულ სტანდარტს მატიე გამოეხმაურა და ბურთი კასილიასის კარში თავით გადაგზავნა. გაშვებული გოლის შემდეგ “რეალი” გააქტიურა და 31-ე წუთზე რონალდუს გოლით ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო. პირველი ტაიმი მეტნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ლოგიკური ფრითაც დასრულდა.

მეორე ნახევარში კი “ბარსელონას” უპირატესობა ძალიან დიდი იყო. კატალონიელებს საკმაოდ ბევრი მომენტიც შეექმნათ, თუმცა გატანა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს. 56-ე წუთზე დანი ალვეში პასით სუარესის მიერ გატანილი გოლი 3 ქულის მოსაპოვებლად საკამრისი აღმოჩნდა.

 

ტურის ყველა მატჩი

20.03 23:45 ელჩე ელჩე 0:4 ვალენსია ვალენსია დაწვრილებით
21.03 19:00 ატლეტიკო ატლეტიკო 2:0 ხეტაფე ხეტაფე დაწვრილებით
21.03 21:00 რაიო ვალეკანო რაიო ვალეკანო 1:0 მალაგა მალაგა დაწვრილებით
21.03 23:00 ლევანტე ლევანტე 0:1 სელტა სელტა დაწვრილებით
22.03 1:00 გრანადა გრანადა 0:0 ეიბარი ეიბარი დაწვრილებით
22.03 1:00 ბილბაო ბილბაო 2:1 ალმერია ალმერია დაწვრილებით
22.03 15:00 დეპორტივო დეპორტივო 0:0 ესპანიოლი ესპანიოლი დაწვრილებით
22.03 20:00 ვილიარეალი ვილიარეალი 0:2 სევილია სევილია დაწვრილებით
22.03 22:00 სოსიედადი რეალ სოსიედადი 3:1 კორდობა კორდობა დაწვრილებით
22.03 23:59 ბარსელონა ბარსელონა 2:1 მადრიდის რეალი რეალი დაწვრილებით

პრიმერა: 28-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერას 28-ე ტურის პრევიუს. 

 

ვილიარეალი – სევილია

რომ არა ესპანური კლასიკო, ტურის ცენტრალურ შეხვედრად ვილიარეალში გასამართი მატჩი ჩაითვლებოდა. ორივე გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა და ჯერჯერობით “ვილიარეალიც” და “სევილიაც” ამის რეალურ შანსს ინარჩუნებენ.

მასპინძლები, მოახლოებული დაპირისპირებას ტრავმირებული დენის ჩერიშევის გარეშე ხვდებიან, რომელიც ბოლო დროს გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა. რუსი ფეხბურთელი “ვილიარეალის” საუკეთესო ასისტენტია და ლიგაშიც ერთ-ერთი გამორჩეულია. მისი ღირსეული შემცვლელი კი ყივთლებს უბრალოდ არ ჰყავთ. თუმცა, არც უნაი ემერის აქვს იდეალური სიტუაცია. გარდა ამისა ანდალუსიელები ევროპის ლიგაზეც ასპარეზობენ, რაც გუნდს ძალიან დიდ ენერგიას ართმევს.

 

ატლეტიკო – ხეტაფე

ჩემპმონთა ლიგაზე მოპოვებული ურთულესი გამარჯვების შემდეგ “ატლეტიკო” საკუტარ მოედანზე “ხეტაფეს” მიიღებს. ნათელია, რომ “ლევერზკუზენთან” დამატებუითი დრო და პენალტების სერია მადრიდული კლუბი ფიზიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა და გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე მოთამაშეს პრიმერას მორიგ ტურში დასვენების საშუალება მიეცეს. გარდა ამისა, სიმეონეს გუნდს საუკეთესო პერიოდი ისედაც არ აქვს და “ხეტაფესათანაც” მასპინძლებს უდავო ფავორიტებად ვერ ჩავთვლით.

ბარსელონა – რეალი

ტურის და ესპანეთის ჩემპიონატის ცენტრალური დაპირისპირება “ნოუ კამპზე” შედგება, სადაც “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.

ბოლო პერიოდში გუნდები განსხვევებულად ასპრეზობენ. თუ “ბარსელონა” სეზონის საუკეთესო მონაკვეთს ატარებს და მეტოქეებს ძალიან დამაჯერებლად ამარცხებს, “რეალზე” ამის თქმა გაგვიჭირდება. მადრიდელებმა 2015 წელი სუსტად დაიწყეს, ჩემპიონთა ლიგიდან გამვოარდნას ძლივს გადაურჩნენ და პრიმერაში ლიდერობაც დათმეს. თუმცა, სამ მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტა ანჩელოტის გუნდმა გასულ ტურში, “ლევანტესთან” მოგებით შეძლო. მართალია, ვალენსიური კლუბი საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აღნიშნული მატჩის მოგებას მადრიდელებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

“ბარსელონა” კი ბოლო დროს ასეთ დეტალებზე უბრალოდ არ ფიქრობს. მოგებული მატჩების შესანიშნავი სერია რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგაში “სიტისთან” მოგებული მატჩით დასრულდა და რომ არა ჯო ჰარტის შესანიშნავი თამაში, მანჩესტერული კლუბი დიდი ანგარიშით მარცხს ვერ გადაურჩებოდა.

