კოვაჩიჩი: „დარწმუნებული ვარ, „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებ“

მადრიდის „რეალის“ ახალწვეული მატეო კოვაჩიჩი დარწმუნებულია, რომ „ბლანკოსის“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ჩამოყალიბდება.

„მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელშიც თამაში შესაძლებელია. ნებისმიერი ფეხბურთელია მ გუნდზე ოცნებობს. ასეთი შანსი 21 წლის ასაკში მომეცა, ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა. ვიცი, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გამიჭირდება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს გამომივა“, – განაცხადა კოვაჩიჩმა.

„არამგონია, დე ხეას „რეალში“ გადასვლის შანსი კიდევ ჰქონდეს“

„ვალენსიისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გასკა მანდიეტა თვლის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარეს დავიდ დე ხეას, სავარაუდოდ, „რეალში“ გადასვლის მეტი შანსი აღარ ექნება.

„ვნახოთ, რა იქნება შემდგომ. ორივე მხარე ჩაშლილი ტრანსფერით უკმაყოფილია. ვფიქრობ, დე ხეა ახლა თავს მძიმედ ჰგრძნობს. დარწმუნებული არ ვარ, რომ მას „რეალში“ გადასვლის კიდევ ერთი შანსი ჰქონდეს. ასეა თუ ისე, დავიდი ესპანეთის საუკეთესო მეკარე სულ მალე მაინც გახდება“, – განაცხადა მენდიეტამ.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ბეილის დამატებას კვლავ ეცდება

“მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “რეალიდან” გარეტ ბეილის გადმობირების იმედს არ კარგავს.

“ტელეგრაფის” ცნობით, “წითელი ეშმაკები” უელსელი ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვას მომავალ ზაფხულს შეეცდებიან. წყაროს თანახმად, “ოლდ ტრაფორდზე” ფიქრობენ, რომ “რეალში” დე ხეას ჩაშლილი ტრანსფერი კლუბებს შორის ურთიერთობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

წყარო პარალელს ავლებს 2008 წელთან, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედის” მაშინდელი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი “რეალში” კრიშტიანუ რონალდუს გადასვლას გამორიცხავდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი 80 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ “სანტიაგო ბერნაბეუზე” მაინც გაუშვეს.

1 de Gea

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ დავიდ დე ხეას “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოქმედი კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. კლუბი იანვარში ესპანელ მეკარესთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს და შესაძლოა, იგი “რეალს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აგვისტოში “რეალმა” გარეტ ბეილი 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გაუშვა.

 

“რეალი” მიგრანტებს დაეხმარება

მადრიდის “რეალმა” ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი ესპანეთში ჩასულ მიგრანტებს დაეხმარება.

მადრიდელთა პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გუშინ ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. გადაწყდა, რომ “რეალი” ლტოლვილების დასახმარებლად ერთ მილიონ ევროს გამოყოფს. გარდა ამისა, კლუბი სახელმწიფოსთან თანამშრომლობით მიგრანტების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავს.

“კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეხმაროს მამაკაცებს, ქალბატონებსა და ბავშვებს, რომლებიც საომარი მოქმედებებისა და სიკვდილისგან თავიდან არიდების მიზნით იძულებულნი გახდნენ, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ”, – ნათქვამია “რეალის” ოფიციალური განცხადებაში.

 

პერესი: „მანჩესტერ იუანიტედი“ ას მილიონს არ გვთავაზობდა“

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ევროპულ პრესში გავრცელებული ინფორმაცია უარყო, რომლის თანახმადაც, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ნახევარმცველ გარეთ ბეილის სანაცვლოდ ას მილიონ ევროს იხდიდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მხრიდან ბეილის თაობაზე წინადადება არ ყოფილა, თუმცა ვიცით, რომ მანჩესტერელები გარეთით ნამდვილად ინტერესდებოდნენ. გარდა ამისა, ისინი ბენზემასა და ვარანის დამატებაზეც ფიქრობდნენ“, – განაცხადა პერესმა.

“რეალმა” გასული სეზონის ფინანსური ანგარიში წარადგინა

მადრიდის “რეალის” დირექტორთა საბჭომ 2014/15 წლების სეზონის ფინანსური ანგარიში წარადგინა.

2013/14 წლების სეზონთან შედარებით კლუბის შემოსავლები 9,4 პროცენტით გაიზარდა და 660,6 მილიონი ევრო შეადგინა. “რეალის” წლიურმა შემოსავალმა 600 მილიონ ევროს ზედიზედ მეორედ გადაჭარბა. შარშან ეს მაჩვენებელი 603.9 მლნ ევრო გახლდათ.

საოპერაციო მოგება 5,1 პროცენტით გაიზარდა და 557,7 მილიონი ევრო შეადგინა. 15 პროცენტით გაიზარდა წმინდა მოგება და 55,9 მილიონ ევროს მიაღწია.

კლუბის წმინდა აქტივები 41,6 მლნ ევროთი გაიზარდა და ახლა 412 მილიონ ევროს შეადგენს.

 

კეილორ ნავასის აგენტი „რეალისგან„ ხელფასის გაზრდას ითხოვს

მადრიდის „რეალის“ მეკარის კეილორ ნავასის აგენტმა რიკარდო კაბანიასმა კლუბის პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან შეხვედრის დროს თავისი კლიენტისთვის ხელფასის გაზრდა ითხოვა.

