ჯონა ლომუ გარდაიცვალა

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ჯონა ლომუ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლომუს, რომელმაც ზელანდიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 73 მატჩში 43 ლელოს გატანა მოახერხა, თირკმელზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა, სწორედ ამის გამო მან კარიერა ნაადრევად დაასრულა.

ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ლომუს გარდაცვალება ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან ის ინგლისიდან სამშაბათს დაბრუნდა.

აგვისტოში, Daily Mail-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, ლომუმ თქვა, რომ მისი მიზანი 55 წლამდე მიღწევა იყო: “ამ დროს ჩემი შვილები 21 წლის იქნებიან. თუ ამ ასაკში ჩემი ისინი ჯანმრთელად იქნებიან, მაშინ ნორმალურად იცხოვრებენ,”

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, ლომუ ინგლისში, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას მაინც მუშაობდა.

მამუკაშვილი: “გლაზგო უორიორზი” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე შალვა მამუკაშვილი ამიერიდან შოტლანდიური “გლაზგო უორიორზის” ღირსებას დაიცავს.

გლაზგოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ქართველი კვაჭმა კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

“ვფიქრობ, “გლაზგო უორიორზი” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან თამაშმა დიდი გამოცდილება შემძინა, რომელიც ახალ გუნდში დამეხმარება. გლაზგოში ათი დღის წინ ჩამოვედი და ყველა თანაგუნდელი კარგად შემხვდა”, – უთხრა მამუკაშვილმა glasgowwarriors.org-ს.

მარტივად ახსნილი რაგბი

რაგბის ისტორიაში ყველა სანახაობრივი მსოფლიო თასი დასრულდა. როგორც ‘მსოფლიო რაგბის’ მესვეურები სტატისკიკაზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რაგბის მიმართ გლობალურმა ინტერესმა იმატა. ინსტერესის ზრდა რაგბის მიმართ საქართველოშიც იგრძნობა და ხელშესახებია, რაც თავისმხრივ 2015 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების კარგმა თამაშმა და დასახული მიზნის მიღწევამ, ჯგუფში ორი თამაშის მოგებით, შემდეგ მსოფლიო თასზე ავტომატურად გასვლამ, გამოიწვია.

ინტერესისა და ქომაგთა რიცხვის ზრდა ძალიან კარგია, მაგრამ არაა გასაკვირი, რომ რაგბზე ახლახან შეყვარებული და რაგბით ახლახან ‘მოწამლული’ ადამიანებმა შესაძლოა რაგბის ყველა წესი არ იცოდეს, არადა როდესაც წესები კარგად თუ იცი, რაგბი კიდევ უფრო საინტერესო საყურებელია.

იმისათვის, რომ წესები შედარებით ადვილი გასაგები ყოფილიყო ფართო მასებისთვის, ჰოლანდიურმა კომპანიამ ‘რეტერამ’ (Retera Studios), რომლის ხელმძღვანელიც რაგბის ენთუზიასტი ყოფილა, გადაწყვიტა ანიმაციის სახით მარტივად აეხსნა რაგბის წესები. კომპანიამ ეს ანიმაცია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულადაც დაამზადა და რაგბის პოპულარიზაციის მიზნით გაავრცელა.

Rugby.GE

მამუკა გორგოძე მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის 20 საუკეთესო მორაგბეს შორის

სპორტულმა პორტალმა Bleacher Report რაგბის 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 20 საუკეთესო მორაგბე დაასახელა, რომელთა შორის “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი მამუკა გორგოძე მოხვდა.

აღსანიშნავია Bleacher Report-ი პირველი პორტალი არ არის, რომელმაც “გორგოძილა” საუკეთესოებს შორის დაასახელა. ქართველი მორაგბე მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოცნების გუნდში შეიყვანა.

