ევროპული ელიტის მეორე ნაკრები

18-წლამდე ბორჯღალოსნებმა ტულუზაში ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ფინალში, ფრანგების წინააღმდეგ იბრძოლესმაგრამ რამდენიმე საბედისწეროშეცდომის შემდეგ  დაუმსახურებელი ლელოები მივიღეთ და საბოლოოდ 0:57დავმარცხდით ევროპული ელიტის ფინალურ რკენაში.

მატჩის ფოტოები >>> 

უმცროსი ბორჯღალოსნები ფინალში დამარცხდნენ, მაგრამ მათ ფინლაში გასვლით და ევროპის ელიტაში მეორე ნაკრების, ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით, როგორც ქართულ ისე მსოფლიო რაგბის ისტორიის ახალი თავი დაწერეს.

მთავარ რკენაში მოწინააღმდეგემ, ბოლო შეხვედრამდე მიმავალ, ენერგია გამოცლილ, მაგრამ მტკიცე, გაუტეხელი და მებრძოლი ხასიათის მქონე ჩვენ ბიჭებს აჯობა სისწრაფეში და ტექნიკაში,

ერნესტ ვალონზე ‘ლელო ლელო საქართველო’ ისმოდა

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ მორაგბეებს ზურგს საკუთარი კედლების ქომაგობა უმაგრებდა, ერნესტ ვალონზე უამრავი ქარველი შეიკრიბა, რომლებიც ბოლომდე, ენერგიულად, ხმამაღლა და ომახიანად მხარს უჭერდნენ უმცროს ბორჯღალოსნებს. ტელე-რეპორტაჟისას, ფრანგული ‘ალე ალე ლე ბლეზე’ არანაკლებად და რიგ შემთხვევებში უფრო ხმამაღლა ‘ლელო ლელო საქართველო’ ისმოდა, რისთვისაც სრულიად ქართული სარაგბო თემი წუხელ სტადიონზე მისულ ქომაგებს დიდ მადლობას ვუხდით!

„სტადიონზე ბევრი ქართველი იყო შეკრებილი, რომლებიც მთელი თამაშის გამავლობაში ქომაგობდნენ ჩვენ ბიჭებს და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ამ დღეების განმავლობაში,  როგორც საფრანგეთში ისე საქართველოში გულშემატკივრობდა ნაკრებს.“ განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ.

 

ელიტის ვიცე-ჩემპიონობამდე

ფინალურ მატჩამდე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ირლანდიას მეოთხედფინალში და იტალიას ნახევარფინალში, თამაშით აჯობეს, უბრალოდ, 70-მა წუთმა მისი გამარჯვება შემთხვევითობის გამო ვერ დააფიქსირა და მატჩისშემდგომი შუთაუთებიც ამის გამო გახდა საჭირო.

აღნიშნულმა შეხვედრებმა, როგორც სჩანს უდიდესი ენერგია წაიღეს, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური და ფრანგებისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ მოხერხდა. ეს გუნდები მეოთხედფინალში, რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს შედეგი ალბათ სხვაგვარი იქნებოდა.

ფინალი

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა კარგად ჩაატარა. მართალია თავიდანვე ცხადი გახდა, რომ მეტოქეს უფრო ფიზიკური, სწრაფი და ტექნიკური ბიჭები ჰყავდა, მაგრამ დაცვაში აგრესიული თამაშით მათი პირველი მიძალებების შეჩერება მოხერხდა. თუმცა, რადგან რიგ შემთხვევებში შემტევების შეკავებას რამდენიმე ქართველი მცველის ჩართვა სჭირდებოდა, უკვე ცხადი შეიქმნა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ფრანგებს ეს უპირატესობა შედეგს მოუტანდა.

ფრანგმა 18-წლამდელებმაც კარგად იცოდნენ, მათ წინააღმდეგ სერიოზული ძალის გუნდი რომ თამაშობდა და მე-6 წუთზე ანგარიშის გახსნა ჯარიმით სცადეს, მაგრამ ტომასდერმონს გასატანი პოზიციიდან მიზანმა უმტყუნა. ორიოდე წუთში გელა აფრასიძემმიიღო შანსი: ფრანგები თამაშგარისთვის დაჯარიმდნენ, ქართველთა 9 ნომერმა კარის 45 მეტრიდან ბურთი ძელებსშუა გაგზავნა, მაგრამ ოდნავ ძალა დააკლდა და ის ქვედა ძელმა აისხლიტა.

მასპინძლებმა 22-იდანვე ხელდახელ სცადეს შეტევის წამოწყება. სისწრაფეში უშანგიჭეიშვილმა მეტოქე უნებლიეთ სახიფათოდ შებოჭა და სინბინით დაისაჯა.

მიუხედავად ნაკლულად დარჩენისა, თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა და აფრასიძემ კარიდან ოდნავ მარჯვნივ, 40 მეტრიდან მიიღო ანგარიშის გახსნის შანსი, მაგრამ დარტყმული კვლავ არაზუსტი იყო. ფრანგებმა მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლეს, 22-იდან სწრაფად გაათამაშეს ბურთი, ხელდახელ შეტევით ჩვენს 22-ში შეაღწიეს, თითქოს შეტევის შეჩერება მოხერხდა, მაგრამ მერე მარჯვენა ფრთაზე ჩათამაშდა ბურთი, იქ მცველმა ჩაჭრაზე სცადა თამაში და მიზნამდე ოდნავ დააკლდა, უიღბლობის წყალობით ბურთი კვლავ ფრანგთა ხელში აღმოჩნდა და არტურ რეტიერიმ პირველი ლელო დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

ეს არაფერს ნიშნავდა, ფრანგები ლელოზე თამაშობდნენ, საქართველოს ნაკრები კარგად იცავდა თავს, თუმცა ხშირად ჯარიმდებოდა და 27-ე წუთზე რეფერიმ სტუმრები მეორედ დატოვა კაცნაკლული – ამჯერად სანდრო მამამთავრიშვილი გააყვითლა. და აქ საქართველოს ნაკრებმა კარგი იერიშის წამოწყება მოახერხა, მოკლე დარტყმებით მარცხენა ფრთაზე უპირატესობა შეიქმნა, რომლის გამოყენებით ანგარიში უნდა გათანაბრებულიყო, მაგრამ ბოლო გადაცემის ჩაჭრის შემდეგ დიდი სიჩქარის მქონე ალექსანდრ ნიკუმქართველთა ლელომდე ირბინა და დაამიწა, ანგარიში 0:12 გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ 14-მა 18-წლამდე ქართველმა 15 ფრანგისგან ორი ლელო გაუშვა, თამაშის შემხედვარე სიტუაციის შემობრუნების იმედიც რჩებოდა და აღსანიშნავია, რომ როგორც პირველ ნახევარში, ასევე მთელი მატჩის განვავლობაში ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს და „ყურები“არც-ერთი წამით არ ჩამოუყრიათ და შეხვედრის გამნავლობაში მთელი ძალებით მეტოქეს უწევდნენ წინააღმდეგობას.

მატჩის განახლებისას, სანამ მოედანზე კვლავ 15-ნი გავხდებოდით, ფრანგთა სწრაფი იერიში მესამე ლელოთი დასრულდა. მოდი ვთქვათ, რომ ნელ-ნელა 18-წლამდელებს ენერგიამ და ნერვებმა უმტყუნა, შეცდომებმა იმატა და უმეტესად ბურთის დაკარგვის და სწრაფი კონტრშეტევის ხარჯზე კიდევ 6 ლელო გავიდა. საქართველოს ნაკრები დამარცხდა, მაგრამ გუნდის თითოეულმა წევრმა დაამტკიცარომ ქართული რაგბიმომავლის გარეშე არ დარჩება და ასაკობრივ თუ ეროვნული ნაკრებისშემადგენლობებშიეს ბიჭებირომელთაც ევროპაში აქამდე არსებული რეალობაშეცვალეს და ქართულ რაგბს ისტორიული წარმატება მოუტანესმომავალში არაერთდიდ გამარჯვებას იზეიმებენ.

