მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ფიზმომზადების მისიის შესრულება დაიწყო
თარგმანი
წყარო: http://tier2rugby.blogspot.com/
სტატიის ბმული: http://tier2rugby.blogspot.com/2015/07/georgia-embark-on-urgent-fitness.html
მიუხედავად იმისა, რომ ბორჯღალოსანთა რიგებში ბევრი პოზიტიური სიახლეა და უამრავი მათგანი ფრანგულ გუნდებში თამაშობს, არსებობს უარყოფითი მხარეც, რაც რამდენიმე კლუბის დაბალი დონის ფიზიკურ მომზადებაში გამოიხატება.
4 წლის განმავლობაში, ხანგრძლივი პერიოდით მხოლოდ ერთხელ შეკრებილი გუნდის წინსვლისათვის, მთავარ აქცენტად მილტონ ჰეიგი ფიზ. მომზადების გაუმჯობესებას მიიჩნევს.
არსებობს უამრავი დადებითი მხარე იმისა, რომ ქართველ მორაგბეთა უმრავლესობა საფრანგეთში აგრძელებს კარიერას. ამით პირველ რიგში მოთამაშეები აღიარებას, ფინანსურ მხარდაჭერასა და ელიტური დონის სარაგბო გამოცდილებას იღებენ.
თუმცა ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. მორაგბეთა დასვენება მომზადების ერთ-ერთი მხარეა, რომელსაც საქართველოს ნაკრები აქტიურად იყენებს. ბორჯღალოსანთა მთავარმა მოთამაშეებმა ივნისში გამართული ნაკლებად მნიშნელოვანი ტურნირის დროსაც დაისვენეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დროსაც, გარანტირებული მოგების იმედით, ასევე არ ათამაშეს გამოცდილი მორაგბეები, რათა მათი ძალები უფრო მნიშნელოვანი მატჩებისთვის და ტურნირისთვის შემოენახათ.
არსებობს საკითხები, რომლებიც ბოლო პერიოდში საკმაოდ წინ წავიდა. კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ ფრანგული ფიზ. მომზადება საკმაოდ ფართო ფენებში ისე განიხილება, როგორც არასაკმარისად მაღალი დონის სარაგბო მზადება.
ეჭვგარეშეა, რომ დადებითი მხარეები ამ მინუსებს თავისკენ გადაწონიან, მაგრამ ის პრობლემა, რომელსაც მილტონ ჰეიგი რაზმის შეკრების ყოველ ჯერზე ეჯახება, კვლავ გადაუწყვეტავია.
ზოგადი კონსესუსი კი იმაში მდგომარეობს, რომ საფრანგეთში ფიზიკური მომზადება მხოლოდ კონტაქტურ ვარჯიშზეა ორიენტირებული და ფინტესი ძალიან დაბალ საფეხურზე დგას. სწორედ ეს უკანასკნელი საკითხი ხშირად ყოფილა მწვავე დისკუსიის საგანი და ფრანგული მომზადება სამოყვარულო დონეზეც კი შეუფასებიათ.
ჯიმ ჰამილტონი საფრანგეთის კლუბების ფიზ. მომზადებას როგორც „დიდი ხნის წინანდელ ამბავს“, ისე აფასებს და ამ აზრს ბევრი სხვა მორაგბეც იზიარებს.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, განზოგადებულია და სხვადასხვა გუნდში განსხვავებული მიდგომაა ამ საკითხის მიმართ – მათ შორის ტულონი და კლერმონი ფიზ. მომზადების თვალსაზრისით ორ საკმაოდ ძლიერ გუნდად განიხილება. ეს ფაქტი წლების განმავლობაში იმ მოთამაშეებისგან მიღებული ცნობებით მყარდებოდა, რომლებსაც საფრანგეთში უთამაშიათ.
გევინ მორტიმერმა – ფრანგულ რაგბზე მომუშავე ჟურნალისტმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ფრანგული დამოკიდებულება ფიტნეს მზადების მიმართ მისაბაძი მართლაც არ არის >>>> წყარო
მცირე ჩამონათვალს არ წარმოადგენს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ჯიმ ჰამილტონის აზრს იზიარებენ: წყარო
დანიელ ლეო საუბრობს ამავე პრობლემაზე : წყარო
რამდენიმე წლის წინ ბენ კოენმაც შეაფასა ბრივის მეთოდი, როგორც „უპასუხისმგებლო“ და “დაძველებული“ სტრატეგია: წყარო
უელსის დაცვის მწვრთნელმა შონ ედვარდმაც გამოთქვა უკმაყოფილება საფრანგეთიდან დაბრუნებული მოთამაშეების ფიზ. მომზადებაზე: წყარო
გრენობლის მწვრთნელი ბერნარ ჯეკმენი იმაზე საუბარში, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ კლუბში ფიზიკურ მზადებას აღნიშნავს, რომ საფრანგეთში ეს საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას: წყარო
ჯეიმს ჰესკელმაც ისაუბრა იმავე დეტალებზე, რაც საფრანგეთის კლუბებს აკლია: წყარო
ამჟამად ქართველთა 41 კაციან რაზმში არსებული მორაგბეები 18 სხვადასხვა ფრანგულ კლუბებში თამაშობენ. ეს იმაზე დიდი რაოდენობაა, ვიდრე მსოფლიო თასში მონაწილე რომელიმე გუნდისა. ასე, რომ ეს ფაქტორი მინიმუმ გარკვეულ მოთამაშეებზე მაინც იქონიებს გავლენას.
ირლანდიისა და ბორჯღალოსნების ფიზიკური მზადების დონეებს შორის დიდი უფსკრულია, რაზეც თავად ჰეიგმაც ისაუბრა
ჩვეულებრივ ქართველები საფრანგეთის კლუბებში სათამაშოდ ყოველთვის კარგად მომზადებულები არიან, თუმცა ისინი ვერ აღწევენ საერთაშორისო რაგბის დონეს. როდესაც ნოემბერში ბორჯღალოსნები ირლანდიას ეთამაშნენ, ისინი ხვდებოდნენ ქვეყანას, რომელსაც სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს მზადების მიმართ და მოთამაშეებს საერთაშორისო ასპარეზისათვის ამზადებენ. მთავარ მორაგბეებს კი საშინაო ლიგებში მუდმივად ასვენებენ (ამაშიც არის გარკვეულწილად უარყოფითი მხარეები, თუმცა ეს სხვა დისკუსიას წარმოშობს).
მომზადების თვალსაზრისით გუნდებს შორის უდიდესი უფსკრულია. საერთაშორისო ფანჯარამდე ირლანდიელებს რამდენიმე კვირიანი შეკრება ჰქონდათ, რომელსაც ისინი ფიზიკური მზადებისთვის იყენებდნენ.
ქართველებმა კი პირველ თამაშამდე მხოლოდ რამდენიმე დღიანი შეკრება გაიარეს. ნაკრების ძირითად მოთამაშეებს გავლილი ჰქონდათ დაბალხარისხიანი ფიზ.მომზადების პროგრამა საფრანგეთში, რასაც ემატებოდა საფრანგეთის ჩემპიონატის ყოველკვირეული თამაშების უმოწყალო ფიზიკური დატვირთვა და არავის უზრუნია იმაზე, რომ ნოემბრის ტესტებისთვის ამ სპორტსმენებს დაესვენათ და საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ყოფილიყვნენ.
გასაკვირი არ არის, რომ მატჩის პირველი ნახევარი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი იყო, ვიდრე მეორე. სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ ბოლო 30 წუთის განმავლობაში ქართველები 13-14 კაცით თამაშობდნენ. ეს მოხდა დაახლოებით 50-ე წუთზე, როდესაც მილტონ ჰეიგმა ყველა შეცვლა ერთბაშად შეიყვანა მოედანზე – ალბათ გრძნობდა, რომ სასტარტო თხუთმეტეულის ფიზიკური კონდიციები ვერ შეედრებოდა მეტოქისას. მწვრთნელის ჩანაფიქრი მალევე ჩაიშალა: ჯერ ერთი მოთამაშე გასინბინდა, ორიოდ წუთში კი მეორემ ისეთი ტრავმა მიიღო, რომ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. გადაღლილი გუნდი, რომელსაც თითქმის 10 წუთის განმავლობაში ორი კაცი აკლდა, ვეღარაფერს გახდებოდა.
