12 წელი გასულა

დიად გამარჯვებათა ხსოვნა გვმართებს და იმათი დაფასებაც, ვინაც ისინი გამოჭედა.

მატჩის ფოტოები >>>

მსოფლიო თასზე უკვე მეოთხედ რომ გავედით, უპრიანია გავიხსენოთ 12 წლის წინდელი თრილერი:

2002 წლის 13 ოქტომბერს, ეროვნულ სტადიონზე 17:13 ვძლიეთ რუსეთი და პირველად მოვიპოვეთ სანუკვარი საგზური.

მას აქეთ გამარჯვებებმა იმრავლა, მაგრამ ის პირველი განსაკუთრებით ტკბილი მოსაგონარია.

რაგბის კავშირი ულოცავს სრულიად რაგბის თემსა და ქართული სპორტის ყველა ქომაგს იმ დიადი დღის მორიგ წლისთავს.

საქართველო 17:13 რუსეთი

საქ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი (ელიზბარაშვილი 74-75) ზიბზიბაძე ალანია კაცაძე <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე / შველიძე ა.გიორგაძე ცაბაძე (რატიანიძე 63) დიდებულიძე ნადირაძე; ზ.მჭედლიშვილი (ჩხაიძე 66) ლაბაძეზედგინიძე^კაპ – ლ: ცაბაძე: 4ჯ: ურჯუკაშვილი

რუს: დიმჩენკო სიმონოვ კორობეინიკოვ ა.სერგეევ კუზინ <10-9> რაჩკოვ (ზაკარლიუკ 41) მოტორინ / შუკაილოვ (ხროკინ 13-20, 63) რომაკ (ნიკოლაიჩუკ 74) ჰენდრიკს (ტრავკინ 73) ფედჩენკო ს.სერგეევ^კაპ; ფოლსხენკ გრაჩოვ ზიკოვ (აზარენკო 77) – ლ ა: რაჩკოვ;
გ ჯ: სიმონოვ

რეფ როლან (ირლ) @ კვი 13/10 2002, თბილისი, ეროვნული (50 ათასი)

0:3(2) 3:3(7) 6:3(21) 6:6(23ა) 6:13(29) 9:13(35) 14:13(39) / 17:13(60) ბოლო(80+1)

Rugby.GE

19 წლამდელმა რაგბისტებმა ევროპის ჩემპიონატის შეკრება დაიწყეს

26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ლისაბონში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელიც ასევე 2015 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის შესარჩევს წარმოადგენს.
გათამაშება მეოთხედფინალური ეტაპით დაიწყება და სამ ტურს გასტას. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას ნიდერლანდელ თანატოლებთან 26 ოქტომბერს გამართავს (დასაწყისი 19:00); ტურნირის მეორე ტურში, რომელიც 29 ოქტომბერს შედგება, ფინალში მოსახვედრად ჩვენ წყვილში გამარჯვებული გუნდი რუსეთსა და პოლონეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება; ჩემპიონატის ფინალული მატჩი 1 ნოემბერს გაიმართება.
2014 წლის U19 ევროპის ჩემპიონატის განრიგი >>>
შეკრება
დღეს 19 წლამდე ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე სატურნირო შეკრებას შეუდგენენ. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით 18 ოქტომბერს გუნდი არმაზთან ისპარინგებს.
U19 ბორჯღალოსნები:  სამწვთნელო შტაბი და საშეკრებო რაზმი
მთ. მწვრთნელი – ილია მაისურაძე, მწვრთნელები – ზურა ამონაშვილი, ლადო კილასონია, გიგა გურეშიძე, ფიზ. მომზადება – გიორგი ნადარეიშვილი, ექიმი – ვახო წიკლაური, ვიდეო ანალიტიკოსი – დავით რამიშვილი

შეკრებაზე არ იმყოფება მონ დე მარსანის მორაგბე ბექა გორგაძე, რომელიც გუნდს ტურნირზე შეუერთდება.

rugby.ge- საქართველოს რაგბის კავშირი

სამხრეთ აფრიკული აფეესის ქართული ტურნე დასრულდა

დასრულდა სამხრეთ აფრიკული აფეესის ქართული ტურნე. 10 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზამ ქართულ-სამხრეთ აფრიკულ ასაკობრივ რაგბის მესამე, ფინალურ ეტაპს უმასპინძლა.
ფოტოებისაქ U15-აფეეს U14 >>>

ფოტოებისაქ U17-აფეეს U16 >>>

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში საქართველოში ტურნეზე სამხრეთ აფრიკული ‘აფეესის’ 14 და 16 წლამდელთა გუნდები იმყოფებოდნენ. ქართული ტურნეს ფარგლებში სტუმრები ქართველ 15 და 17 წლმადელებს 3, 6 და 10 ოქტომბერს ეთამაშნენ.