20. ებენ ეტზებეტი (სამხრეთ აფრიკა)
19. მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია)
18. გარეტ დევისი (უელსი)
17. აიუმუ გორუმარუ (იაპონია)
16. ბენ სმიტი (ახალი ზელანდია)
15. სკოტ სიო (ავსტრალია)
14. ალუნ ვინ ჯოუნსი (უელსი)
13. ვან დერ მერვი (კანადა)
12. აარონს სმიტი (ახალი ზელანდია)
11. ლეონ ნაკარავა (ფიჯი)
10. ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია)
9. რიჩი მაქკოუ (ახალი ზელანდია)
8. მამუკა გორგოძე (საქართველო)
7. ჟულიან სავეა (ახალი ზელანდია)
6. დენ ბიგარი (უელსი)
5. სანტიაგო კორდერო (არგენტინა)
4. მაა ნონუ (ახალი ზელანდია)
3. ნეჰე მილნერ-სკუდერი (ახალი ზელანდია)
2. დენ კარტერი (ახალი ზელანდია)
1. დევიდ პოკოკი (ავსტრალია)

მამუკა გორგოძე მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

სპორტულმა ვებ-გვერდმა Punditarena.com-მა რაგბის 2015 წლის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოებს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე მოხვდა.

15 – აიუმუ გოგომარუ (იაპონია)

15

14 – ნეჰე მილნერ-სკუდერი (ახალი ზელანდია)

14

13 – მარკ ბენეტი (შოტლანდია)

13

12 – მეტ ჟიტო (ავსტრალია)

Wallabies player Matt Giteau look on during the Rugby Championship test match between the Australian Wallabies and South African Springboks at Suncorp Stadium in Brisbane Saturday, July 18, 2015. (AAP Image/Dave Hunt) NO ARCHIVING, EDITORIAL USE ONLY
Wallabies player Matt Giteau look on during the Rugby Championship test match between the Australian Wallabies and South African Springboks at Suncorp Stadium in Brisbane Saturday, July 18, 2015. (AAP Image/Dave Hunt) NO ARCHIVING, EDITORIAL USE ONLY

11 – ჟულიან სავეა (ახალი ზელანდია)

11

10 – დენ ბიგარი (უელსი)

10

9 – აარონ სმიტი (ახალი ზელანდია)

9

1 – მარკოს აიერზა (არგენტინა)

8

2 – დეინ კოულსი (ახალი ზელანდია)

7

3 – სეკოპე კეპუ (ავსტრალია)

6

4 – ლოდ დე იაგერი (სამხრეთ აფრიკა)

Rugby World Cup - Japan v South Africa

5 – ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია)

Brodie Retallick has signed up to play for the Waikato Chiefs at least until the end of the 2019 sea

6 – ფრენსოის ლოვი (სამხრეთ აფრიკა)

3

7 – მამუკა გორგოძე (საქართველო)

2

8 – დევიდ პოკოკი (ავსტრლია)

1

სონი ბილ უილიანსმა მოედანზე შეჭრილ პატარა გულშემატკივარს მედალი აჩუქა (ვიდეო)

როგორც იცით, 31 ოქტომბერს, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, ახალმა ზელანდიამ ავსტრალია ანგარიშით 34:17 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, როცა ზელანდიელები გამარჯვებას ზეიმობდნენ, მოედანზე პატარა გულშემატკივარი შეიჭრა, რომელსაც სონი ბილ უილიამსმა თავისი მედალი აჩუქა.

You will not believe what happens when SBW does something incredible at the end of this clip!!Thanks to our Brazilian friends at ALMA RUGBY for this amazing footage.Sonny Bill Williams All Blacks #LiamMessam Chiefs Rugby

Posted by The Crowd Goes Wild on Saturday, 31 October 2015

საქართველოს ეროვნული ნაკრები ექვს ერში (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა საინტერესო ვიდეო, რომელიც საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს ეხება. ვიდეოს სათაური ასეთია: “საქართველს ნაკრები ექვს ერში.”

