ბორჯღალოსნებს 25 წელი შეუსრულდათ!

12 სექტემბერს, 25 წელი სრულდება “ბორჯღალოსნების” პირველი ტესტიდან:

ქართული სპორტის ისტორიაში პირველად შედგენილმა რაგინდარა სახეობის ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში უმასპინძლა ზიმბაბვეს და 16:3 გაიმარჯვა.

ასე გადაიდგა პირველი ნაბიჯი ქართული რაგბის საერთაშორისო აღიარებისკენ, რაც 1992 წლის 27 თებერვალს, ირბ-ის წევრად გახდომით დაგვირგვინდა.

მას აქეთ საქართველო

*  4-ჯერ (2003 2007 2011 2015) გავიდა რაგბის მსოფლიო თასზე.

ბორჯღალოსნებმა

*  12 გათამაშებაში 7-ჯერ (2001 2007/8 2009 2011 2012 2013 2014) მოიპოვეს “ერთა თასი”

*  15 სეზონში 9-ჯერ (2001 2005 2007 2008 2009 2011 2012 2013 2014) იმარჯვეს წლიურ “უმცროს 6 ერზე”

*  4-ჯერ (2001 2008 2011 2014) შეასრულეს სლემი (ძლიეს ყველა მეტოქე)

*  8-ჯერ (2005 2007 2008 2009 2011 2012 2013 2014) შემართეს რუმინეთთან საცილო “ანთიმოზ ივერიელის თასი” და

*  რუსეთსაც 16-1*1 ჯობნიან.

სულ ჩვენი სასახელო გუნდის ბალანსია

167 ტესტი: 101 მოგება – 60 წაგება * 6 ფრე, ბორჯღალიანი კვართი კი 224 მოთამაშეს სცმია.

რაგბის კავშირი ულოცავს სრულიად რაგბის თემსა და სპორტულ საზოგადოებას ბორჯღალოსნების იუბილეს და საგანგებო მადლობას უძღვნის პირველი გამარჯვების შემოქმედ გუნდს.

საქართველო 16:3 ზიმბაბვე

საქ: 15 ვანო საცერაძე, 14 ალეკო ხვედელიძე, 13 ოლეგ ლიპარტელიანი^კაპ (16 კახა მაჩიტიძე 33) 12 მალხაზ ჭეიშვილი, 11 ბათლომე ხამაშურიძე; 10 ნუგზარ ძაგნიძე, 9 მამუკა ლოსაბერიძე / 1 ზაზა ბაკურაძე, 2 თენგიზ ტურძელაძე, 3 ბესარიონ ლილუაშვილი (21 გელა ფირცხალავა 71) 4 თამაზ ხუადე, 5 ალექსანდრე ისაკაძე (20 თამაზ ოდიშარია 49) 6 თამაზ ფხაკაძე, 7 გია გიუნაშვილი, 8 დათო ღუდუშაური * მრქ) 17 ოლეგ ჟორჟოლიანი, 18 ემზარ გეგუჩაძე / 19 ზვიად ლიპარტელიანი * მწვ) დავით კილასონია, დუგლას კავთელაშვილი, თემურ ბენდიაშვილი – ლ: ჯგუფური (ძაგნიძე) 4ჯ: ძაგნიძე

ზიმ – ჯ: ფერეირა

რეფ გოჩა აბაშიძე @ სამ 12/09 1989; ქუთაისი, ცენტრალური (წვიმა, 12 ათასი)

0:3(3) 3:3(5) 6:3(10) 10:3(35) / 13:3(48) 16:3(56) ^ იმხანად ლელო 4 ქულად ფასობდა

Rugby.Ge

ვიდეო – უმაღლესი ლიგა [2014-15] IV ტურის მიმოხილვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2014/15წლის სეზონის პირველი წრის მეოთხე ტურის მიმოხილვა.

Rugby.Ge

კავკასიური ღია ვარჯიში

დღეს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე თბილისის კავკასიელებმა ჟურნალისტებისა და ქომაგების წინაშე პირველი ღია ვარჯიში გამართეს. გუნდი  მოედანზე 5 საათზე გამოვიდა და საათნახევრის განმავლობაში ავარჯიშა.

გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ ბექა წიკლაურსა და გიორგი შკინინს, რომლებიც ამ შაბათ-კვირას ეროვნულ 7-კაცა ნაკრების შემადგენლობაში ‘რაგბი ევროპის’ გრნან-პრის გათამაშების მესამე, მანჩესტერის ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.

მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის განცხადებით გუნდი ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არაა, მაგრამ როვიგოში გამგზავრებამდე შეკრების პერიოდს ისინი ბოლომდე გამოიყენებენ და 20 სექტემბერს იტალიაში ძლიერი გუნდით გაემგზავრებიან.

ლოკოსთან სპარინგი შაბათს, 18:00 საათზე გაიმართება

როვიგოში გამგზავრებამდე თბილისის კავკასიელები სპარინგ-მატჩს გამართავენ თბილისის „ლოკომოტივთან“. შეხვედრა, რომელიც სამწვრთნელო შტაბის თქმით მნიშვნელოვანია გუნდის მომზადებისა და მოთამაშეების შეთამაშებისათვის, შაბათს, 13 სექტემბერს 18:00 საათზე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართება.

 

კავკასიელების პირველი ღია ვარჯიში

თბილისის კავკასიელები “ჩელენჯ კაპის” საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას ორშაბათს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეუდგნენ.

ლევან მაისაშვილმა თავიდან 30 მორაგბეს მოუყარა თავი, მაგრამ ამ კვირაში შეკრებას ორი კავკასიელი შეემატა –  ლოკომოტივისა და ბათუმის პირველ ხაზელები, ომარ ბალიაშვილი და შოთა ცხოვრებაშვილი.

როგორც ადრევე მოგახსენეთ, ტრავმების გამო შეკრებაზე ვერ მოხვდა ქუთაისის “აიას” ორი მოთამაშე: გიორგი ტორაძე და გელა შალამბერიძე.

„რამოდენიმე დღეა, რაც შევიკრიბეთ და აქტიურად ვემზადებით ორ–მატჩა შესარჩევისთვის, რომელშიც საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეს, იტალიურ როვიგოს ვეთამაშებით“ – გვითხრა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

“სასიამოვნოა, რომ ორი პირველ–ხაზელი დაგვემატა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან თავიდან ამ რგოლის შერჩევა გაგვიჭირდა. სამწუხაროდ, პირადი პრობლემების გამო, გუნდს ვეღარ დაეხმარება მესამე–ხაზელი ბექა ყურაშვილი.

„დიდი სურვილი გვქონდა, კავკასიელებში ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ირაკლი მაჩხანელიც გამოგვეძახა, მაგრამ სამწუხაროდ, რაგბის კლუბ არმაზის მთავარი მწვრთნელის, დავით ვართანიანის გარდაცვალების შემდეგ, ირაკლის მოუხდა მწვრთნელის ფუნქციების თავის თავზე აღება და შესაბამისად, კლუბს ვერ მიატოვებს.“

პირველი ღია ვარჯიში

ხვალ კავკასიელები პირველ ღია ვარჯიშს გამართავენ. იგი შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, 17 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, ვარჯიშზე დასწრება ქომაგებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეეძლებათ (ფოტო-ვიდეო გადაღების დრო შეუზღუდავია; სინქრონების ჩაწერა ვარჯიშის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი).

როვიგომდე ლოკოსთან ისპარინგებენ

იტალიაში, 20 სექტემბერს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის გამართვამდე, “კავკასიელები” “ლოკომოტივთან” სპარინგ-მატჩს გამართავენ. შეხვედრა შაბათს, 13 სექტემბერს, შევარდენზე მოეწყობა. დაწყების დრო მოგვიანებით გამოცხადდება.

Rugby.Ge

რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი განცხადება

ს.რ.კ. განვითარების ჯგუფი 2014 წლის ოქტომბრიდან აგრძელებს მწვრთნელთა მომზადების I და II დონის სემინარებს.

მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სამწვრთნელო კურსების განაცხადის ფორმა >>> და გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე Office@rugby.ge (წერილი დაასათაურეთ შემდეგნაირად:  სახელი გვარი სამწვრთნელო კურსების განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ მიიღება!) ან მიმართონ  განცხადებით ს.რ.კ. ს სამდივნოს (ჭავჭავაძის#49ა.“რაგბის კავშირი“) ყოველ სამუშაო დღეს 12.00–17.00 სთ. ან ს.რ.კ განვითარების ჯგუფს (ბოგდან ხმელნიცკის# 40, სანაკრებო ბაზა „შევარდენი“) სამშაბათს და ხუთშაბათს 11.00–15.00 სთ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 25 სექთემბერი.

Rugby.Ge

კავკასიელები შეიკრიბნენ

თბილისის კავკასიელებმა ორმატჩიანი საკვალიფიკაციო რაუნდისათვის მზადება დღეს, 8 სექტემბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დაიწყეს. ლევან მაისაშვილმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 30 მორაგბეს მოუყარა თავი.

თბილისის კავკასიელებს ჩელენჯ კაპზე მოსახვედრად იტალიურ როვიგოს 20 და 27 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ჩელენჯ კაპის გათამაშების I ჯგუფში კარდიფ ბლუზთან, ლონდონ აირიშთან და გრენობლთან მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის კავკასიელები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბების ნაკრებია, რომელიც ამ ტურნირში მონაწილეობისათვის შეიქმნა.

ლევან მაისაშვილი, თბილისის კავკასიელების მთავარი მწვრთნელი: „გუნდი დღეს შევიდა შეკრებაზე. ჯერ 30 მოთამაშეს მოვუყარეთ თავი. მეტის შეკრება გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ რამოდენიმემ უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში ტრავმები მიიღო და გუნდს ვერ დაეხმარება. საუბარია გიორგი ტორაძეზე და გელა შალამბერიძეზე. ამასთან ერთად პრობლემურია პირველი ხაზის მოთამაშეების შერჩევა.

„გუნდთან ერთად შეკრებაზე იმყოფებიან გიორგი შკინინი და ბექა წიკლაური, რომლებიც 13 და 14 სექტებერს გრან-პრის მანჩესტერის ეტაპზე 7-კაცას დაეხმარებიან და ორშაბათიდან დაგვიბრუნდებიან.

„დღეს საღამოს გავმართავთ პირველ ვარჯიშს და უფრო კონკრეტულად გვეცოდინება, რაზე უნდა ვიმუშაოთ როვიგოს მატჩისათვის. გამგზავრებამდე ვიმედოვნებ, რომ რამოდენიმე მოთამაშის დამატებას შევძლებთ.“

untitled

 

Rugby.Ge

ყოჩებმა სხვაობა გაზარდეს

საქართველოს XXV ჩემპიონატის მეოთხე ტურის შემდეგ ბოლნისის “ყოჩებმა” მდევრები მეტად ჩამოიტოვეს.

ტურის ფოტოები >>>

ყოჩები მესამე ტურის შედეგად დაწინაურდნენ. ისინი კვირას რომ თამაშობდნენ, მდევრებს მათი დროებით გადასწრება შეეძლოთ, მაგრამ შაბათს ლელოც დამარცხდა და ხარებიც.

ბოლო ორი წლის ჩემპიონი ლელო-სარასენსი მეორე მეოთხედში ჩამორჩა ბოლო ადგილზე მყოფ არმაზს და ვეღარ დაეწია, ხარები კი ბათუმს თუმც მოერივნენ შერკინებით და საჯარიმო ლელოთი გაათანაბრეს ანგარიში, გადამწყვეტი ჯარიმა მაინც აჭარლებმა გაიტანეს.

ყოჩებმა ბოლნისში შესვენებამდე სამჯერ დაალელოვეს ახალბედა თიბიეს-უნივერსიტეტი, მეორე ტაიმში კი სხვაობა გაზარდეს და სეზონში პირველი პრემიაც მიითვალეს. ახლა ლიდერი 5 ქულით უსწრებს მეორე’ადგილოსანს და ერთადერთია, ვისაც ჯერ არ წაუგია.

კვირა საღამოს, ავჭალასა და ქუთაისში, სულ ერთი ლელო დაიდო. ლოკომოტივმა ერთი ჯარიმით ძლია ძველი მეტოქე აია, ჯიქმა კი ლელოთა ანგარიში გახსნა და ერთი ქულით აჯობა ვიცე-ჩემპიონ არმიას.

ლელოიანობა ამ ტურშიც წინას დონეზე დარჩა – 12.  სინბინთა რაოდენობა 15-დან 5-მდე დავიდა, მაგრამ ორმა მოთამაშემ წითელი ბარათი დაიმსახურა.

რუსთავისა და ქუთაისის ფანობა რაგბის გუნდებს განსაკუთრებულად რომ ქომაგობს, ტურის ჯამური დასწრებაა 4350, ანუ მატჩზე საშუალოდ 870 მაყურებელი.

მეოთხე ტური  >> სრული ოქმები

არმაზი 20:8 ლელო სარასენს

2ლ: სოსელია მინაშვილი; 2გ 2ჯ: ნიკოლავა სბ სოსელია-
ლ ჯ: ყიასაშვილი სბ ცერცვაძე

აცდა: 2ჯ – გ   #   შეცვლა: 4 / 7
მსაჯი გვირჯიშვილი @ 6/09 შევარდენი (700)

ხარები$ 15:18 ბათუმი

2ლ: გულიტაშვილი [საჯ]; გ ჯ: ხუციშვილი სბ ხელია წბ ესართია –
5ჯ ა: კობახიძე წბ დავითაძე

აცდა: გ ჯ – 2ა   #   შეცვლა: 6 / 5
მსაჯი ტრაპაიძე @ 6/09 რუსთავი (1 000)

ყოჩები$ 36:13 თიბიეს უნი

5ლ: ხიდეშელი კიკვიძე ხუციშვილი არჩუაშვილი ხარშილაძე; 4გ ჯ: სოხაძე –
ლ: გოგლიძე; გ 2ჯ: ჯოგლიძე

აცდა: გ ა – ჯ   #   შეცვლა: 8 / 8
მსაჯი თევზაძე @ 7/09 ბოლნისი (150)

ჯიქი 13:12 არმია$

ლ: მამრიკიშვილი; გ 2ჯ: ხარაზიშვილი –
4ჯ: ნუცუბიძე

აცდა: 2ჯ – 2ჯ   #   შეცვლა: 7 / 7
მსაჯი ჩიხლაძე @ 7/09 ავჭალა (500)

აია$ 6:9 ლოკომოტივი

2ჯ: ჯინჭველაშვილი სბ მატკავა –
3ჯ: წიკლაური სბ დ.ჩიტიძე

აცდა: 3ჯ ა – 3ჯ 2ა   #   შეცვლა: 6 / 4

მსაჯი ამაშუკელი @ 7/09 ქუთაისი (2 000)

untitled

ქულა:  54 თემურ სოხაძე (ყოჩ;  44 რატი ნუცუბიძე (არმ;  43 ბახვა კობახიძე (ბთმ;  42 ვაჟა ხუციშვილი (ხარ;  40 ბაჩო ჯოგლიძე (თბს;  26 რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქ; 24 ირაკლი ყიასაშვილი (ლელ;  22 ბექა წიკლაური (ლოკ; 19 საბა ნიკოლავა (ამზ)

ლელო:  3 თორნიკე გოგლიძე (თბს, ჟორა მღებრიშვილი (ხარ;  2 ვახტანგ ამირანაშვილი (ამზ, გიორგი ბიწაძე (ლოკ, იოსებ კიკვაძე (აია, ზვიად მაისურაძე (ლელო, თემურ სოხაძე (ყოჩ, გელა შალამბერიძე (აია, მიხეილ წიკლაური (ხარ)

“ჩელენჯ თასზე” თბილისის “კავკასიელების” დებიუტის გამო უმაღლეს ლიგაში 3-კვირიანი შესვენება ცხადდება. მომდევნო, მეხუთე ტური 4-5 ოქტომბერსღა გაიმართება.  წყვილები იხილეთ განრიგში.

Rugby.Ge

თითო საათით ადრე

საქართველოს XXV ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩები ერთბაშად ხუთ სტადიონზე გაიმართება.

untitled

შაბათს რაგბი შევარდენსა და რუსთავშია, კვირას კი – ბოლნისში, ავჭალასა და ქუთაისში.

სექტემბრის დადგომასთან დაკავშირებით, თამაშები უწინდელზე თითო საათით ადრე დაიწყება: ბოლნისში – ხუთზე (17.00), სხვაგან კი – შვიდზე (19.00)

ერთპიროვნული ლიდერი – სამივე მატჩის მომგები “ყოჩები” ქვემო ქართლში მასპინძლობს ახალბედას, “თიბიეს უნივერსიტეტს”, ვისი პასივიც სამი წაგებაა.

უახლოესი მდევრები, “ხარები” და “ლელო სარასენსი” შაბათს რაგბობენ და თუ იმარჯვეს, კვირა საღამომდე დაწინაურდებიან:

რუსთავი იღებს ბათუმს, ვინაც წინა ტურში პირველად იმარჯვა, “ლელო” კი ეთამაშება თამაშ-ნაკლულ, ბოლო ადგილზე მყოფ “არმაზს”

კვირას, ბოლნისის მატჩის შემდეგ, ქუთაისის ვაკის’უბანში, ერთმანეთს შეერკინებიან ძველი მეტოქეები – “აია” და “ლოკომოტივი”, რომელთაც ქულებიც ტოლად აქვთ, ავჭალაში კი ორი თამაშის მომგები “არმია” ებურთავება “ჯიქს”, ვისაც ლელო ჯერ ვერ დაუდია.

ტურის ლაივ-სქორი ტრადიციულად მოეწყობა ჩვენი საითის ტაბლოზე; ფოტოები დაიდება ფეისბუქზე, შუა კვირაში კი იუთუბზე მიმოხილვა აიტვირთება.

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით
ქულა: 43 თემურ სოხაძე (ყოჩ; 37 ვაჟა ხუციშვილი (ხარ; 32 რატი ნუცუბიძე (არმ, ბაჩო ჯოგლიძე (თბს; 25 ბახვა კობახიძე (ბთმ; 18 რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქ)

ლელო: 3 ჟორა მღებრიშვილი (ხარ; 2 ვახტანგ ამირანაშვილი (ამზ, გიორგი ბიწაძე (ლოკ, თორნიკე გოგლიძე (თბს, იოსებ კიკვაძე (აია, ზვიად მაისურაძე (ლელო, თემურ სოხაძე (ყოჩ, გელა შალამბერიძე (აია, მიხეილ წიკლაური (ხარ)

Rugby.Ge

ვიდეო – უმაღლესი ლიგა [2014-15] III ტურის მიმოხილვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2014/15 წლის სეზონის პირველი წრის მესამე ტურის მიმოხილვა.

Rugby.Ge

დაწინაურდნენ ყოჩები

საქართველოს XXV ჩემპიონატის მესამე ტურის შემდეგ წინ ბოლნისის “ყოჩები” გაიჭრნენ.

III ტურის მატჩების ფოტოები >>>

დიდი დატვირთვა დააწვა შევარდენის სანაკრებო ბაზას – ხუთიდან სამი მატჩი მის მთავარ მოედანზე გაიმართა.

ამის მიზეზი კვირას, ავჭალაში დენის უეცარი გამორთვა იყო, რის გამოც ორი გუნდი, მსაჯები და ქომაგები ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მივიდნენ და რაგბი 22 საათზე გააჩაღეს.

ყოჩებმა კვირასვე, ბოლნისში 16 ქულით, მაგრამ უპრემიოდ ძლიეს ქუთაისის აია, ვისაც აკლდა კლერმონის ტურნირზე მოასპარეზე 8 ნორჩი ბორჯღალოსანი და ოქმში სამი სათადარიგოღა ეწერა.

მანამდე, შაბათს, ავჭალაში დაზავდნენ ბოლო ორი წლის ჩემპიონი ლელო სარასენსი და აქამდელი ლიდერი, რუსთავის ხარები.

სტუმრები დაწინაურდნენ პირველი ტაიმის ბოლოს, როცა მეტოქენი 12-12 კაცის ამარა დარჩნენ, მაგრამ ბოლოს ლელომ რომ შეიტანა სამი ლელო, ხარებმა 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით გადაარჩინეს თამაში * 22:22

ამ მატჩის 7-წუთიან მონაკვეთში მოგროვილი 6 სინბინი საქართველოს რეკორდია.

ტურში ლელოიანობა წინას დონეზე დარჩა – 12, ყვითელ ბარათთა რიცხვმა კი ხუთით იმატა და 15 შეადგინა – მატჩში საშუალოდ 3.0

არავინ გაუძევებიათ მხოლოდ ბოლო, ღამის მატჩში, მაგრამ 30 შერკინება კი დაინიშნა და ბევრი ხელახლაც დაეწყო.

ლელო არ გასულა არმია – არმაზის თამაშში.

სამაგიეროდ, ტურში ერთბაშად სამმა მოთამაშემ გაიტანა არეკნი, რაც ჩვენში იშვიათობაა.

ტურის ჯამური დასწრებაა 2250, ანუ მატჩზე საშუალოდ 450 მაყურებელი.

მესამე ტური  >> სრული ოქმები

ლელო 22:22 ხარები

3ლ: მაისურაძე ხორბალაძე ნიჟარაძე; 2გ ჯ: ხმალაძე სბ სანიკიძე სურგულაძე მაისურაძე –

ლ: ბასილაია; გ 4ჯ: ხუციშვილი; ა: ბასილაია სბ ბ.ბებიაშვილი გ.ბებიაშვილი გოგიაშვილი

აცდა: გ ჯ – 3ჯ   #   შეცვლა: / 3
მსაჯი თევზაძე @ 
30/08 ავჭალა (800)

არმია 12:9 არმაზი$

3ჯ: ნუცუბიძე; ა: ელიზბარაშვილი სბ დარასელია –

3ჯ: ნიკოლავა სბ მარგველანი

აცდა: 2ჯ 2ა – 2ჯ   #   შეცვლა: / 6

მსაჯი ჩიხლაძე @ 30/08 შევარდენი (200)

ყოჩები 30:14 აია

3ლ: ტყეშელიაძე მახარაშვილი გეგენავა; 3გ 3ჯ: სოხაძე სბ გარუჩავა მაისურაძე გრძელიშვილი –
2ლ: ფრუიძე დ.ლოსაბერიძე; 2გ: აფციაური სინაურიძე

აცდა: ჯ ა – 2ჯ   #   შეცვლა: 8 / 2
მსაჯი ტრაპაიძე @ 31/08 ბოლნისი (150)

თიბიეს 9:23 ბათუმი

3ჯ: ჯოგლიძე სბ არველაძე –
2ლ: გიგაშვილი თხელიძე; 2გ 2ჯ: კობახიძე; ა: ჯიმშელაძე სბ გაგოშვილი თხილაიშვილი ჯიმშელაძე

აცდა: ჯ – ჯ ა   #   შეცვლა: / 6

მსაჯი ამაშუკელი @ 31/08 შევარდენი (600)

ლოკომოტივი 16:3 ჯიქი

ლ: ძნელაძე; გ 3ჯ: წიკლაური –
ჯ: ხარაზიშვილი

აცდა: ჯ ა – 3ჯ   #   შეცვლა: / 7

მსაჯი გვირჯიშვილი @ 31/08 შევარდენი (500)

ქულა: 43 თემურ სოხაძე (ყოჩ; 37 ვაჟა ხუციშვილი (ხარ; 32 რატი ნუცუბიძე (არმ, ბაჩო ჯოგლიძე (თბს; 25 ბახვა კობახიძე (ბთმ; 18 რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქ)

ლელო: 3 ჟორა მღებრიშვილი (ხარ; 2 ვახტანგ ამირანაშვილი (ამზ, გიორგი ბიწაძე (ლოკ, თორნიკე გოგლიძე (თბს, იოსებ კიკვაძე (აია, ზვიად მაისურაძე (ლელო, თემურ სოხაძე (ყოჩ, გელა შალამბერიძე (აია, მიხეილ წიკლაური (ხარ)

მეოთხე ტური შაბათ-კვირას, 6-7 სექტემბერს გაიმართება.
წყვილები იხილეთ განრიგშისტადიონები და დროები სამშაბათ დილამდე დამტკიცდება.

Rugby.Ge

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა აკადემიების გამოწვევას გამარჯვებით უპასუხეს

19-წლამდე ბოჯღალოსნებმა ინტრიგა მატჩს ბოლო წამამდე შეუნარჩუნეს – ქართველმა მორაგბეებმა ‘აკადემიების გამოწვევის’ ფინალური შეხვედრის ბოლო წუთზე, რეზი ჯინჭველაშვილის ზუსტი არეკნით მასპინძელთა გუნდი 16-15 დაამარცხეს.

გალერეა 1 >>>

გალერეა 2 >>>

გალერეა 3 >>>

შეხვედრის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის დავით ვართანიანის ხსოვნას.

დაიწყო შეხვედრა, რომელიც დაძაბულობით ლესთერთან გამართულ ნახევარფინალს არაფრით ჩამოუვარდებოდა. მატჩის არბიტრის სასტვენიდან 10 წუთის შედეგ მასპინძლებმა გარდასახული ლელოთი ანგარიში გახსნეს და 7-0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ მასპინძლებს კიდევ რამოდენიმეჯერ მიეცათ საჯარიმო დარტყმებით ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ დამრტყმელმა ვერ იზუსტა. ჯარიმებს კი, რაქიდან გვიან გადაგორების გამო ვიღებდით. მალევე მასპინძელთა დამრტყმელისაგან განსხვავებით, რეზი ჯინჭველაშვილმა იზუსტა და ანგარიშის სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა 3-7.

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე ფრანგმა მორაგბეებმა ჯერ ჯარიმის გატანა, ხოლო მოგვიანებით გარდაუსახავი ლელოს დამიწება მოახერხეს. შესვენებამდე თითქმის აღარაფერი რჩებოდა, როდესაც დავით პაპავაძემ საპასუხო ლელოს დადება შესძლო, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ჩამორჩენა 5 ქულამდე დავიდა: 10-15.

მეორე ტაიმის ჯარიმით და არეკნით

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის განახლებიდან ორივე გუნდს ლელოს დადება შეეძლოთ, ანგარიში კარგა ხანი არ შეცვლილა.

უმცროსი ბორჯღალოსნები ხისტად იცავდნენ თავს და დრო და დრო კონტრ-შეტევებზეც გადადიოდნენ.ერთერთი ასეთი შეტევის დროს მასპინძლები დაჯარიმდნენ და მეორე ტაიმის შუაწელში ნავსი დავით პაპავაძემ ზუსტი ჯარიმით გატეხეს: 13-15.

