ბორდომ დიაბატე არ გაუშვა

ფრანგული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყაზანის რუბინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა ბორდოს 25 წლის მალელ თავდამსხმელს და რამოდენიმე დღის უკან ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა თავდასხმის ხაზი საფუძვლიანად გააძლიერეს ყაზანელები მაინც უარით გაისტურმრეს.

დიდი ალბათობით ფრანგები დიდხანს ვერ შეძლებენ დიაბატეს შენარჩუნებას მისით, ხომ ერთბაშად რამოდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული.

გასულ სეზონში დიაბატემ 15 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთელმა, გოლის გატანის შემდეგ, თანაგუნდელს ტრავმა მიაყენა

26 სექტემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგის მეათე ტურის მატჩში, ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “დინამო” მიიღო და ფრედ, 2:2 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, 39-ე წუთზე, მოსკოველთა თავდამსხმელმა, ალექსანდრ კოკორინმა გოლის გატანა მოახერხა, რის შემდეგაც ის საკუთარ თანაგუნდელს, ანდრეი ვორონინს დაეჯახა.

გთავაზობთ ვიდეომასალას: