“რეალი” “კადისთან” მატჩის ბილეთების რეალიზაციას აგრძელებს

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალი” ესპანეთის თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “კადისის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დისკვალიფიცირებული დენის ჩერიშევის თამაშისთვის ტურნირიდან მოხსნეს.

ამის მიუხედავად, “სამეფო კლუბი” განმეორებითი შეხვედრის ბილეთების რეალიზაციას აგრძელებს. “რეალში” აცხადებენ, რომ თუ აღნიშნული მატჩი არ ჩატარდება, რეალიზებული ბილეთებიდან შემოსულ თანხას დააბრუნებენ.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ხუთშაბათს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტი მადრიდელთა საჩივარს განიხილავს, მაგრამ, სავარაუდოდ, ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს.

 

“რეალი” თასის გათამაშებიდან მოკვეთის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის თამაშისთვის მადრიდის “რეალი” ქვეყნის თასის 2015-16 წლების სეზონის გათამაშებიდან მოკვეთა.

“სამეფო კლუბი” ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, თუმცა ქვეყნის ფეხბურთის მმართველი ორგანო აპელაციას, სავარაუდოდ, არ დააკმაყოფილებს.

საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, “რეალმა” შესაძლოა, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა. მაშინ “ოსასუნას” “მირანდესთან” დაპირისპირებაში ტექნიკური მარცხი ჩაუთვალეს და ტურნირიდან მოხსნეს.

 

“რეალი” ესპანეთის თასის გათამაშებიდან მოკვეთეს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მადრიდის “რეალი” ქვეყნის თასის 2015-16 წლების სეზონის გათამაშებიდან მოკვეთა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “კადისის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში (3:1) “სამეფო კლუბმა” რუსი ნახევარმცველი დენის ჩერიშევი ათამაშა, რომელსაც გასული წლის გათამაშებიდან დისკვალიფიკაცია ჰქონდა გადმოყოლილი. ჩერიშევმა სამი ყვითელი ბარათი 2014-15 წლების სეზონში მიიღო, როდესაც იჯარის წესით “ვილიარეალის” ღირსებას იცავდა. ამის გამო “კადისმა” დაიჩივლა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კი სარჩელი დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ “კადისთან” გამართული მატჩის მე-3 წუთზე ანგარიში სწორედ დენის ჩერიშევმა გახსნა.

ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა. მაშინ “ოსასუნას” “მირანდესთან” დაპირისპირებაში ტექნიკური მარცხი ჩაუთვალეს.

 

 

„კადისის“ ფანების სიმღერა: „ჩერიშევ, გვიყვარხარ“ (ვიდეო)

„კადისთან“ ესპანეთს თასის მატჩში დსკვალიფიცირებული დიმიტრი ჩერიშევის გამოყვანისთვის მადრიდის „რეალს“ დისკვალფიკაცია ემუქრება. ამის გამო ანდალუსიური კლუბის ფანებმა რუს ფეხბურთელს სიმღერა მიუძღვნეს.

“რეალს” ალექსის სანჩესი სურს

როგორც ბრიტანული გამოცემა “დეილი სთარი” წერს, მადრიდის “რეალი” დამდეგ ზაფხულს ლონდონის “არსენალის” ფორვარდ ალექსის სანჩესის შეძენას შეეცდება.

წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” 26 წლის ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გაღებას აპირებს.

ალექსის სანჩესმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 14 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩილელმა ფეხბურთელმა 5 მატჩში 3 ბურთი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

 

“რეალი” შესაძლოა, ესპანეთის თასის გათამაშებიდან მოკვეთონ

მადრიდის “რეალი” შესაძლოა, ესპანეთის თასის 2015-16 წლების გათამაშებიდან მოკვეთონ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “კადისის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში (3:1) “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში რუსმა ნახევარმცველმა დენის ჩერიშევმა ითამაშა, რომელსაც გასული წლის გათამაშებიდან დისკვალიფიკაცია ჰქონდა გადმოყოლილი და “კადისთან” თამაში არ შეეძლო. ჩერიშევმა სამი ყვითელი ბარათი 2014-15 წლების სეზონში მიიღო, როდესაც “ვილიარეალის” ღირსებას იცავდა. თუ “კადისი” ამის გამო დაიჩივლებს, “რეალს” ტურნირიდან მოხსნიან.

აღსანიშნავია, რომ “კადისთან” გამართული მატჩის მე-3 წუთზე ანგარიში სწორედ დენის ჩერიშევმა გახსნა.

ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა. მაშინ “ოსასუნას” “მირანდესთან” დაპირისპირებაში ტექნიკური მარცხი ჩაუთვალეს.

 

„ბენიტესს ჰგონია, რომ ის „ხეტაფეს“ მწვრთნელია“

„ვილიარეალისა“ და „რაიო ვალეკანოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დავიდ ვიდალმა მადრიდის „რეალის“ თავკაცი რაფაელ ბენიტესი გააკრიტიკა.

