უესტბრუკი: „ჟურნალისტებს ჩვენი არ ესმით, რადგან მათ NBA-ში არასდროს უთამაშიათ“

თანაგუნდელ კევინ დურანტის ჟურნალისტებთან კონფლიქტის შესახებ საუბრისას „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ლიდერმა რასელ უესტბრუკმა განაცხადა, რომ ჟურნალისთებთან ინტერვიუების დროს იგი თავს ასევე უხერხულად გრძნობს.

„ჟურნალისტებისთვის რამის თქმა ან ახსნა მიჭირს, რადგან მათ ასეთ მაღალ დონეზე კალათბურთი არასდროს უთამაშიათ. რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი კალათბურთს სკოლაში თამაშობდა, თუმცა ეს სულ სხვა დონეა“, – ციტირებს უესტბრუკს „Bleacher Report“-ი

ოლ სტარის MVP-ს რეკორდამდე მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოლ სტარის დღევანდელ მატჩში რასელ ეუსტბრუკი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. „ოკლაჰომსა“ ლიდერმა 41 ქულა დააგროვა და დასავლეთს აღმოსავლეთის დამარცხებაში დაეხმარა. გარდა ამისა, რასელს ოლ სტარის რეკორდამდე სულ ცოტა დააკლდა.

ამ ყველაფერმა უესტბრუკს ოლ სტარის MVP-ს ტიტული მოუტანა, რომელიც მას მატჩის შემდეგ ლიგის კომისიის წარმომადგენელმა ადამ სილვერმა გადასცა.

სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე გამოსვლის შემდეგ რასმა 25 წუთის განმავლობაში ითამაშა და 41 ქულასთან ერთად 5 მოხსნა, 1 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

რაც შეეხება მის შესაძლო რეკორდს, ოლ სტარის ისტორიაში უილ ჩემბერლენის 42 ქულა კვლავ ხელშეუხებელია.

ამასთან „თანდერის“ მოთამაშემ ერთ ნახევარში დაგროვილი ქულების რაოდენობის რეკორდიც დაამყარა. პირველ ნახევარში აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდის კალათში 11 წუთში მან 27 ქულა ჩააგდო.

გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დასახელდნენ

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ წინა კვირის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

დასავლეთში საუკეთესო „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი აღმოჩნდა, ხოლო აღმოსავლეთში ყველას „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდმა იანის ადეტოკუნბომ აჯობა.

უესტბრუკმა თანდერთან ერთად ოთხი თამაშიდან სამი მოიგო, მისმა საშუალო მაჩვენებელმა კი 34,3 ქულა,9,3 მოხსნა და 9 ასისტი შეადგინა. გარდა ამისა, რასელის ანგარიშზე „ორლანდო მეჯიკთან“ შეხვედრაში შესრულებული ტრიპლ-დაბლია.

რაც შეეხება ადეტოკუნბოს, მისმა გუნდმა ასევე ოთხიდან სამი მატჩი მოიგო, მოთამაშის საშუალო მონაგარმა კი 19,5 ქულა, 11 მოხსნა და 1,75 ბლოკშოთი შეადგინა.

რასელ უესტბრუკმა კარიერაში მეათე „ტრიპლდაბლი“ შეასრულა (ვიდეო)

„ორლანდო მეჯიკთან“ ანგარიშით 104:97 მოგებულ მატჩში „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ლიდერმა რასელ უესტბრუკმა კარიერაში მეათე ტრიპლდაბლი გაიფორმა. დღევანდელ მატჩში რასელის მონაგარმა 25 ქულა, 14 ასისტი და 11 მოხსნა შეადგინა.

უესტბრუკმა „გოლდენ სტეიტი“ მიწასთან გაასწორა (ვიდეო)

ანგარიშით 127:115 მოგებულ მატჩში „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში პირველი ტრიპლდაბლი გაიფორმა. ხსენებულ შეხვედრაში რასელის მონაგარმა 17 ქულა, 17 ასისტი და 15 მოხსნა შეადგინა.