“ბატონებო და ქალბატონებო, გახლავართ ცირკში” (ვიდეო)

17 ოქტომბერს, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი ზელანდიის ნაკრებმა საფრანგეთი ანგარიშით 62:13 დაამარცხა.

ზელანდიელთა ერთ-ერთი ლელოს შემდეგ ქართვლ კომენტატორს ასეთი რეაქცია ჰქონდა:

მამუკა გორგოძე: “ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ “ტულონმა” წარმატებას მიაღწიოს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე თავის კლუბში, “ტულონში” დაბრუნდა და განაცხადა, რომ ის გუნდის წარამტებისათვის ყველაფერს გააკეთებს.

“გასულ სეზონში ტრავმა ხშირად მაწუხებდა. რაც მსურდა, ყველაფერი არ გამომდიოდა. მე გულუხვი ვარ და კლუბის წარმატებისათვის ყველაფერს გავაკეთებ. “ტულონში” ბევრი ვარსკვლავი თამაშობს, ისინიც ადამიანები არიან და მათ დასვენება სჭირდებათ. ვფიქრობ, ამ მორაგბეებთან ყოფნით დიდი პროგრესი განვიცადე”, – ციტირებს “გორგოძილას” სიტყვებს blog-rct.com.

ბორჯღალოსნები სიმბოლურ ნაკრებებში

მეთხედფინალებამდე სულ რაღაც ორი დღე რჩება და ინტერესებიც თუ ვინ მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს სულ უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპი ‘ბობოლებმა’ დასძლიეს, რაგბის სტაჟიანი ქომაგისთვისაც ალბათ ძნელი იქნება იმის პროგნოზირება თუ ვინ აწევს 31 ოქტომბერს რაგბის სამყაროში ყველაზე სანატრელ ჯილდოს, ვებ ელისის თასს.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ კი, სპეციალისტი ერთმხად აღნიშნავს, რომ წლევანდელი ტურნირი უდაოდ გამორჩეული იყო ბევრი ფაქტორით, მაგრამ განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნება, რომ ეს გათამაშება აღმოჩენა იყო ე.წ. მეორე დონის ქვეყნების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული თამაშით. ყველა სტატია, სიუჟეტი თუ ბლოგი იმაზე საუბრით იწყება თუ რაოდენ საოცრად ითამაშა იაპონიის ნაკრებმა, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ უიღბლონი არიან, რადგან მსოფლიო თასის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ სამი თამაშის მოგების მიუხედავად გუნდი მეოთხედფინალში ვერ გავიდა.

იაპონიის ასეთმა თამაშმა სრულებითაც არ დაჩრდილა ბორჯღალოსნების ბრწყინვალე გამოსვლა მსოფლიო თასზე. პირველი სენსაცია სწორედ ზღვის არწივების დამარცხება იყო, რადგან ტონგას ტურნირის დაწყებამდე მეოთხედფინალში გასვლა ჰქონდა დასახული მიზნად. ჩვენი მიზანი კი რაც იყო ყველამ კარგად იცის – ჯგუფში ორი მატჩის მოგება და ამით 2019 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლების ავტომატურად მიღება. საუბრობენ არგენტნასთან ბრწყინვალე პირველ ტაიმზე; ოლ ბლექსთან დასამახსოვრებლად საუცხოო თამაშზე.

საბოლოო ჯამში, ყველა სპეციალისტი იმაზე თანხმდება, რომ დროა მეორე დონის ქვეყნებთან ბევრად ხშირად ითამაშონ ‘ბობოლებბა’.

ჩვენებურები სიმბოლურებში

ბევრმა ბრიტანულმა და მსოფლიო ინტერნეტ თუ ბეჭდურმა გამოცემამ სიმბოლური ნაკრებების დასახელებით ჯგუფური ეტაპი შეაჯამა. გასაკვირი არაა, რომ თითქმის ყველა ‘ფორმაციის’ ნაკრებში უცვლელად ‘ქეფთან ფანტასტიკად’ წოდებული მამუკა გორგოძე მოხვდა.