 

ევროპული ელიტის მეორე ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტაში დაიკავა მეორე ადგილი! და მათთვის, ვინც ბოლო თამაშით უკმაყოფილო დარჩა, ასეთი შედეგი მეოთხედფინალში რომ დაფიქსირებულიყო და მას შემდეგ საქართველოს ნაკრებს იტალია და ირლანდია დაემარცხებინა, დაიკავებდა მხოლოდ მეხუთე ადგილს, ახლა კი, სამი საფეხურით წინ ვართ! ფინალში მარცხი ყოველთვის მწარეა, მაგრამ საქართველოს 18-წლამდელთანაკრებმა უდიდესი სიხარული აჩუქა ქართველ ერს წინა ორი გამარჯვებით!

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენ არაჩვეულებრივ ბიჭებს, მთელს სამწვრთნელო შტაბს და დელეგაციის წევრებს თავდადებისთვის, შემართებისთვის, ერთმანეთის და სამშობლოს სიყვარულისთვის! მინდა მივულოცო ჩვენს ნაკრებს და გულშემატკივრებს ისტორიული წარმატება რაც გულისხმობს ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ფინალში გასვლას.

 

„დამარცხება ყოველთვის მწარეა, მითუმეტეს დიდი ამნგარიშით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ შესანიშნავი ბიჭებისთვის ეს დამარცხება მომავლში არანაკლებ სასარგებლო და მნიშვნელოვანი გამარჯვების საწინდარი იქნება ვიდრე ირლადნიასთან და იტალიასთან ბრწყინვალე გამარვებები.

 

„ფაქტია, რომ ქართულ რაგბს შესანიშნავი შევსება ეზრდება! ეს ის თაობაა, რომელიც 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში გასვლის შემთხვევაში, ითამაშებს მსოფლიო გრანდებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ამ თაობამ უმაღლეს დონეზე გამოცდილება მიიღო.

 

„კიდევ ერთცხხელ ვულოცავ მოთამაშეებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საბაბი ვიყოთ ამაყნი.

Rugby.GE

7-ქალა გენტის სააღდგომო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

წუხელ 7-ქალა გენტის სააღდგომო ტურნირზე საასპარეზოდ ბელგიაში გაემგზავრა, სადაც 4 და 5 აპრილს შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ქალთა კლუბებთან.

გენტის არაოფიციალური საერთაშორისო ტურნირი უკვე 27-ედ ტარდება და მასში ყველა ასაკობრივი ჯგუფის, როგორც 7-ქალა, ისე 7-კაცა გუნდები იღებენ მონაწილეობას.

 

ტურნირის გვერდი >>>

სოც მედია >>>

გარიგი და ანგარიშები >>>

 

აღნიშნულ ტურნირს სამწვრთნელო შტაბი ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპად განიხილავს.

ევროპამდე 7-ქალა კიდევ ორ მოსამზადებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას:  ნანსის 7-ქალა (16-17 მაისი) და ამსტერდამ სევენსი (23-24 მაისი).

 

სამწვრთნელო შტაბი

ჯაბა მალაღურაძე – მთავარი მწვრთნელი, ია ხურცილავა – მენეჯერი, ილიალათიბაშვილი – ექიმი

 

7-ქალა გაფართოებული შემადგენლობა 21-22 მარტი ათენის საერთაშორისო ტურნირი

1.. ანა პოღოსიანი,

2.. ნინო ელოშვილი,

3.. ქრისტინე გვაზავა,

4.. სალომე საღარაძე,

5.. სალომე მაკასარაშვილი,

6.. თამარ ბეიტრიშვილი,

7.. ნინო ტაბატაძე,

8.. ანა კვაჭაძე,

9.. ანა ანდღულაძე,

10. ბელა გოგსაძე,

11. ნათია ცინცქილაძე

Rugby.GE

18წ ბორჯღალოსნების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ

18-წლამდელებმა ქართული რაგბის ისტორიის ახალი თავი დაწერეს! საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ნახევარფინალში იტალიის თანატოლთა ნაკრების დამარცხებით, უმცროსი ბორჯღალოსნები ფინალში გავიდნენ! ფინალში, სადაც მათ ელიტ დივიზიონის და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეს – საფრანგეთის ნაკრებს ერკინებიან.

ჩვენი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ხვალ, 4 აპრილს, ფრანგულის ტოპ 14-ის კლუბ ‘ტულუზას’ სტადიონ ერნესტ ვალონზე საქართველოს დროით 19 საათზე (ადგ. დროით 17 სთ) დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

 

ფინალში მტკიცე ნერვებით 

 

დრამატული ნახევარფინალის შემდეგ, ჩვენმა ბიჭებმა ერთი დღე დაისვენეს და დრო ფიზიკური კონდიციის აღდგენას დაუთმეს. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, გუნდი არნახული მონდომებით ემზადება ფინალური შეხვედრისათვის.

„ეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა! რათქმაუნდა გუნდში საუკეთესო განწყობაა. ფიზიკურად და რაც მთავარია მენტალურად გუნდი ძლიერად მოემზადა ხვალინდელი მატჩისთვის. ხვალ მოედანზე გავდივართ საბრძოლველად და მოსაგებათ. ასეთი განწყობა და ასეთი სიყვარული რაც გუნდში ახლა სუფევს, წინა ორ თამაშშიც კი არ ყოფილა“ განაცხადა უმცროს ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა, დავით ჩავლეიშვილმა.

 

13-მა 10-ზე გადმოინაცვლა

 

თამაშამდე ერთი დღით ადრე სამწვრთნელო შტამბა გუნდის სამატჩო რაზმი დაასახელა, რომელშიც ერთი პოზიციური გადანაცვლებაა – სამწუხაროდ იტალიასთან მიღებული ფეხის ტრავმის გამო ფინალს მგეზავი დათო მოძღვრიშვილი ვერ ითამაშებს. მის ნაცვლად ცენტრიდან 10 ნომერზე გიორგი გოგოლაძე გადაინაცვლებს, 13-ზე კი სანდრო სვანიძე დაიწყებს.

 

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ
ხაზი

15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. სანდრო სვანიძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. გიორგი გოგოლაძე, 9. გელა აფრასიძე
შერკინება

1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე (კაპ), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე

 

მარქაფა

16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელისაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი,

Rugby.GE

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფა

დღეს გამოქვეყნდა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფისმატჩების განრიგი

შეგახსენებთ, რომ გათამაშება 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით ლისაბონში გაიმართება. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ტურნირზე ‘ა’ ჯგუფში ურუგვაის, ფიჯისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს.

 

მატჩების განრიგი:

12 მაისი საქართველო – ურუგვაი;

16 მაისი საქართველო – ფიჯი;

20 მაისი საქართველო – პორტუგალია;

24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება.

 

განრიგი სრულად>>>http://www.worldrugby.org/tournament/1567/fixtures

Rugby.GE

ზედიზედ მეორე გამარჯვებით

საფრანგეთში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ნახევარფინალები გაიმართა. პირველ წყვილში ფრანგებმა ინგლისელებს სძლიეს, ხოლო მეორეში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში იტალიას სძლიეს და ქართული რაგბის ისტორიაში პირველად ელიტის ფინალში გავიდნენ.

 

მატჩი მეოთხედფინალზე არანაკლებ დრამატული გამოდგა და აქაც ძირითადი დრო ფრედ დასრულდაამჯერად ლელო არცერთ გუნდს არ დაუდია და მხოლოდ 2-2ჯარიმით დაზავდნენ (6:6).

ფინალისტის გამოსარკვევადირლანდიასთან რკენის მსგავსადდაინიშნა შუთაუთი(ჯარიმების დუელი).

 

დაძაბულ ნაწილს მტკიცე ნერვებით შევუდექით

გუნდებმა ორიოდ წუთი დაისვენეს და დაიწყო მატჩის ყველაზე დაძაბული ნაწილი:

ფინალში გასვლა-არგასვლის ამბავი ჩვენი ბიჭების ჩუბინობაზე იყო დამოკიდებული.