პირველი სამატჩო დღე შევარდენზე შედგა, რომელშიც აფრიკელ ჭაბუკებს საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრები და აღმოსავლეთ საქართველოს 17 წლამდელები ეთამაშნენ. ორივე შეხვედრაში მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

სამი დღის შემდეგ, ტურნეს მეორე ეტაპი ქუთაისში, აიას ახალ სტადიონზე შედგა. პირველი შეხვედრა დასავლეთ საქართველოს 15 წლამდელებმა 17-19 დათმეს, ხოლო საღამოს მეორე მატჩში 17 წლამდელებმა 15-0 სძლიეს სტუმართა 16 წლამდელებს.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ასპარეზობის ბოლო ეტაპი გუშინ, 10 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართა.16:30 საათზე საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები აფეესის 14 წლამდელებს ეთამაშა და მატჩში ანგარიშით 14-5 სძლია მოწინააღმდეგეს.

მეორე შეხვედრაში, რომელიც 18:00 საათზე დაიწყო, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები აფეესის 16 წლამდელთა გუნდს შეხვდა. მატჩი ქართველმა ჭაბუკებმა ანგარიშით 49-3 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ მთელი ტურნეს მანძილზე, მატჩებზე მრავლად მოდიოდა ქომაგი. ქუთაისში კი, მაყურებელთა ოდენობამ თითქმის სამ ათასს მიაღწია. რაც მთავარია სამივე სამატჩო დღეს კლასიკური სარაგბო ატმოსფერო და კარგი ქომაგობა იყო ტრიბუნებზე. მაყურებელი არც მოწინააღმდეგის კარგ თამაშს აკლებდა ტაშს და დამრტყმელებსაც სიჩუმეში ეძლეოდათ თვიანთი სიზუსტის გამოცდა.

გაისად 4 ასაკობრივი გუნდით თანატოლების წინააღმდეგ
ტურნეს დასრულების შემდეგ, აფეესის მთავარმა მწვრთნელმა ბერნარდ ფესსერმა განაცხადა, რომ ნამდვილად არ მოელოდა ასეთი მაღალი დონის მოწინააღმდეგესთან თამაშს – „ჩვენი გუნდი საკმაოდ ხშირად მართავს ტურნეებს და განებივრებულნი ვართ მოგებებით, შესაბამისად ჩვენი სურვილი იყო ასაკით დიდ მოწინააღმდეგესთან თამაში. მინდა შევაქო ქართული გუნდები, ვინაიდან მათ თანამედროვე და სწრაფი რაგბი შემოგვთავაზეს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს, ვინაიდან ანგარიშისა და ძლიერი მოწინააღმდეგის მიუხედავად, მათ ყოველ შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლეს.

„ჩვენმა გუნდმა კარგი გამოცდილება მიიღო და მიმაჩნია, რომ ასეთი მატჩები ჭაბუკი მორაგბეებისათვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მიღებული გამოცდილება მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გასდევთ.

„გაისად ვაპირებთ კვალვ გავმართოთ ქართული ტურნე, რომელზეც 13, 14, 16 და 19 წლამდელ გუნდებს ჩამოვიყვანთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე თანატოლებთან ვიასპარეზებთ და არა ასაკით უფროსებთან.“

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ მხარეს მასპინძლობისათვისა და ასეთი დონის მატჩების ორგანიზებისათვის. რაგბის სიყვარული ჩვენს სისხლშია და მიხარია, რომ საქართველოშიც ანალოგიურად უყვართ ეს თამაში.“

 

ტურნეს სამივე დღის მატჩები და ანგარიშები

03/10/2014 – შევარდენის სანაკრებო ბაზა, თბილისი

 