„ბენიტესი ჩემი მეგობარია და მას ცხოვრების ბოლომდე დავიცვავ, მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ „რეალის“ მწვრთნელია. რაფას, ჰგონია, ის „ხეტაფეში“ მუშაობს. ხალხი ამბობს, რომ დაცვაში და შეტევაში იმპროვიზაციის დახმარებით შედეგის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ეს ასე არ არის. ბენიტესი უკეთესად უნდა მუშაობდეს, რადგან მის განკარგულებაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. „რეალი“ ლამაზ და მაღალი დონის ფეხბურთს უნდა აჩვენებდეს“, – განუცხადა ვიდალმა „Radio 4G“-ს.

კრიშტიანუ რონალდუს დედას შვილის „მანჩესტერ იუანიტედში“ დაბრუნება სურს – „Mirror“

თუ ცნობილ ბრიტანულ გამოცემა „Mirror“-ს დავუჯერებთ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ თავის რიგებში კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შანსი გაუჩნდა.

წყროს ცნობით, კრიშტიანუს დედის დოლორეს ავეირუ რონალდუს აზრით, მისი ხუთ წლის შვილიშვილისთვის კრიშტიანუ-უმცროსისთვის საუკეთესოს აცხოვრებელი ადგილი მანჩესტერია. მისივე აზრით, რონალდუს პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერი პარიზში არსებული ვითარების გამო უსაფრთხო არაა.

შეგახსენებთ, რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2009 წელს დატოვა.

კრუიფი: „მესი გუნდური მოთამაშეა, რონალდუ კი – ეგოისტი“

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა ერთმანეთს „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი და მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ შეადარა.

„მესი ნამდვილი გუნდი მოთამაშეა. ის კოლექტიურ თამაშში გამორიჩევა. ჩემი აზრით, რონალდუ უფრო თავისუფლად მოქმედებს და უფრო ეგოისტურადაც თამაშობს. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ კრიშტიანუ მხოლოდ საკუთარ შედეგზე ფიქრობს. მესიც ბევრს იტანს, მაგრამ თანაგუნდელებთან შეთანხმებით მოქმედებს“, – ციტირებს კრუიფს „France Football“-ი.

„მგონია, საუკეთესო მწვრთნელებლებად ნახევარმცველები ყალიბდებიან, რომლებიც კარიერის განმავლობაში თამაშის ორგანიზებაზე ფიქრობდნენ და არა მოედანზე თავის ინტერესებს ითვალისწინებდნენ. მათ ყოველთვის თამაში უნდა შეაფასონ. ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთელები მოედანზე მწვრთნელებიც ყოფილან. ასეთი მოთამაშე რაიკაარდი იყო. იგივე კატეგორიას გვარდიოლაც ეკუთვნის“, – დაამატა კრუიფმა.

რამოსის აზრით, „ბარსელონას“ კარგი პერიოდი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დასრულდეს

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი თვლის,ლ რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელები თამაშისგან სიამოვნებას იმიტომ იღებენ, რომ ნებისმიერ დროს, შეიძლება, ჩავარდნა დაეწყოთ.

„ბარსელონა“ კარგი ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს, რადგან არავინ იცის, რამდენი ხნით გაგრძელდება ის“, – ციტირებს რამოსს „მარკა“.

ესპანური პრიმერას 13 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და მის აქტივში 33 ქულაა. „რეალი“ 27 ქულით მესამე საფეხურზეა

„ოქროს ბურთის“ კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

ფიფა-მ 2015 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა სამეული გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ შორის „ბარსელონას“ ლიდერები ლიონელ მესი და ნეიმარი არიან. ასევე, „ოქროს ბურთისთვის“ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 11 იანვარს, ციურიხში შედგება.

პეპე: „გუნდი მწვრთნელსა და პრეზიდენტს მხარს უჭერს“

მადრიდის „რეალის“ მცველმა პეპემ ჟურნალისტებს კლუბში არსებული ვითარების შესახებ უამბო.

„ბოლო „ელ კლასიკოში“ ასეთ მარცხს არ ველოდებოდით, თუმცა გუნდი მწვრთნელსა და პორეზიდენტს მხარს უჭერს.

ჩვენ მეტოქის დონეს უნდა შევესაბამებოდეთ. ვიცით, რომ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ სახელები ფეხბურთს არ თამაშობენ. გულშემატკივრებს, სურთ, მოთამაშეებმა კლუბი ასახელონ, რასაც გავაკეთებთ კიდეც.

ბევრს ვმუშაობთ, რათა სეზონის ბოლო მიზანს მივაღწიოთ“, – ციტირებს პორტუგალიელს „Football Espana“.