ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები ”ინტერნეტ ომს” აგრძელებენ. როგორც არც ისე დიდი ხნის წინ გაცნობეთ, ”ნიუ-იორკ ნიქსის” უკანახაზელმა ჯეი არ სმიტმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი 100%-თ დარწმუნებულია იმაში, რომ მისი გუნდი ახალ სეზონში პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდება. აღნიშნულ განცხადებას კი დღეს ”ბრუკლინ ნეტსის” ფორვარდი რეჯი ევანსი გამოეხმაურა, რომელმაც თავისი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ირონიული სიტყვით გამოხატა.
”ლოლ”, – გამოაქვეყნა თავისი ტვიტერის გვერდზე 33 წლის კალათბურთელმა.
ალექსანდრე მატევოსოვი