„იუვენტუსმა“ ხედირა წარადგინა

დღეს ნახევარმცველი სამი ხედირა ტურინის „იუვენტუსის“ მოთამაშის სახით ოფიციალურად წარადგინეს.

„ბიანკონერიში“ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ხედირა „იუვეში“ მადრიდის „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.

განვლილ სეზონში სამიმ „რეალის“ შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა. სეზონის დიდი ნაწილი მას ტრავმის გამო გაოუცდა.

„რეალი“ არგენტინის ნაკრების მეკარით ინტერესდება

მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბი არგენტინის ნაკრების მეკარით სერხიო რომეროთ ინტერესდება, რის შესახებაც ესპანური გამოცემა „მარკა“ იტყობინება.

სავარაუდოდ, „სამეფო კლუბი“ სამხრეთ ამერიკელი გოლკიპერის გადაბირებაზე სერიოზულად მუშაობას იმ შემთვხევაში დაიწყებს, თუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარის დარაჯის დავიდ დე ხეა გადაბირებას ვერ შეძლებს. გარდა ამისა, აქამდე „ბლანკოსს“ ინტერესი „ესპანიოლის“ მეკარის კიკო კასილიას მიმართაც ჰქონდა, თუმცა მხარეები ტრანსფერის ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

რომერო, რომელიც ბოლოს „სამპდორიაში“ თამაშობდა, „რომაში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა, როგორც ცნობილია, „ჯალოროსისთან“ მოლაპარაკება „რეალის“ წარმოამდგენელთა ზარის შემდეგ შეფერხდა.

კასილასმა პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილმა კიპერმა იკერ კასილასმა გამოსათხოვარი პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა მეკარემ ცრემლები ვერ შეიკავა.

კასილასის გამოსათხოვარი პრესკონფერენცია

 

კასილასის გამოსათხოვარი პრესკონფერენცია (ფოტოები)

მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილმა კიპერმა იკერ კასილასმა გამოსათხოვარი პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა მეკარემ ცრემლები ვერ შეიკავა.

“მადლობა, რომ მობრძანდით, რათა ერთად გავიზიაროთ ეს განსაკუთრებული დღე. ვემშვიდობები ყველას, ვინც მხარს უჭერს “რეალს”.
“პორტუში” ბევრი მიზეზის გამო მივდივარ: პირველი იმის გამო, რომ მწვრთნელმა დამანახა გუნდის გზნება. მეორეც, მათ ჩემდამი დიდი სითბო გამოავლინეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იმედები არ გავუცრუო და მაქსიმალურად ბევრი ტიტული მოვიგო.
25 წლის შემდეგ ვემშვიდობები კლუბს, რომელმაც ყველაფერი მომცა. კლუბმა არამხოლოდ ის მასწავლა, როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, არამედ ისიც, თუ როგორი ადამიანი უნდა ვყოფილიყავი. თითოეული მწვრთნელისგან ბევრი რამ ვისწავლე. ისინი იყვნენ ჩემი განვითარების საფუძველი.
მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებსა და ოჯახს.
მადლობა ფანებს, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ კარგ და ცუდ პერიოდებში. მათ ხელი გამომიწოდეს, როდესაც წამოყენება მჭირდებოდა. არ მინდა დამიმახსოვრონ კარგ ან ცუდ მეკარედ, მინდა დამიმახსოვრონ კარგ ადამიანად, ჩემივე შეცდომებით.
სადაც არ უნდა მივდიოდე, ყოველთვის გავიმეორებ: “Hala Madrid!”, – აღნიშნა კასილასმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი მადრიდის “რეალის” სისტემაში რვა წლის ასაკიდან ირიცხებოდა. მან “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში სულ 725 მატჩი ჩაატარა.

კასილასმა “რეალთან” ერთად ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი, ოთხჯერ სუპერთასი. ესპანელი მეკარე სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ორჯერ მოიგო უეფას სუპერთასი. გარდა ამისა, თითო-თითოჯერ გახდა კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი.

 

კასილიასის დედა: “პორტუს დონის გუნდები ესპანეთის მესამე დივიზიონში თამაშობენ”

ლეგენდარული მეკარის დედამ მისი შვილის პორტუგალიაში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის მეკარეს “სამეფო გუნდთან” ხელშეკრულება ორ წელში უსრულდებოდა, თუმცა გუნდში რთული ფსიქოლოგიური სიტუაციის გამო, იკერი “პორტოს” შეუერთდა.

მარია დელ კარმენ ფერნანდესმა – ლეგენდის დედამ, El Mundo-ს კომენტარი მისცა.

“პორტუ – სეგუნდა B დივიზიონის(მესამე ლიგა) დონის გუნდია. ისეთ გუნდში, როგორიც “პორტოა” იკერი კარიერას არ დაასრულებს. იგი მზადაა წავიდეს “ბარსაში”, რადგან იქ ჯენტლმენები არიან,”-წუხს მშობელი.

“მანჩესტერი” დე ხეას ნავასისა და რამოსის სანაცვლოდ გაუშვებს

“მანკუნიანელებმა” შეიმუშავეს გეგმა, რომლის შემდეგაც, დე ხეას გაშვებით დიდ სარგებელს ნახავენ.

გამომცემლობა Marca-ს თანახმად, ესპანელი კიპერის, დავიდ დე ხეას მომავალი მთლიანად “მანჩესტერის” დირექტორ, ედ ვუდვორდზეა დამოკიდებული.

“სამეფო გუნდმა” იკერ კასილიასი “პორტოში” გაასხვისა, ახლა კი “თეთრები” ყველაფერს იზავენ 24 წლის კარის დარაჯის ხელში ჩასაგდებად.

“მანჩესტერი” მზადაა, შეელიოს დე ხეას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ კეილორ ნავასს და სერხიო რამოსს მიიღებენ.

ოფიციალურად: კასილასი “პორტუში” ითამაშებს

მადრიდის “რეალი” ოფიციალურად ადასტურებს, რომ “პორტუსთან” იკერ კასილასის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია.

“ჩვენი კლუბი 113 წლისაა და აქედან 25 წლის მანძილზე კასილასი “რეალში” თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში იკერი კლუბის ერთ-ერთი სახე გახდა, მან დაიმსახურა პატივისცემა, აღტაცება და სიყვარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი საქციელი სამაგალითოა ყველასთვის, ვინც “რეალში” თამაშზე ოცნებობს. მადლობა, იკერ, ყველაფრისთვის, რაც ჩვენი კლუბისთვის გააკეთე. მადლობა იმისთვის, რომ კლუბის სიმბოლო გახდი. შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულებში”, – ვკითხულობთ “რეალის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი მადრიდის “რეალის” სისტემაში რვა წლის ასაკიდან ირიცხებოდა. მან “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში სულ 725 მატჩი ჩაატარა.

კასილასმა “რეალთან” ერთად ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი, ოთხჯერ სუპერთასი. ესპანელი მეკარე სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ორჯერ მოიგო უეფას სუპერთასი. გარდა ამისა, თითო-თითოჯერ გახდა კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი.

 

COPE: შესაძლოა, “პორტოში” კასილიასის ტრანსფერი ჩაიშალოს

მადრიდის “რეალის” მეკარე, იკერ კასილიასი შეიძლება, პორტუგალიურ გუნდში აღარ გადავიდეს.

საქმე ეხება იმას, რომ საგადასახადო რისკსს უფრთხის “სამეფო გუნდი”. პორტუგალიური საგადასახადო სისტემა საკმაოდ მკაცრია.

ვარაუდობდნენ, რომ “რეალი” ფეხბურთელს დამატებით გადაუხდიდა, რათა მას “პორტუში” გადასვლის შედეგად ფული არ დაეკარგა.

კასილასი “რეალიდან” აიბარგა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი დღეს საწვრთნელ ბაზაზე მაშინ მივიდა, როცა გუნდს ვარჯიში უკვე დაწყებული ჰქონდა. “ასის” თანახმად, 34 წლის კიპერი თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ბაზიდან საკუთარი ნივთები წამოიღო.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კასილასი “პორტუსთან” ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯერჯერობით ტრანსფერი ოფიციალურად არ დასტურდება.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი მადრიდის “რეალის” სისტემაში რვა წლის ასაკიდან ირიცხება.

Casillas

 

„რეალი“ კასილიას კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმდა!

„ესპანიოლის“ მეკარემ კიკო კასილიამ მადრიდის „რეალთან“ პირველად შეთანხმებას მიაღწია.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი წერს, შესაძლოა, მხარეებმა ყველაფერი უკვე უახლოეს საათებში გადაწყვიტონ და გოლკიპერი კატალონიური კლუბიდან მადრიდულში გადაბარგდეს.

განვლილ სეზონში კასილიამ ესპანეთის ჩემპიონატის 37 მატჩში 48 გოლი გაუშვა.

როისმა “რეალს” მწვანე შუქი აუნთო

“ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსეფ ბართომეუ ალეიშს ვიდალისა და არდა თურანის გაფორმების შემდეგ, გერმანელი ვარსკვლავის, მარკო როისის ტრანსფერზე მუშაობდა.

დღეს კი, ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 წლის სუპერ-ვარსკვლავმა კატალონიურ გრანდს, მისი გადაბირების შესახებ უარი განუცხადა.

მარკოს სურს გარანტია, რომ ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება, რაც “ბარსელონაში” დიდი ალბათობით ვერ ექნება. ასევე მისი ფავორიტი გუნდი მადრიდის “რეალია” და ფლორენტინო პერესს ამ უარით მისი გაფორმებისკენ გზა გაუხსნა.

Sport.es: იბრაჰიმოვიჩის მომდევნო კლუბი “რეალი” იქნება

ესპანური გამოცემა sport.es-ის ინფორმაციით, მრავალ კლუბში ნათამაშები ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, “სამეფო გუნდში” აღმოჩნდეს.

წყაროს ინფორმაციით, ორივე კლუბის ხელმძღვანელები შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც საუბრის თემა გამოცდილი წინახაზელის ტრანსფერი იყო.

ცოტა ხნის წინ, შვედმა 34 წლის თავდამსხმელმა “პსჟ”-სთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი თქვა. პრესამ ზლატანი “მილანს” დაუკავშირა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა.

“რეალში” იბრაჰიმოვიჩს კარიმ ბენზემას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც ამ ზაფხულს დიდი ალბათობით “არსენალს” შეუერთდება.