საქრთველო U15 19-7 აფეეს U14; მატჩის ვიდეო: I ტაიმი >>> II ტაიმი >>>

აღმოსავლეთ საქრთველო U17 34-5 აფეეს U16; მატჩის ვიდეო: I ტაიმი >>> II ტაიმი >>>

 

 

06/10/2014 – აიას ახალი ბაზა, ქუთაისი

 

დასავლეთ საქრთველო U15 17-19 აფეეს U14; მატჩის ვიდეო: I ტაიმი >>> II ტაიმი >>>

დასავლეთ საქრთველო U17 15-0 აფეეს U16; მატჩის ვიდეო: I ტაიმი >>> II ტაიმი >>>

10/10/2014 –  შევარდენის სანაკრებო ბაზა, თბილისი

 

საქრთველო U15 14-5 აფეეს U14; მატჩის ვიდეო: I ტაიმი >>> II ტაიმი >>>

საქრთველო U17 49-3 აფეეს U16; მატჩის ვიდეო: I ტაიმი >>> II ტაიმი >>>

Rugby.GE

ყოჩებმა პოზიცია გაიმყარეს

საქართველოს XXV ჩემპიონატის მეხუთე ტურში ყოჩებმა კაც-ნაკლულებმაც ძლიეს ლოკომოტივი და ლიდერობა განიმტკიცეს.

ტურის ფოტოები >>>

V ტური

თიბიეს 9:17 ხარები

3ჯ: ჯოგლიძე –
2ლ: გ.ბებიაშვილი მელიქიძე; 2გ ჯ: ხუციშვილი

მსაჯი ჩიხლაძე @ 4/10 შევარდენი; აცდა: 3ჯ – ჯ 2ა # შეცვლა: 11 / 7

ლოკომოტივი$ 18:19 ყოჩები

2ლ: გ.ბიწაძე კლიმიაშვილი; გ 2ჯ: წიკლაური –
ლ: გეგენავა; გ 4ჯ: სოხაძე / სბ: გოგიშვილი ხიდეშელი; წბ: გოგიშვილი

მსაჯი თევზაძე @ 4/10 ავჭალა; აცდა: გ – 2ჯ 2ა # შეცვლა: 5 / 5

ლელო 9:9 ჯიქი

3ჯ: ყიასაშვილი –
3ჯ: ხარაზიშვილი / სბ: ნადირაძე

მსაჯი ჩიხლაძე @ 5/10 შევარდენი; აცდა: . – 2ა # შეცვლა: 4 / 4

არმია$ 9:10 აია

3ჯ: ბაირამაშვილი –
ლ: ყურაშვილი; გ ჯ: ჯინჭველაშვილი

მსაჯი გვირჯიშვილი @ 5/10 ავჭალა; აცდა: ჯ ა – 3ჯ ა # შეცვლა: 4 / 5

არმაზი 23:22 ბათუმი$

2ლ: მინაშვილი სოსელია; 2გ 3ჯ: ნიკოლავა –
3ლ: გიგაშვილი თხელიძე (2 3) 2გ ჯ: კობახიძე / სბ: ზაბახიძე

მსაჯი ამაშუკელი @ 6/10 შევარდენი; აცდა: . – გ ჯ 3ა # შეცვლა: 4 / 5

სრული ოქმები

ბოლნისის კლუბი ერთადერთია, თამაში რომ არ წაუგია.

ყოჩებმა რკინიგზასთან 10 წუთი 13 კაცის ამარა იბრძოლეს და კიდევ 35 – თოთხმეტით, მაგრამ შეჯიბრების საუკეთესო მექულის, თემურ სოხაძის მიერ არჩეული სწორი ტაქტიკითა და გოლებით მაინც მოიგეს * 19:18

ფრედ დასრულდა “ლელო სარასენსისა” და ჯიქის პრინციპული შერკინება. ამ მატჩში ლელო არ დადებულა.

ყოჩების მდევარმა ხარებმა შევარდენზე ძლიეს თიბიესი, მაგრამ პრემიამდე ერთი ლელო დააკლდათ.

