პერკინსი: „ალენი და გარნეტი საუკეთესო მეგობრები არ ყოფილან“

„კლივლენდ კავალიერსის“ ცენტრმა კენდრიკ პერკინსმა ლიგის რამდენიმე მოთამაშის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„ბევრს არ ესმის, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თანაგუნდელები მეგობრებიც უნდა იყვნენ. ალბათ, მათ არ ესმით, რომ კალათბურთი ჩვენთვის შექმნილი სამუშაოა. სხვა სამსახურში შენი კოლეგა აცუილებლად საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს?

არამგონია, რომ რეი ალენი და კევინ გარნეტი „ბოსტონში“ საუკეთესო მეგობრები ყოფილიყვნენ. მე რონდონსთან ვმეგობრობდი. ზოგჯერ დროს გარნეტთან ერთადაც ვატარებდი, მაგრამ ის ჩემი მეგობარი არ ყოფილა“, – ციტირებს პერკინსს „CBS Sports“-ი.

NBA-ში დარწმუნებულები არიან, რომ რეი ალენი მიმდინარე სეზონში არ ითამაშებს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის იმ კლუბების ხელმძღვანელები, რომლებიც რეი ალენის შეძენით დაინტერესებულები იყვნენ, ახლა დარწმუნებულები არიან, რომ მიმდინარე სეზონში იგი აღარ ითამაშებს, რის შესახებაც „Yahoo Sports“-ის წყაროები წერენ.

39 წლის რეი ვარჯიშობს, თუმცა ჯერ იმ დონეზე არ ასულა, რომელიც მას ლიგაში დაბრუნებაში ხელს შეუწყობს. ბოლო დროს ამის შესახებ არც მას და არც მის აგენტს არ უსაბრიათ.

ალენის შეძენის მთავარ კანდიდატებად „კლივლენდი“ და ლიგის სხვა ფავორიტები სახელდებოდნენ.

რეი ალენის მომავალი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაირკვეს

„Fox Sports“-ს თუ დავუჯერებთ, გამოცდილი სნაიპერი რეი ალენი მიმდინარე სეზონში თამაშს გეგმავს, მასთან კონტრაქტის გაფორმება ერთდროულად ექვს კლუბს სურს.

„ბოსტონ სელტიკსისა“ და „მაიამი ჰიტის“ ყოფილი მოთამაშის დამატება „კლივლენდ კავალიერსის“, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“, „ატლანტა ჰოუქსის“, „ვაშინგტონ უიზარდსის“, კვლავ „მაიამისა“ და „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ხელმძღვანელებს უნდათ.

აშშ-ს პრესა ზემოხსენებულ კლუბებს შორის ფავორიტად „კლივლენდ“ მოიხსენიებს, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელები ლებრონ ჯეიმსი, მაიკ მილერი და ჯეიმს ჯონსი თამაშობენ.

შეგახსენებთ, რომ ალენი კალათბურთში დაბრუნებას ჯერ კიდევ 2014 წლის ზაფხულში გეგმავდა.

„სან-ანტონიო“ რეი ალენის გადაბირებას ეცდება

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონი „სან-ანტონიო სპურსი“ მზადაა, რომ 39 წლის რეი ალენს, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, კონტრაქტი შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ვეტერანისადმი ინტერესი „კლივლენდ კავალიერსსა“ და „ლოს-ანჯელეს კლიპერსს“ ჰქონდათ. თავად მოთამაშეს კი, ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, თუ სად განაგრძოს კარიერა.

განვლილი სეზონი ალენმა „მაიამი ჰიტში“ ჩაატარა. უკანახაზელმა 73 მატჩში საშუალოდ 9,6 ქულა, 2,9 მოხსნა და 2 გადაცემა დააგროვა.

რეი ალენის სახლში შესულ შვიდ ახალგაზრდას შეჭრაში დასდეს ბრალი

როგორც ESPN.com-ი წერს, გასულ კვირას რეი ალენის სახლში შვიდი 18-19 წლის ბიჭი შევიდა. როგორც გაირკვა, შვიდივე ახალგაზრდა პოლიციამ დააკავა და სახლში უკანონო შეჭრაში დასდო ბრალი.

ბიჭები „მაიამის“ ყოფილი უკანახაზელის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც რეის ცოლი და შვილი მეორე სართულზე იმყოფებოდნენ. ხმის გაგონებისას ალენის მეუღლემ დაიყვირა, რის გამოც ახალგაზრდები გაიქცნენ.

როგორც თავად დაკავებულები აცხადებენ, სახლის კარი ღია იყო და მათ უბრალოდ იმის ნახვა სურდათ, თუ როგორ ცხოვრობს ცნობილი კალათბურთელი. ამის მიუხედავად, ალენის მეუღლემ განცხადება მაინც შეიტანა და ახლა ახალგაზრდებს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

რეი ალენი კარიერის გაგრძელებას აპირებს

უკანახაზელი რეი ალენი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთი სეზონით დარჩენნას აპირებს. ამის მიუხედავად, 39 წლის კალათბურთელს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რომელი გუნდის შემადგენლობაში ითამაშოს.