მატჩის დროის ამოწურვამდე აღარაფერი რჩებოდა. კლერმონელი 20-წლამდელები ფინალში გამარჯვებასთან უკვე ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ამ დროს მასპინძელთა 10 მეტრიან ზონაში 19-წლამდელებმა შერკინებაში იმარჯვეს – 22-ში მოწინააღმდეგეს ბურთი აარათვეს, ერთი დარტყმაც განახორციელეს და ბურთი ჯინჭველაშვილს გამოუტანეს. ამ უკანასკნელმა კი, ზუსტი არეკნით ანგარიში 16-15 დააფიქსირა.

ნამატჩევს

ფინალში გამარჯვებით, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა აკადემიების გამოწვევის ტურნირი, რომელიც წელს პირველად გაიმართა, მოიგეს. ასპარეზობაში ასევე მასნთერისა და ლესთერ თაიგერსის 20-წლამდელთა გუნდები მონაწილეობდნენ, რომლებმაც შესაბამისად მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს.

ლუკა კილასონია, 19-წლამდე ბორჯღალოსნების მწვრთნელი: „ბიჭებს ვულოცავ ამ გამარჯვებას. მათ ხასიათი გამოავლინეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

„თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი ნახევარი საკმაოდ აგრესიულად დავიწყეთ, მაგრამ ბევრი ჯარიმა და ორი ლელოც მივიღეთ.

„შერკინებაში კვლავ დიდი უპირატესობა გვქონდა. ამ კომპონენტის ხარჯზე მეორე ნახევარში მხოლოდ რამოდენიმეჯერ მოგვიწია დაცვის თამაში. რამოდენი ჯარიმა ავაცილეთ. ლელოს დადების შესაძლებლობებიც გვქონდა, მაგრამ კვლავ 5 მეტრიანში ვერ ვიმარჯვეთ. ერთხელაც რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შევძელით. მატჩის ბოლო წუთებზე, როდესაც გვეგონა, რომ თამაში წაგებული გვქონდა, მოწინააღმდეგემ თავის 22-ში დაკარგა ბურთი, შერკინებამ ერთი დარტყმა გააკეთა და შემდეგ ჯინჭველაშვილმა დაარტყა ზუსტი არეკნი.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოწინააღმდეგეს! კლერმონელის 20-წლამდელები საკმაოდ კარგი გუნდია, რომლის შემადგენლობაში საფრანგეთის ასაკობრივი ნაკრების რამოდენიმე მოთამაშემ იბურთავა.

„საერთო ჯამში ბედნიერი ვარ იმით, რომ მოვახერხეთ ამ ტურნირში გამარჯვება, თუმცა ამ თამაშებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა რაზე გვაქვს სამუშაო. ასევე ვარ კმაყოფილი, რომ ვნახეთ პროგრესი ჰონკონგში მსოფლიო ალაფაზე ნაჩვენები თამაშების შემდეგ. იქ თუ პირველ ტაიმს კარგად ვიწყებდით და მეორეში ვეღარაფერს ვაკეთებდით, ამ ტურნირზე პირიქით, მატჩის მეორე ნახევარს ბევრად უკეთესად და თავდაჯერებულად ვმართავდით. ტურნირზე მიღებული გამოცდილება ნადვილად გამოგვადგება მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში.“

Rugby.Ge

ფინალი მოგებულია – U19 საქართველო 16-15 U20 კლერმონი

19-წლამდე საქართველო 16-15 20-წლამდე კლერმონი

დასრულდა კლერმონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი აკადემიების გამოწვევა.

ტურნირის ფინალში ერთმანეთს მასპინძელი კლერმონის 20-წლამდელთა გუნდი საქართველოს 19-წლამდე ნაკრებ გუნდს დაუპირისპირდა.

19-წლამდე ბორჯღალოსნებმა, რომლებიც მატჩს 13-15 აგებდნენ, შეხვედრის ბოლო წუთზე გატანილი არეკნით (რეზი ჯინჭველაშვილი) 16-15 გაიმარჯვეს.

ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას!

მატჩის ვრცელ მიმოხილვას ხვალ შემოგთავაზებთ

Rugby.Ge