Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურის პრევიუს.
რეალ სოსიედადი – სევილია
მოახლოებული ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად სან-სებასტიანში გასამართი ადგილობრივი “სოსიედადისა” და “სევილიას” შეხვედრაა მონათლული. გასულ სეზონში გუნდებს დაახლოებით ერთნაირი მიზნები ჰქონდათ, წელს კი ამას ვეღარ ვიტყვით, გამომდინარე იქიდან, რომ “სოსიედადი” ცხრილის შუაშია და ფაქტობრივად არაფრისთვის არ იბრძვის.
თუმცა, მიუხედავად ასეთი მოკრძალებული შედეგებისა, სან-სებასტიანელები გრანდებთან სათამშოდ წელს განსაკუთრებული შემართები გამოდიან. “სოსიედადის” საშნაო არენიდან ტურნირის მთავარი ფავორიტები, “რეალი” და “ბარსელონა” წელს უქულოდ წავიდნენ. ბუნებრივია, დადებითი შედეგის მიღწევა აქ “სევილიასაც” გაუჭირდება, რომელიც სან-სებასტიანში საკადრო პრობლემებით ჩადის.
ბარსელონა – მალაგა
“მალაგა” ბარსელონას დიდი დანაკლისით, დისკვალიფიცირებული ამრაბატის გარეშე ეწვევა. მაროკოელის არყოფნა, ხავი გარსიას გუნდის წინა ხაზში კრეატიულობაზე აისახება, თუმცა “მალაგამ” ჯერ კიდევ პირველ წრეში აჩვენა “ბარსელონას”, რომ დაცვით ფეხბურთს საკმაოდ კარგად თამაშობს.
გამომდინარე იქიდან, რომ კატალონიელებს რამდენიმე დღეში “მანჩესტერ სიტისთან” უწევთ ურთულესი დაპირისპირების ჩატარება, მოსალოდნელია, რომ ლუის ენრიკე შემადგენლობაში გარკეულ ცვლილებებს შეიტანს და რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალებას მისცესმს. თუმცა, ეს “ბარსას” ძალიან დიდ შანსებზე ალბათ არ აისახება.
ელჩე – რეალი
მადრიდის “რეალი” ორი რთული, მაგრამ მოგებული მატჩის შემდეგ “ელჩეს” ესტუმრება. “სამეფო კლუბი” წყვილში ფავორიტია, თუმცა ანჩელოტის გუნდი ბოლო დროინდელი თამაშებიდან და ამ თამაშების ინტენსივობიდან გამომდინარე, იოლ მოგებას არ უნდა ელოდოს.
ამავდროულად თვალში საცემია კრიშტიანუ რონალდუს რეგრესი. პორტუგალიელმა სეზონის ბრწყინვალე სტარტის შემდეგ მოუკლო და სეზონის ამ ეტაპზე ოპტიმალურ ფორმაში არაა. თუმცა, “რეალი” მხოლოდ რონალდუ არ არის. მადრიდულ კლუბი მაღალი დონის შემსრულებლების ნაკლებობას არ განიცდის, რაც ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერის დასამარცხებლად საკმარისი უნდა გამოდგეს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
20.02 | 23:45 | ხეტაფე | 2.60 | 3.05 | 2.95 | ესპანიოლი | დაწვრილებით | |
21.02 | 19:00 | ბარსელონა | 1.13 | 9.00 | 18.55 | მალაგა | დაწვრილებით | |
21.02 | 21:00 | კორდობა | 4.00 | 3.20 | 2.05 | ვალენსია | დაწვრილებით | |
21.02 | 23:00 | ატლეტიკო | 1.26 | 5.75 | 12.15 | ალმერია | დაწვრილებით | |
22.02 | 1:00 | დეპორტივო | 3.15 | 3.10 | 2.45 | სელტა | დაწვრილებით | |
22.02 | 15:00 | სოსიედადი | 2.85 | 3.20 | 2.60 | სევილია | დაწვრილებით | |
22.02 | 20:00 | ბილბაო | 2.00 | 3.40 | 3.90 | რაიო | დაწვრილებით | |
22.02 | 22:00 | ვილიარეალი | 1.41 | 4.55 | 8.25 | ეიბარი | დაწვრილებით | |
23.02 | 0:00 | ელჩე | 12.15 | 6.75 | 1.22 | რეალი | დაწვრილებით | |
23.02 | 23:45 | ლევანტე | 2.25 | 3.05 | 3.50 | გრანადა | დაწვრილებით |