უესტბრუკის ნოკაუტში ჩაგდებული „სან-ანტონიო“ (ვიდეო)

„სან-ანტონიო სპურსთან“ გუშინ მოგებულ შეხვედრაში „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ლიდერი რასელ უესტბრუკი განუმეორებელი იყო. ხსენებულ შეხვედრაში რასელმა 34 ქულა დააგროვა და „თანდერის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

უესტბრუკი ოპერაციის შემდეგ, მინიმუმ, ოთხ კვირას გამოტოვებს

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელს რასელ უესტბრუკს მარჯვენა ხელის ძვლის ოპერაცია ჩაუტარდა, რის შესახებაც ESPN.com-ი იტყობინება.

ოთხ კვირაში 25 წლის მოთამაშე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. შესაბამისად, ამ პერიოდში უესტბრუკი თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ რასელმა ხელი ხუთშაბათს „ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ ჩატარებულ შეხვედრაში მოიტეხა.

„ოკლაჰომამ“ უესტბრუკიც დაკარგა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მეორე მატჩი „ოკლაჰომა-სიტი თანდერისთვის“ ასევე უიღბლო გამოდგა.

ანგარიშით 93:90 მარცხის გარდა, გუნდმა ასევე თავისი კიდევ ერთი ლიდერი რასელ უესტბრუკი დაკარგა. რასელმა შეხვედრა ხელის მოტეხილობის გამო ვერ დაასრულა. მოედანზე გატარებულ დაახლოებით ცხრა წუთში მისმა მონაგარმა მხოლოდ ორი ქულა და ოთხი ასისტი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში „თანდერს“ ვერც კევინ დურანტი ეხმარება.

უესტბრუკის მეოდანზე დაბრუნების დაახლოებითი თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.

სკოტ ბრუკსი უესტბრუკს საუკეთესო გამთამაშებლად თვლის

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ მთავარი მწვრთნელის სკოტ ბრუკსის აზრით, მისი გუნდის გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი დღეს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავის პოზიციაზე საუკეთესოა.

„ვთვლი, რომ რასელი კალათბურთში საუკეთესო გამთამაშებელია. ნელ-ნელა იგი განვითარდა და დღეს საუკეთესოდ ჩამოყალიბდა. მისი ყველა ვარჯიში და მატჩი ნანახი მაქვს და მან წარმატების მისაღწევად მართაც ბევრი გააკეთა“, – განუცხადა ბრუკსმა ESPN.com-ს.

სეზონის ტოპ-10 მომენტი რასელ უესტბრუკის მონაწილეობით

თქვენ წინაშეა განვლილი სეზონის ათი საუკეთესო მომენტი „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ლიდერის მონაწილეობით.

უესტბრუკი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

„Yahoo! Sports“-ს თუ დავუჯერებთ, „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ერთ-ერთი ლიდერი ესპანეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაემგზავრება.

რასელ უესტბრუკმა გადაწყვიტა, არ გაერისკა და ტრავმის მიღების აცილების მიზნით თავისი კლუბის სამწვრთნელო ბანაკში დარჩენა ამჯობინა, რომელიც სექტემბერში დაიწყება.

განვლილ სეზონში უესტბრუკმა „ოკლაჰომას“ შემადგენლობაში 46 შეხვედრა ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი 21,8 ქულა, 5,7 მოხსნა და 6,9 გადაცემა შეადგინა.

რასელ უესტბრუკის ულამაზესი დანკი (ვიდეო)

გამთენიისას „სან-ანტონიო სპურსსა“ და „ოკლაჰომა-სიტი თანდერს“ შორის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კოფერენციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი გაიმართა, რომელიც „სპურსის“ დამაჯერებელი გამარჯვებით 117:89 დასრულდა.

წარმოგიდგენთ აღნიშნული შეხვედრის ხუთი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს: