რაფინია: “ბარსაში” ბევრი რამ ვისწავლე, თუმცა ცვლილებების დროა!”

რაფინია კატალონიის “ბარსელონამ” მილანის “ინტერში” გაანათხოვრა. ბრაზილიელი იტალიურ გუნდში ნახევრაწლიანი არენდით ითამაშებს. ხოლო, თუ “ინტერის” ბოსებს მისი ყიდვა მოუნდებათ, მათ 35 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

რაფინიამ ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ბედნიერი ვარ, რომ აქ გადმოვედი. ამ გუნდში ბევრი კარგი მოთამაშე ასპარეზობდა და ახლაც ირიცხება. მათთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნებაა. ეს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია. “ბარსაში” 2006 წელს მივედი. მაშინ 13 წლის ვიყავი. არასდროს ვიფიქრებდი, რომ იქ ამდენი სასიამოვნო მომენტი მექნებოდა. იქ თამაშის დროს ფეხბურთის შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე. ავიხდინე ოცნებები, რაც აღალგაზრდობაში მქონდა. ახლა კი ცვლილებების დროა,” – ამბობს რაფინია.

ოფიციალურად: მილანის “ინტერმა” რაფინია ინათხოვრა

მილანის “ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავის, რაფინიას იჯარის წესით აყვანის შესახებ. როგორც ცნობილი ხდება, ესპანელი ფეხბურთელი “ნერაძურის” ღირსებას 2018 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

კატალონიური გრანდის ოფიციალური გვერდის ცნობით, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, იტალიურ კლუბს შესაძლებლობა ექნება, რაფინიას კონტრაქტი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდოს. შესაძლოა, შემდეგში ამ თანხას 3 მილიონი ევროც დაემატოს ბონუსების სახით.

რაფინია “ბარსელონას” აღზრდილია და ის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურს 13 წლის ასაკიდან ატარებს. მთავარ გუნდში მას 79 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ დროში 11 გოლის გატანაც მოასწრო. მას კლუბთან ერთად 9 ტიტული აქვს მოგებული.

რაფინიას მსურველები ინგლისშიც გამოუჩნდნენ

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, რაფინია ძალიან ახლოსაა იანვარში “ბლაუგრანას” დატოვებასთან და მსურველებიც საკმაოდ ჰყავს.

ინგლისურ პრესაში გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, 24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებას იტალიურ “მილანთან” ერთად ლონდონური “არსენალიც” შეეცდება.

ლონდონური კლუბის თავკაცი, არსენ ვენგერი რაფინიას მესუთ იოზილის შემცვლელად მოისაზრებს. “მეტოფეებს”, “როსონერის” მსგავსად ბრაზილიელის არენდის წესით აყვანის ვარიანტიც მოსწონთ.

საგულისხმოა ისიც, რომ რაფინიას ადრეც ჰქონდა “კამპ ნოუს” დატოვების შანსები, მაგრამ ის არჩევანს მუდამ მშობლიურ კლუბში დარჩენაზე აკეთებდა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 სექტემბერი

მიულერს ინგლისური გრანდები უმიზნებენ

ლონდონის “არსენალის”, “ჩელსისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელები უკვე იწყებენ მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელი შემტევის, ტომას მიულერის ტრანსფერზე მუშაობას. ამ ინფორმაციას Sport Bild ადასტურებს.

როგორც იცით, ბოლო დროს მიულერი არც ისე კარგად ასპარეზობს ბავარიელთა რიგებში, რამაც მისი ადგილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ეჭვქვეშ მოაქცია. ეს კი ნამდვილად არ შედის მიულერის ინტერესებში, თანაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ.


“სიტი” სანჩესისთვის მხოლოდ 20 მილიონს იმეტებს

The Sun-ის ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ შეეცდებიან ალექსის სანჩესის ტრანსფერის განხორციელებას.

როგორც იცით, ზაფხულში “ქალაქელები” 60 მილიონ ფუნტს იხდიდნენ ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, მაგრამ ზამთარში ისინი მაქსიმუმ 20 მილიონის გადარიცხვას გეგმავენ “მეთოფეთა” საბანკო ანგარიშზე.


ზამთარში “ბარსელონა” მცველს დაიმატებს

ერნესტო ვალვერდე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის დაცვითი პოტენციალის გაძლიერებას “პალმეირასის” მცველის, იერი მინას დამატების ხარჯზე გეგმავს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერი კატალონიელებს დაახლოებით 9 მილიონი ევრო უნდა დაუჯდეთ.


დე ხეამ რამოსს “რეალის” შესახებ ჰკითხა

დავიდ დე ხეა კარიერის მადრიდის “რეალში” გაგრძელებაზე სერიოზულად დაფიქრდა. Diario Gol-ის ცნობით, “სანტიაგო ბერნაბეუზე” არსებული ატმოსფეროს შესახებ “წითელმა ეშმაკმა” სერხიო რამოსს ჰკითხა.

როგორც იცით, წლებია, რაც ესპანელ მეკარეს სამშობლოში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი ხერხდება.


რაფინია პრემიერ ლიგაში გადავა

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, რაფინია “ბარსელონას” უახლოეს მომავალში დატოვებს.

როგორც იცით, ბრაზილიელ ფეხბურთელს ამჟამად ტრავმა აწუხებს და გუნდის ძირითადში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება. შესაბამისად, პირადად მისი ინტერესებიდან გამომდინარე ის მზადაა იანვარშივე გადავიდეს პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბში.


კლოპმა “ლივერპულის” ხელმძღვანელობას “ბარსელონას” ფეხბურთელის შეძენა სთხოვა

მერსესაიდის “ლივერპულის” თავკაცს, იურგენ კლოპს კატალონიის “ბარსელონას” წევრის, რაფინიას შეძენა სურს. ამის შესახებ Mundo Deportivo წერს.

კლოპმა, მუჰამედ სალაჰის შეძენით, უკვე დაამყარა მერსესაიდელთა სატრანსფერო რეკორდი. ახლა კი გერმანელმა კლუბის სპორტულ დირექტორს, მაიკლ ედვარდსს “ბლაგურნას” ფეხბურთელის შეძენა სთხოვა. ნახსენები ესპანური წყაროს თანახმად, ინგლისელებს ბრაზილელის ყიდვა 30-დან 40 მილიონ ევრომდე ფასში სურთ. იმის ფონზე, რომ შესაძლოა, ნეიმარმა კლუბი დატოვოს, დიდი ალბათობით, რაფინიას ჯერ ვერსად ვერ გაუშვებენ.

ბრაზილიელმა გაუსლ სეზონში “ბარსელონაში” შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. 24 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “არსენალი”, “ტოტენჰემი”, “ინტერი” და “მილანი” იჩენენ.

“ბარსელონამ” რაფინია ინგლისურ კლუბს შესთავაზა

კატალონიური “ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველი, რაფინია, რომელიც კლუბმა ამერიკული ტურის მიღმა დატოვა, შესაძლოა, ლონდონის “არსენალში” გადაბარგდეს.

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, 24 წლის ტრანსფერის თაობაზე ესპანურ და ინგლისურ კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

როგორც ცნობილი ხდება, ესპანელები რაფინიას ტრანსფერში 30 მილიონს ითხოვენ, თუმცა “მეთოფეებთან” მოლაპარაკებები მის განათხოვრებაზეც მიმდინარეობს.

საკუთარ მომავალზე დასმულ კითხვას კი რაფინიამ ასე უპასუხა: “ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჩემი მომავალი ღმერთის ხელშია.”

ნეიმარი “დეპორტივოსთან” თამაშს ვერ შეძლებს

შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგაზე ჩადენილი გმირობის შემდეგ, ნეიმარი “დეპორტივო ლა კორუნასა” და “ბარსელონას” შორის გასამართ მატჩს დიდი ალბათობით გამოტოვებს.

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, ნეიმარმა, მსგავსად რაფინიასი, თამაშამდე ერთი დღით ადრე გამართული ვარჯიში გარკვეული პრობლემების გამო გააცდინა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის “ლურჯ-ბროწეულისფრები” სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფებიან და ერთი ქულით უსწრებენ “რეალს”, რომელსაც მარაგში “ვალენსიასთან” გასამართი მატჩი აქვს.

რაფინია: “მესი რონალდუზე უკეთესია”

შესაძლოა, ლიონელ მესიმ ოქროს ბურთის წლევანდელ გათამაშებაში კრიშტიანუ რონალდუს ვერ აჯობა, მაგრამ არგენტინელის “ბარსელონელი” თანაგუნდელი თვლის, რომ ის მაინც საუკეთესოა.

“ჩემთვის, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.” – განაცხადა 23 წლის რაფინიამ ესპანურ პრეასასთან საუბრისას.

რაფინიამ ლუის ენრიკეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სრულად უჭერს მხარს ესპანელ სპეციალისტს, რომლის გუნდიც მიმდინარე სეზონში არც ისე კარგად გამოიყურება.

“მშვიდად ვართ, სანერვიულო არაფერია, რადგანაც ჩვენ მას სრულებით ვენდობით.” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანა” 3 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერ “რეალს”, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ბარსელონა“ ზამთარში რაფინიას შემცვლელს დაიმატებს

ნახევარმცველ რაფინიას ტრავმის შემდეგ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი მოთამაშის დამატება გადაწყვიტა.

ბრაზილიელა ტრავმა „რომასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მიიღო, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

სამედიცინო შეოწმებამ აჩვენა, რომ ფეხბურთელი მიმდიანრე სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. რაფინიას მარჯვენა მუხლის ტრავმა აღმოაჩნდა.

რაფინიამ გოლი კარების უკნიდან გაიტანა (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონას” ერთ-ერთ ვარჯიშზე რაფინიამ კარებში გოლი კარების უკნიდან გაიტანა.

როგორ იცეკვეს გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ჟერომ ბოატენგმა და რაფინიამ (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ცეკვავენ ჟერომ ბოატენგი და რაფინია გუშინდელი მატჩის შემდეგ.

ნეიმარმა “ბარსელონას” ვარჯიშზე რაფინიას ხელი თავში ჩაარტყა (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ერთობიან ნეიმარი და რაფინია “ბარსელონას” ვარჯიშზე.