ფალკაოს შანსები იზრდება

ფრანგული ,,მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო მკურნალობის მეორე ეტაპზე გადავა, რომელიც მუხლის ოპერაციის შემდეგ დაიწყება. – იუწყება უცხოური პრესა.

,,მონაკოს” ექიმები ადასტურებენ, რომ 28 წლის თავდამსხმელი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს იმედი მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე, უფრო და უფრო იზრდება მისი შანსები მონაწილეობის მიღებაზე.

აღდგენით მეორე ეტაპს ფალკაო მადრიდის ერთ-ერთ სპორტულ კლინიკაში, ,,მონაკოს” ექიმების მეთვალყურეობით გაივლის.

 

 

რანიერი: ,,ვფიქრობ, რომ ფალკაო მსოფლი ჩემპიონატზე იქნება”

,,მონაკოს” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი ფიქრობს, რომ მისი გუნდის თავდამსხმელი რადამელ ფალკაო გადალახავს რთულ ტრავმას და მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

კოლუმბიელმა თავდამსხმელმა სერიოზული დაზიანება იანვარში მიიღო. ექიმები ვარაუდობენ, რომ რადემელი მუნდიალამდე გამოჯნამრთელებას ვერ მოასწრებს.

,,მე ვესაუბრე ფალკაოს. იგი ძალიან გახარებული იყო რადგან ხედავს, რომ მუხლზე სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ მას მსოფლიოზე წასვლის შანსი აქვს. ეს სასწაული იქნება” – განაცხადა რანიერიმ.

 

 

ფალკაო მუნდიალს გამოტოვებს

“მონაკოს” და კოლუმბიის ნაკრების მთავარი ფორვარდი რადამელ ფალკაო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

თავდამსხმელმა საფრანგეთის თასის 1/16 ფინალურ მატჩი, რომელიც “მონაკომ” “მონრ დ’ორ აზერგის” წინააღმდეგ გამართა, მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო. ფალკაომ ანგარიშ ამ მატჩი 29-ე წუთზე გახსნა, შესვენების წინ კი, მეტოქის ფეხბურთელთან შეჯახების შემდეგ თამაშის გაგრძელება ვეღარ შესძლო.

ექიმთა დასკვნით ფეხბურთელს სამკურნალოდ მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 17 ჩატარებულ შეხვედრაში ფალკაომ 9 გოლი გაიტანა.

რანიერი: ”ფალკაოსგან ბევრს ველით”

”მონაკოს” მთავარმა მწვრთვნელმა კლაუდიო რანიერიმ პსჟ-სთან მოახლოებული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

”მოგება პსჟ-სთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ამის მიუხედავად, მოტივაცია ჩვენს მოთამაშეებსაც ექნებათ. არამგონია, პარიზელებს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაღლილობა ეტყობოდეთ. ახლა მხოლოდ სეზონის დასაწყისია.

რაც შეეხება ფალკაოს, 100 პროცენტით მზად იგი ჯერ არ არის. მისგან ბევრს ველით, რადგან, იგი – მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია”, – განაცხადა ფეხბრუთის 61 წლის სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი