პერესი: “მარკო ასენსიოს ტრანსფერის განხორციელებაში რაფა ნადალი დაგვეხმარა”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ 2014 წელს “მალიორკადან” მარკო ასენსიოს გადმობირების საქმეში “სამეფო კლუბს” ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი დაეხმარა, რომელიც “ბლანკოსის” გულმხურვალე ქომაგი გახლავთ.

“რაფა ნადალს დავურეკე და ბიძასთან დალაპარაკება ვთხოვე, რომელიც “მალიორკას” სპორტული დირექტორი იყო. ნადალს ვუთხარი, რომ მარკო ასენსიოს შეძენა გვსურდა.

მან ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთა და ტრანსფერიც ძალიან მალე დასრულდა”, – ციტირებს ფლორენტინო პერესის სიტყვებს Goal.com-ი.

“რეალმა” ასენსიოს სანცვლოდ “მალიორკას” 3,5 მილიონი ევრო გადაუხადა. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი დღესდღეობით ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 20 მილიონ ევროდ აფასებს.

ნადალი: “ფანები კასილასის მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან”

ცნობილმა ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა, რომელიც მადრიდის “რეალის” ფანი გახლავთ, პრიმერადივიზიონის 36-ე ტურში “სამეფო კლუბსა” და “ვალენსიას” შორის გამართულ მატჩში (2:2) იკერ კასილასის თამაში შეაფასა.

“იკერი გაშვებულ გოლებში დამნაშავე არ არის. მგონია, რომ ქომაგები მის მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან.

ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, ზინედინ ზიდანი და იკერ კასილასი არიან, კლუბისთვის ბევრი რამ გააკეთეს. ისინი სტვენას არ იმსახურებენ.

ამ ფრემ “ბარსას” დიდი ალბათობით ჩემპიონობა მოუტანა. უბრალოდ უნდა მივულოცოთ “ბარსელონას”, – ნადალის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

დღეს ლონდონის შემაჯამებელი კაცთა ტურნირს ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს პლანეტის პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი და მეორე ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა სერბი მოთამაშის გამარჯვებით დასრულდა. პირველ სეტში ნოლემ რაფა ანგარიშით 3:6 დაამარცხა, ხოლო მეორეში ნადალი 4:6 დამარცხდა.

ცნობისთვის, სეზონის შემაჯამებელი ტურნირი ჯოკოვიჩმა კარიერაში მესამედ მოიგო.

untitled

ჯოკოვიჩი და დელ პოტრო შანხაის ტურნირის ფინალში გავიდნენ

დღეს, შანხაიში მიმდინარე მასტერსის ტურნირის 1/2 ფინალური ეტაპის მატჩები შედგა.

ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ჟო-ვილფრიდ ცონგას შორის გამართული შეხვედრის პირველი სეტი სერბმა ჩოგბურთელმა 6:2 მოიგო, ხოლო მეორეში 7:5 იმარჯვა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში რეიტინგის პირველ ადგილზე გასული რაფაელ ნადალი კი არგენტინელ ხუან-მარტინ დელ პოტროსთან 6:2, 6:4 დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ ტურნირის გადამწყვეტი მატჩი ხვალ, თბილისის დროით 12 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ნადალმა ბერლოკი დაამარცხა (ვიდეო)

ჩანხაიში მიმდინარე ტურნირის 1/8 ფინალში ესპანელმა რაფაელ ნადალმა არგენტინელი კარლოს ბერლოკი 6:1, 7:6 დაამარცხა. წარმოგიდგენთ აღნიშნული მატჩის ფრაგმენტებს.

ოფიციალურად: ნადალი რეიტინგის ლიდერი გახდა

დღეს, კაცთა საჩოგბურთო რეიტინგი განახლდა, რომლის ლიდერიც ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა.

მოგეხსენებათ, გუშინ, ნადალი პეკინის ტურნირის ფინალში მსოფლიოს უკვე მეორე ჩოგანთან ნოვაკ ჯოკოვიჩთან 3:6, 4:6 დამარცხდა. ამის მიუხედავად, რაფამ სერბ ჩოგბურთელს რეიტინგში მაინც აჯობა, რადგან პეკინის ტურნირი ჯოკოვიჩმა შარშანაც მოიგო, შესაბამისად, საპრიზო ქულები მას წელს არ მიუღია.

რეიტინგის მეხუთე ადგილზე არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ გადაინაცვლა, რომელმაც ტოკიოს ტურნირის ფინალურ მატჩში მილოშ რაონიჩს აჯობა. თვითონ რაონიჩმა კი რეიტინგის მე-11 პოზიცია დაიკავა.

АТР-ის განახლებული რეიტინგის ათეული ამჟამად ასე გამოიყურება:

1 (2). რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 11160 ქულა,

2 (1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 11120,

3 (3). ენდი მარი (დიდი ბრიტანეთი) – 6895,

4 (4). დავიდ ფერერი (ესპანეთი) – 6710,

5 (7). ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) – 4925,

6 (5). ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) – 4515,

7 (6). როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 4515,

8 (9). სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია) – 3150,

9 (8). ჟო-უილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) – 3115,

10 (10). რიშარ გასკე  (საფრანგეთი) – 3095

ალექსანდრე მატევოსოვი

პეკინის კაცთა ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო

დღეს, პეკინის კაცთა ტურნირის ფინალური შეხვედრა შედგა. მოგეხსენებათ, გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ამ ეტაპზე პლანეტის ორი საუკეთესო ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი შეხვდა. საბოლოო ჯამში, თამაში სერბი ჩოგბურთელის გამარჯვებით – 6:3, 6:4 დასრულდა.

მიმდინარე სეზონში ჯოკოვიჩმა მეოთხე ტურნირი მოიგო. ჯამში კი ნოლეს ანგარიშზე 38 მოგებული ტურნირია.

ალექსანდრე მატევოსოვი