ბათუმი უკვე მესამეა

საქართველოს XXV ჩემპიონატის მეორე წრის სტარტზე პირველში წაგებისთვის ხუთიდან მხოლოდ ორმა გუნდმა – აიამ და ბათუმმა – აიღო რევანში.

X ტურის მატჩების ფოტოები >>>

წინა კვირაში ხშირი წვიმის გამო თბილისსა და რუსთავში თამაშები ხელოვნურ საფარზე მოეწყო.

ავჭალაში ერთპიროვნულმა ლიდერმა, ბოლნისის ყოჩებმა ერთი პირობა 16 ქულითაც გაუსწრო არმაზს, ბოლოს კი უბონუსო მოგებას დასჯერდა 30:17

მეორე ადგილზე ავიდა ბოლო ორი წლის ჩემპიონი ლელო:  კვაჭმა გიორგი ლომთაძემ პირველ ტაიმში 4-ჯერ დაალელოვა აუტსაიდერი თიბიესი, 80 წუთის შემდეგ კი სხვაობა 49 ქულა გამოვიდა * 59:10

კარგა ხანს მეორე ადგილზე მყოფი რუსთავი შინ * 3:3 დაუზავდა ლოკომოტივს, რითაც ისარგებლა ბათუმმა, ანგისაში პრემიით * 23:7 ძლია არმია, ქულებით ხარებს გაუტოლდა და მათთან გამარჯვების წყალობით, მესამე ადგილზე მოკალათდა.

აგვისტოში შინ წაგების სანაცვლოდ აიამ შევარდენზე 25:17 დაამარცხა ჯიქი, რის შედეგადაც ცხრილის ზემო ხუთეულში ერთბაშად ოთხი არა-თბილისური გუნდი განლაგდა.

ტურში 25 ლელო დაიდო, რითაც ჩემპიონატის საშუალო მაჩვენებელი კიდევ გაუმჯობესდა –  3.48 გახდა (167ლ / 48თ)

უკეთესობაა დისციპლინის მხრივაც – ათიდან ოთხმა გუნდმაღა მიიღო თითო სინბინი.

X ტური

ხარები 3:3 ლოკომოტივი

ა: ბ.ბებიაშვილი –
ჯ: წიკლაური
რეფ ამაშუკელი (თბ) @ რუსთავი (300)
0:0 /
3:0(70ა) 3:3(74)

ჯიქი 17:25 აია

2ლ: [საჯ]; 2გ: ხარაზიშვილი ნინიძე; ჯ: ხარაზიშვილი –
3ლ: კიკვაძე აფციაური ჯინჭველაშვილი; 2გ: ბაბუნაშვილი ჯინჭველაშვილი; 2ჯ: ჯინჭველაშვილი სბ მატკავა
რეფ ნჩაკაზა (აფრ) @ შევარდენი (100)
0:3(4) 0:8(7) 3:8(18) 3:15(22) სბ(26ა) 10:15(29) /
10:22(45) 10:25(47) 17:25(71)

თიბიეს 10:59 ლელო$

ლ: კორკელია; გ: ჩაჩავა; ა: მჭედლიშვილი  სბ არველაძე –
9ლ: ლომთაძე (1 3 4 5) გუგავა სანიკიძე ნიჟარაძე ხორბალაძე შანიძე; 7გ: ყიასაშვილი
რეფ ჩიხლაძე (ქუთ) @ ავჭალა (500)
3:0(5ა) 3:7(11) 3:12(13) 3:19(20) 3:26(28) 3:33(31) 3:38(40) /
10:38(47) 10:45(72) 10:52(76) სბ(78თ) 10:59(80)

ბათუმი$ 23:7 არმია

4ლ: მიმინოშვილი აზალაძე ზაბახიძე ევგენიძე; ჯ: კობახიძე –
ლ: ჯინაშვილი; გ: კუპრეიშვილი სბ მეკოკიშვილი
რეფ თევზაძე (თბ) @ ანგისა (200)
0:7(2) 3:7(14) 8:7(40) /
13:7(42) 18:7(60) სბ(68ა) 23:7(77)