ბურთთან პირველი შოთა არეშიძე მივიდა და ჯარიმა ზუსტად შეასრულა 1:0; პასუხად იტალიელმა დამრტყმელმაც ივარგა – ლეანდრო პარლიარინმა  ანგარიშიგაათანაბრა  1:1;

დაძაბულობამ იმატა – ჯარიმის დასარტყმელად ჩვენი ფულბეკი, მირიან მოდებაძემოემზადა. დაარტყა და გაიტანა 2:1; არც იტალიელთა 14-მა ნომერმა მათია ბარდელამდააყოვნა და გაათანაბრა 2:2;

დასარტყმელად უმცროსი ბორჯღალოსნების შუამარბი, გიორგი გოგოლაძე მოემზადა, თუმცა მისი ცდა არაზუსტი აღმოჩნდა – მოწინააღმდეგის მოთამაშემ, რობერტო დალძილიომ კი იზუსტა და იტალიელები წინ გავიდნენ 2:3;

ლადო მიმინოშვილმა წონასწორობა ზუსტი დარტყმით აღადგინა 3:3, მაგრამ საპასუხოდჩარლი ვინსენტ ტრუსარდიმ სხვაობის შენარჩუნება შეძლო 3:4.

დადგა ჩვენი 9 ნომრის დრო – გელა აფრასიძემ გაიტანა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა 4:4, რასაც იტალიელმა დარიოს კიაბელმა სიზუსტით ვერ უპასუხა.

ამ მომენტისათვის მოედანზე ისედაც დაძაბულმა მდგომარეობამ პიკს მიაღწია, ვინაიდან თუ ჩვენი ბიჭები გაიტანდნენ და იტალიელები ვერ, საქართველო ფინალში გავიდოდა.

 

ასეც მოხდაგელა აფრასიძემ ძელებს შორის გააძვრინახოლო უკვე ერთხელ ზუსტიჯარიმის ავტორმა მათია ბარდელამ ააცილაუმცროსმა ბორჯღალოსნებმა დრამატულნახევარფინალში შუთააუთების სერიით 5:4 გაიმარჯვეს და ქართული რაგბისისტორიაში პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ფინალში,სადაც ისინი ტურნირისმასპინძელს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

 

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამ უკანაკნელმა პარალერულად მიმდინარე მატჩში,მოქმედი ჩემპიონი ინგლისი 23:19 დაამარცხა და ბოლო 5 წლის განმავლობაშიპირველად გავიდა ფინალში.

„თითქმის დაუჯერებელია! საქართველო და საფრანგეთი ფინალში არიან და მესამე ადგილისთვის ინგლის-უელსი იბრძვიან… ვართ ფინალში! ეს უდაოდ მოიტანა ქართველი მორაგბეების ამდენი თაობის და წლების შრომამ. სისტემა შეიქმნა, სისტემა ამუშავდა და სისტემამ დაიწყო უხეშად, რომ ვთქვათ პროდუქციის გამოშვება.“ განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ.

 

ფინალი საზმაუწყებლის ეთერით

 

ამრიგად ელიტ ჯგუფის ფინალური რკენა საფრანგეთსა და საქართველოს შორის 4 აპრილს, საქართველოს დროით 19 საათზე გაიმართება. მატჩი ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ ტულუზას სტადიონ ‘ერნესტ ვალონსზე’ გაიმართება.

დღესვე სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა: ფრანგულ მხარესა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყდა, რომ ფინალურ შეხვედრას პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს.
მატჩის პერიპეტიები

თამაშის დროს გადაუღებლად წვიმდა. ამას დაერთო თანამედროვე რაგბის სპეციფიკა – ბურთისთვის გაუთავებელი ჭიდილი მოლსა და რაქში,  აგრესიული ბოჭვები, დაცვის მძლავრობა. ორივე გუნდს ჭარბად შეემთხვა წუნი. ბლომად დაინიშნა ჯარიმაც, მაგრამ სველი ბურთის ზუსტად დარტყმა ჭირდა.

იტალია დაწინაურდა 21 წუთზე, შესვენების შემდეგ კი ანგარიში 0:6 გახდა. აქედან მოყოლებული, გელა აფრასიძემ გაიტანა ორი ჯარიმა და ძირითადი დრო – 70 წუთი ფრედ, 6:6 დასრულდა. მერე კი შუთ-აუთი დაინიშნა, რომელზეც დაწვრილებით ზემოთ დავწერეთ.
ნამატჩევს

 

დავით ჩავლეიშვილი, 18-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი:

„სიტყვები არ მყოფნის! ბიჭებმა ისეთი რამე ქნეს, ისეთი თამაში მოიგეს და ისე იბრძოლეს, რომ ესენი ნამდვილი გმირები არიან! ყველამ ძალიან ცუდ ამინდში ბოლომდე იბრძოლა ძალიან მძიმე და ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ბიჭებმა, ვინც დაიწყო და ვინც შეცვლაზე შემოვიდა, ყველაფერი დადეს ამ თამაშში, ყველამ მაქსიმუმის მაქსიმუმი გააკეთა. აფერუმ იმ ოჯახებს ვინც ეს ბიჭები გაზარდა!

„რაც მთავარია სწორი და ძლიერი დაცვით, შევძელით მოწინააღმდეგის ყველა მონახაზისა და გეგმის ჩაშლა. ბიჭები ძალიან მაგრად დაუდგნენ მოწინააღმდეგეს და თამაშამდე მიღებული დავალება ბოლომდე და უშეცდომოდ შეასრულეს.

„ფინალში ვართ და ახლა გაათასმაგებული მოტივაციითა და შემართებით შევუდგებით მზადებას!
„ასმაგად სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ტრიბუნებიდან გვქომაგობდნენ აქ მაცხოვრებელი ქართველები და რაც მთავარია ეროვნული ნაკრების მოთამაშეები. ამან ბიჭებს მეტი სტიმული მისცა. თამაშის მერე ბორჯღალოსნები შეხვდნენ 18-წლამდელებს და დერეფანი მოუწყეს! მინდა ბიჭების სახელით დიდი მადლობა გადავუხადო სტადიონზე მოსულ ქართველებს და ჩვენი ეროვნული ნაკრების ბიჭებს.“

 

ლაშა ხურციძე, რაგბის კავშირის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე:

“ბიჭებმა საოცარი საბრძოლო სულიკვეთება გამოავლინეს და მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში მათთვის უკვე დიდი წარმატება იყო, დამშვიდდნენ და მეორე თამაში, ფაქტიურად, როგორც პროფესიონალებმა ისე ითამაშეს და ისევ თავდაუზოგავად მიაღწიეს ამ შედეგს.

„ვფიქრობ, რომ თუ ვერტიკალზე სწორი მუშაობა გაგრძელდება, მომავალში უფრო ხშირი და სტაბილური სახე მიეცემა მსგავს მოვლენებს. კიდევ უფრო გასახარია, რომ ეს არის ქართული რაგბის მომავალი, რომელმაც მოუგო ირლანდიისა და იტალიის რაგბის მომავალს, ფრანგული რაგბის მომავალს კი ფინალში ერკინება.

 

მატჩის ფოტოები>>>

 

მატჩის ჩანაწერი>>>



catsRugby.GE

 

საქართველო-საფრანგეთს პირდაპირ ეთერში ვიხილავთ

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელ Facebook-ში პივერლმა არხმა დაადასტურა, რომ ფრანგულ მხარესთან შეთანხმება მიღწეულია და ქართველი გულშემატკივრები რაგბში, 18-წლამდე ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალს იხილავენ. როგორც ცნობილია, ახლა მხოლოდ ტექნიკური დეტალები ზუსტდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს 18-წლამდე ნაკრები მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 4 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

18-წლამდელების ზედიზედ მეორე ისტორიული გამარჯვება 01.04.15

18-წლამდელები ფინალში გავიდნენ!

