“ქართული სპორტის ქომაგების” მიმართვა ქართულ საზოგადოებას

მოგეხსენებათ, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული შეხვედრის შემდეგ “ქართული სპორტის ქომაგები” არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა. ზოგიერთმა “ქომაგებს” საკმაოდ სერიოზული ბრალდება წაუყენა და მათ “ვაი გულშემატკივრებიც” კი უწოდეს.

ინტერნეტ-სივრცეში “ქართული სპორტის ქომაგების” მიმართვა გავრცელდა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ:

“ქართული სპორტის ქომაგების” განცხადება გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გუშინ გამართულ მატჩში (0:0) მომხდარ ინციდენტს ”ქართული სპორტის ქომაგები” ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. განცხადებას უცვლელი სახით გთავაზობთ:

“დასაწყისშივე მოგახსენებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია მკაცრად ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ინტერესებში შედის მხოლოდ ქართული სპორტის ქომაგობა და ქვეყნის სახელის დაცვა, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.
მოგახსენებთ, რომ ბანერი, რომელზეც გამოსახულია ერთიანი საქართველოს რუქა, არ დამზადებულა კონკრეტულად ამ მატჩისთვის. აღნიშნული ბანერი ერთი წლის წინ დამზადდა და ყველა სპორტულ ასპარეზობაზე, როგორც საქართველოში,ასევე მის ფარგლებს გარეთ თან გვქონდა.
ბანერზე დატანილია ოთარ ჭილაძის სიტყვები:- “მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია”- ამ სიტყვების არსსა და შინაარს ჩვენი ორგანიზაცია მთლიანად იზიარებს. მსგავსი დემონსტრაციული საქციელით ჩვენ გვსურდა ქართველი მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ჩვენი ისტორიული მიწების არსებობის შესახებ.
ბანერზე მკაფიოდ არის გამოსახული საქართველოს ის ტერიტორია, რომელსაც აღიარებს მსოფლიო საზოგადოება (აფხაზეთი და სამაჩბლო) , ხოლო დანარჩენილი ნაწილი ნაჩვენებია, როგორც დაკარგული ტერიტორიები.
ვთხოვთ, ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ პირს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და ჩვენს ორგანიზაციას ნუ გააგივებენ მაპროვოცირებელ ძალასთან.
ჩვენი მიზანი არ ყოფილა, რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობა და ამით ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის უთანხმოების წარმოშობა.
გვინდა გამოვეხმაუროთ აზერბაიჯანული მხარის ერთ-ერთ ბრალდებას, სადაც ნათქვამია, რომ ქართველი გულშემატკივარი სკანდირებდა სომხეთს. აღნიშნული ფაქტი არის სიცრუე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი ფაქტი ქართველი ქომაგების ტრიბუნაზე არასდროს დაფიქსირებულა და არც დაფიქსირდება.
ჩვენთვის შეურაცხმყოფელია საჩხერის “ჩიხურას” ხელმძღვანელი პირების განცხადებები, რომლებმაც ნაცვლად საკუთარი გულშემატკივრის უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვისა , მოგვიხსენიეს კლუბის ინტერესების შემლახველ ძალად და ბრალი დაგვდეს ვაი გულშემტკივრობაში. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ჩვენი ორგანიზაციის რამდენიმე ასეული წევრი აქტიურად უჭერდა მხარს საჩხერის “ჩიხურას” თბილისურ მატჩებში. გვინდა შევახსენოთ კლუბის ხელმძღვანელობას, ჩვენი მოთხოვნა თურქულ “ბურსასპორთან” დაპირისპირების დროს, როდესაც სტუმარი გუნდის გულშემატკივრებმა იმპერიალისტური ბანერი გადმოფინეს ტრიბუნაზე. სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნა უგულებელვყოფილი იყო ვფიქრობთ, უმჯობესი იქნებოდა, მსგავსი აქტიური და მტკიცე პოზიცია აღნიშნულ ფაქტზეც რომ ჰქონოდათ.
“ქართული სპორტის ქომაგები” მადლობას ვუხდით, საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში და მის წარმომადგენელს ჰამლეტ ჰუსეინოვს, საჩხერის “ჩიხურას” დირექტორს, ნუგზარ დეკანოიძეს და განსაკუთრებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელძღვანელ პირებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ჩვენი ორგანიზაციის წევრების დროულად გათავისუფლებაში”.

 

ქართველმა გულშემატკივრებმა უცხოური საფეხბურთო პორტალების ყურადღება მიიპყრეს

5 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლიხტენშტეინის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე ჭანტურიასა და ანანიძის გოლების წყალობით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის თამაშის მიმდინარეობისას განსაკუთრებულად აქტიურობდნენ “ქართული სპორტის ქომაგები”, რომლებმაც “პირო შოუ” მოაწყვეს. მათ კი ამით არაერთი უცხოური საფეხბურთო პორტალის ყურადღება მიიპყრეს.

untitled

1 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლე ქომაგთა ტურნირს უმასპინძლებს

1 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლე ქომაგთა კლუბებს შორის მინი ფეხბურთში ერთდღიან ტურნირს „დასავლეთის თასს“ უმასპინძლებს. ქუთაისის „ტორპედოს“ ქომაგთა კლუბ „ჯუნგლების“ გარდა, რომელიც ამ გათამაშებას ორგანიზებას უკეთებს, მასში წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი გუნდების ქომაგთა კლუბები: საჩხერის „ჩიხურა“, ლანჩხუთის „გურია“, „ზესტაფონი“, ბათუმის „დინამო“, „ზუგდიდი“. ასევე, „უნსო“(ქუთაისი) და „ქართული სპორტის ქომაგები“.

დღეს, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე აღნიშნული ტურნირის კენჭისყრა გაიმართა, რითაც გუნდები ორ ჯგუფად დაიყვნენ:

A ჯგუფი: „ჯუნგლები“(ქუთაისი), „აბრაგები“(ზუგდიდი), პირატები(ბათუმი) და „ჩიხურას“ ფანები(საჩხერე)

B ჯგუფი: „უნსო“(ქუთაისი), „ქართული სპორტის ქომაგები“, „ზესტაფანები“(ზესტაფონი), „გურიას“ ფანები(ლანჩხუთი)

ნახევარფინალში ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. მატჩებზე დასწრება უფასო იქნება.

FCTorpedo.GE