ყველაზე ავტორიტეტულმა ინგლისურმა გამოცემა ‘თაიმსმა’ თავის სარაგბო კორესპონდენტებს სთხოვა სიმბოლურების დასახელება, მათგან ოთხმა შემდეგი 15-ეულები დაასახელეს სადაც მამუკა გორგოძის გარდა დავით ზირაქაშვილი შეიყვანეს:

ოუენ სლოთი (წამყვანი სარაგბო მიმომხილველი)

15. აიუმუ გორომარუ (იაპონია), 14. ტელუსა ვეიანუ (ტონგა), 13. ლევანი მბოტია (ფიჯი), 12. მეთ გიტო (ავსტრალია), 11. დი’თი’ეიჩ ფან დერ მერვე (კანადა), 10. ბერნარდ ფოლი (ავსტრალია), 9. ფუმიაკი ტანაკა (იაპონია)

1. სქოთ სიო (ავსტრალია), 2. აგუსტინ კრევი (არგენტინა), 3. მიხაი ლაზერ (რუმინეთი), 4. ლეონე ნაკარავა (ფიჯი), 5. იენ ჰენდერსონ (ირლანდია), 6. მამუკა გორგოძე, 7. ჯოშ ჰარდი (შოტლანდია), 8. დევიდ პოქოქ (ავსტრალია)

პოლ ექფორდი, თაიმსის სარაგბო მიმომხილველი, ინგლისისა ნაკრებისა და ბრიტანელი ლომების ყოფილი მეორე ხაზელი

15. ბენ სმით (ზელანდია), 14. ნეჰე მილნერ-სქადერ (ზელანდია), 13. ჯესი კრილ (აფრიკა), 12. რობი ჰენშოუ (ირლანდია), 11. დი’თი’ეიჩ ფან დერ მერვე (კანადა),10. ბერნარდ ფოლი (ავსტრალია), 9. არონ სმით (ზელანდია)

1. სქოთ სიო (ავსტრალია), 2. სთივენ მორ (ავსტრალია), 3. სეკოპე კეპუ (ავსტრალია), 4. იბენ ეცებეთ (აფრიკა), 5. ალუნ-ვინ ჯოუნზ (უელსი), 6. მამუკა გორგოძე, 7. შონ ო’ბრაიენ (ირლანდია), 8. დევიდ პოქოქ (ავსტრალია)

ალექს ლოუ, თაიმსის სარაგბო მიმომხილველი

15. აიუმუ გორომარუ (იაპონია), 14. ენთონი ვოთსონ (ინგლისი), 13. რობი ჰენშოუ (ირლანდია), 12. მეთ გიტო (ავსტრალია), 11. დი’თი’ეიჩ ფან დერ მერვე (კანადა),10. ბერნარდ ფოლი (ავსტრალია), 9. არონ სმითი (ზელანდია)

1. სქოთ სიო (ავსტრალია), 2. აგუსტინ კრევი (არგენტინა), 3. სეკოპე კეპუ (ავსტრალია), 4. ქეინ დაგლას (ავსტრალია), 5. იენ ჰენდერსონ (ირლანდია), 6. მაიქლ ლიჩ (იაპონია), 7. დევიდ პოქოქ (ავსტრალია), 8. მამუკა გორგოძე

ჯონ ვესთერბი, თაიმსის სარაგბო მიმომხილველი

15. რობ ქარნი (ირლანდია), 14. დი’თი’ეიჩ ვან დერ მერვე (კანადა), 13. ვერენიკი ნგონევა (ფიჯი), 12. მეთ გიტო (ავსტრალია), 11. ხუან იმოფ (არგენტინა), 10. ბერნარდ ფოლი (ავსტრალია), 9. გრეიგ ლეიდლოუ (შოტლანდია)