არმაზი 17:30 ყოჩები

2ლ: გიორგაძე ჯიბლაძე; 2გ: ნიკოლავა ბროძელი; ჯ: ბროძელი –
3ლ: არჩუაშვილი კიკვიძე გეგენავა; 3გ 3ჯ: სოხაძე სბ ბეგაძე
რეფ გვირჯიშვილი (რსთ) @ ავჭალა (500)
0:3(6) 7:3(13) 7:10(19) 7:13(23) 7:20(38) /
7:23(51) 14:23(67) 17:23(72) 17:30(78) სბ(80+5ყ)

ქულა

129  თემურ სოხაძე (ყოჩ; 87 ბახვა კობახიძე (ბთმ; 84 ირაკლი ყიასაშვილი (ლელ; 72 რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქ; 65 ვაჟა ხუციშვილი (ხარ; 54 ბექა წიკლაური (ლოკ; 53 რეზი ჯინჭველაშვილი (აია; 51 ბაჩო ჯოგლიძე (თბს; 49 საბა ნიკოლავა (ამზ; 44 რატი ნუცუბიძე (არმ)

ლელო

7  ლევან თხელიძე (ბთმ)

6  ირაკლი გეგენავა (ყოჩ)

5  გიორგი ლომთაძე (ლელ)

4  ლევან გოგოლაშვილი (ყოჩ, ოთარ მინაშვილი (ამზ)

3  ლაშა აზალაძე (ბთმ, მიხეილ არჩუაშვილი (ყოჩ, გიორგი ბიწაძე (ლოკ, ბექა გიგაშვილი (ბთმ, თორნიკე გოგლიძე (თბს, ლექსო გუგავა (ლელ, იოსებ კიკვაძე (აია, ჟორა მღებრიშვილი (ხარ, გიორგი სოსელია (ამზ, გიორგი ფრუიძე (აია, გელა შალამბერიძე (აია)

2  არჩილ ალიქაძე (ბთმ, ბადრი ალხაზაშვილი (ლელ, ვახტანგ ამირანაშვილი (ამზ, გიორგი აფციაური (აია, გიორგი ბებიაშვილი (ხარ, გიორგი გოგოლაძე (არმ, ლევან დარასელია (არმ, თორნიკე თეგეთაშვილი (ხარ, ჯაბაკიკვიძე (ყოჩ, ბაჩო კოლელიშვილი (ლელ, ზვიად მაისურაძე (ლელ, გიორგი მელიქიძე (ხარ, სანდრო ნიჟარაძე (ლელდავით პაპავაძე (ჯიქ, მიხეილ რატიაშვილი (აია, თემურ სოხაძე (ყოჩ, მიხეილ წიკლაური (ხარ, ზურაბ ხორბალაძე (ლელ, რეზი ჯინჭველაშვილი (აია)

Rugby.GE

14-წლამდელთა ეროვნული სარაგბო ტურნირი – ფინალები!

გუშინ და დღეს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირისა და რადისონ ბლუ საქართველოს ერთობლივი ეროვნულის სარაგბო ტურნირი 14-წლამდელთა შორის.

 

ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 16 გუნდმა (საფესტივალო უმაღლესი ასაკი: 2000-2001 წწდაბადებული მორაგბეები) მიიღო მონაწილეობა.

 

24 ნოემბრის ფოტოები >>>

25 ნოემბრის ფოტოები >>>

 

რადისონ ბლუს მხარდაჭერით
წლევანდელი ტურნირი ‘რადისონ ბლუ საქართველოს’ მხარდაჭერით იმართება. ტურნირის მიზანია,  საქართველოს ყველა რეგიონის გამორჩეული საბავშვო გუნდების ერთად შეკრება და დედაქალაქში ბავშვთა 2 დღიანი სარაგბო ზეიმის მოწყობა.