აიამ ავჭალაში ერთი ქულით აჯობა არმიას, ორშაბათს კი ბათუმმა თუმც მეტი ლელო დაუდო არმაზს, საბა ნიკოლავას გოლებით მაინც ვაზისუბნელებმა გაიმარჯვეს.

სულ ტურის ხუთ თამაშში გუნდები 11-ჯერ ეწივნენ მიზანს, რაც ერთობ ცოტაა (საშუალოდ 2.2)

უკეთესობაა დისციპლინის მხრივ: გაიცა მხოლოდ 4 ყვითელი და ერთიც წითელი ბარათი.

Rugby.GE

ნოემბრის ტესტ-მატჩების მსაჯების ვინაობა ცნობილია

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ნოემბრის ტესტ-მატჩებამდე ერთი თვით ადრე რაგბის საერთაშორისო საბჭომ შეხვედრების მსაჯების ვინაობა გამოაქვეყნა.

ნოემბრის ტესტ სერიის არბიტრების სია სრულად >>>

წლეულს ბორჯღალოსნების სამივე ტესტს ფრანგი მსაჯები მოემსახურებიან.
8 ნოემბერს საქართველო-ტონგას მატჩს პასკალ გოზერ უხელმძღვანელებს. მას შოტლანდიელი ენდრიუ მაქმენემი და ქართული რაგბის ქომაგისთვის უკვე კარგად ნაცნობი რუმინელი ვლად იორდაკესკუ დაეხმარებიან.
პირველი ტესტიდან ერთი კვირის თავზე, 16 ნოემბერს საქართველო 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ერკინება ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს. შეხვედრა დუბლინში ავივა სთედიუმზე გაიმართება და მას მატიო რეინალი იმსაჯებს. მატჩის ერთ-ერთი თანამსაჯი, ქართველი ქომაგისთვის ასევე კარგად ცნობილი, ინგლისელი ლუკ პირსიიქნება, მეორე თანამსაჯად არგენტინელი ფედერიკო ანსელმი დაინიშნა.

 

2014 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის ბოლო რკენას, ბორჯღალოსნები შინ 23 ნოემბერს, იაპონიის ნაკრებთან გამართავენ. გუნდებმა ბოლოს 2012 წლის ნოემბერში, თბილისში ითამაშეს. აღნიშნულ ტესტში ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებმა 25-22 გაიმარჯვა.

საქართველო-იაპონიის ტესტს რომენ პუატი გაუძღვება, რომელაც 2013 წლის ნოემბრის ტესტებზე საქართველო-სამოას მატჩი იმსაჯა. შეხვედრის მთავარ არბიტრს უელსელი იენ დევისი დაეხმარება, ხოლო მეორე თანამსაჯის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა ცნობილია, რომ იგი ფრანგი იქნება.

Rugby.GE

ქართველ და სამხრეთ აფრიკელ ჭაბუკთა I სამატჩო დღე

სამხრეთ აფრიკული ‘აფეესის’(AVS) ჭაბუკები ქართულ ტურნეს შეუდგნენ. გუშინ, 3 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე სამ დღიანი ასპარეზობის პირველი სამატჩო დღე შედგა.

ფოტოები: საქ U15-აფეეს U14 >>>

ფოტოები: აღმ.საქ U17-აფეეს U16 >>>

საღამოს პირველი შეხვედრა, რომელიც საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებსა და ‘აფეესის’ 14-წლამდელთა გუნდებს შორის გაიმართა, დაგეგმილი 16:30 საათის ნაცვლად ნახევარი საათით გვიან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ თავიდან შევარდენზე დაახლოებით 200-300 გულშემატკივარი იყო შეკრებილი, მაგრამ მალევე ტრიბუნა თითქმის შეივსო და გემრიელი სარაგბო ქომაგობა გაჩაღდა – ქართული სარაგბო პუბლიკა არც ქართველი მოზარდების და არც აფრიკელი სტუმრების კარგ თამაშს აკლებდა ტაშსა თუ ოვაციას.