ამჟამად ვეტერანთან კონტრაქტის გაფორმების ყველაზე მეტი შანსი „კლივლენდ კავალიერსს“ აქვს, სადაც რეის ექს-პარტნიორი ლებრონ ჯეიმსი დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ არაერთ ინტევიუში ალენმა სწორედ ლებრონის გვერდით თამაშის სურვილი გამოთქვა.

განვლილ სეზონში რეიმ „ჰიტის“ მაისურით 73 შეხვედრა გამართა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 9,6 ქულა, 2,8 მოხსნა და 2 გადაცემა შეადგინა.

რეი ალენის მომავალი კვლავ უცნობია

თავისუფალ აგენტ რეი ალენს მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 39 წლის ვეტერანს „კლივლენდ კავალიერსთან“ კონტრაქტის გაფორმება შეუძლია, რის შესახებაც „USA Today“-ს ერთ-ერთი ჟურნალისტი მოთამაშის წარმომადგენელთა სიტყვებზე დაყრდნობით წერს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ გამოცდილ უკანახაზელს „კავალიერსში“ თამაშის სურვილი ჰქონდა, რადგან მის რიგებში ლებრონ ჯეიმსი დაბრუნდა.

ცნობისთვის, ბოლო ორი სეზონი რეიმ „მაიამი ჰიტში“ ლებრონის გვერდით ჩაატარა.

რეი ალენი „მაიმი ჰიტში“ არ დაბრუნდება

თავისუფალი აგენტი რეი ალენი შემდეგი სეზონისთვის „მაიამი ჰიტის“ შემადგენლობაში არ დაბრუნდება.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი ან „კლივლენდ კავალიერსში“ ლებრონ ჯეიმსის გვერდით თამაში, ან კარიერის დასრულებას სურს. ამის შესახებ „The Miami Herald“-ის ჟურნალისტები წერენ.

აქამდე ლებრონ ჯეიმსთან ერთად „კლივლენდში“ მისი ყოფილი თანაგუნდელები მაიკ მილერი და ჯეიმს ჯონსიც დაბრუნდნენ.

რეი ალენმა არ იცის, გააგრძელებს თუ არა კარიერას

„იაჰუ სპორტსის“ კორესპონდენტის მარკ სპირსის ინფორმაციით, 38 წლის ვეტერანმა რეი ალენმა ჯერჯერობით არ იცის, გააგრძელებს თუ არა თამაშს შემდეგ სეზონში.

ფინალურ სერიაში „სან-ანტონიო სპურსთან“ მარცხის შემდეგ რეის საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ივნისის ბოლოს გავრცელდა ცნობა, რომ სნაიპერი მოედანზე დაბრუნებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ალენმა „მაიამი ჰიტში“ ორი სეზონის განმავლობაში ითამაშა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ ლებრონ ჯეიმსის გვერდით თამაში სურს, ახლა კი, უცნობია, დარჩება თუ არა იგი ფლორიდაში ლებრონის „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნების შემდეგ.

ცნობისთვის, ჯეიმსმა „კავალიერსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააორმა.

რეი ალენი: „სტივენსონი მასხარასავით იქცევა“

„მაიამი ჰიტის“ უკანახაზელმა რეი ალენმა განაცხადა, რომ „ინდიანა პეისერსის“ მოთამაშის ლენს სტივენსონის ქმედებებით უკმაყოფილოა.

„სტივენსონი მასხარას როლს თამაშობს. ამით იგი საკუთარ თავს მხოლოდ ცუდი მხრიდან იჩენს.

ჩვენ პროფესიონალები ვართ და მატჩის დროს ჩვენი სამუშაოს გაკეთებას ვცდილობთ. ლენსი ჯერჯერობით ახალგაზრდაა, იგი გაიზერდება და ბევრს ისწავლის“, – განუცხადა ალენმა ESPN.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

მეისონი „ჰიტში“ ითამაშებს

როგორც The Palm Beach Post-ის ჟურნალისტი ეტან სკოლნიკი წერს, „მაიამი ჰიტის“ მცველმა რეი ალენმა თავისუფალ აგენტთან როჯერ მეისონთან 45-წუთიანი საუბრის შემდეგ, მოთამაშე ფლორიდაში გადასვლაში დაარწმუნა.

აღსანიშნავია, რომ მეისონი „ჩიკაგო ბულზში“ დაბრუნების ვარიანტსაც განიხილავდა, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც „ჰიტის“ სასარგებლოდ მიიღო.

ალექსანდრე მატევოსოვი