პუიოლი და კუენკა ბრუნდებიან

“ბარსელონას” ტრავმირებული ფეხბურთელები კარლეს პუიოლი და ისააკ კუენკა მოედანს უბრუნდებიან.

კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაში “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩის განაცხადშია შეყვანილი.

სხვათა შორის, მადრიდულ კლუბთან მოედანზე შესაძლო გამოჩენა კუენკასთვის სადებიუტო იქნება მიმდინარე სეზონში.

კვირის კარიკატურები — „რეალი“, „ბარსა“, „ბაიერნი“, „ბორუსია“, იოზილი, პუიოლი

ცნობილი კარიკატურისტის, ომარ მომანის ერთ-ერთი ბოლო კარიკატურა ჟოზე მოურინიოს სიტყვების გამოხმაურებაა. ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ემზადებიან სახელგანთქმული ფეხბურთელები დიდი მატჩებისთვის.

„მადრიდის „რეალში“ მუშაობის პერიოდში, მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე სარკის წინ ჩემი გუნდის ფეხბურთელთა მთელი რიგი დგებოდა. არადა, ამ დროს მსაჯი მათ უკვე უცდიდა.

ახალგაზრდა მოთამაშეები საკუთარ თავზე ძალიან ზრუნავენ. მე 51 წლის ვარ და თუ ბავშვებთან მუშაობა მინდა, მათ უნდა გავუგო კიდეც“, – მოურინიოს სიტყვები Esquire-მა გამოაქვეყნა.

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველ მესუთ იოზილს ბრიტანელ ჟურნალისტებთან ურთიერთობა აერია (შეიძლება დალაგებული არც არასდროს ჰქონია). გერმანელი ფეხბურთელი მედიის წარმომადგენელთა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

„კრიტიკა არ მადარდებს. სამი კვირის წინათ სრულიად განსხვავებულ რამეს წერდნენ, სამი კვირის შემდეგაც ასე იქნება. ეს მათი მუშაობის ნაწილია“, – აღნიშნა იოზილმა.

სწორედ ამ თემას ეხება მომანის კიდევ ერთი კარიკატურა.

„ბარსელონაში“ გატარებული თითქმის 20-წლიანი პერიოდის შემდეგ, კარლეს პუიოლმა კლუბიდან აბარგება გადაწყვიტა.

„ბოლო ორი ოპერაციის შემდეგ, ჩემთვის რთული იქნებოდა იმ დონეზე დაბრუნება, რომელიც აქ თამაშისთვის არის აუცილებელი. ამიტომ, კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მივიღე“, – აღნიშნა პუიოლმა საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე.

კატალონიური გუნდის ფანები პუიოლს „კედელს“ უწოდებენ და როგორც ჩანს, მისი წასვლის შემდეგ „ბარსელონას“ დაცვის ხაზში საკმაოდ დიდი ხვრელი გაჩნდება. ამ ჰიპოთეზას ეძღვნება მომანის ეს კარიკატურაც.

დორტმუნდის „ბორუსია“ მიუნხენის „ბაიერნის“ ერთგვარ ფილიალად იქცა. ბავარიელებს ფინანსები ბლომად აქვთ და სასურველი მოთამაშის დაბევებაც არ უჭირთ. ჯერ მარიო გიოტცე იყო, შემდეგ რობერტ ლევანდოვსკი, ახლა კი საუბარი ილკაი გიუნდოგანზე მიდგა, რომელსაც „ბაიერნში“ კროოსის შესაძლო შემცვლელად მოიაზრებენ. მოგეხსენებათ, კროოსის მიმართ რამდენიმე წამყვანი კლუბი იჩენს ინტერესს და მიუნხენელები აქედანვე იჭერენ თადარიგს.

„ბაიერნის“ ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ბავარიელები „ბორუსიას“ დარბევაზე უარს არ არც ამჯერად იტყვიან.

„ბორუსიას“ ფეხბურთელების ტრანსფერზე უაზრო გადაწყვეტილება არასდროს არ მიგვიღია. დორტმუნდელებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. „ბორუსიას“ აღმასრულებელ დირექტორს გასულ ზაფხულს შევხვდი და ჩვენს შორის არსებული ყველა ცუდი გრძნობა დავივიწყეთ“, – აღნიშნა რუმენიგემ.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

პუიოლი “მილანში”?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც კარლეს პუიოლმა “ბარსელონას” დატოვების შესახებ განაცხადა, ვეტერან მცველს “მილანი” დაუკავშირდა.

“აქ იმისათვის ვარ, რომ გაცნობოთ: სეზონის ბოლოს, “ბარსელონას” დავტოვებ. მუხლზე გაკეთებული ორი ოპერაციის შემდეგ, ის კარგად თამაში აღარ შემიძლია, როგორიც მსურს. ახლა მხოლოდ დასვენება და ფიქრი მჭირდება. არ ვიცი, რა მოხდება 30 ივნისს”, – ამბობს პუიოლი.

შეგახსენებთ, 2013 წლის თებერვალში 35 წლის მცველმა განაცხადა, რომ ის “მილანში” დიდი სიამოვნებით ითამაშებდა.

“მილანი” ძალიან მიყვარს. ეს გუნდი ჩემთვის მეორეა. ყოველთვის მინდა, რომ “როსონერიმ” წარმატებას მიაღწიოს. თუ “ბარსელონას” დატოვებას გადავწტვეტ, “მილანში” დიდი სიამოვნებით წავიდოდი.”

