რეინა: “მასკერანოს “ნაპოლიში” დიდი სიამოვნებით ვიხილავდი”

იტალიური “ნაპოლის” ესპანელი კარის დარაჯი, პეპე რეინა აცხადებს, რომ ის მის გუნდში კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოს დიდი სიამოვნებით იხილავდა.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნაპოლი” არგენტინელი ფეხბურთელითაა დაინტერესებული. რეინასა და მასკერანოს კი “ლივერპულში” ერთად უთამაშიათ.

“ხავიერი ძალიან კარგი ადამიანია, მასთან დიდი ხანია ვმეგობრობ და რა თქმა უნდა, “ნაპოლიში” დიდი სიამოვნებით ვიხილავდი”, – ამბობს რეინა.

რეინას “ბარსელონაში” დაბრუნება გაახარებს

იტალიური “ნაპოლის” კარის დარაჯი, პეპე რეინა აცხადებს, რომ მას კატალონიის “ბარსელონაში” დაბრუნება გაახარებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მეკარე “ბლაგაურნას” აღრზდილია და მისთვის პირველი პროფესიონალური კლუბიც სწორედ “ბარსელონა” იყო.

“ძალიან გამიმართლა, რომ “ბარსელონას” წევრი ვიყავი. “ბლაგაურნასთან” არჩვეულებრივი მოგონებები მაკავშირებს. იქ დაბრუნება ძალიან გამახარებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა “ნაპოლიდან” წასვლას ვაპირებ”, – ამბობს რეინა.

ალბიოლი ნეაპოლს შეეჩვია

იტალიური “ნაპოლის” მცველი, რაულ ალბიოლი აცხადებს, რომ ის ნეაპოლს შეეჩვია და “ნაპოლიში” თავს ძალიან კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ესპანელი ოთხი სეზონის განმავლობაში, მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა, გასულ ზაფხულს კი, “ნაპოლის” შეუერთდა.

“მიხარია, რომ სერია A-ში თამაშის საშუალება მომეცა. ძალიან კარგ კლუბში გადმოვედი, რაც მაკმაყოფილებს. პრიმერა დივიზიონში ბევრი სეზონი გავატარე. ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, კალეხონი და იგუაინი კი ახლაც ჩემს გვერდით არიან. რაც შეეხება პეპე რეინას, ის გამოცდილი და საიმედო მეკარეა. მინდა, რომ “ნაპოლისთან” ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიო და ასევე, ესპანეთის ნაკრებში ხშირად ვიყო”, – ამბობს ალბიოლი.

დიტო ჭიჭინაძე

რეინა: “ბალოტელის მაისურთან ერთად მძინავს”

იტალიური “ნაპოლის” ესპანელი მეკარე, პეპე რეინა აცხადებს, რომ მას “მილანის” თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის მაისურთან ერთად ძინავს.

შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს, იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, “როსონერიმ” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში, რეინამ ბალოტელის პენალტი არ გაატანინა.

“სიმართლე გითხრათ, ბალოტელის მაისურთან ერთად მძინავს. მართალია, მოგერიებული პენალტის შემდეგ, მასთან მისვლა და მაისურის გაცვლა გამიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა”, – ამბობს რეინა.

ბუსკეტსი და ფაბრეგასი რეინას ყიდვას ითხოვენ

კატალონიის “ბარსელონას” ორი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი და სესკ ფაბრეგასი ხელმძღვანელობას ესპანელი კიპერის, პეპე რეინას გადმობირებას სთხოვენ.

შეგახსენებთ, რომ რეინა “ნაპოლიში” იჯარის წესით თამაშობს და თუ “ლივერპულში” მინოლეს თამაშს გავითვალისწინებთ, მისი “ენფილდზე” დაბრუნების შანსები მინიმალურია. გარდა ამისა, სხვადასხვა ინფორმაციით, ესპანელ კიპერს ლივერპულელთა დამრიგებელ ბრენდან როჯერსთან ურთიერთობა აქვს გაფუჭებული.

“შესანიშნავი იქნება, თუ რეინა “ბარსელონაში” გადმოვა”, – ამბობს ბუსკეტსი “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პეპე “ბარსელონაში” ყველას იცნობს. მას გასახდელში შესანიშნავი ატმოსფეროს შექმნა შეუძლია”, – ეს უკვე სესკ ფაბრეგასის სიტყვებია, “რადიო კატალონიასთან” საუბრის დროს.

დღემდე, მას შემდეგ რაც სეზონის ბოლოს “ბარსადან” ვიქტორ ვალდესის წასვლის საკითხი გახდა აქტუალური, პრესის ფურცლებზე მის შესაძლო შემცვლელად ბელგიელი ახალგაზრდა კიპერი კურტუა სახელდებოდა, მაგრამ უკვე გაჩნდა აზრი იმის შესახებაც, რომ მიუხედავად კურტუას კლასისა, “ბარსელონას” უფრო გამოცდილი მეკარე სჭირდება, სწორედ აქ გაიჟღერა პირველად, რეინას გვარმაც.

ვნახოთ, რას გადაწყვეტს კატალონიელთა ხელმძღვანელობა.