 

მსგავსი ღონისძიების ჩატარების გამოცდილება სრკ.-ს უკვე გააჩნია. 2008 წლის ნოემბერში, მთავრობის მხარდაჭერით, მოხერხდა პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ეროვნული საბავშვო ტურნირი მოწყობა. მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული U-12  და  U-14 ასაკობრივი კატეგორიის 20-მდე გუნდი მონაწილეობდა.

 

„ჩვენ ვსარგებლობთ ნებისმიერ შანსით, წვლილი შევიტანოთ იმ ქვეყნის საზოგადოების განვითარებაში, სადაც სასტუმროებს ვამუშავებთ. რაგბი საქართველოში გუნდურ სპორტებს შორის  ყველაზე წარმატებული სახეობაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნის ლიდერი სასტუმროების ქსელის სახელი ყველაზე წარმატებულ სპორტთან დაგვეკავშირებინა. ეს ფესტივალი გვაძლევს უნიკალურ შანსს, წვლილი შევიტანოთ ქართული რაგბის სამომავლო განვითარებაში. „რადისონ ბლუ“, საქართველოსა და საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორობა 2014 წლის ივნისში გაფორმდა და გპირდებით, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ კიდევ არა ერთ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ“,- განაცხადა ქეთო გიორგობიანმა, „რადისონ ბლუ“, საქართველოს პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა.

 

თბილისურ-ქუთაისური ფინალი

14 წლამდელთა ეროვნული ტურნირის ფინალი 15:00 საათზე გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის ‘ბაგრატი’ და თბილისის ‘ლელო სარასენსი’ შეხვდნენ. ორივე ტაიმი ულელოვოდ დასრულდა რის გამოც დაინიშნა არეკნების სერია. ამ კომპონენტში კი, მეტოქეს ლელოელებმა აჯობეს და ტურნირის ჩემპიონები გახდნენ. მე-3 ადგილი ჩოხოსნებმა დაიკავეს.

 

მონაწილე გუნდები :

აია (ქუთაისი), აკადემია (თბილისი), არმაზი (თბილისი), ბაგრატი(ქუთაისი), დინოზავრი (წყალტუბო), იმერეთი ( ჭიათურა), კოლხი ლეგიონი (ხაშური), ლელო (თბილისი),მერანი (თბილისი), მუტრუკები(თელავი), რაინდები (ფოთი), ქობულეთი, ხარები (რუსთავი), ხულიგანა (თბილისი), ჩოხატაური,  ჩოხოსნები (თბილისი).

Rugby.GE

ედი ჯოუნსი: “შესვენებამდე ყველაფერი გარკვეული იყო”

საქართველოს ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, იაპონელთა მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯოუნსმა და კაპიტანმა კენსუკე ჰატაკეიამამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ედი ჯოუნსი: “ქართველების შერკინება აშკარად გაუმჯობესებული იყო. შესვენებამდე ყველაფერი გარკვეული იყო, მხოლოდ თავის დაცვა გვიწევდა. ტესტ-მატჩებში ხშირად ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა. კარგია, რომ ახალგაზრდებმა ასეთ ძლიერ მეტოქესთან თამაშის გამოცდილება მიიღეს. რა არ უნდა ტექნიკური გუნდი გყავდეს, საქართველოსთან თამაში მაინც რთულია.”

კენსუკე ჰატაკეიამა: “კარგია, რომ ქულების მოგროვება მაინც შევძელით. თამაშის დასაწყისშივე ვიგრძენი, რომ ქართველები შერკინებაში გვჯობდნენ. გამოჩნდა, რომ ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ.”

საქართველომ იაპონიას სძლია

23 ნოემბერს, რაგბში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიის ნაკრები მიიღო. “ბორჯღალოსნება” ირლანდიისა და ტონგის ნაკრებებთან გამართულ შეხვედრასთან შედარებით, თამაშის ხარისხი აშკარად გააუმჯობესეს, რაც საბოლოოდ ანგარიშზეც აისახა.

