როგორ მოატყუა კონრად სმიტმა მა ნონუ (ვიდეო)

3 იანვარს, საფრანგეთის Top 14-ში, გორგოძის, მიქაუტაძისა და ჩილაჩავას “ტულონმა” საკუთარ მოედანზე “პო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 21:17 დაამარცხა.

შეხვედრის 57-ე წუთზე, სტუმართა გუნდის მორაგბემ კონრად სმიტმა შესანიშნავი ლელო დადო, იქამდე კი მა ნონუ მარტივად მოატყუა.

სახალისო ვიდეო: ლევან ჩილაჩავას ვარჯიშზე აგვიანდება

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ჩქარობს “ტულონის” ქართველი მორაგბე ლევან ჩილაჩავა ვარჯიშზე მისვლას მაშინ, როცა მას ცოტათი აგვიანდება.

ასევე: როგორ ხვდებიან “ტულონის” გულშემატკივრები მამუკა გორგოძეს

ვასილ ლობჟანიძე მსოფლიოს 15 საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბეს შორის

ბრიტანულმა გამოცემა Telegraph-მა მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბებიისაგან სიმბოლური გუნდი შექმნა, რომელშიც ის მოთამაშეები მოხვდნენ, რომლებიც 25 წლის ჯერ არ არიან და ნაკრებში ოცზე მეტი შეხვედრა არ ჩაუტარებიათ.

აღსანიშნავია, რომ თხუთმეტეულში საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის მოთამაშე ვასილ ლობჟანიძე მოხვდა.

აი, რას წერენ მასზე ბრიტანელები:

“ეს კაცი რომ ახალ ზელანდიაში დაბადებულიყო, მაშინ უკვე სუპერვარსკვლავი იქნებოდა. ის მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა. როცა მან ტონგას წინააღმდეგ ითამაშა, 18 წლისა და 340 დღის იყო.”


1. სკოტ სიო (ავსტრალია)
2. ჯეიმი ჯორჯი (ინგლისი)
3. კიერან ბრუკსი (ინგლისი)
4. ლოდ დე იაგერი (სამხრეთ აფრიკა)
5. მარო იტოჯე (ინგლისი)
6. სინ მაკმაონი (ავსტრალია)
7. არდი სავეა (ახალი ზელანდია)
8. ჯეკ კლიფორდი (ინგლისი)
9. ვასილ ლობჟანიძე (საქართველო)
10. ლიმა საპოაგა (ახალი ზელანდია)
11. მილნერ-სკუდერი (ახალი ზელანდია)
12. მალაკი ფექიტოა (ახალი ზელანდია)
13. გაელ ფიკუ (საფრანგეთი)
14. სანტიაგო კორდერო (არგენტინა)
15. ენტონი უოტსონი (ინგლისი)

რა გაუკეთა მამუკა გორგოძემ “ტულუზას” მორაგბეს (ვიდეო)

27 დეკემბერს, საფრანგეთის Top 14-ში, “ტულუზასა” და “ტულონს” შორის გამართული მატჩის პირველი ნახევრის ბოლო წუთებში, მამუკა გორგოძეს მეტოქესთან მოუწია დაპირისპირება.

მამუკა გორგოძე 2015 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ბრიტანულმა სპორტულმა ვებ-გვერდმა allsportsnews.co.uk-მა 2015 სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ნაკრებსა და კლუბებში მოთამაშე საუკეთესო მორაგბეები შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში მხოლოდ ორი ევროპელი მოხვდა, მათ შორის კი ერთ-ერთი “ბორჯღალოსნების” კაპიტანი მამუკა გორგოძეა.

აი, რას წერენ ბრიტანელები “გორგოძილაზე”:

“რა დონის ნაკრებიც არ უნდა გყავდეს, როცა გუნდის ლიდერობას იკისრებ, განსაკუთრებული მოთამაშე უნდა იყო. მამუკა გორგოძემ კი ინგლისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დამტკიცა, რომ სწორედ ასეთია.

31 წლის მორაგბემ ტონგასთან ისტორიულ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და მნიშვნელოვანი ლელო დადო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები დამარცხდა, ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში გორგოძე საუკეთესოდ აღიარეს. ასევე, მამუკა მაისში “ტულონს” მესამე ტიტულის მოგებაში დაეხმარა.”

რაც შეეხება საუკეთესო თხუთმეტეულს, ის ასე გამოიყურება:

15. აიუმუ გორომარუ (იაპონია; “კვინსლენდ რედსი”)

15

14. ნეჰე მილნერ-სკუდერი (ახალი ზელანდია; “ჰარიკეინზი”)

14

13. ჯონათან ჯოზეფი (ინგლისი; “ბატი”)

13

12. მა ნონუ (ახალი ზელანდია; “ტულონი”)

12

11. ჟულიან სავეა (ახალი ზელანდია; “ჰარიკეინზი”)

11

10. დენ კარტერი (ახალი ზელანდია; “რასინგ 92”)

10

9. აარონ სმიტი (ახალი ზელანდია; “ჰაილენდერსი”)

9

8. დევიდ პოკოკი (ავსტრალია, “ბრამბიზი”)

8

7. სჰალკ ბურგერი (სამხრეთ აფრიკა; “სანთორი სანგოლიათი”)

7

6. მამუკა გორგოძე (საქართველო; “ტულონი”)

6

5. ბროდი მეტალიკი (ახალი ზელანდია; “ჩიფსი”)

5

4. ებენ ეტსებეტი (სამხრეთ აფრიკა; “სტორმერსი”)

4

3. რამირო ერერა (არგენტინა; “კასტრი”)

3

2. აგუსტინ კრევი (არგენტინა, “ვორკესტერ უარიორსი”)

2

1. სკოტ სიო (ავსტრალია; “ბრამბიზი”)

1

მამუკა გორგოძის ლელო “ლენსტერთან” მატჩში, რომელიც მსაჯმა გააუქმა (ვიდეო)

19 დეკემბერს, რაგბის ჩემპიონთა თასის მეოთხე ტურში, ირლანდიურმა “ლენსტერმა” საკუთარ მოედანზე გორგოძის, ჩილაჩავასა და მიქაუტაძის “ტულონი” მიიღო და ანგარიშით 16:20 დამარცხდა.

შეხვედრის ბოლო წუთებში ქართველმა მორაგბე მამუკა გორგოძემ ლელოს დადება მოახერხა, თუმცა მსაჯმა ის გააუქმა.

ევროპის 5 საუკეთესო სარაგბო კლუბი

სპორტულმა პორტალმა Pundit Arena-მ ევროპის ხუთი საუკეთესო სარაგბო კლუბი დაასახელა, რომელთა შორის სამი საფრანგეთის წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მათგანში ქართველი მორაგბეებიც თამაშობენ.

5. “რასინგ 92” (საფრანგეთი)
ქართველი: დავით ხინჩაგიშვილი

5

4. “კლერმონი” (საფრანგეთი)
ქართველები: დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი

4

3. “უოსპსი” (ინგლისი)

3

2. “ტულონი” (საფრანგეთი)
ქართველები: მამუკა გორგოძე, კოტე მიქაუტაძე, ლევან ჩილაჩავა

111111

1. “სარასენსი” (ინგლისი)

1

ზურაბ ჟვანიამ “ბენეტონ ტრევიზოსთან” ლელო დადო (ვიდეო)

19 დეკემბერს, “სტად ფრანსემ” საკუთარ მოედანზე “ბენეტონ ტრევიზო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 40:14 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობაში მე-40 წუთზე გამოჩნდა ზურაბ ჟვანია. ქართველმა მორაგბემ 61-ე წუთზე ბრწყინვალე ლელოს დადება მოახერხა.

გიორგი ნიჟარაძემ და ირაკლი აბუსერიძემ საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურები მოხსნეს

ირაკლი აბუსერიძის განცხადება სრკ-საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნის შესახებ

ირაკლი აბუსერიძე: „საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩენებზე მივიღე გადაწყვეტილება მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციასა და დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ.“

გიორგი ნიჟარაძის განცხადება სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნის შესახებ

გიორგი ნიჟარაძე: „გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას.

ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიამრთება.“

ბექჰემი: “ფეხბურთზე მეტად რაგბის ყურება მომწონს”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი აცხადებს, რომ მას ფეხბურთზე მეტად რაგბის ყურება მოსწონს.

“რაგბი ძალიან მიყვარს. ფეხბურთის ყურებაზე მეტად, “ტვიკენჰემზე” რაგბის ყურება უფრო მსიამოვნებს”, – ციტირებს 40 წლის ინგლისელის სიტყვებს Goal.Com-ი.

შეგახსენებთ, რომ რაგბის 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი სწორედ დევიდ ბექჰემის სამშობლოში ჩატარდა.

მამუკა გორგოძის შეძენა “რასინგ 92”-ს სურს

ფრანგული RMC SPORT-ის ცნობით, დიდი შანსია, მომდევნო სეზონიდან მამუკა გორგოძე Top 14-ის მიმდინარე გათამაშების ლიდერ “რასინგ 92”-ში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ გორგოძე პარიზულ კლუბში გადავა, მაშინ ის სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

როგორც ცნობილია, “რასინგ 92”-ის პრეზიდენტს ვარსკვლავური გუნდის ჩამოყალიბება სურს, რომლის ერთ-ერთი წევრიც სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი იქნება. სათამაშო დროის ნაკლებობის გამო, გორგოძეს “ტულონის” დატოვება გასული სეზონის შემდეგაც სურდა.

შეგახსენებთ, რომ “რასინგ 92”-ში თამაშობს 33 წლის ქართველი დავით ხინჩაგიშვილი და ასევე, დენ კარტერი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეა.

ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე მსოფლიოში

სპორტულმა პორტალმა Pundit Arena-მ მსოფლიოს ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე დაასახელა, რომელთა შორის პირველ ადგილს ზელანდიელი დენ კარტერი იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ხუთეულში გორგოძის, მიქაუტაძისა და ჩილაჩავას სამი თანაგუნდელი მოხვდა.

1. დენ კარტერი – 1 400 000 ფუნტ სტერლინგი
ნაკრები: ახალი ზელანდია
კლუბი: “რასინგ მეტრო 92”

1

2. მეტ ჟიტო – 900 000 ფუნტ სტერლინგი
ნაკრები: ავსტრალია
კლუბი: “ტულონი”

2

3. ლი ჰალფპენი – 600 000 ფუნტ სტერლინგი
ნაკრები: უელსი
კლუბი: “ტულონი”

3

4. ჯონი სექსტონი – 500 000 ფუნტ სტერლინგი
ნაკრები: ირლანდია
კლუბი: “ლენსტერი”

4

5. ბრაიან ჰაბანა – 474 600 ფუნტ სტერლინგიი
ნაკრები: სამხრეთ აფრიკა
კლუბი: “ტულონი”

5