AS-ის ცნობით, ეს მოთხოვნა მან იმით ახსნა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შემთხვევაში, 28 წლის კარის დარაჯის ხელფასი ამჟამინდელზე უფრო მაღალი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, პერესი ნავასს შეხვდა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჩაშლილი ტრანსფერის გამო მოუბოდიშა.

პერესმა კეილორ ნავასს მოუბოდიშა

როგორც სანდო ესპანური გამოცემა AS-ი წერს, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტი პერესი მეკარე კეილორ ნავასს შეხვდა და მოუბოდიშა, რადგან მისი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი ჩაიშალა.

წყაროს ინფორმაციით, „ბლანკოსის“ პრეზიდენტი კოლუმბიის ნაკრების გოლკიპერი კლუბის ბაზაზე მოინახულა.

შეგახსენებთ, რომ ნავასი „წითელ ეშმაკებში“ დავიდ დე ხეას „რეალში“ ტრანსფერის შემდეგ უნდა გადასულიყო.

სერხიო რამოსი: „დე ხეა? „რეალს“ ისედაც ორი ჩინებული მეკარე ჰყავს“

მადრიდის „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარის დავიდ დე ხეას ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

„დე ხეასთან ამ თემაზე არ მისაუბრია. არ ვიცი, ის რა აზრზეა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ასეთი ეპიზოდები უბრალოდ გადასატანია. საჭიროა, მათგან გამოცდილება მიიღო და შენი კლასი აჩვენო. ნებისმიერ შემთხვევაში, ორი მაღალი დონის მეკარე გვყავს“, – განაცხადა რამოსმა.

რაფაელ ბენიტესმა ხიხონური მატჩი შეაფასა

”სიზუსტე გვაკლდა, მაგრამ მე ოპტიმისტურ განწყობას ვინარჩუნებ”
რაფა ბენიტესი ესაუბრენა პრესას მას შემდეგ რაც თამაში ხიხონში,თანაბარი ანგარიშით, 0-0 , დასრულდა.
“ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა თამაში, რომელსაც მოწინააღმდეგეები გაართულებდნენ ჩვენთვის. ჩვენ სისწრაფე და სიზუსტე გვმართებდა. ბევრი დარტყმა განვახორციელეთ, მაგრამ გვაკლდა აკურატულობა, თამაშის პირველ ნაწილში შანსები ხელიდან გავუშვით. ამ მხრივ უნდა გავუმჯობესდეთ, გაცილებით მეტი მუშაობა გვმართებს.
მატჩი: ” ჩვენი რეაქცია თამაშის მეორე ნაწილში კარგი იყო, ვაჩვენეთ ჩვენი ხასიათი და პიროვნულობა. მეორე ნაწილში ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც ნათლად ჩანდა, რომ მოგებას აპირებდა. დაგვაკლდა ბოლო ბურთი და ხშირად ავაცილეთ მიზანს.
სპორტული მხარე: ” როგორც ხედავთ ეს გუნდი ისეთი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც არცთუ ისე დიდი ხანია ერთად არიან და ძალიან სუფთა, ნათელი სისტემა აქვთ. ისინი ძალიან კარგად თამაშობდნენ, იყვნენ ძალიან ორგანიზებულები და იმსახურებენ ნდობას.
შეტევა:” იმისათვის, რომ მაქსიმალური მივიღოთ მოთამაშეებისაგან, მათ განსაზღვრული თავისუფლება უნდა მივანიჭოთ. წინა ხაზზე მყოფმა მოთამაშეებმა ბევრი მოძრაობა შეასრულეს მაგრამ არ ჰქონდათ დიდი სივრცე.
ნერვული მდგომარეობა: ” ის რაც ჩემთვის ნათელია არის ფაქტი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. გასულ წელს გუნდმა ვერ მოიგო მისი პირველი მატჩი. (ბენიტეზმა დაუშვა შეცდომა: რეალმა დაამარცხა კორდობა 2-0) . მეორე ნახევარს ჩემ თავზე ვიღებ. პირველ ნახევარში ჩვენ რამდენიმე ასპექტი გვქონდა დასახვეწი. გარკვეული ცვლილებები უნდა განვახორციელოთ, მაგრამ არ ვკარგავ ოპტიმისტურ განწყობას.

ლორენტე “რეალს” სჭირდება

რაფაელ ბენიტესი “იუვენტუსის” თავდამსხმელის კანდიდატურას განიხილავს.

იტალიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი “იუვენტუსი” ფერნანდო ლორენტეს გუნდში საჭიროდ აღარ განიხილავს.

ადრე იყო ვარაუდი, რომ ფერნანდო “სევილიაში” გადავიდოდა, მაგრამ MARCA-მ და AS-მა ის “სამეფო გუნდს” დაუკავშირეს.

ამავე წყაროების ცნობით, “რეალში” გამოცდილი წინახაზელი კარიმ ბენზემას შეცვლის, რომელიც მალე “არსენალში” გადავა.

კოენტრაუ “რეალს” დატოვებს

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, “რეალის” მარცხენა მცველს გუნდის შეცვლა სურს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ფაბიო კოენტრაუ “სამეფო კლუბში” სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის და ისეთ გუნდში სურს წასვლა, სადაც გარანტირებული ექნება სასტარტო თერთმეტეულში განწესება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ უკანახაზელს მილანის “ინტერი” ეპატიჟება.