ნათელი იყო, რომ ქართველები იაპონელებს შერკინაბაში ჯობდნენ, რასაც მილტონ ჰეიგის შეგირდები კარგად იყენებდნენ. სწორედ შერკინების დახმარებით, მე-16 წუთზე პირველი ლელო დადეს. 27-ე წუთზე, ისევ შერკინების დახმარებით ქართველები მეტოქის ჩათვლის მოედანს მიუახლოვდნენ, ლაშა ლომიძე ბურთის დამიწებას აპირებდა, თუმცა მეტოქე გუნდის მოთამაშემ ბურთი წესების დარღვევით გამოიტანა, მსაჯმა კი საჯარიმო ლელო ჩათვალა – 12:0.

31-ე წუთზე, იაპონელებმა ჯარიმა კარგად შეასრულეს და პირველი სამი ქულაც მოიპოვეს. დაახლოებით ორ წუთში კი მათ ლელოს დადება და გარდასახვის ზუსტად შესრულება მოახერხეს – 12:10. საბოლოოდ, ტაიმი ისე დასრულდა, რომ კვირიკაშვილა ერთი ლელოს დადება კიდევ მოახერხა – 17:10.

მეორე ტაიმის 54-ე წუთზე, კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა, ორ წუთში კი ხმალაძემ ლელო დადო – 25:10. 72-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში ისევ შეამცირეს – 25:17. დაახლოებით, ორ წუთში არბიტრმა ჩვენი ლელო არ ჩათვალა.

საკმაოდ საინტერესო გამოდგა, თამაშის ბოლო წუთები, ქართველები იაპონელებს 18-ქულიანი უპირატესობითაც კი უგებდნენ (35:17), მაგრამ შეხვედრა საბოლოოდ, 35:22 დასრულდა.

საქართველო-იაპონია_798745

საქართველო-იაპონია_696535

საქართველო-იაპონია_90856

საქართველო-იაპონია_80957

საქართველო-იაპონია_79656

საქართველო-იაპონია_79076

საქართველო-იაპონია_79074

საქართველო-იაპონია_78906

საქართველო-იაპონია_09754

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

მილტონ ჰეიგი: “იაპონიის ნაკრების დამარცხება გაგვიჭირდება”

როგორც იცით, 23 ნოემბერს, რაგბში საქართველოს ეროვნული ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება. მატჩის წინა დღეს, “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენცია გამართა.

მილტონ ჰეიგი: “ტრავმირებული მორაგბეები კვლავაც გვყავს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ნაკრების სხვა წევრებს თავის წარმოჩენის შანსი აქვთ. ჩვენთვის, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია. ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია, მათ წინააღმდეგ მოგება გაგვჭირდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კარგად ვითამაშოთ. ხვალ, უპირველეს ყოვლისა, დისციპლინაა საჭირო. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ.

იაპონელები თამაშის ხარისხს სწრაფად აუმჯობესებენ. მათ მოლის კარგად შექმნა შეუძლიათ და რაც მთავარია, ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან სწრაფი გუნდია.

ირლანდიის ნაკრებთან პირველ ტაიმში, დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მეორე ნახევარში კი ბევრი შეცდომა დავუშვით. რაც არ უნდა იყოს, 14 კაცით ვთამაშობდით. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. მსაჯი? მოკლედ რომ ვთქვათ, მას ბევრი რამ გამორჩა.

როცა გუნდს უმეტესად თავის დაცვა უწევს, ეს ძალიან დამღლელია. როგორი მორაგბეც არ უნდა იყო, აუცილებლად დაიღლები.

წინა შეხვედრებში ბევრი შეცდომა დავუშვით, ხვალ კი იგივე აღარ უნდა გავიმეოროთ.”

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარჯიში_98686

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარჯიში_5ყ5567

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარჯიში_305535

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარჯიში_99789

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

საქართველო-იაპონია: ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობა

23 ნოემბერს, გიორგობას, საქართველოს ეროვნული ნაკრები წლევანდელი ტესტ-სერიის უკანასკნელ საშინაო მატჩში მსოფლიოში ყველაზე პროგრესირებად გუნდს, იაპონიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს მესხის სტადიონზე. თამაში 17:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად იყიდება, რომლის ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.

