ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „სოსიედადსა“ და „ბარსელონას“ შორის განმეორებითი მატჩი შედგა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა კატალონიურმა გუნდმა ანგარიშით 2:0 მოიგო.
სან-სებასტიანში გამართულ მატჩში ანგარიში 27-ე წუთზე „ბარსელონამ“ გახსნა: სწრაფი კონტრშეტევა ლიონელ მესიმ 18 მეტრის მანძილიდან დარტყმით დააგვირგვინა. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე მოახერხეს. გოლი ანტონი გრიზმანის ანგარიშზეა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა და „ბარსელონამ“ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. ფინალური მატჩი 19 აპრილს შედგება.
ესპანეთის თასი
ნახევარფინალი (II მატჩი)
„სოსიედადი“ — „ბარსელონა“ 1:1 (0:1)
გოლები: გრიზმანი 87′ — მესი 27′.
გაფრთხილებები: ველა 31′, გასტანიაგა 52′, ზურუტუზა 56′ — ბუსკეტსი 26′, ფაბრეგასი 89′.