1. ედი ბენ არუ (საფრანგეთი), 2. სთივენ მორ (ავსტრალია), 3. დავით ზირაქაშვილ, 4. იენ ჰენდერსონ (ირლანდია), 5. ლეონე ნაკარავა (ფიჯი), 6. მაიქლ ლიჩ (იაპონია), 7. სემ ვორბერთონ (უელსი), 8. დევიდ პოქოქ (ავსტრალია)

რიქ ბროუდენთი, თაიმსის სარაგბო მიმომხილველი

15. ვილი ლე’რუ (აფრიკა), 14. ნეჰე მილნერ-სქადერ (ზელანდია), 13. ჯესი კრილ (აფრიკა), 12. მეთ გიტო (ავსტრალია),11. დი’თი’ეიჩ ფან დერ მერვე (კანადა), 10. დენ ბიგარ (უელსი), 9. ფუმიაკი ტანაკა (იაპონია)

1. ქიენ ჰილი (ირლანდია), 2. აგუსტინ კრევი (არგენტინა), 3. სეკოპე კეპუ (ავსტრალია), 4. იენ ჰენდერსონ (ირლანდია), 5. ლეონე ნაკარავა (ფიჯი), 6. ჟაკ ბერგერ (ნამიბია), 7. მაიქლ ჰუპერ (ავსტრალია), 8. მამუკა გორგოძე

ცნობილ სარაგბო ჟურნალ ‘რაგბი ველდ მეგეზინის’ (Rugby World Magazine) ონლაინ გამოცემამ თავის 15-ეულში მამუკა გორგოძე 7 ნომერზე დააყენა და აღნიშნა:

‘ვეილს ონლაინმა’ (Wales Online) კი მამუკა 6 ნომერზე დაასახელა. კანადურმა ონლაინ ჟურნალმა ‘ლასთ ვერდ ონ სპორთმა’ (Lastwordonsports.com) კი ჯგუფური ეტაპის 5 საუკეთესო მორაგბე დაასახელა, რომელთა შორის პირველ ადგილზე კვლავ მამუკა გორგოძე დაასახელა.

Rugby.GE

მამუკა გორგოძე – მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშე

კანადურმა სპორტულმა ვებ-გვერდმა lastwordonsports.com-მა რაგბის 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ხუთი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილს “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი მამუკა გორგოძე იკავებს.

აი, რას წერენ გორგოძეზე სტატიაში:

“ზელანდიასთან წაგებულ მატჩში გორგოძე საუკეთესოდ დაასახელეს, მისი რეაქციის შემდეგ კი ის მთელ მსოფლიოს შეუყვარდა. მამუკა მებრძოლი და თავმდაბალია. “მონპელიეში” მას “გორგოძილა”, ხოლო საქართველოში “გულივერი” შეარქვეს.”

გორგოძის გარდა, ხუთეულში მოხვდნენ:

2. ბერნანრდ ფოლი (ავსტრალია)
3. ვან დერ მერვი (კანადა)
4. დენ ბიგარი (უელსი)
5. მაიკლ ლიტჩი (იაპონია)

ლობჟანიძე: “საფრანგეთში თამაში ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა”

საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე ვასილ ლობჟანიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე “ბორჯღალოსანთა” თამაში შეაფასა და თქვა, რომ მილტონ ჰეიგის გაწვრთინლმა გუნდმა მიზანს მიაღწია.

“მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ ყოფნა ჩემი მიზანი არ ყოფილა. მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მიზანს მივაღწიეთ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ ტურნირზე ვითამაშებდი,” ციტირებს 18 წლის გამთამაშებლის სიტყვებს ESPN.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლობჟანიძეს ინგლისის, უელსის, ირლანდიისა და საფრანგეთის კლუბები იწვევენ.

“ამ ქვეყნებს უმაღლესი დონის ჩემპიონატები აქვთ. ალბათ, საფრანგეთში თამაში ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, რადგან იქ ბევრი ქართველი ასპარეზობს. თუმცა, შემოთავაზებებს ნებისმიერი კლუბიდან განვიხილავ“, – თქვა ლობჟანიძემ.