 

ალუბლებს სავსე ტრიბუნებით დავხვდეთ!

 

ბოლოს ‘ბორჯღალოსნები’ და ‘ალუბლები’ ერთმანეთს 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე, მესხის სტადიონზე შეეჭიდნენ. ის რკენა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. აქედან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია 23 ნომბერის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა.

ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ დროულად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე, გიორგობას, 23 ნომებერს თამაშამდე ერთი საათით ადრე მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ბორჯღალოსნებს!

 

23 ნოემბრის უმნიშვნელოვანეს ტესტამდე 48 საათით ადრე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა იაპონიის წინააღმდეგ სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.

 

ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ხელის ტრავმა გაუმიზეზდადიმიტრი ბასილაიას. მის ნაცვლად 8 ნომერზე ლაშა ლომიძე ითამაშებს. ირლანდიასთან, ასევე დაშავდა უკანახაზელი ლაშა მალაღურაძე. თბილისში დაბრუნების შემდეგ, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და შესაბამისად ის კვირას ვერ ითამაშებს.

9 ნომერზე შეხვედრას ვაჟა ხუციშვილი დაიწყებს. მარქაფაშია ბექა წიკლაური. მარქაფაშია ასევე გიორგი აფციაური, რომელიც ეროვნული ნაკრების კვართს პირველად მოირგებს.

 

საქართველო-იაპონია 23/11/14

მესხის სტადიონი 17:00

 

შერკინება

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. ლაშა ლომიძე

 

ღერძი

9. ვაჟა ხუციშვილი, 10. ლაშა ხმალაძე

 

ხაზი

11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა (კაპ), 14. თამაზ მჭედლიძე, 15. მერაბ კვირიკაშვილი

 

მარქაფა

16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. გიორგი აფციაური

Rugby.GE

”ბორჯღალოსნები” მე-3 ტესტ-მატჩისთვის ემზადებიან

23 ნოემბერს ”ბორჯღალოსნები” რიგირთ მე-3 ტესტ მატჩს გამართავენ. ამჯერად, გუნდის მოწინააღმდეგე იაპონიის ეროვნული ნაკრები იქნება. თამაში 17:00 საათზე დაიწყება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.

ახლა კი ორიოდე სიტყვით გავიხსენოთ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრები. ბოლოს ”ბორჯღალოსნები” და ”ალუბლები” ერთმანეთს 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე, მესხის სტადიონზე შეხვდნენ. სამწუხაროდ, თამაში სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. აქედან გამომდინარე  23 ნომბერის ტესტ-მატჩი მნიშვნელოვანია ჩვენი ბიჭებისთვის.

 ”ბორჯღალოსნების” შემადგენლობა ”ალუბლების” წინააღმდეგ

შერკინება

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. ლაშა ლომიძე

 

ღერძი

9. ვაჟა ხუციშვილი, 10. ლაშა ხმალაძე

 

ხაზი

11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა (კაპ), 14. თამაზ მჭედლიძე, 15. მერაბ კვირიკაშვილი

 

მარქაფა

16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. გიორგი აფციაური

მაყურებელს ბილეთების ყიდვა მიხეილ მესხის სარალოებში შეუძლიათ. მისი ფასი 3-5 ლარია.

უკრაინელმა ჭაბუკმა მორაგბეებმა ქუთაისში იბურთვაეს

11-16 ნოემბერს ქუთაისი უკრაინული ‘დარნიცას’ ჭაბუკ მორაგბეთა ტურნეს მასპინძლობდა. უკრაინელი მორაგბეთა ჯგუფი 1999, 2000, 2001, 2004 და 2005 წლებში დაბადებული ჭაბუკებით იყო დაკომპლექტებული. ტურნეს მსვლელობისას სტუმრებმა რამოდენიმე შეხვედრა გამართეს ქუთაისის აიას სარაგბო სკოლის თანატოლებთან. მათ ასევე მიიღეს მონაწილეობა დასავლეთ საქართველოს სარაგბო ფესტივალებში, რომლებიც საჩხერესა და ქუთაისში გაიმართა.

