“მილანისა” და “ლესტერის” ხელმძღვანელები იანუზაის ტრანსფერით ინტერესდებიან

ბელგიური გაზეთის HLN-ის დღევანდელი გამოშვება საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის, რომლის თანახმადაც ადნან იანუზაის გადაბირების სურვილს “ლესტერ სიტისა” და “მილანის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.

ესპანური გამოცემები ადასტურებენ ამ ინფორმაციას და იმასაც ამბობენ, რომ “რეალ სოსიედადმა” უკვე უარყო “მელიების” შეთავაზება. მიზეზი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ფასია. ესპანური კლუბი ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.

“როსონერის” ხელმძღვანელები, თავის მხრივ, ადნან იანუზაიში სუსოს პოტენციურ შემცვლელს ხედავენ და მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

ტეო ერნანდესს, სავარაუდოდ, ესპანურ კლუბში გაანათხოვრებენ

ტეო ერნანდესის პირველი ნაბიჯები “სანტიაგო ბერნაბეუზე” არც ისე წარმატებული და პროდუქტიული აღმოჩნდა, როგორც ამას მადრიდელები ვარაუდობდნენ. შესაბამისად, “ბლანკოსი” მის განათხოვრებაზე ფიქრობს.

ცნობილი ესპანური გამოცემა As ირწმუნება, რომ ტეო ერნანდესი მომავალ სეზონს “რეალ სოსიედადში” გაატარებს არენდის წესით, თუმცაღა მათ ერნანდესის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ტეო ერნანდესი “რეალში” “ატლეტიკოდან” გადავიდა გასულ წელს. ევროპის ზედიზედ სამგზის ჩემპიონს ეს ტრანსფერი 28 მილიონი ევრო დაუჯდა.

“ბარსა” ვერც “ანოეტაზე” გააჩერეს: “რეალ სოსიედადიც” დაამარცხებულია (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეცხრამეტე ტურის შეხვერდები შედგა.

სან სებასტიანში, “ანოეტაზე” კატალონიის “ბარსელონა” “რეალ სოსეიდადს” ესტუმრა. მასპინძლებმა დაპირისპირება აგრესიულად დაიწყეს და ორ გოლიც გაიტანეს: მეთერტმეტე წუთზე ვილიან ხოსემ ჩაბი პრიეტოს საგოლე გადაცემის შემდეგ შეძლო გატანა; ხოლო, 34-ე წუთზე ხუანმიმ სერხიო კანალესის დახმარებით აიღო მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარი. 39-ე წუთზე ლუის სუარესმა პაულინიოს გაატანინა.

მეორე ნახევარში, 50-ე წუთზე ურუგვაელმა მესის საგოლე გადაცემის შემდეგ ულამაზესი გოლი შეაგდო. ზუსტად, 21 წუთში თავდამსხმელმა დუბლის შესრულება შეძლო. საბოლოო წერილი კი 85-ე წუთზე ლიონელ მესიმ სტანდარტულიდან საოცარი გოლის გატანის შემდეგ დასვა. 4-2 “ბლაგურნას” სასარგებლოდ!

ამჟამად “ბარსელონას” 51 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზეა. “სოსიედადი” 23-ით მეთხუთმეტეა.

 

კანალესის შეუდარებელი გოლი სამეფო თასზე (ვიდეო)

გუშინ კოპა დელ რეის თასზე, “რეალ სოსიედადის” ფეხბურთელმა, 26 წლის სერხიო კანალესმა “ლეიდას” 32-ე წუთზე საოცარი გოლი გაუტანა.

ესპანელ ფეხბურთელს 2015 წლის დეკემბრის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი გოლი, მაგრამ მან ეს ნავსი 35 მეტრიდან გატანილი ბურთის წყალობით გატეხა. “რეალ სოსიედადმა” ამ გოლით მოახერხა “ლეიდას” დამარცხება. მომდევნო შეხვედრას ეს გუნდები 29 ნოემბერს გამართავენ.