შეხვედრებში კი, საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრბმა აფრიკელ 14-წლამდელებს  19-7 სძლია;

ხოლო საღამოს მეორე მატჩში, აღმოსავლეთ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ‘აფეესის’ 16-წლამდელებს  34-5 მოიგო;

 

‘აფეესის’ კლუბის ქართული ტურნეს ფარგლებში კიდევ ორი ეტაპი გაიმართება:

 

ორშაბათს, 6 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკელები ქუთაისს ესტუმრებიან:

 

16:30 დასავლეთი საქართველო 15-წ. – აფეეს 14-წ. (2 X 30 წუთი)

18:00 დასავლეთი საქართველო 17-წ. – აფეეს 16-წ. (2 X 35 წუთი)

 

ასპარეზობის ბოლო ეტაპი პარასკევს, 10 ოქტომბერს, კვლავ “შევარდენზე” გაიმართება. პროგრამა პირველი ეტაპისას ემთხვევა:

 

16:30 საქართველო 15-წ. – აფეეს 14-წ. (2 X 30 წუთი)

18:00 საქართველო 17-წ. – აფეეს 16-წ. (2 X 35 წუთი)

Rugby.Ge

ბორჯღალოსნების მასტერკლასი

გუშინ, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე პატარძეულის “ვეფხვებს” ერთობლივი ვარჯიშისა და მასტერკლასის გასამართად ბორჯღალოსნები, ეროვნული სარაგბო აკადემიის სამწვრთნელო შტაბი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი იწვივნენ.

ვარჯიში საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე 11 საათზე დაიწყო და საათ–ნახევარს გასტანა. სტუმრებმა ჯერ გასახურებლად რამოდენიმე წრე არბენინეს პატარძეულელებს, ხოლო მოგვიანებით მილტონ ჰეიგი და ბიჭები უშუალოდ მასტერკლასზე გადავიდნენ.

 

ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა პატარძეულელები ავარჯიშეს პასის და შებოჭვის ტექნიკაში და ბოლოს უკონტაქტო რაგბიც ითამაშეს.

 

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო მილტონ ჰეიგს და ნაკრების ბიჭებს სტუმრობისათვის. მსგავსი ღონისძიებები ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონში რაგბის პოპულარიზაციისათვის, ვინაიდან დღეს უამრავ ადგილობრივ მოზარდს მიეცა ბორჯღალოსნების ნახვის შესაძლებლობა. ჩვენში ბევრი მოზარდი ჭიდაობაზე დადის, თუმცა რაგბი ამ მხარეში ძალზე პოპულარული სპორტია და ვიმედოვნებ, რომ ასეთი მასტერკლასების შემდეგ სულ უფრო მეტი კახელი ჭაბუკი ჩაებმება ოვალური ბურთის ფერხულში.

„ჩვენი გუნდი პირველ ლიგაში ასპარეზობს. ვამაყობთ იმით, რომ პატარძეულის ვეფხვებში რაგბის თამაში დაიწყო და გაიზარდა ბორჯღალოსანი მურაზ გიორგაძე, რომლისგანაც მისი ყოფილი თანაგუნდელები დღეს ბევრ რამეს ისწავლიან.

„ვიმედოვნებ, რომ მსგავსი მასტერკლასები კახეთის და საქართველოს სხვა რეგიონებში სისტემატურ ხასიათს მიიღებს, რაც რაგბის პოპულარიზაციისათვის აუცილებელია“ – განაცხადა პატარძეულის ვეფხვების მთავარმა მწვრთნელმა, ზვიად ცუხიშვილმა.

RUGBY.GE

ჩემპიონატი ახლდება

“ჩელენჯ თასზე” თბილისის “კავკასიელების” დებიუტის შემდეგ საქართველოს XXV ჩემპიონატი მეხუთე ტურით ახლდება.

რაუნდი სამ დღეს გასტანს. ორ-ორი თამაში შაბათ-კვირასაა და ერთიც ორშაბათს.

უქმეებზე მატჩები 16 საათზე დაიწყება, სადაგ დღეს კი – ნახევარი საათით ადრე.

სამი მატჩი შევარდენზეა და ორიც ავჭალაში.

ლიდერს. ბოლნისის ყოჩებს ჯერ თამაში არ წაუგიათ და შაბათს, ავჭალაში ხვდებიან ლოკომოტივს.

პრინციპული იქნება კვირას, შევარდენზე, ლელო-სარასენსისა და ჯიქის შერკინებაც.

ბათუმს არმაზი ანგისაში უნდა მიეღო, მაგრამ ავდრის გამო მეტოქენი ამ ჯერზე თბილისში შეიყრებიან, ხოლო მეორე წრის მატჩი აჭარაში გაიმართება.

ტურის ლაივ-სქორი ტრადიციულად მოეწყობა ჩვენი საითის ტაბლოზე; ფოტოები დაიდება ფეისბუქზე, ხოლო შუა კვირაში იუთუბზე მიმოხილვაც აიტვირთება.

RUGBY.GE

საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2014 წლის 25-26 ოქტომბერს თბილისში გაიმართება საქართველოს პირველობის ორ დღიანი ტურნირი 7-კაცაში უმაღლესი ლიგის 10 და პირველი ლიგის 2 გუნდის მონაწილებით.

სრკ საშეჯიბრო

კომიტეტის თავმჯდომარე

ნიაზ მამრიკიშვილი

29/09/2014

Rugby.GE

დავმარცხდით, მაგრამ ღირსეულად!

დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე, გაიმართა სარაგბო დაპირისპირება: ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო მატჩში, თბილისის ”კავკასიელებმა” იტალიურ ”როვიგოს” უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, გამარჯვება კი ჩვენს სტუმრებს დარჩათ და სწორედ ისინი იასპარეზებენ ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე. იტალიელებმა, ანგარიშით 21-24 გაიმარჯვეს, ორი მატჩის ჯამში კი 7 ქულიანი სხვაობით მოიგეს (იტალიაში ”როვიგომ” 22-18 გაიმარჯვა).

თბილისის კავკასიელები Vs როვიგო დელტა_0892302

მატჩის დებიუტი სასწაულად წარიმართა: იტალიელებმა პირველივე წუთებიდან დიდი ძალებით შეგვიტიეს, რასაც მე-4 წუთზე გატანილი ლელო მოჰყვა. ცენტრიდან წამოწყებული შეტევა, მარცხენა ფლანგზე გადაიშალა და საბოლოოდ  ბორტოლუსიმ ბურთი დაამიწა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა. ზუსტად 4 წუთში, ქართველების მიერ წამოწყებული საპასუხო შეტევა, ბაჩანა გოგიშვილის მიერ გატანილი ლელოთი დასრულდა, რასაც ბექა წიკლაურის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა და ”კავკასიელები” 2 ქულით დაწინაურდა. 24-ე წუთზე, იტალიელების შეტევა, დე მარჩის მიერ გატანილი დასანანი ლელოთი დასრულდა, რომელსაც ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოყვა და ”როვიგო” 5 ქულით დაწინაურდა. მალევე, ბასონმა საჯარიმო დარტყმით კიდევ 3 ქულა შემატა გუნდს და პირველი ტაიმი გამარჯვებულებმა დაამთავრეს, 7-15.

თბილისის კავკასიელები Vs როვიგო დელტა_79484

მეორე ტაიმის დასაწყისი, ქართველების აშკარა უპირატესობით წარიმართა. 15 წუთი, ფაქტობრივად მეტოქის საჯარიმოში გავაკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ ქულის მოპოვება, ელემენტარული შეცდომების გამო ვერ მოვახერხეთ. ფეხბურთის არდაწერილი კანონი გამახსენდა, ”ვერ გაიტან გაგიტანენ”, რომელიც დღევანდელ თამაშშიც ამოქმედდა. 15 წუთიანი შეტევის მერე, იტალიელთა პირველივე შეტევა, ჩვენი დაჯარიმებით და ბასონის მიერ გატანილი ჯარიმით დასრულდა, ანგარიში7-18 გახდა.

თბილისის კავკასიელები Vs როვიგო დელტა_74903

ქართველების ამოცანა გართულდა, შეხვედრაში მინიმუმ 4 ქულით გამარჯვება გვწირდებოდა, მატჩის დასრულებიდან 20 წუთით ადრე კი 11 ქულის სხვაობით ვაგებდით, ამას ემატებოდა მრავალი ტექნიკური წუნი, რომელიც საბოლოო შედეგზეც აისახა, თუმცა ბიჭებმა იბრძოლეს და 67-ე წუთზე, ლაშა ხმალაძის ბრწყინვალე გარღევით, ანგარიში 4 ქულამდე დაიყვანეს. 5 წუთში, ქართველების მიერ, დაცვაში დაშვებული მორიგი შეცდომა, ჯარიმით და ბასონის მიერ ზუსტად შესრულებული დარტყმით დასრულდა, 14-21. 79-ე წუთზე, ლაშა ხმალაძეს მორიგი სოლო-რეიდი ვიხილეთ, რომელიც კვლავ ლელოთი და მის მიერ შესრულებული გარდასახვით დასრულდა. ანგარიში გავათანაბრეთ, მორაგბეებშიც და გულშემატკივრებშიც, გამარჯვების იმედი გაჩნდა, მაგრამ ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო და ზუსტად მატჩის ბოლო წამებზე, კვლავ დაცვაში დაშვებული შეცდომის შედეგად, ბასონმა არეკნი გაიტანა, მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა და იმედიც მოკვდა.

თბილისის კავკასიელები Vs როვიგო დელტა_903623

დავმარცხდით, მაგრამ ღირსეულად. 2 კვირის შეკრებილმა გუნდმა, დიდი წინააღმდეგობა გაუწია, შედარებით გამოცდილ გუნდს, მითუმეტეს რომ ”როვიგოს” ფინანსური ბიუჯეტი, ზუსტად საქართველოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ათივე კლუბის ერთად შეკრებილი ბიუჯეტის ტოლია.

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

1 დღე მატჩამდე

ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, გაიმართება სარაგბო დაპირისპირება, სადაც საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით დაკომპლექტებული თბილისის ”კავკასიელები”, იტალიურ ”როვიგო დელტას” უმასპინძლებს. დღეს, ამავე სტადიონზე, გუნდმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა.

თბილისის კავკასიელების ვარჯიში_77604

შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პირველ რიგში, ეს არის ქართული საკლუბო რაგბის ევროპული დებიუტი და ქართველ მორაგბეებს, ბრწყინვალე შანსი აქვს რომ ”ჩელენჯ ქაფის” ელიტ-რაუნდში მოხვდნენ, მეტოქე კი ძლიერია და სწორედ ამიტომ, ჩვენს მორაგბეებს გულშემატკივარის დიდი მხარდაჭერა სჭირდება.

IMG_2240

ამ თამაშს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც გარკვეულ დათმობებზე წავიდა. მატჩი ავჭალის სარაგბო ბაზაზე უნდა გამართულიყო, რომელიც დაახლოებით 2000 კაცზეა გათვლილი, სფფ-მ კი გაითვალისწინა ამ მატჩის მნიშვნელობა და თამაშის გასამართად, ქართულ კლუბს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი დაუთმო.

თბილისის კავკასიელების ვარჯიში_8964

მწვრთნელებსაც და მორაგბეებსაც გულშემატკივრების დიდი იმედი აქვთ, ისინი თქვენს მხარდაჭერას ელიან. ნუ დაიზარებთ, ერთად დავუჭიროთ მხარი ქართველ მორაგბეებს.

თბილისის კავკასიელების ვარჯიში_9507857

IMG_2263

 

ლევან მაისაშვილი: ”გუნდში ყველას გათვითცნობიერებული აქვს ხვალინდელი თამაშის მნიშვნელობა”

ფილიპო ფრატი: ‘’თამაშისთვის რთული მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, რადგან ‘’კავკასიელები’’ ახალი ჩამოყალიბებული გუნდია, ამიტომ რთული იყო მათი თამაშის სტილის შესწავლა და აქედან გამომდინარე, მოგვიწია საქართველოს ნაკრების თამაშების ჩანაწერების გადახედვა, ასევე შიდა ჩემპიონატის რიგი მატჩების ყურება, ახალგაზრდების შესწავლა, იმისთვის რომ ერთგვარი წარმოდგენა შეგვქმნოდა გუნდზე.

იტალიაში გაიმართა ისეთი მატჩი, როგორსაც ველოდით: რთული, თანაბარი და დაძაბული. ვაღიარებ, რომ ბოლო წუთზე გაგვიმართლა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მინდა აღვნიშნო, რომ ‘’კავკასიელები’’ ძალიან ძლიერი გუნდია, დაცვაში თანმიმდევრულად თამაშობდნენ, სწაფად გვიტევდნენ და დიდი პრობლემებიც შეგვიქმნეს. ისინი მაქსიმალურად იყენებდნენ ქულის მოპოვების შესაძლებლობებს. თბილისში მოსაგებად ვიბრძოლებთ, ისევე როგორც ჩვენი ოპონენტი, ორივე გუნდს 1 მიზანი აქვს და სწორედ ეს ხდის თამაშს საინტერესოს.

რა თქმა უნდა ქართული გუნდი უფრო ძლიერი იქნება საკუთარ კედლებში, ეჭვიც არ მეპარება, რომ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარ მოვა მაგრამ ამისთვის მზად ვართ.

ჩვენს მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემთ. შემადგენლობიდან გამოვყოფდი ნახევარ დაცვის ერთ-ერთ მოთამაშეს, ლაშა ხმალაძეს, რომელსაც მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები და შესაბამისად გამოცდილებაც დიდი აქვს. ასევე, გამოვყოფდი უკანახაზელ ირაკლი ყიასაშვილს, რომელიც ყველა შესაძლებლობაზე ჭრიდა ჩვენს დაცვას და რა თქმა უნდა გიორგი შკინინს, რომელმაც 2 ლელო დაგვიდო და გასულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.’’

ლევან მაისაშვილი: ‘’იტალიიდან როგორც კი დავბრუნდით, ეგრევე შევკრიბეთ ბიჭები. დიდი დრო არ გვქონდა მოსამზადებლად, მაგრამ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ. გუნდში ყველას გათვითცნობიერებული აქვს ხვალინდელი თამაშის მნიშვნელობა. ცვლილებებს რაც შეეხება, ერთმა მოთამაშემ ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ ვეღარ გააგრძელა ჩვენთან ერთად მომზადება და ტაქტიკურ მონახაზშიც შევიტანეთ პატარა ცვლილება.

იტალიაში კარგად ვითამაშეთ. პირველივე წუთიდან ჩვენი თამაში მოვახვიეთ მეტოქეს თავს და 8 ქულიანი სხვაობით გავედით წინ. თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რაც უდისციპლინობაზე მეტყველებს. ავიღეთ ყვითელი ბარათი, რომელმაც თამაშის მიმდინარეობაში, დიდი როლი ითამაშა და შედეგად ‘’როვიგომ’’ წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ გაგვიჭირდა თამაშის შემოტრიალება, მაგრამ ბიჭების ვაჟკაცობით, კვლავ მოვახერხეთ თამაშში ჩართვა და ისეთ დროს შევიტანეთ შეხვედრაში გარდატეხა, როდესაც ფაქტობრივად უნდა მოიგო თამაში, მაგრამ ბოლო წუთები, ძლიერი შეტევების წნეხში გავატარეთ, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.

იტალიაში ორივე გუნდმა ბევრი შეცდომა დავუშვით, ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და გავანიავებთ, ხვალ კი ყველა ეპიზოდს დიდი მნიშვნელობა ექნება. ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ის გაიმარჯვებს. როგორც აღვნიშნე, მოსამზადებელი დრო ძალიან ცოტა იყო და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გუნდის მინუსი და პლიუსი გაგვეაზრებინა.

გულშემატკივარს ვთხოვ, რომ ნუ იქნებიან ვადაზე ადრე ზედმეტად კრიტიკულები მოთამაშეების მიმართ. მოთამაშეს თამაშში შეიძლება ჰქონდეს ძალიან კარგი და ცუდი მომენტი. თუ გვახარებს კარგი თამაში, მაშინ ცუდად თამაშიც უნდა ავიტანოთ და პირიქით უნდა გავამხნევოთ. რა თქმა უნდა კრიტიკის უფლება ყველას აქვს, მაგრამ თავიდანვე რომ კრიტიკულად აღიქვამენ მოვლენებს, მე ეს არ მესმის. გულშემატკივარი ძალიან დიდ როლს თამაშობს ტრიბუნაზე, უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოებას, რომ არ დაიზარონ და მოვიდნენ სტადიონზე. ამ შეხვედრაში, ყველაფერს დიდი მნიშვნელობა ექნება და ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარია. ‘’