მოახლოებულ შეხვედრაში “რეალის” შემადგენლობაში ხამეს როდრიგესის თამაშია სათუო, ხოლო მასპინძლებს ბუსკეტსი ვერ დაეხმარება.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

20.03 23:45 ელჩე 4.15ელჩე 3.30 ვალენსია1.95 ვალენსია დაწვრილებით
21.03 19:00 ატლეტიკო 1.35ატლეტიკო 4.65 ხეტაფე10.60 ხეტაფე დაწვრილებით
21.03 21:00 რაიო  2.65რაიო ვალეკანო 3.25 მალაგა2.70 მალაგა დაწვრილებით
21.03 23:00 ლევანტე 3.30ლევანტე 3.20 სელტა2.30 სელტა დაწვრილებით
22.03 1:00 ბილბაო 1.55ბილბაო 4.00 ალმერია6.45 ალმერია დაწვრილებით
22.03 15:00 დეპორტივო 2.55დეპორტივო 3.10 ესპანიოლი2.90 ესპანიოლი დაწვრილებით
22.03 20:00 ვილიარეალი 2.15ვილიარეალი 3.40 სევილია3.45 სევილია დაწვრილებით
22.03 22:00 სოსიედადი 1.75რეალ სოსიედადი 3.40 კორდობა5.40 კორდობა დაწვრილებით
22.03 22:00 გრანადა 2.05გრანადა 3.10 ეიბარი4.15 ეიბარი დაწვრილებით
22.03 23:59 ბარსელონა 1.70ბარსელონა 4.25 მადრიდის რეალი4.40 რეალი დაწვრილებით

პრიმერა: 27-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის მიმოხილვას. 

 

ვალენსია – დეპორტივო

მორიგი ესპანური ტურის სტარტი “მესტალიაზე” შედგა, სადაც “ვალენსიამ” “დეპორტივო” მიიღო.

შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებლი გამარჯვებით დასრულდა, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება “ვალენსიამ” მხოლოდ დასკვნით ნახევარ საათში შეძლო. ანგარიში 61-ე წუთზე დანი პარეხოს გოლით გაიხსნა. 11 წუთში კი პაკო ალკასერმა მატჩის საბოლოო შედეგთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოხსნა – 2:0.

ამ გამარჯვებით “ვალენსიამ” “ატლეტიკოს” წაფორხილებით ისარგებლა და მესამე პოზიციაზე გადავიდა, ხოლო “დეპორტივო” მე-17 პოზიციაზე აღმოჩნდა და გასავარდნ ზონას მიუახლოვდა.

 

ეიბარი – ბარსელონა

ელ-კლასიკომდე ერთი ტურით ადრე “ბარსელონა” “ეიბარს” ესტუმრა და ორბურთიანი სხვაობით მოიგო.

“ეიბარის” კარში ორივე გოლის ავტორი ლეო მესი გახდა, რომელმაც საკუთარი გუნდი 31-ე წუთზე პენალტით დააწინაურა. მეორე შედეგიანი დარტყმა კი შემტევმა 55-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიელებმა ძალების მაქსიმალური დაზოგვით შეძლეს დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება, მეტოქემ კი “ბარსას” წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

 

რეალი – ლევანტე

სეზონის მთავარ შეხვედრამდე ერთი კვითი ადრე მადრიდის “რეალმა” “ლევანტეს” სძლია.

მადრიდელთა გამარჯვებაში უდიდესი წლვილი გარეთ ბეილმა შეიტანა, რომელსაც ბოლო დროს ძალიან აკრიტიკებდნენ. უელსელი შეხვედრაში გასული ორივე გოლის ავტორი გახდა. შედეგიანი დარტყმები ნახევარმცველმა მე-18 და მე-40 წუთებზე შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მეორე გოლზე ბეილს ასისტენტობა რონალდუმ გაუწია.

 

ტურის ყველა მატჩი

13.03 23:45 ვალენსია ვალენსია 2:0 დეპორტივო დეპორტივო დაწვრილებით
14.03 19:00 ესპანიოლი ესპანიოლი 0:0 ატლეტიკო ატლეტიკო დაწვრილებით
14.03 21:00 ეიბარი ეიბარი 0:2 ბარსელონა ბარსელონა დაწვრილებით
14.03 23:00 რაიო ვალეკანო რაიო ვალეკანო 3:1 გრანადა გრანადა დაწვრილებით
15.03 1:00 სელტა სელტა 1:2 ბილბაო ბილბაო დაწვრილებით
15.03 15:00 ალმერია ალმერია 0:0 ვილიარეალი ვილიარეალი დაწვრილებით
15.03 20:00 მალაგა მალაგა 2:0 კორდობა კორდობა დაწვრილებით
15.03 22:00 სევილია სევილია 3:0 ელჩე ელჩე დაწვრილებით
15.03 23:55 მადრიდის რეალი მადრიდის რეალი 2:0 ლევანტე ლევანტე დაწვრილებით
16.03 23:45 ხეტაფე ხეტაფე -:- რეალ სოსიედადი რეალ სოსიედადი დაწვრილებით