“რეალმა” სან სებასტიანში” “სოსიედადთან” სამი ქულა აიღო (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში სან სებასტიანის “რეალ სოსიედადი” მადრიდის “რეალს” დაუხვდა. ანგარიში სერხიო რამოსის პასით ბორხა მაიორალმა მე-19 წუთზე გახსნა. ზუსტად ცხრა წუთში კევინ როდრიგესმა გაათანაბრა. ხოლო, 36 წუთზე ისევ მაიორალის აქტიურობას როდრიგესის ავტოგოლი მოჰყვა.

მეორე ნახევარში, 61-ე წუთზე “რეალის” კონტრშეტევაში ისკო ჩაერთო, მან მარჯვენა ფლანგზე მყოფ გარეთ ბეილს “უპასა”, რომელმაც დიდი სიჩქარე განავითარა, გაასწრო მცველს, საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქის კარი აიღო.

საბოლოოდ, “ბლანკოსმა” ანგარიშით, 3-1 იმარჯვა. მას რვა ქულა აქვს და ახლა ცხრილში მეოთხეა. “რეალ სოსიედადი” ერთით მეტი ქულით ერთით მაღალ საფეხურზეა.

 

“ბარსელონა” ინიგო მარტინესს უმიზნებს

“რეალ სოსიედადის” ხელმძღვანელები ადასტურებენ ინფორმაციას გუნდის ესპანელი მცველის, ინიგო მარტინესის მიმართ “ბარსელონას” ინტერესის არსებობის შესახებ.

“ბარსელონა” უკვე დაგვიკავშირდა, რათა ინიგო მარტინესის გარშემო არსებული მდგომარეობა გაეგო. მაგრამ, ჯერჯერობით მათ ოფიციალური წინადადებით არ მოუმართავთ.

“რეალ სოსიედადს” მისი გაყიდვის არანაირი სურვილი არ აქვს. ინიგო მარტინესი ჩვენი გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის შესანარჩუნებლად,” – აცხადებს “რეალ სოსიედადის” ერთ-ერთი მმართველი.

გეტყვით იმასაც, რომ ინიგოს კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 32 მილიონი ევროა მითითებული.

ადნან იანუზაიმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს გამოსამშვიდებელი წერილით მიმართა

“რეალ სოსიედადის” ახალწვეულმა, რომლის კარიერაც “მანჩესტერ იუნაიტედში” დაიწყო, “ოლდ ტრაფორდის” დატოვების შემდეგ “წითელ ეშმაკებს” გამოსამშვიდებელი წერილით მიმართა.

“არ ვიცი საიდან დავიწყო… “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად არაერთი წარმოუდგენელი რამ გადამხდა თავს.

მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანაგუნდელს, რომლებიც ჩემს გვერდით იყვნენ და მეხმარებოდნენ. თქვენთან ერთად თამაში დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის. მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბის წევრებსაც, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა “მანჩესტერ იუნაიტედი” საუკეთესო კლუბი გახადონ.

საუბედუროდ, ჩემი დრო უკვე ამოიწურა და მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მინდოდა. ყველაფრის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მიმართ მუდამ ვიგრძნობ სიყვარულს.

და ბოლოს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფანებს, რომლებიც ყოველთვის, კარგ და ცუდ დროსაც ჩვენს გვერდით იყვნენ! არასდროს დავივიწყებ თქვენ გულშემატკივრობას. მადლობა #GGMU,”- ვკითხულობთ მის მიმართვაში.

ოფიციალურად: იანუზაი ესპანეთში გააგრძელებს კარიერას

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი ნახევარმცველი, ადნან იანუზაი ამიერიდან ესპანური “რეალ სოსიედადის” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას ესპანური კლუბისოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელიც გასული ორი სეზონის მანძილზე “სანდერლენდსა” და “ბორუსიაში” იყო განათხოვრებული, “ანოეტას” ბინადრებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ესპანური წყაროების ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “რეალ სოსიედადმა” 11 მილიონი ევრო გადაიხადა. “იუანიტედს” კი პირველი სამი წლის მანძილზე მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

“რეალი” “რეალ სოსიედადის” 40-მილიონიანი მცველით ინტერესდება

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები “რეალ სოსიედადის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ალვარო ოდრიოსოლას ტრანსფერზე მუშაობენ იმ შემთხვევისთვის, თუ მადრიდულ კლუბს დანილო დატოვებს.

