უქმეებზე გული გვატკინეს ოლიმპიური რაგბის ნაკრებებმა: შვიდკაცა ლიონშიც ფიალას დაჯერდა, შვიდქალამ კი კაუნასში დაასრულა რიოს ოლიმპიადაზე მოსახვედრად წამოწყებული ლაშქრობა.
შაბათს, “თბილისის თასის” პირველ დღეს, როცა საშვიდკაცოდ ცოტა ვინმეს თუ ეცალა, საფრანგეთშიცა და ლიტვაშიც უიმედოდ წავაგეთ სამ-სამი თამაში, პულთა ფსკერზე დავიძირეთ და კვირას ფიალების ასაღებადღა გავაგრძელეთ შეჯიბრი.
ჩვენებრ სუსტების კომპანიაში ვაჟებმა მოსკოვსავით ივარგეს, ორივე თამაში მოიგეს და ისევ IX ადგილი დაიკავეს, ქალებმა კი ბოლო მატჩშიღა რომ ძლიეს ლიტვა, თუმც ოლიმპიადის შერჩევიდან გამოვარდნენ, საგაისოდ “ბ” (მესამე) ევროპულ დონეზე დაქვეითებას კი გადაურჩნენ. არადა, ქართველმა მანდილოსნებმა შარშან მეოთხე ადგილი დაიკავეს ამავე ჯგუფში და თუ პოზიციას შეინარჩუნებდნენ, შუა ივლისში, ლისაბონში ელოდათ შემდეგი შესარჩევი ეტაპი – რეგიონული რეპეშაჟი.
7-კაცა
II ეტაპი |
ლიონი (სფრ) @ საქართველოს დროით * ფრე, ^ პირისპირ მოგებით |
საქართველო – |
13/06 | 13.06 | პორტუგალია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
15.00 | საფრანგეთი | 5:38 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
18.00 | იტალია | 0:19 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
14/06 | 13.50 | რუმინეთი (1/2ფ) | 12:7 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ფიალა | 17.02 | ლიტვა (ფ) | 20:17 |
კიბე: 1 საფრანგეთი (თასი), 2 ესპანეთი, 3 ბელგია, 4 გერმანია – 5 ინგლისი (სინი), 6 რუსეთი, 7 პორტუგალია, 8 იტალია – 9 საქართველო (ფიალა), 10 ლიტვა, 11 უელსი, 12 რუმინეთი
7-ქალა
“ა” ჯგუფი = მეორე დონე |
კაუნასი (ლიტ) @ საქართველოს დროით * ფრე, ^ პირისპირ მოგებით |
საქართველო – |
13/06 | 12.50 | შვეიცარია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
15.50 | ნორვეგია | 12:14 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
18.50 | რუმინეთი | 0:21 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
14/06 | 12.50 | უნგრეთი (1/2ფ) | 0:10 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
XI | 15.40 | ლიტვა (ფ) | 24:5 |
კიბე: 1 ბელგია (თასი), 2 ფინეთი, 3 შვედეთი, 4 რუმინეთი (გავიდნენ რეგიონულ რეპეშაჟში) – 5 პოლონეთი (სინი), 6 შვეიცარია, 7 ჩეხეთი, 8 ნორვეგია – 9 უნგრეთი (ფიალა), 10 მოლდოვა, 11 საქართველო, 12 ლიტვა (დაქვეითდა “ბ” ჯგუფში = მესამე დონეზე)
ნათლობა გადაიდო
ვაჟთა შტაბმა კიდევ რამდენიმე ახალბედა გამოსცადა. იოსებ კიკვაძემ ლელო სამ მატჩში გაიტანა, ირაკლი სვანიძემ – ორში, ანზორ სიჭინავამ – ერთში. გადაიდო ოქსფორდელი მეთ ჯენის ბორჯღალოსნური ნათლობა – ტფილელი პაპის, ბეცალელ ჯანაშვილის ბადიში “მსოფლიო რაგბმა” სულ ბოლო მომენტში აღარ დაუშვა “ევრო სერიაზე”, რაღაი გაარკვია, რომ ბრიტი მორაგბე ჯერ ვერაა საქართველოს მოქალაქე, რაც ოლიმპიური ქარტიით აუცილებელია.
ლუჟნიკისგან განსხვავებით, ლიონური სთრიმის სურათი ხან ქვავდებოდა, ხან მოზაიკდებოდა და ხანაც ძიგძიგებდა. “რაგბი ევროპის” საითმა არც ჩვენების ნომრები გადაამოწმა, რის გამოც ნეთში გამოქვეყნებულ ოქმებში ლელოთა გამტანები ზოგჯერ არ დაემთხვევა ქვემოთ მოტანილებს. რაც შეეხება ლიტვას, იქ მთლად ჩააფლავეს გაშუქება – ვერც სთრიმი მოაწყვეს და არც ოქმები ატვირთეს.
# | საქართველოს შვიდკაცა ლიონი 2015 (* დაიწყო) |
პორ 5:26 |
სფრ 5:38 |
იტა 0:19 |
რუმ 12:7 |
ლიტ 20:17 |
სულ |
1 |
ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი) |
* |
* |
* |
* |
|
– |
2 |
ბახვა კობახიძე (ბათუმი) |
* |
* |
* |
* გ |
* |
– |
3 |
ანზორ სიჭინავა (აკადემია) |
|
|
|
|
* ლ |
გ |
4 |
ბიძინა სამხარაძე (რუმინეთი) |
* |
* |
* |
* |
* |
– |
5 |
შავლეგ მახარაშვილი (ყოჩები) |
|
* |
* |
|
|
– |
6 |
ირაკლი სვანიძე (ჯიქი) |
* |
ლ |
|
* ლ |
* |
2ლ |
7 |
იოსებ კიკვაძე (აია) |
* ლ |
|
|
* ლ |
* ლ |
3ლ |
8 |
ნიკო აფციაური (ყოჩები) |
* |
* |
* |
* |
* |
– |
9 |
ლუკა იურინი (საფრანგეთი) |
|
|
|
|
|
– |
10 |
ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები) |
|
* |
* |
* |
* ლ |
ლ |
11 |
ირაკლი გეგენავა (ყოჩები) |
* |
* |
* |
|
|
– |
12 |
ლადო მიმინოშვილი (ბათუმი) |
|
|
|
|
ლ |
ლ |
საქართველოს შვიდქალა: 5 ანა პოღოსიანი^კაპ, 7 ანა კვაჭაძე, 8 ქრისტინე გვაზავა, 9 სალომე საღარაძე,10 ნინო ტაბატაძე, 11 ანა ანდღულაძე, 13 სალომე მაკასარაშვილი, 14 ნინო ელოშვილი, 15 ქეთევან მოდებაძე, 17 ბელა გოგსაძე, 19 შორენა გამსახურდია, 20 ნათია ცინცქილაძე
ლისაბონის იმედად
რაკი რიოში “გრან პრიდან” პირდაპირ ვერ გავდივართ და ახლავე ვერც მსოფლიო რეპეშაჟში ვხვდებით, ივლისში ბოლო, ექსეთერის ეტაპსაც ალბათ ისევ რაზმის დასაწურად გამოვიყენებთ, მერე კი, ლისაბონში, რეგიონულ რეპეშაჟში, უკან უნდა მოვიტოვოთ სამი გუნდი, ვინც სერიაში ამჟამად ქულებით გვისწრებს.
ლიონშიც საფრანგეთმა შემართა თასი და დიდი ალბათობით, აღარავის დაუთმობს რიოს საგზურს, ესპანეთმა კი მეორე ადგილიდან ჩამოსვა რუსეთი. აქედან გამომდინარე, თუ ფინიშზე არაფერი შეიცვალა, ლისაბონში ჩვენი კონკურენტები იქნებიან რუსეთი, გერმანია, მასპინძელი პორტუგალია, ბელგია, ლიტვა და ირლანდიაც, ვინაც დამდეგ ვიქენდზე, ზაგრებში (ხორვატია) ნაღდად მოიგებს “ბ” (მეორე) ჯგუფს.
ლისაბონიდან სამი მოწინავე გავა საგაისო, დასკვნით, მსოფლიო, 16-გუნდა რეპეშაჟში, აქედან კი ოლიმპიადაზე მხოლოდ გამარჯვებული მოხვდება.
# | ევროპის გრან პრი 2015 | ჯამი | 1 | 2 | 3 | |||||||||||||||||
1 | რ |
საფრანგეთი |
40 |
20 |
20 |
– | ||||||||||||||||
2 | მ |
ესპანეთი |
34 |
16 |
18 |
– | ||||||||||||||||
3 | + |
რუსეთი |
28 |
18 |
10 |
– | ||||||||||||||||
4 | = |
ინგლისი |
26 |
14 |
12 |
– | ||||||||||||||||
5 | + |
გერმანია |
24 |
10 |
14 |
– | ||||||||||||||||
6 | + |
პორტუგალია |
20 |
12 |
8 |
– | ||||||||||||||||
7 | + |
ბელგია |
19 |
3 |
16 |
– | ||||||||||||||||
8 | = |
უელსი |
10 |
8 |
2 |
– | ||||||||||||||||
9 |
+ |
ლიტვა |
9 | 6 | 3 | |||||||||||||||||
10 | + |
საქართველო |
8 |
4 |
4 |
– | ||||||||||||||||
10 | + |
იტალია |
8 |
2 |
6 |
– | ||||||||||||||||
12 | + # |
რუმინეთი |
2 |
1 |
1 |
– | ||||||||||||||||
|
@
Rugby.GE