ფაბრეგასი: “პუიოლი ჩემთვის ყოველთვის კაპიტანი იქნება”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა კარლეს პუიოლის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“ვიცოდით, რომ კარლესი წასვლას აპირებდა. მისთვის ეს ძალიან რთული მომენტია. საწყენია, როდესაც მეგობარი გუნდიდან მიდის და ასეთ მძიმე გადაწყვეტილებას იღებს. ასეთ გადაწყვეტილებას ბევრი არ მიიღებდა. პუიოლს ხომ კონტრაქტი აკავშირებს “ბარსასთან”. ის ყოველ დღე 18 წლის ბიჭივით ვარჯიშობს. პუიოლი ჩემთვის ყოველთვის კაპიტანი იქნება” – განაცხადა ფაბრეგასმა.

პუიოლი მუნდიალს გამოტოვებს?

“ბარსელონას” კაპტიანმა კარლეს პუიოლმა მიმიდნარე სეზონში მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა. სწორედ ამისა გამო, ესპანელი შესაძლოა ბრაზილიურ მუნდიალზე ვერ წავიდეს.

“პუიოლს შანსი კიდევ აქვს. მსოფლიო ჩემპიონატამდე სამი თვეა დარჩენილი და ყველაფერი მის ხელშია. თუმცა, ეს დიდ სირთულეებთან იქნებდა დაკავშირებული. მას მეტი სატამაშო დრო სჭირდება” – განაცხადა ესპანეთის ნაკების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ხოსე ანტონიო გრანდემ.

პუიოლი: “სიტისთან გასამართ მატჩს კარგ ფორმაში ვხვდებით”

“ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა “სიტისთან” მაოხლოებულ მატჩზე ისაუბრა.

“რთული შეხვედრა გველი საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან, რომლის შემადგენლობაშიც საუკეთესო მოთამაშეები არიან შეკრებილნი. მაგრამ, დაპირისპირებას კარგ ფორმაში ვხვდებით. ვთვლი, რომ გულშემატკივარი თანაბარი გუნდების დაპირისპირებას იხილავს” – განაცხადა პუიოლმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის აღნიშნული 1/8 ფინალური მატჩი 18 თებერვალს, მანჩესტერში გაიმართება.

პუიოლი “სევილიასთან” ვერ ითამაშებს

“ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი საკუთარ გუნდს “სევილიასთან” დღეს გასამართ დაპირისპირებაში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, პოიოლის ნაცვლად ხერარდო მარტინომ განაცხადში იბრაჰიმ აფელაი შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის “ბარსელონა” სატურნირო ცხრილში მესამეა, ხოლო “სევილია”- მეშვიდე.

პუიოლი: “ატლეტიკო” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია

“ბარსელონას” მცველმა კარლეს პუიოლმა აღნიშნა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურში მის გუნდს საკმაოდ რთული ამოცანა ექნება. ხერარდო მარტინოს შეგირდებს მადრიდის “ატლეტიკოსთან”, გასვლითი მატჩის ჩატარება მოუწევთ.

“ვერ ვიტყოდი, რომ გამარჯვების შემთხვევაში “ბარსელონა” ჩემპიონობის ბედს გადაწყვეტს. წინ კიდევ ბევრი მატჩია. შემდე ტურში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით” – განაცხადა პუიოლმა.

გასული 18 ტურის შედეგად ორივე გუნდს 49 ქულა მოუგროვდა.

პუიოლმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს

ბარსელონას კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა შესაძლოა კარიერა მიმდინარე სეზონის ბოლოს დაარულოს. მცველს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის დასრულება 40 წლის ასაკში სურს, მაგრამ ბოლო დროს პუიოლი ტრავმებმა გააწამეს, რაც ოპტიმალური ფორმასთან მიახლოების საშალებას არ აძლევს. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ პუიოლმა “ბარსა” დატოვოს და კარიერა აშშ-ში ან ყატარში გააგრძელოს.

ესპანური პრესის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებას პუიოლი უახლოეს 2-3 თვეში მიიღებს.

პუიოლი: “რეალთან” სათამაშოდ მზად ვარ”

კატალონიის “ბარსელონას” მცველი, კარლეს პუიოლი აცხადებს, რომ ის მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფეხბურთელმა, ტრავმისგან გამოწვეული შვიდთვიანი პაუზის შემდეგ, 19 ოქტომბერს, პრიმერა დივიზიონის მეცხრე ტურში, “ოსასუნასთან” შეუცვლელად ითამაშა.

“ძალიან დიდი სიამოვნებაა ის, რომ მოედანს დავუბრუნდი და შემიძლია ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო. ორმაგად სასიხარულოა, რომ “რეალთან” სათამაშოდ მზად ვარ. რა თქმა უნდა, “კლასიკოში” მონაწილეობის მიღება ყველა ფეხბურთელს სურს. ჩემი მთავარი მიზანი, მატჩისათვის კარგად მომზადებაა. მწვრთნელი კი გადაწყვეტს, მათამაშებს თუ არა. “ოსასუნასთან” შეხვედრაში, ყველაფერი კარგად იყო. მუხლმა ცოტათი შემაწუხა და მეგონა, ისევ პრობლემები შემემნებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, აღარაფერი მაწუხებს”, – ამბობს პუიოლი.

პუიოლის აზრით, “ელ კლასიკო” ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, რადგან წინ დიდი დროა.

“წინ დიდი დროა, ამიტომ 26 ოქტომბერს გასამართი მატჩი ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობას ვერ გამოავლენს. “რეალი” ძალიან ძლიერი გუნდია. მადრიდელები უფრო უკეთ და უკეთ თამაშობენ”, – დაასრულა “ბარსელონას” კაპიტანმა.

დიტო ჭიჭინაძე