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და იტალიას შორის. მატჩი მეოთხედფინალზე არანაკლებ დრამატული გამოდგა და აქაც ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. ამჯერად ლელო არც-ერთ გუნდს დაუდია და მხოლოდ 2-2 ჯარიმით დაზავდნენ (6:6). ფინალისტის გამოსარკვევად, ირლანდიასთან რკენის მსგავსად, დაინიშნა შუთ-აუთი (ჯარიმების დუელი).

გუნდებმა ორიოდ წუთი დაისვენეს და დაიწყო მატჩის ყველაზე დაძაბული ნაწილი:
ბურთთან პირველი შოთა არეშიძე მივიდა და ჯარიმა ზუსტად შეასრულა 1:0

პასუხად იტალიელმა დამრტყმელმაც ივარგა და გაათანაბრა 1:1

დაძაბულობამ იმატა – ჯარიმის დასარტყმელად ჩვენი ფულბეკი, მირიან მოდებაძე მოემზადა. დაარტყა და გაიტანა 2:1

იტალიელმა მოთამაშემაც არ დააყოვნა და გაათანაბრა 2:2

დასარტყმელად უმცროსი ბორჯღალოსნების შუამარბი, გიორგი გოგოლაძე მოემზადა, თუმცა მისი ცდა არაზუსტი აღმოჩნდა – მოწინააღმდეგის მოთამაშემ კი იზუსტა და იტალიელები წინ გავიდნენ 2:3

ლადო მიმინოშვილმა წონასწორობა ზუსტი დარტყმით აღადგინა 3:3, მაგრამ არც იტალიის ნაკრების მოთამაშემაც ააცილა და ანგარიში 3:4 გახდა

დადგა ჩვენი 9 ნომრის დრო – გელა აფრასიძემ გაიტანა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა 4:4, რასაც მოწინააღმდეგემ სიზუსტით ვერ უპასუხა. ამ მომენტისათვის მოედანზე ისედაც დაძაბულმა მდგომარეობაც პიკს მიაღწია, ვინაიდან თუ ჩვენი ბიჭები გაიტანდნენ და იტალიელები ვერ, საქართველო ფინალში გავიდოდა.

ასეც მოხდა! გელა აფრასიძემ ძელებს შორის გააძვრინა, ხოლო იტალიელმა დამრტყმელმა კი ააცილა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დრამატულ ნახევარფინალში შუთა-აუთების სერიით 5:4 გაიმარჯვეს და ქართული რაგბის ისტორიაში პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ფინალში, სადაც ისინი ტურნირის, მასპინძელს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ამ უკანაკნელმა, პარალერულად მიმდინარე მატჩში, მოქმედი ჩემპიონი ინგლისი 23:19 დაამარცხა და ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად გავიდა ფინალში.

1

ამრიგად ელიტ ჯგუფის ფინალური რკენა საფრანგეთსა და საქართველოს შორის 4 აპრილს, საქართველოს დროით 19 საათზე გაიმართება.

შენიშვნა

ამ ისტორიული მატჩისთვის ქართული რაგბის ქომაგობას სამწუხაროდ მხოლოდ სოც მედიის მეშვეობით მოგვეცა თვალყურის მიდევნების საშუალება. მატჩის ტექსტური ლაივი მიმდინარეობდა საქართველოს რაგბის კავშირის Facebook გვერდზე. ვინაიდან, ათასჯერ დაპირებული სთრიმი, რომლის ბმულიც კი გამოაქვეყნეს ორგანიზატორებმა, არ მუშაობდა.

cats

Rugby.GE

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა (ვიდეო)

დღეს, რაგბში, 18-წლამდელთა ელიტ დივიზიონის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 6:6 დასრულდა, ამიტომ გამარჯვებული ჯარიმების დუელში გამოვლინდა. ქართველმა ახალგაზრდებმა დარტყმები იტალიელებზე უკეთ შეასრულეს და მეტოქე 5:4 დაამარცხეს.

“ბორჯღალოსნები” ფინალში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდებიან. მატჩი 4 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

18-წლამდელები ფინალში არიან!!! ნახევარფინალი საქართველოსა და იტალიას შორის დასრულდა 6:6დაინიშნა შუთ-აუთები (ჯარიმების დუელი), რომელშიც იტალიას 5:4 ვძლიეთ და ფინალის საგზური მოვიპოვეთფინალში მასპინძელ საფრანგეთს 4 აპრილს ჩვენი დროით 19 საათზე ვეთამაშებით

Posted by საქართველოს რაგბის კავშირი / Georgian Rugby Union (Official) on Tuesday, 31 March 2015

18 წლამდელების ისტორიული გამარჯვება

წუხელ სამხრეთ პირინეებში გაიმართა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის პირველი რაუნდი. მეოთხედფინალურ მატჩში, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ქართული რაგბის ისტორიაში პირველად შეძლეს 18-წლამდე ირლანდიის ნაკრების დამარცხება და ტურნირის ნახევარფინალში გასვლა.

მატჩის ძირითადი დრო 8:8 დასრულდა. ამის შემდეგ ‘შუთაუთის’ სერია, იგივე ჯარიმების დუელი დაინიშნა, რომელშიც თითოეულ გუნდს რიგრიგობით 5-5 ჯარიმის შესრულება დაევალა.

ჯარიმა პირველმა ირლანდიელთა 24-მა ნომერმა, ქონორ დინმა შეასრულა, რასაც შოთა არეშიძემ არანაკლები სიზუსტით უპასუხა (1:1). ამის შემდეგ კელტთა კაპიტანს, ბილ ჯონსთონს გაუცუდდა დარტყმა, მირიან მოდებაძემ კი, შანსი ხელიდან არ გაუშვა (2:1). მესამედ ბურთთან თიმ ფოლი მივიდა და ააცილა, დავით მოძღვრიშვილმა ზუსტად შეასრულა (3:1) და მთელი სტადიონი ირლანდიელი მოთამაშის ჯარიმის მოლოდინში გაისუსა – ნეშ ქელვინმა ააცილა, რითაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ირლანდიის ასაკობრივ ნაკრებს ვძლიეთ და ელიტ ჯგუფის ნახევარფინალში გავედით!

„ეს უდაოდ ისტორიული გამარჯვება იყო. ესეთი შედეგი ჩვენ ამ ასაკობრივ ტურნირზე არასდროს გვქონია“ განაცხადა რაგბის კავშირის სანაკრებო და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა ხურციძემ – „ესეთ წარმატებასთან ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით ძალიან ახლოს. მოგეხსენებათ 2012-ში შესარჩევით მოვხვდით ელიტაში. შემდეგ ზედიზედ ორჯერ იტალიის დამარცხებით მე-6 ადგილი დავიკავეთ, რითაც შესარჩევის გარეშე მოვიპოვეთ ასპარეზობის უფლება. დღეს კი, პირველად ოთხეულში შევედით. ეს რათქმაუნდა ასაკობრივ და ზოგადად ქართული რაგბის მიმდინარე პროგრესზე მეტყველებს.

„სასიხარულოა, რომ კარგი თაობა მოდის. კარგი და დაბალანსებული გუნდი გვყავს. ეს შედეგი ასაკობრივ ნაკრებებში უცხოურ გუნდებთან ხშირმა სპარინგებმაც მოიტანა, ვინაიდან ბიჭებს საერთაშორისო მატჩისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური წნეხი თითქმის აღარ აქვთ. ეს მართლაც ისტორიული გამარჯვება იყო, მაგრამ ჩვენ „ხმელეთზე“ უნდა დავეშვათ და მოვემზადოთ შემდეგი მატჩისთვის.“

მატჩის პერიპეტიები

ეროვნული ჰიმნების შესრულების შემდეგ პირველებმა ანგარიში ჩვენ, მე-3 წუთზე გავხსენით, მას შემდეგ რაც რაქში ირლანდიელების მიერ წესების დარღვევისთვის დანიშნული ჯარიმა ძელებს შუა გელა აფრასიძემ გააძვრინა 0:3.

ნომინალურმა მასპინძლებმა 9 წუთში გვიპასუხეს – შებოჭილ მოთამაშეს ვერ შეველიეთ და დავჯარიმდით. ამჯერად ირლანდიელთა მგეზავმა ბილ ჯონსთონმა იზუსტა – 3:3.

