“რეალმა” “პსჟ”-ს კაზემიროს მიყიდვაზე პასუხი გასცა

სატრანსფერო ფანჯრის მოახლოვებასთან ერთად, “პარი სენ-ჟერმენი” გააქტიურდა და მას მორიგი ვარსკვალვების შეძენა სურს. ერთ-ერთი ასეთი მადრიდის “რეალის” საყრდენი ნახვერმცველი, კაზემიროა.

საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინ ფრანგებმა მიმართეს “ბლანკოსის” ხელმძღვანელობას ბრაზილიელის თაობაზე. ეს ფეხბურთელი თომას ტუხელის სასურველ სპორტსმენთა სიაში შედიოდა. თუმცა, გერმანელს ამ კანდიდატის ამოშლა მოუწევს, რადგან ესპანელებმა “პარი სენ-ჟემრენს” უარი უთხრეს. ამ ინფორმაციას ბრაზილიური პრესაც აზუსტებს. როგორც ცნობილი გახდა, ფლორენტინო პერესი კაზემიროსთვის ახალ, უკეთესი პირობების მქონე კონტრაქტს ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ საყრდენმა “რეალში” ოთხი სეზონი ჩაატარა და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

ბრაზილიის ნაკრების ექიმმა ნეიმარის მდგომარეობა შეაფასა

ბრაზილიის ნაკრების ექიმის, ფაბიო მაშერედიანის მიერ მოწოდებული უახლესი ცნობების მიხედვით, ნეიმარის რეაბილიტაციის პროცესი უფრო წარმატებით მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში თამაშისას მიიღო ტრავმა და თებერვლის შემდეგ მოედანზე არ გამოსულა.

“ნეიმარის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ნამდვილად არ ვიცით, თუ რამდენი შეუძლია მას, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, რომ მისი მდგომარეობის ასე გაუმჯობესებას არ მოველოდით,” – აცხადებს ექიმი დღევანდელ კონფერენციაზე.

კარვახალი: “მბაპეს წინააღმდეგ თამაშისას მივხვდით, რომ არც ისეთი ცუდები ვართ”

მადრიდის “რეალის” ესპანელმა მცველმა, დანი კარვახალმა “ლივერპულთან” გასამართი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და მბაპეს “პარი სენ-ჟერმენთან” მოგებული მატჩიც გაიხსენა.

“პარი სენ-ჟერმენთან” თამაშამდე სულ კავანისა და მბაპეს ვიდეოებს ვუყურებდით, თუმცა როდესაც მათ წინააღმდეგ ვითამაშეთ, მივხვდით, რომ არც ისეთი ცუდები ვართ.

ეს ჩვენი მეოთხე ფინალი იქნება, მაგრამ ახლა უფრო მონდომებულები ვართ, ვიდრე პირველი ფინალის წინ. ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვყავს, როგორებიც სერხიო რამოსი, რონალდუ და მოდრიჩი არიან და თითოეული მათგანი წარმოუდგენლად მოტივირებულია.

ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ მოედანზე, ბურთის არასწორ მომენტში დაკარგვა მომაკვდინებელი იქნება, გარდა ამისა, მეტოქეს მუდამ პრესინგის საშუალებით უნდა ვაწუხებდეთ,” – აცხადებს “ლევერკუზენის” ყოფილი მცველი.

ნეიმარის გულწრფელი ინტერვიუ: “მათ გვერდით თამაში მენატრება”

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი, საფრანგეთში გატარებული პირველი სეზონის შემდეგ აღიარებს, რომ მესისა და სუარესის მხარდამხარ თამაში ენატრება.

“მესისთან ერთად თამაშით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. შემდეგ სუარესი მოვიდა და გუნდი კიდევ უფრო შეავსო. ჩვენი სამეული ყოველთვის ერთად იყო და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებდა.

მესი, სუარესი და მე განუყოფელ ტრიოდ ვიქეცით. როდესაც მე და მესი ვარჯიშით ვიყავით დაკავებულნი, ის მოდიოდა და სულ მაბრაზებდა.