ჩვენი გუნდი უკრაინის ჩემპიონია. გვინდოდა ჩვენი ძალები უფრო ძლიერ მეტოქესთან ჭიდილში მოგვესინჯა და ამიტომაც სიამოვნებით ვესტუმრეთ ქუთაისს. ძალიან კარგ პირობებში ვართ. სტადიონი იდეალურ მდგომარეობაშია. ბიჭები დიდ გამოცდილებას მიიღებენ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება“ განაცხადა ანდრეი კოვალენკომ – დარნიცას პრეზიდენტმა.

აღნიშნული სტუმრობა საქართველოს რაგბის კავშირის მხრიდან უკრაინული რაგბისადმი თანადგომას წარმოადგენდა, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

დასავლეთ საქართველოს რაგბის კავშირის კოორდინატორს, იოსებ დიაკონიძეს და ,,დარნიცას“ პრეზიდენტს ანდრეი კოვალენკოს გავესაუბრეთ:

,,საქართველოს რაგბის კავშირის და ქუთაისის სარაგბო სკოლის ძალისხმევით, უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო სარაგბო კლუბი კიევის ,,დარნიცა“ მოვიწვიეთ. აღნიშნული სტუმრობა უკრაინული რაგბისადმი თანადგომითაა გამოწვეული. ვცდილობთ კარგი მასპინძლობა გავუწიოთ“ განაცხადა დასავლეთ საქართველოს რაგბის კავშირის კოორდინატორმა, იოსებ დიაკონიძემ.

Rugby.GE

‘მსოფლიო რაგბი’ ახალი სახელწოდება და ბრენდი

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (ირბ iRB) ამიერიდან „მსოფლიო რაგბი“ (World Rugby) ეწოდება. ‘მსოფლიო რაგბის’ ლოგოსა და ბრენდის პრეზენტაცია „მსოფლიო რაგბის კონფერენცია/გამოფენაზე“ მოხდა, რომელიც 17 და 18 ნოემბერს ლონდონში გაიმართა.

 

მსოფლიო რაგბის ცნობით, „ბრენდის ნიშნის ცენტრში გამოსახული სიმბოლო, რომელიც მოდერნისტული და პროგრესული ლოგოთი არის წარმოდგენილი, ნათლად ასახავს ორგანიზაციის მისიას – ჩვენი თამაშის გლობალურ ზრდას, ხოლო მწვანე და ლურჯი ფერების სქემით, ინარჩუნებს კავშირს მის მემკვიდრეობასთან“.

მსოფლიოში რაგბით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდდება. ახალი ბრენდის გაშვება მიმდინარე რებრენდირების პროცესის კულმინაციას წარმოადგენს, რომელიც „FutureBrand-ის“ დახმარებით შემუშავდა.

ბრენდის გამოხატვის ახლებური კონცეფცია და ვიზულურ მახასიათებლები, მსოფლიო რაგბის აზრით, რაგბის კავშირებსა და ფედერაციებს დაეხმარება ქომაგებთან და კომერციულ პარტნიორებთან უფრო ძლიერი კავშირების ჩამოყალიბებაში.

ახალი ბრენდის ჩანაცვლება მოხდა ყველა სახის ციფრულ პლატფორმაზე – გაეშვა ახალი ვეგვერდი: worldrugby.org და სოციალური მედია  @worldrugby . ახალი ბრენდის ნიშანი წარმოდგენილ იქნება მსაჯების კვართებზე, რომლებიც ამ უქმეებზე ნოემბრის ტესტ-სერიის მატჩებს მოემსახურებიან.

იხილეთ ‘მსოფლიო რაგბის’ პრომო რგოლი  >>
აღსანიშნავია, რომ რებრენდირება არ შეეხება 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასს.

Rugby.GE

რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების ჯილდო ბიძინა ივანიშვილს გადაეცა

ლონდონში რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით მიმდინარეობს მსოფლიო რაგბის კონფერენცია და გამოფენა. კონფერენციის მსვლელობისას ჩატარდა სპეციალური ღონისძიება, რომლის დროსაც მოხდა რაგბის საერთაშორისო საბჭოს დიდების დარბაზის 15 ახალი წევრის დასახელება და მსოფლიოს მასშტაბით რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, სპეციალური საპატიო ჯილდოების დარიგება.

დაჯილდოვების ღონისძიების მსვლელობისას „ირბ-ის განვითარების ჯილდო“ საქართველოში რაგბის განვითარებისთვის გადაეცა ბატონ ბიძინა ივანიშვილს:

რაგბის საერთაშორისო საბჭო: „ბიძინა ივანიშვილის ხედვამ და გულუხვობამ უზარმაზარი როლი შეასრულა, საქართველოს, როგორც სარაგბო ქვეყნის განვითარებაში.

„მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” 2008 წლიდან დღემდე არაერთ სარაგბო პროექტს აფინანსებს საქართველოში. მათ შორის არის ორი სარაგბო მოედანი, ქვეყნის მასშტაბით მსოფლიო სტანდარტების მიხედვით აგებული სამწვრთნელო კომპლექსები. ფონდი ასევე აფინანსებს განვითარების სხვადასხვა პროექტებსა და ნაწილობრივ ფარავს ეროვნული ნაკრების წვრთნასთან და ტურნირებისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.“

Rugby.GE

საქართველო-იაპონია: ბილეთები იყიდება!

ნოემბრის ციებ-ცხელება გრძელდება და წლევანდელი ნოემბრის ტესტ-სერიის დამაგვირგვინებელ, ბოლო საშინაო ტესტამდე 5 დღე რჩება – 23 ნომებერს, გიორგობას ბორჯღალოსნები, მიხეილ მესხის სტადიონზე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებად გუნდს, იაპონიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

ბილეთები იყიდება!

საქართველო-იაპონიის ტესტ-მატჩის ბილეთების გაყიდვა, ორშაბათს, 17 ნომბერს დაიწყო. მატჩზე დასასწრები ბილეთები ყოველდღიურად მესხის სტადიონის სალაროებში 11 საათიდან 19 საათამდე იყიდება. შეგახსენებთ, რომ ყველა ბილეთი დანომრილია და რომ მათი ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს. დარჩენის შემთხვევაში, ბილეთები მატჩის დღეს, 23 ნოემბერს 12 საათიდან გაიყიდება.

‘ალუბლებს’ სავსე ტრიბუნებით დავხვდეთ!

წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო საშინაო ტესტში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებად, იაპონიის ეროვნულ ნაკრებს ვეთამაშებით. ბოლოს ‘ბორჯღალოსნები’ და ‘ალუბლები’ ერთმანეთს 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე მესხის სტადიონზე შეეჭიდნენ. ის რკენა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. აქედან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია 23 ნომბერის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა.
ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ დროულად იზრუნოთბილეთების შეძენაზე, გიორგობას, 23 ნომებერს თამაშამდე ერთი საათითადრე მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთბორჯღალოსნებს!

რაგბი ჩვენი თამაშია!

Rugby.GE

ირლანდია 49 – 7 საქართველო

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რიგით მეორე ტესტ მატჩი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის. პირველის მსგავსად ეს მატჩიც წარუმატებელი აღმოჩნდა ბორჯღალოსნებისთვის. მართალია,ქართველმა მორაგბეებმა მოედანზე არაფერი დაუთმეს მეტოქეს, მაგრამ მოწინააღმდეგის პროფესიონალიზმა თავისი გააკეთა. საბოლოოდ ირლანდიის კარგი თამაში აისახა მატჩის ანგარიშზე. ბორჯღალოსნებიდან ლელოს ავტორი გიორგი ნემსაძე გახდა (57-ე წუთი).

ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ბორჯღალოსნები რიგით მესამე ტესტ მატჩს იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე 23 ნოემბერს არის დაგეგმილი. თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.