როგორც იცით, “ბლანკოსის” დაცვის მარჯვენა ფლანგი დანი კარვახალის წყალობით უსაფრთხო ხელშია, მაგრამ კარვახალსაც სჭირდება შემცვლელი, ახალგაზრდა, 21 წლის ოდრიოსოლას კი ნამდვილად შესწევს ამის ძალა.

რაც შეეხება დანილოს, მისი გადაბირების სურვილს ლონდონის “ჩელსისა” და “იუვენტუსის” უფროსები გამოთქვამენ.

გეტყვით იმასაც, რომ ალვარომ “რეალ სოსიედადთან” ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტი. ახალ კონტრაქტში კი მის გამოსასყიდ თანხად 40 მილიონი ევროა მითითებული.

“რეალ სოსიედადი” ადნან იანუზაის მიმართ ინტერესს ადასტურებს

ესპანური “რეალ სოსიედადის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის, ადნან იანუზაის მიმართ ინტერესის არსებობას.

ჟოკინ აპერიბაიმ, ლა ლიგაში მოთამაშე კლუბის პრეზიდენტმა აღიარა, რომ 22 წლის ბელგიელის გადასაბირებლად “რეალ სოსიედადმა” ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი მათზეა.

“მართალია, რომ იანუზაის ტრანსფერით ვართ დაინტერესებული, მაგრამ ახლა ყველაფერი “მანჩესტერზე” და მასზეა დამოკიდებული.

ახლა ჩვენ ინგლისელთა გადაწყვეტილებას ველოდებით, შემდეგ კი ჩვენს სვლას განვახორციელებთ. მის გადაბირებას ბევრი სხვა კლუბი ცდილობს და ჩვენთვის ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება,” – აცხადებს ესპანური კლუბის პრეზიდენტი.

ეუსებიო: “ბარსელონას” მხრიდან ინტერესის არსებობა ძალიან მსიამოვნებს”

“რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო საკრისტანი აღიარებს, რომ “ბარსელონას” მხრიდან მისდამი ინტერესის არსებობა ძალიან სიამოვნებს.

“არ მინდა ამაზე ფიქრში ერთი წამი მაინც დამეკარგოს. მართლა. ჩემთვის ყველაფერი ნათელია.

რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ არ მომწონს ის ფაქტი, მსოფლიოს უდიდესი კლუბის ჩაბარებას რომ მიწინასწარმეტყველებენ – ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი შრომა დაფასებულია.

მათი მხრიდან ინტერესის არსებობა ძალიან მსიამოვნებს, თუმცა სულ ეს არის. ჩემთვის მთავარი “რეალთან” ერთად სეზონის ბოლომდე მიყვანაა,” – განაცხადა ეუსებიომ.

“რეალ სოსიედადმა” კლუბში უსახლკარო ადამიანი დაასაქმა

მართალია, ფეხბურთსა და მულტი-მილიონერთა ბიზნესს შორის სხვაობა უფრო და უფრო მცირდება, თუმცა ზოგჯერ ეს ადამიანები კეთილ საქმეებსაც სჩადიან.

ერთი ასეთი შემთხვევა ესპანეთში დაფიქსირა, სადაც “რეალ სოსიედადის” ხელმძღვანელებმა ადგილობრივთა დასახმარებლად მცირეოდენი რამ მაინც გააკეთეს.

საქმე რუბენ ვიტორიანოს, უსახლკარო მამაკაცს ეხება, რომელმაც ბინა ვიტორიას სიახლოვეს დაიდო. უკვე სამი წელია, რაც რუბენი ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს. ბოლო 8 თვე კი ამ უკანასკნელმა “სოსიედადის” სტადიონის, “ანოეტას” კართან გაათენა.

ბასკური კლუბის ხელმძღვანელებს ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ესპანელებმა ვიტორიანოს 2-თვიანი კონტრაქტი გაუფორმეს, რომლის გახანგრძლივებაც რეალობასთან ძალიან ახლოსაა. ვიტორიანოს საქმიანობა კი მოედნის საფარის მეთვალყურეობას გულისხმობს.