მატჩის დროს მე და მესის ფეხბურთელების მოტყუება და კარგი გადაცემების დარიგება გვევალებოდა. ზოგჯერ სუარესიც ცდილობდა იგივეს და როდესაც არ გამოსდიოდა, ძალიან ბევრს დავცინოდით.

ერთმანეთთან იმდენად ახლოს ვიყავით, რომ ყოველ შეცდომაზე ვიცინოდით. ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. რა თქმა უნდა, “ბარსელონაში” მესისა და სუარესის გვერდით გატარებული დრო ძალიან მენატრება. ჩვენ ბედნიერები ვიყავით, ბედნიერი მეგობრები,” – აცხადებს ნეიმარი.

კარიკატურა: დანი ალვეშს კიდევ ერთი ტიტული გაუფრინდა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ დანიელ ალვეში რუსთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. ყველაზე ტიტულოვანმა მოქმედმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი ტრიუმფის შანსი გაუშვა ხელიდან.

აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

დანიელ ალვეშს დიაგნოზი დაუსვეს

გუშინ, საფრანგეთის თასის ფინალში “პარი სენ-ჟერმენი” “ლეს ჰერბიერსს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრაში მუხლზე დაზიანება მიიღო დედაქალაქელთა მარჯვენა მცველმა, დანიელ ალვეშმა.

იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ მას მსოფლიოს ჩემპიონატი გამოეტოვებინა. თუმცა, დღეს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების პრესოფისმა დაადასტურა, რომ 35 წლის უკანახახაზელს არ ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა. მას ერთ-ერთი მყესი აქვს ნაღრძობი, რის გამოც მხოლოდ სამ კვირას იქუმებს. შესაბამისად, ის აუცილებლად გამეგზავრება რუსეთში. შესაძლოა, ალვეშმა ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა გამოტოვოს, რომელსაც “სელესაო” შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს.

 

რონალდომ ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა, ბრაზილიელმა რონალდომ, რომელიც ახლა ესპანური გრანდის ელჩის ფუნქციებს ასრულებს, პრესასთან ნეიმარის შესაძლო ტრანსფერი განიხილა.

“ნეიმარი? ის “პარი სენ-ჟერმენში” ახლახან გადავიდა, თანაც მისი ტრანსფერი ძალიან ხმაურიანი იყო. მეორე მხრივ, პარიზელებს ფული ნამდვილად არ სჭირდებათ. ფრანგები მას არ გაყიდიან, მიუხედავად იმისა, თუ რამდენს შესთავაზებენ.

რა თმა უნდა, რამდენიმე წლის შემდეგ ეს ტრანსფერი თავისუფლად შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ არ მჯერა, რომ ზაფხულში ნეიმარი კლუბს გამოიცვლის.

პარიზში თამაშით ის დიდ სიამოვნებას იღებს. მან თავად გადაწყვიტა კარიერის “პსჟ”-ში გაგრძელება, რადგანაც ისტორიის დაწერა უნდოდა,” – აცხადებს ბრაზილიელი “კიჭა”.

ემერი: “პსჟ” ახლადშექმნილი კლუბია, რომელსაც ახალი იდეები აქვს”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერის სჯერა, რომ თავის გუნდს “ბარსელონასა” და “ბაიერნის” დონის გუნდებისთვის კონკურენციის გაწევა ჯერ არ შეუძლია.

“პსჟ” ახალი გუნდია. ჩემპიონატში ძალების გაერთიანება გვჭირდება, რათა წარმატებულები ვიყოთ. უძლიერესი გუნდი გვყავს, რომელსაც დრო სჭირდება ისტორიის დასაწერად.ეს ახლადშექმნილი გუნდია ახალი იდეებით.

სხვა ჩემპიონატებს თუ გადავხედავთ, გერმანიაში “ბაიერნია”, რომელსაც ყველაზე მეტი ტიტული აქვს. ესპანეთში “რეალი” და “ბარსელონა” ჰყავთ, იტალიაში კი – “იუვენტუსი”, “მილანი” და “ინტერი”.

რაც შეეხება საფრანგეთს, “პარი სენ-ჟერმენი” ახლახან გაუთანაბრდა “ლიონს” ტიტულების ოდენობით, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია,” – აცხადებს უნაი ემერი.

პასტორემ თავის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ხავიერ პასტორეს “პსჟ”-ში სათანადო რაოდენობის სათამაშო დრო არ ეძლევა. გუნდში ამდენი ვარსკვლავის არსებობის გამო, არგენტინელი ხშირად ზის სათადარიგოთა სკამზე. 28 წლის ნახევარმცველს ჰკითხეს, რას აპირებს მომავალ ზაფხულში.

“ჯერ კიდევ არ ვიცი. მინდა, სეზონი წარმატებით დავასრულო. ერთ თასზე გვაქვს სათამაშო. მის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ხოლო, ამის შემდეგ სიტუაციას უკეთ შევაფასებ და გადაწყვეტილებას მივიღებ,” – ამბობს ხავიერი.

ცნობისთვის, გეტყვით, რომ პასტორე პარიზულ კლუბში 2011 წელს გადავიდა. მან ამ სეზონში, ლიგა 1-ში ოცი თამაში ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

მარკო ვერატიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა

“პარი სენ-ჟერმენის” იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატი, საკმაოდ საინტერესო განცხახებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, ის “პარი სენ-ჟერმენში” დარჩენით კმაყოფილია. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მისი გადაბირების სურვილს კატალონიის “ბარსელონა” ინტერესდებოდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, “პარი სენ-ჟერმენში” დარჩენის გადაწყვეტილება მივიღე. ყოველდღე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. მინდა პარიზში კიდევ დიდხანს დავრჩე და მოვიგო ის, რაზეც ყოველი ჩვენგანი ოცნებობს,” – აცხადებს ვერატი.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს “პსჟ” ძალიან გაძლიერდა, თუმცა წელს ჩემპიონთა ლიგიდან საკმაოდ ადვილად გამოვარდა – ამაზე მადრიდის “რეალმა”, ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე იზრუნა.

რას აკეთებდა ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენისა” და “მონაკოს” მატჩის მიმდინარეობისას? (ფოტო)

გამოჯანმრთელბის გზაზე მყოფმა ნეიმარმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა “პარი სენ-ჟერმენსა” და “მონაკოს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას.

ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი გუნდი ტრიბუნებიდან გაემხნევებინა, შინ, კომფორტულად მოკალათებული ბრაზილიელი პოკერს თამაშობდა – ასეთ განმარტებას იძლევა ფრანგული პრესა ამ ფოტოს შესახებ.

პარიზი შეიშალა: შვიდი გოლი “მონაკოს” კარში, ფალკაოს ავტოგოლი და გაჩემპიონებული “პსჟ”! (ვიდეო)

დღეს ლიგა 1-ის 33-ე ტურის ცენტარლურ შეხვედრაში ერთმანეთს “პარი სენ-ჟერმენი” “მონაკო” დაუპირდისპირდნენ.

პირველ ნახევარ საათში მასპინძლებმა ოთხი გოლი გაიტანეს.  მე-14 წუთზე ლო სელსომ გამოიჩნა თავი. სამ წუთში კავანიმ ორამდე გაზარდა სხვაობა. ხოლო, მომდევნო სამი წუთის შემდეგ დი მარიამ მესამეც მიაყოლა. 27-ეზე ლო სელსომ დუბლი შეასრულა. თუმცა, 38-ე წუთზე რონი ლოპესმა ერთი ბურთი გაქვითა.

მეორე ნახევარში 58-ე წუთზე დი მარიამ მეხუთეც შეაგდო. 76-ეზე რადამელ ფალკაომ ავტოგოლი გაიტანა. ხოლო, 86-ე წუთზე იულიან დრაქსლერმა მეშვიდეჯერ შეარხია “მონაკოს” კარის ბადე.

საბოლოოდ, “პსჟ”-მ 7-1 მოიგო, 87 ქულა დაუგროვდა, 17 ქულით გაუსწრო “მონაკოს” და ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ჩემპიონი გახდა!