მონაცემები გვიჩვენებს, რომ ქართველთა სამწვრთნელო შტაბი მაქსიმუმს აკეთებს გუნდის ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
ცოტა ხნის წინ თბილისის თასზე, გარდა იმისა, რომ შედეგი სხვა ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე აისახა, ჰეიგმა აღნიშნა, რომ ოპონენტების ფიზიკური დონე ბევრად აღემატებოდა ჩვენსას, განსაკუთრებით კი ირლანდიელების მზადებას გაუსვა ხაზი.
მოქნილი ფიზ. მომზადების სისტემა სწორედ ის არის, რასაც ქართველთა სამწვრთნელო შტაბმა უნდა მოკიდოს ხელი და მაქსიმუმი გააკეთოს ამ კუთხით.
ერთ გუნდად ყოფნის მოკლე პერიოდებში ჰეიგს და მის მენეჯმენტს დიდი შანსი არ ჰქონდათ იმისა, რომ ყველაფრისთვის ერთნაირად კარგად გაერთვათ თავი. თუმცა ამჟამინდელი წინასამსოფლიო პერიოდი სწორედ ასეთი იშვიათი შემთხვევაა, როცა გუნდი ერთ რაზმად 2 თვით იკრიბება და დროც დიდი აქვთ იქამდე, სანამ ფოკუსი თამაშის სტრატეგიისკენ გადაინაცვლებს.
ქელვინ მორისი – საქართველოს ფიზ.მომზადების (მაწრთობი) მწვრთნელი და ადამიანი შთამბეჭდავი პროფესიული წარსულით, რომელმაც ინგლისის ნაკრები სამი მსოფლიო თასისთვის მოამზადა
ბორჯღალოსნების წინა სატურნირო სამზადისიდან ჩანს, რომ ფიტნესი ამ მზადების მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამისთვის მათ ფიზ. მომზადების მწვრთნელი ქელვინ მორისიაიყვანეს, რომლის პროფესიული წარსულიც საკმაოდ შთამბეჭდავია >> წყარო
2002-2012 წლებში ის ინგლისის ფიზ.მომზადებას ემსახურებოდა და ამ პერიოდში 2003 წლის მსოფლიო თასის მოგება სწორედ ინგლისმა მოახერხა. ასევე დიდია მისი როლი ცნობილი ინგლისელი ათლეტების წარმატებებშიც – მათ შორის არის ისეთი სპორტის სახეობები, როგორებიცაა კალათბურთი, ველოსპორტი და ინგლისის სპორტის ინსტიტუტი.
ბორჯღალოსნების მსუბუქი მზადების პერიოდისა და გრძელვადიანი სესიის დასრულების შემდეგ, ქართველთა რაზმი 3 კვირით პოლონეთში მიემგზავრება, სადაც კრიოთერაპიას გაივლიან და ძალებს უფრო ძლიერი დატვირთვისთვის აღიდგენენ. მეთოდს, რომელიც საკმაოდ ცნობილი და აღიარებულია, ბოლო წლების განლავლობაში უელსის ნაკრები ხშირად იყენებს>>> წყარო
მეთოდი გამოიყენება საკონტროლო მატჩებამდე და უშუალოდ თამაშის სტრატეგიაზე ორიენტირებამდე. ასეთი ტიპის მზადება ასევე კარგად გამოყენებადია პირველი დონის სარაგბო ნაკრებებში, თუმცა კრიოთერაპიას თითქმის არავინ იყენებს ისეთი დონის გუნდებში, როგორიც საქართველოა.
ფიტნესი ამჯერად ქართველების ერთ-ერთი პრიორიტეტია და საინტერესოა, როგორ წარმართავს მსგავსი მეთოდი მათ თამაშს და როგორ აისახება ის მათ მომზადებაზე.
Rugby.GE