ირლანდიელებმა ეს არ იკმარეს და მე-15 წუთზე, რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ ჩვენს ლელოში დაამიწეს. 5 ქულა კელტთა ფრთამ, რობერტ ლითლმა მიითვალა. გარდასახვა კი ვერ გამოუვიდათ – 8:3.

მიღებულმა ლელომ, ჩვენი ბიჭები გამოაცოცხლა. მათ შეტევებს უმატეს და ტაიმის დასრულებამდე მოწინააღმდეგის 22-ში დაფუძდნენ. ამან უმცროს ბორჯღალოსნებს თავდეჯერებულობა შემატა, რამაც თავი მეორე ნახევარში იჩინა. უნდა აღინიშნოს, რომ დაცვაში გუნდი კარგად ირჯებოდა, შერკინებაში ბევრად სჯობდა მოწინააღმდეგეს და ჯარიმებსაც ჰკიდებდა, მაგრამ დერეფანში შედარებით გაგვიჭირდა თამაში. ტაიმის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ნახევარში

როგორც ავღნიშნეთ ჩვენი ბიჭები უფრო თავდაჯერებულად ათამაშდნენ. შეტევებს უმატეს. მატჩის განახლებიდან მე-10 წუთზე მოგებული დერეფნიდან აგორებულ მოლს შეცვლაზე შემოსული ლევან ჭავჭავაძე მოწყდა და ლელოში ბურთი დაამიწა. გარდასახვა ვერ გავიტანეთ 8:8.

ამან ისედაც დრამატულ მატჩს დაძაბულობა შემატა. უშეღავათო ბრძოლა მეტი ძალებით გაჩაღდა. უმცროსი ბორჯღალოსნები უტევდნენ, არც ირლანდიელები იდგნენ გულ-ხელ-დაკრეფილნი. ორივე გუნდმა რამდენჯერმე ჯარიმების აცილებით ხელიდან გაუშვა მატჩისთის წერტილის დასმის შანსი. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.

რადგან 70 წუთის ამოწურვისას (18-წლამდელები 35 წუთიან ტაიმებს თამაშობენ) ნახევარფინალისტი ვერ გამოვლინდა, ორივე გუნდს 5-5 ჯარიმის შესრულება დაევალა. აქ კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ირლანდიელებს 3 ჯარიმით 1-ის წინააღმდეგ ჩვენმა ბიჭებმა აჯობეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

შემდეგ შეხვედრაში (ნახევარფინალში) 18-წლამდელები უკვე კარგად ნაცნობ, იტალიის ნაკრებს 31 მარტს დაუპირისპირდებიან. იტალიელებმა, თავისმხრივ მოულოდნელად უელსელ თანატოლებს 14:13 სძლიეს.

დანარჩენ მეოთხედფინალებში:

მასპინძელმა საფრანგეთმა შოტლანდიას 22:10 სძლია, ხოლო მოქმედმა ჩემპიონებმა, ინგლისელმა 18-წლამდელებმა პორტუგალია 85:5 გაანადგურეს.

ნამატჩევს

დავით ჩავლეიშვილი, 18 წლამდელთა მთავარი მწვრთნელი: “იყო ძალიან მაგარი ბრძოლა, რასაც ირლანდიელებიც არ ელოდნენ, მაგრამ ბიჭებმა რასაც ქვია თავი დადეს. თავიდან შეცდომები დავუშვით, მაგრამ დიდი ძალისხმევით და ხასიათით სიტუაციის შემობრუნება მოხერხდა. იყო რთული მომენტები, თუმცა ბიჭები არ გატყდნენ და ყველა მათგანმა მაქსიმუმი გაიღო ამ გამარჯვებისთვის. ირლანდიელები გვეუბნებიან, ეს რა გულიანი ბიჭები გყოლიათო და გაკვირვებულები არიან.

„ირლანდიელებს ეგონათ, რომ საქმეს მალევე მოგვიმთავრებდნენ. ჩვენ მათი თამაში ნანახი გვქონდა, მაგრამ შემადგენლობაში ხუთი-ექვსი კაცი ყავდათ შეცვლილი. მეტოქისგან უფრო გაშლილ თამაშს ველოდით, მაგრამ დარტყმები ახლო-ახლო განახორციელეს და ბიჭებიც საკადრისად დახვდნენ. ვინც იყო მოედანზე ყველამ ბოლომდე იბრძოლა. ილია სპანდერაშვილი დაშავდა და თამაშიდან ძლივს გამოვიყვანეთ, სხვა ბიჭებმაც შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშეს. არანაკლებ იბრძოლეს შეცვლაზე შესულმა მორაგბეებმა და ამ ერთიანმა ძალისხმევამ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა.

„გადამწყვეტი პირველი ტაიმის დასკვნითი წუთები იყო, როდესაც დაცვაში თამაშით, პრაქტიკულად ჩვენი ლელოდან მეტოქე 22-ს გარეთ ავიყვანეთ. ამის შემდეგ ბიჭებმა ირწმუნეს, რომ შეხვედრის მოგება შეიძლებოდა. გასატანი სიტუაციებიდან ორივე გუნდმა ერთნაირად დაკარგა ქულები – ორი ჯარიმა და ერთი გარდასახვა ავაცილეთ.

„იტალიასთანაც გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მეტოქის თამაში ჯერ არ გვინახია. დაზუსტებით ვერც იმას ვიტყვი ტრავმების მხრივ რა მდგომარეობა იქნება, თუმცა, ამ ეტაპზე საშიში არაფერია და წესით, მომავალი შეხვედრისთვის ყველა მწყობრში უნდა იყოს”.

ტრავმები: სუსტი ტვინის შერყევის ნიშნები აქვთ ილია სპანერაშვილსა და გიორგი გოგოლაძეს. მუხლი აწუხებს გიორგი კვესელაძეს

შენიშვნა: ორგანიზატორები ისევ ცოდავენ!

როგორც ტურნირამდე მოგახსენეთ, ორგანიზატორებს დაგეგმილი ჰქონდათ ელიტ ჯგუფის ყველა მატჩის სთრიმით ტრანსლირება, მაგრამ თამაშის დღეს შეგვატყობინეს – ტექნიკური პრობლემა გვაქვსო და ვერაფერს ვერ ვახერხებთო. რაღა უნდა გვექნა?! მთელი ქართული რაგბის ქომაგობა დავრჩით ტექსტური ლაივის ამარა, რომელიც რაგბის კავშირის Facebook-ის გვერდზე მიმდინარეობდა.

21-ე საუკუნის ევროპაში ცუდი ინტერნეტია?!

გაგიკვირდებათ და არის! საქართველოში რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ნამდვილად გვიკვირს ამის, მაგრამ ფაქტია: მატჩის დასრულებისთანავე, ორგანიზატორების ნება-სურვილსა და ხასიათზე დამოკიდებულნი, რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენი ვიდეო-ანალიტიკოსები მალევე შეძლებდნენ მატჩის ჩანაწერის გამოგზავნას. მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ვინაიდან ნორმალური სიჩქარის მქონე ინტერნეტი ვერსად ნახეს. გუნდის სასტუმროში, რომ სთხოვეს იქნებ დამატებით ფასად პრემიუმ ინტერნეტი ჩაგვირთოთო, პასუხად მიიღეს, რომ მსგავსი სერვისი მათ არ ჰქონდათ.

ამ მომენტისათვის, როგორც ორგანიზატორები ჩვენებს დაპირდნენ, პრობლემას დღის ბოლომდე მოუგვარებენ და ვიმედოვნოთ, რომ მატჩის ჩანაწერი გვექნება.

ბმულები:

ტურნირის განრიგი >>>

ტურნირის ოფიციალური სოც-მედია: Facebook>>>

Twitter>>>

საორაგნიზაციო კომიტეტის გვერდი >>>

ასევე იხილეთ:

18 წლამდელებმა ირლანდიას სძლიეს

18წ ბორჯღალოსნების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ

18წ ირლანდია-საქართველო, ელიტ დივიზიონის I ტური

18-წლამდელები კლერმონში სასპარინგოდ გაემგზავრნენ

სპარინგ სერია გამარჯვებით დავიწყეთ

მეორე სპარინგის ნაცვლად ერთობლივი ვარჯიში

საქართველო 8:8 (3/1) ირლანდია

საქართველო

15 მირიან მოდებაძე, 14 ლადო მიმინოშვილი, 13 გიორგი გოგოლაძე (26 სანდრო სვანიძე 60), 12 გიორგი კვესელაძე, 11 დავით მესხი; 10 დავით მოძღვრიშვილი, 9 გელა აფრასიძე /

1 უშანგ ჭეიშვილი, 2 ზაალ ცქიფურიშვილი (17 ლევან ჭავჭავაძე 36), 3 ლაშა ტაბიძე^კაპ; 4 ბექა საღინაძე, 5 გიორგი ფრიდონიშვილი; 6 სანდრო მამამთავრიშვილი (21 გიორგი ელისაშვილი 68), 7 ილია სპანდერაშვილი (20 ერეკლე მაჭარაშვილი 47), 8 შოთა არეშიძე –

ლ: ჭავჭავაძე; ჯ: აფრასიძე

ირლანდია – ლ: 11 ლითლ; ჯ: 10 ჯონსთონ

მსაჯი რიძო (იტალია)
პარ 27/03 მონტობან, საპიაკ 19.00 = 22.00 საქ

3:0(3) 3:3(12) 3:8(15) / 8:8(45) # ჭაბუკთა თამაში 70 წუთაა!

შუთაუთი: 0/1 დინ, 1/1 არეშიძე; = ჯონსთონ, 2/1 მოდებაძე; = ფოლი, 3/1 მოძღვრიშვილი; = ნეშ

Rugby.GE

მთავარი ბრძოლები კვირასაა

ბორჯღალოსნების მორიგი ევროპული ტრიუმფის კვალად, ბოლოსწინა, XVII ტურით ახლდება საქართველოს XXV ჩემპიონატი.

ხუთი მატჩი ორ დღედ, ხუთ სტადიონზე განაწილდა. ყველა თამაში 15 საათზეა დანიშნული.

XVII ტური

არმაზი

ჯიქი
28/03
15.00
შევარდენი
თიბიეს

არმია
28/03
15.00
ავჭალა

ლელო

ლოკომოტივი
29/03
15.00
მარტყოფი
ხარები

აია
29/03
15.00
რუსთავი
ბათუმი

ყოჩები
29/03
15.00
ფოთი’ხელ

მთავარი ბრძოლები კვირას, ფაქტობრივად ნეიტრალურ მოედნებზე გაიმართება:

მესამე ადგილზე მყოფი ბათუმი ფოთის ახალი სტადიონის ხელოვნურ-საფარიან მოედანზე მიიღებს ლიდერს, ბოლნისის ყოჩებს,

ბოლო ორი წლის ჩემპიონი, ლელო-სარასენსი კი მარტყოფში უმასპინძლებს ლოკომოტივს, ვისაც ერთი, ბონუსიანი მოგებით უსწრებს.

კვირასვე ხარები შინ ეთამაშებიან აიას. ეს რკენაც მნიშვნელოვანია პლეი’ოფში შეწყვილებისა და მასპინძლობისთვის.

შაბათს, ექვსეულში შესვლის თეორიული შანსის ჯერაც მქონე არმაზი ეთამაშება მერვე ადგილზე უკვე გასულ ჯიქს,

ხოლო გადასასვლელში გამწესებული არმია – გასავარდნად განწირულ თიბიესს.

ქულა

174 თემურ სოხაძე (ყოჩ; 137 ბახვა კობახიძე (ბთმ; 135 ირაკლი ყიასაშვილი (ლელ; 120 რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქ; 112 ვაჟა ხუციშვილი (ხარ; 101 ბექა წიკლაური (ლოკ; 93 რეზი ჯინჭველაშვილი (აია; 81 უჩა მჭედლიშვილი (თბს; 68 დიტო კალანდაძე (ლოკ; 67 საბა ნიკოლავა (ამზ; 51 ბაჩო ჯოგლიძე (თბს; 49 დავით კიკნაძე (ამზ; 44 რატი ნუცუბიძე (არმ)

ლელო

9 ირაკლი გეგენავა (ყოჩ)

8 ლევან თხელიძე (ბთმ)

7 გიორგი ლომთაძე (ლელ)

6 გიორგი ფრუიძე (აია, ბექა წიკლაური (ლოკ)

5 ლევან გოგოლაშვილი (ყოჩ, თორნიკე თეგეთაშვილი (ხარ, ოთარ მინაშვილი (ამზ, გელა შალამბერიძე (აია)

4 გიორგი აბრამიძე (აია, გიორგი ბებიაშვილი (ხარ, გიორგი ბიწაძე (ლოკ, ბექა გიგაშვილი (ბთმ, დიტო კალანდაძე (ლოკ, იოსებ კიკვაძე (აია, ჟორა მღებრიშვილი (ხარ, გიორგი სოსელია (ამზ, ირაკლი ყიასაშვილი (ლელ)

3 ლაშა აზალაძე (ბთმ, ვახტანგ ამირანაშვილი (ამზ, მიხეილ არჩუაშვილი (ყოჩ, ფარნავაზ გასვიანი (ლოკ, თორნიკე გოგლიძე (თბს, ლექსო გუგავა (ლელ, ლევან დარასელია (არმ, გიორგი მელიქიძე (ხარ, გიორგი მისრიაშვილი (ამზ, სანდრო ნიჟარაძე (ლელ, ნიკა პინაიშვილი (ამზ, მიხეილ რატიაშვილი (აია, ზვიად ღამბარაშვილი (ხარ, გიორგი შკინინი (ლოკ, გიორგი ხარშილაძე (ყოჩ)

2 არჩილ ალიქაძე (ბთმ, ბადრი ალხაზაშვილი (ლელ, გიორგი აფციაური (აია, უჩა აღაშვილი( ხარ, ბესო ბარბაქაძე (ამზ, ვანო გაბროშვილი (ჯიქ, რატი გარუჩავა (ყოჩ, გიორგი გოგოლაძე (არმ, არჩილ დავითაძე (ბთმ, გიორგი თხილაიშვილი (ბთმ, გიორგი კაჭარავა (ლელ, ჯაბა კიკვიძე (ყოჩ, ბაჩო კოლელიშვილი (ლელ, დავით ლაზარიშვილი (თბს, ბადრი ლიპარტელიანი (ამზ, დავით ლოსაბერიძე (აია, ზვიად მაისურაძე (ლელ, ბექა მამრიკიშვილი (ჯიქ, შავლეგ მახარაშვილი (ყოჩ, ლექსო მელიქიშვილი (ხარ, გიორგი ნათელაშვილი (ხარ, დავით პაპავაძე (ჯიქ, თემურ სოხაძე (ყოჩ, გიორგი ტალახაძე (ლელ, გიორგი ტორაძე’უმც (აია, არსენ ტრაპაიძე (ჯიქ, ალეკო ტუჩაშვილი (არმ, ლაშა ფოფხაძე (ლოკ, სანდრო ქოიავა (ლელ, გიორგი ქუთათელაძე (თბს, ნიკა ჩხიკვაძე (ყოჩ, ზურაბ ძნელაძე (ლოკ, მიხეილ წიკლაური (ხარ, დავით ხიდეშელი (ყოჩ, ზურაბ ხორბალაძე (ლელ, ვაჟა ხუციშვილი (ხარ, კოტე ჯიმუხაძე (არმ, გიორგი ჯიმშელაძე (ბთმ, რეზი ჯინჭველაშვილი (აია)

Rugby.GE

RUGBYWORLDCUP.COM მსოფლიო თასისთვის მზადება გაჩაღდა

სტატია მოამზადა RUGBYWORLDCUP.COM

სტატიის ბმული

 

მილტონ ჰეიგს მიაჩნია, რომ ევროპის ერთა თასის წარმატებული კამპანია არაერთ კარგ სამსახურს გაუწევს ბორჯღალოსნებს 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე.

საქართველოს მიერ ევროპის ერთა თასის ზედიზედ მეხუთედ დაუფლებამ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ‘ბონუსები’ მოუტანა.

მაშინ როდესაც მსოფლიო თასამდე დარჩენილ თვეებში ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ წალეკეს ყველა და ყველაფერი ევროპის ერთა თასის შესანარჩუნებლად, მსოფლიო რეიტინგში იტალიას გადაასწრეს და მე-14 ადგილი დაიკავეს, არაერთმა ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ იხელთა დრო საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

ახალზელანდიელი ჰეიგი, რომელიც ნაკრების სამწვრთნელო შტაბს სათავეში 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ჩაუდგა, კმაყოფილია ჩემპიონის ტიტულითა და დომინანტი ძალის სახელის შენარჩუნებით, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ გუნდმა წლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებისთვის მოსამზადებელ პერიოდში დასახული სხვა მიზნების მიღწევაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.

„რა თქმა უნდა, ჩემპიონატის მოგება გვინდოდა, მაგრამ მთავარი ამოცანა მაინც მსოფლიო თასის წინ მოთამაშეებზე დაკვირვება გახლდათ. მადრიდში და ბუქარესტში გამოვცადეთ ახალი  მოთამაშეები, ასევე გვაინტერესებდა ტრამვებმოშუშებული მორაგბეების აღდგენილი ძალებიც.

„ბოლო 3 წლის განმავლობაში გუნდი საკმაოდ განვამტკიცეთ, მაგრამ ბევრი პოზიცია მაინც გასამაგრებელია – მითუმეტეს, რომ ნოემბერში დაგვტოვა გუნდის კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა, რომელსაც 70-ზე მეტი კეპი აქვს მოხვეჭილი საქართველოს ნაკრებში.

„სამაგიეროდ, დაგვემატა ორი ახალი ფრთის მოთამაშე: ახალგაზრდა ფულბექი გიორგი აფციაური  და ალექს ხუციშვილი – ზორბა, ძლიერი მორაგბე, რომელიც შვიდკაცას ნაკრებში თამაშობდა, წელს კი 15-კაცა ნაკრებში გაიარა საბრძოლო ნათლობა“.

 

ყველაზე ახალგაზრდა?

ჰეიგმა ასევე ისაუბრა ახალგაზრდა 9 ნომერზე, ნაკრების „არმაზელ“ ჰავბეკზე ვასილ ლობჟანიძეზე, რომელსაც მწვრთნელი ნათელ მომავალს უქადის.

„მის განსაკუთრებულ ნიჭში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ის იმაზე უფრო სწრაფად ჩაება ნაკრების რითმში, ვიდრე ველოდით. ჩვენ მას ამ ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი მატჩისთვის ვამზადებდით, მან კი სამის თამაში მოახერხა. ისეთი თამაში აჩვენა, რომ რუსეთთან და რუმინეთთან ნამდვილად ვერ გამოვტოვებდით“.

18 წლის ლობჟანიძე მსოფლიო თასზე თუ მოხვდება, ის ტურნირის ისტორიაში ჩაეწერება როგორც ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. დღესდღეობით, მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ამერიკელი არწივების მორაგბე თრეტონ პალერმო ითვლება, რომელსაც 2007 წლის მსოფლიო თასის დროს, აშშ-სამხრეთ აფრიკის მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე შეუსრულდა 19 წელი. ლობჟანიძის მე-19 დაბადების დღე 14 ოქტომბერს უწევს, მეოთხედფინალებამდე ორიოდე დღით ადრე.

საქართველოს, “გ” ჯგუფის ლიდერებიდან (ახალი ზელანდია და არგენტინა) ერთ-ერთის დამარცხება მაინც სჭირდება იმისთვის, რომ ფლეიოფში დარჩენის რაიმე იმედი ჰქონდეს.

„ჩვენ ამას არც კი განვიხილავთ“, ამბობს ჰეიგი, „არგენტინა მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზეა, ჩვენ კი მე-14-ზე. მე-8 ადგილს არგენტინა სწორედ იმიტომ ინარჩუნებს, რომ სისტემატურად ამარცხებს უფრო სუსტ გუნდებს, ხანდახან კი უფრო ძლიერ ნაკრებებსაც ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს – გაიხსენეთ თუნდაც ავსტრალიასთან მათი მოგება.

„თუ ჩვენ ტურნირის წინ დაგეგმილ თამაშებზე კარგი სტარტი ავიღეთ და ტონგასთან პირველი მატჩიც მოვიგეთ, მაშინ არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს. და მაინც, არგენტინის გატეხვის იმედი მხოლოდ მაშინ გვექნება, თუ ჩვენ ამ თამაშს საუკეთესო ფორმაში დავხვდით, არგენტინა კი მოწოდების სიმაღლე ვერ აღმოჩნდა.

„ჩვენი მიზანი ორი მატჩის მოგებაა, რათა ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავოთ. შემდეგ მსოფლიო თასზე შესარჩევის გარეშე ავტომატურად მოხვედრა ისეთი რამაა, რასაც აქამდე ვერ ვახერხებდით.“

 

მსოფლიო თასისთვის მზადება გაჩაღდა

6 თვეზე ნაკლები რჩება ინგლისის მსოფლიო თასამდე. 50 წლის მილტონ ჰეიგი შიშობს, რომ ტურნირი ისე მალე მოახლოვდება, ვერც კი გავიგებთ.

„ძალიან დიდი დატვირთვით ვმუშაობდით, მსოფლიო თასის წინა მოსამზადებელი პროცესის განრიგი ჩვენს ძირითად კალენდართან თანხვედრაში რომ მოგვეყვანა. ახლა, როდესაც ევროპის ერთა თასი დასრულდა, შევაფასებთ მიღწეულ შედეგებს და მე ერთი კვირით საფრანგეთში გადავალ, რათა იქ მოღვაწე ქართველ მორაგბეებს შევავლო თვალი.

„ივნისში გასამართი თბილისის თასი კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას კარგად შევაფასოთ ჩვენი მოთამაშეები და აქედან კი სრულიად გადავერთვებით მსოფლიო თასისთვის მზადებაზე.

„ჩვენ გველოდება 10-11-კვირიანი საწვრთნელი შეკრება, რომლის ნაწილსაც პოლონეთის ოლიმპიურ სპორტულ ცენტრში გავატარებთ. შემდეგ ისევ დავბრუნდებით საქართველოში, ერთი კვირით შევისვენებთ და გავემართებით ლონდონისკენ, სადაც სამ სპარინგ მატჩს გავმართავთ – 28 აგვისტოს ნიუკასლში შევხვდებით მასპინძელ კლუბს, შემდეგ ეშერში კანადას და გლოსტერში იაპონიას შევერკინებით.

„ჩვენი გეგმები საკმაოდ მჭიდროდაა გაწერილი, რადგან მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი პერიოდი ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილია.“

Rugby.GE

‘ტელეგრაფის’ სტატია: გახსენით ექვსი ერის კარი და შეუშვით საქართველო

გახსენით ექვსი ერის კარი და შეუშვით საქართველო

ავტორი ოლივერ ბრაუნი

სტატიის ბმული

 

პლეიოფი ევროპის ერთა თასის გამარჯვებულებსა და 6 ერზე ‘ხის კოვზს’ დაუფლებულ მხარეს შორის უმაღლეს დონეზე ადგილის დასაკავებლად ალბათ ბოლოს მოუღებს ‘კომფორტულსა’ და დახურულ გარემოს და ხელს შეუწყობს თამაშის გლობალიზაციას.

 

წყნარად, თითქმის აუღელვებლად, საქართველო ამ კვირის მსოფლიო რაგბის რეიტინგში იტალიაზე ზემოთ აღიმართა. სანამ იდუმალი კავკასიელი გოლიათები ევროპის ერთა თასს ზედიზედ მეხუთედ მოიგებდნენ, ჟაკ ბრიუნელის ‘აზური’ იმაზე უფრო სწრაფად გადაადგილდა უკუსვლით, ვიდრე რომელიმე გალაქტიკა შეძლებდა ამას. თუმცა მაინც, საქართველოს 6 ერში შესვლის იმაზე ნაკლები შანსი აქვს ვიდრე ედი ბატლერს მერაბ კვირიკაშვილის სახელის უშეცდომოდ წარმოთქმისა.

 

ამ ყველაფერს კი რაგბთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგანაც, ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოს ბოლო 3 წლის განმავლობაში ერთა თასის არცერთი თამაში არ დაუთმია და მსოფლიო თასზე მეოთხედ-ფინალში თამაშის დიდ შანსებსაც ხედავს, მითუმეტეს, როცა 27 კაციანი რაზმიდან 17 მოთამაშე საფრანგეთში მოღვაწეობს. იტალიის 6 ერის გათამაშებიდან გაძევება კი კომერციისა და ტრადიციის საკითხია. ბოლოს და ბოლოს, ჩვეულებრივ გულშემატკივარსაც ხომ ურჩევნია ყოველ 2 წელიწადში ტრევისშადრევანთან ვიკენდის გატარება, ვიდრე თბილისის სამიკიტნოებში ხინკალსა და წვნიანს მიეძალოს.

 

გაცვეთილი არგუმენტი იმის შესახებ, თითქოს საქართველო ექვსი ერის სიწმინდეს შებღალავს, სოფიზმია და მეტი არაფერი. რაგინდარა სანახაობრივი, დრამატული, ემოციებით დახუნძლული უნდა ყოფილიყო წინა შაბათს გამართული ფინალური რაუნდის თამაშები, ექვსი ერი არაა ის ტურნირი, რომელიც თამაშის ხარისხით იზომება. ბოლო უქმეებზე გასამართი თამაშების ცხრილი (დაწყების დროები) თითქოსდა სპეციალურად დაიგეგმა ისე, რომ გულშემატკივრები ტელევიზორებს ვერ მოშორებულიყვნენ. საერთოდაც, ამ შვიდკვირიანი კარნავალის მანძილზე, ძალიანაც რომ მოგენდომებინა, ვერსად გაექცეოდი კბილებალესილი ტუროპერატორების, ბრენდ-მენეჯერებისა და პიარ-სააგენტოების ჯგროს. ასეა თუ ისე, საქართველოს ტურნირზე არ-დაშვების თავი და თავია დამკვიდრებული ცრუ მოსაზრება, თითქოს საქართველო ვერაფერს შემატებს სანუკვარი „პროდუქტის“ იმიჯს.

არავინ ემუქრება იტალიასა თუ შოტლანდიას გაგდებით და გაწერილ ვადებს არ უდგენენ, მაგრამ მოვიდა დრო რომ ქართველებსაც მიეცეს ევროპული რაგბის ბობოლებსა და ‘თიერ ორი’ ქვეყნებს შორის არსებულ განხეთქილების დასრულების შანსი, ორ-მატჩა პლეიოფის სისტემის დამკვიდრებით. საღ აზრს მოკლებული ნამდვილად არ იქნება იმის დაშვება, რომ შემდეგი წლის მონაწილეთა ვინაობა საქართველოსა (გუნდი, რომელიც ერთა თასს ზედიზედ მეორედ დიდი მუზარადით იგებს) და შოტლანდიას (გუნდი, რომელმაც 6 ერის ბოლო 9 გათამაშების 8 შემთხვევაში ბოლო ორ ადგილს ვერ აცდა) შორის თამაშით გაირკვეს.

 

თუ ვინმე შიშობს, შესაძლებელია თუ არა 2015 წლის ტურნირის მძვინვარე ფინალის განმეორება, მინდა ვთქვა, რომ დიდი ალბათობით, იგივე გარემოებებში თამაშების გადამწყვეტი რაუნდი ახლახანს გამართულზე უკეთესი თუ იქნებოდა. თუ იტალიას ან შოტლანდიას ბრძოლაში ჩაბმა დასჭირდა ელიტაში საკუთარი სტატუსის დასაცავად, არცერთი მათგანი აღარ იკადრებს წლევანდელივით მეორე ტაიმში ფარ-ხმლის დაყრას. საფრანგეთიც – ერთადერთი აუტსაიდერი, რომელმაც მოახერხა და ნამდვილი წინააღმდეგობა გაუწია თვიქნემზე გამართულ გამაოგნებელ სარაგბო ხორუმს, – თუ გაჭირდა, სისხლის ბოლო წვეთამდე იომებს და მისი მოტივაცია მთავარი მწვრთნელის ფილიპ სენტ-ანდრეს სამსახურში დარჩენა-არდარჩენის საკითხით არ შემოიფარგლებოდა. ისინი საკუთარი მომავლისთვის იბრძოლებდნენ. ხომ გახსოვთ ის ხის კოვზი, რომელიც მათ 2013 წელს მიიღეს?

 

არსებობს აშკარა სურვილი იმისა, რომ ბობოლებმა საქართველო სერიოზულად აღიქვან. როდესაც გუნდი დუბლინში 6 ერის ჩემპიონ ირლანდიას შეერკინა, 49:7 წააგო, მაგრამ 2007-ში კი, გვარიანად ანერვიულა ირლანდია, რომელთანაც მხოლოდ 14:10 დათმო. მსოფლიო რაგბის მიერ საქართველო კონკურენტუნარიან გუნდად არის მიჩნეულნი და მოდი ვთქვათ, რომ ის საკმაოდ გადაზრდილია ერთა თასისთვის. როცა ბორჯღალოსნები ხიდს გადებენ  თავიანთ მძვინვარე შერკინებასა და შედარებით ახალბედა უკანა ხაზს შორის, უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ეტაპზე გადავლენ, სადაც მათი მტკიცე ტემპერამენტი გამოვლინდება.

 

თუმცა, 6 ერის „კლუბის“ წევრები, ირლანდიის გარდა, ამაზე არც ფიქრობენ. ისინი საქართველოს  რომელიმე საერთაშორისო კალენდარში შეყვანის იდეის განხილვაზეც კი უარს ამბობენ, იმის გამო, რომ ლეგენდარული სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნების წინააღმდეგ რკენებში უფრო მეტი ფული კეთდება. სასაცილოა, რომ  როდესაც რაგბის გარშემო არსებული ყველა რიტორიკა თამაშის გლობალიზაციას ემსახურება, ლიდერი ქვეყნები ამ ყველაფერს ეგოისტურად უდგებიან. 5 ერის ისტორიაში, ირლანდია ჯერ არ მიღებულ იტალიას 5 წლის განმავლობაში 4-ჯერ შეხვდა. ახლა კი საქართველოს, როგორც შემდეგ დიდ ძალას, ოდნავაც კი არ ახედებენ.

 

სანამ ქართველები 6 ერის არისტოკრატიაში შეაღწევენ, რამდენიმე  ლოგისტიკურ სირთულეზე მართლაც მისახედია. მოგზაური ქომაგებისთვის, თბილისი ლონდონიდან 2,500 მილითაა დაშორებული, დედაქალაქი კი ძალიან ახლოსაა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან.  მაგრამ ძველი ქალაქის მშვენიერ ვიწრო ქუჩებსა და  შენობებსაც აქვს პოტენციალი, რომელიც ერთ დღესაც წმ.პეტრეს მოედნის ტურისტულ სამიკიტნოებში შეკრებილ რაგბის ქომაგებს თავისკენ მიიზიდავს.

 

ივნისში, აპიაში, პირველი ტესტ მატჩით სამოასთან, ‘ოლ ბლექსის’ ეგოისტურ-სკანდალური  ერა მთავრდება.  დროა რაგბის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გოლიათებმა საბოლოოდ თაროზე შემოდონ თავიანთი შეზღუდული აზროვნება, რადგანაც 2019 წელს, მსოფლიო თასი იაპონიის მიწას ამოანათებს.

Rugby.GE