ჯოი ბარტონის საჯარიმო “უიტფორდის” კარში

21 აპრილს, ინგლისის ჩემპიონლიგაში, “ქუინს პარკ რეინჯერსსა” და “უიტფორდს” შორის გამართულ მატჩში, ჯო ბარტონმა მეტოქის კარი საჯარიმოდან აიღო.

“მილდსბროს” მეკარის ძალიან კურიოზული შეცდომა

22 მარტს, ინგლისის ჩემპიონლიგაში, “მილდსბრომ” საკუთარ მოედანზე “ქპრ” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “მილდსბროს” მეკარემ ძალიან კურიოზული შეცდომა დაუშვა.

რაველ მორისონის ლამაზი საჯარიმო “ბირმინგემის” კარში

8 მარტს, ინგლისის ჩემპიონლიგაში, “ბირმინგემსა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართულ მატჩში (0:2), რაველ მორისონმა მეტოქეს ლამაზი საჯარიმო გაუტანა.

ბრაზიანი ჯოი ბარტონი რაგბის ილეთით მინდორზე დააგდეს

10 თებერვალს, ინგლისის ჩემპიონშიპში, “დერბისა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართულ მატჩში, ბრაზიანი ჯოი ბარტონი მინდორზე რაგბის ილეთით დააგდეს.

ნიკიცა იელავიჩმა პანენკას სტილში პენალტი ცუდად შეასრულა

4 იანვარს, ინგლისის თასზე, “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “აპრ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში, ლივერპულელმა ნიკიცა იელავიჩმა პენალტი ცუდად შეასრულა.

ციყვის გამო, “ქპრ” – “ლესტერი” მატჩი 5 წუთით შეწყდა

21 დეკემბერს, ინგლისის ჩემპიონშიპში, “ქუინს პარკ რეინჯერსსა” და “ლეიკესტერს” შორის გამართული შეხვედრა (0:1) დროებით, 5 წუთით, იმის გამო შეწყდა, რომ მოედანზე ციყვი შეიჭრა.

squire

ბენაიუნი „ქუინს პარკში“ ითამაშებს

ისრაელის ნაკრების კაპიტანმა იოსი ბენაიუნმა, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ გააფორმა კონტრაქტი. ებრაელმა ფეხბურთელმა დასავლეთლონდონურ კლუბთან 18-თვიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ცნობისთვის, „ქუინს პარკს“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია აქვს დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ბენაიუნი უკანასკნელად ლონდონის „ჩელსის“ საკუთრებაში იყო. მიმდინარე წლის ზაფხულში ებრაელ ფეხბურთელს კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. 33 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს სხვადასხვა ევროპული კლუბები იჩენდნენ. საბოლოოდ, ბენაიუნმა შორს წასვლა არ არჩია და „ჩელსის“ მეზობელ გუნდში გადაბარგდა. აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ქუინს პარკის“ მთავარ მწვრთნელ ჰარი რედნაპს

ბექა დოგრაშვილი

„მან სიტი” – ჟულიო სეზარი ჰარტის შემცვლელად

ბრიტანული „გარდიანის” ცნობით, „მანჩესტერ სიტი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალი მეკარის ძებნას შეუდგება, რომელიც პერსპექტივაში გუნდის ნომერ პირველ კიპერად უნდა იქცეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ჯო ჰარტის მიმართ ნდობა სრულად დაკარგა და ამას ბოლო მატჩებიც ამტკიცებს – ინგლისელი მეკარე უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან არ ამდგარა.

 

წყაროს ცნობით, მეკარის პოზიციაზე „მანჩესტერ სიტის” სამიზნე „ქუინს პარკ რეინჯერსისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი ჟულიო სეზარი გახლავთ. 34 წლის კიპერს ჩემპიონშიფის მიმდინარე გათამაშების არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, რადგან ის გუნდის განაცხადში ვერ ხვდება.