ფრანკ რიბერი: “როცა ბავშვი ხარ და ასეთი ნაიარევი გაქვს, ცხოვრება ადვილი არ არის”

მიუნხენის “ბაიერნის” შემტევმა ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ ბავშვობაში მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა. Canal+ Sport-ის ეთერში 35 წლის ფეხბურთელმა იმ სირთულეებზე ისაუბრა, რისი გადატანაც თავად მას და მის ოჯახს უწევვდათ.

როცა რიბერი ორი წლის იყო, ავტოავარიაში მოყვა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას 100 ნაკერი დაადეს, ნაიარევი კი სამუდამოდ დარჩა.

“ხალხი ამბობდა: “შეხედეთ, სახეზე რა აქვს, შეხედეთ მის თავს. როგორი ნაიარევია? ძალიან უშნოდ გამოიყურება.” სადაც არ უნდა გამევლო, ყველგან მე მიყურებდნენ. თუმცა, ეს იმიტომ არ ხდებოდა, რომ მე კარგი პიროვნება ან კარგი ფეხბურთელი ვიყავი, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ნაიარევი მქონდა.

მათ მე ძლიერი ხასიათი ჩამომიყალიბეს. როცა ბავშვი ხარ და ასეთი ნაიარევი გაქვს, ცხოვრება ადვილი არ არის. როგორ გიყურებენ ადამიანები, რას ამბობენ შენზე – ჩემ ოჯახს ამის მოთმენა უწევდა. მიუხედავად ყველაფრისა, კუთხეში არასოდეს წავსულვარ და მიტირია” – თქვა რიბერიმ.

მატიე: “საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობის მოტივაცია აღარ მაქვს”

გუშინ “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ჟერემი მატიემ ოფიციალურად განაცხადა მისი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. მან ეროვნულ გუნდში მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა. მიუხედავად ამისა, მან უკვე მიიღო ნახსენები გადაწყვეტილება და მთავარ მწვრთნელს, დეშამსაც აცნობა ამის შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით მატიემ კომენტარი გააკეთა.

“საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობის მოტივაცია აღარ მაქვს. ამის შესახებ დეშამს ვაცნობე და მანაც ჩვეულებრივად მიიღო ეს ამბავი.”

“გეტყვით, რომ როცა ვნახე იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც მთავარმა მწვრთნელმა გამოიძახა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის, გადავწყვიტე, რომ ეროვნული გუნდი დამეტოვებინა. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ნაკრებთან, არაფერზე ვარ ნაწყენი, უბრალოდ დრო მოვიდა,” – განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა.

სიმეონე: “მე არ ვარ გრიზმანის აღმზრდელი”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე”, “ატლეტიკო” მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებს.

“ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის ლიდერზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

“მე გრიზმანის აღმზრდელი არ ვარ; უბრალოდ, მისი მწვრთნელი ვარ, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა, ნიჭიერ სპორტსმენს განვითარდეს, როგორც ფეხბურთელი და, როგორც ადამიანი.”

“ჩვენ, გრიზმანის სახით, საოცარი მოთამაშე გვყავს, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ის ამ შესაძებლობებს მთლიანად გამოიყენებს!”

“ელ ჩოლომ”, რა თქმა უნდა, ზოგადად, მატჩზეც ისაუბრა: “ბაიერნი” ძალიან ძლიერი და კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ის ძალიან ჰგავს იმ კოლექტივს, რომელსაც გასულ სეზონში ვეთამაშეთ. გერმანელებს უმაღლესი დონის სპეციალისტი ჰყავთ. კარლოს დიდ პატივს ვცემ მისი პროფესიონალიზმის და საქმის სიყვარულის გამო!” – განაცხადა დიეგო სიმეონემ.

“ბაიერნის” ფეხბურთელები ლუდის ფესტივალზე (ფოტოები)

მიუნხენში ლუდის ფესტივალი იწყება. “ბაიერნის” მოთამაშეებმა ამ მოვლენის სტარტი მხიარულად აღნიშნეს.

იხილეთ ფოტოები

“ბაიერნი” რიბერის, რობენსა და ჩაბი ალონსოს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს

გერმანული “ბაიერნის” წარმომადგენელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ პრესასთან საუბრისას გაამხილა, რომ კლუბი გუნდის 3 ლიდერთან ცდილობს კონტრაქტის გახანგრძლივებას. საუბარია არიენ რობენზე, ფრანკ რიბერსა და ჩაბი ალონსოზე.

“მე მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ კონტრაქტები სამივე მათგანს გავუხანგრძლივო.

ყველასათვის ცნობილია, რომ ანჩელოტის ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა აქვს, განსაკუთრებით კი გამოცდილ ფეხბურთელებთან. ჩვენ მათი შენარჩუნება გვჭირდება.” – განუცხადა რუმენიგემ Sport Bild-ს.

შეგახსენებთ, რომ ამ ტრიოს კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურებათ.

“რეალმა” “ბაიერნი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს გამთენიისას “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” გაიმართა მიუნხენის “ბაიერნისა” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირება.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში მადრიდელები მცირე უპირატესობას დაუფლნენ, რამაც შედეგი გამოიღო – მატჩის 79-ე წუთზე “რეალის” მარჯვენა მცველმა, დანილომ გერმანელების კარის აღება მოახერხა.

ნახსენები გოლი იყო ერთადერთი, რომელიც თამაშში გავიდა. საბოლოოდ, ესპანურმა კლუბმა “რეკორდმაისტერზე” ანგარიშით 1:0 იმარჯვა.

“ბაიერნმა” “ინტერს” სძლია (ვიდეო)

დღეს დილაადრიან, “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად, ერთმანეთს მილანის “ინტერი” და მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდნენ.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. ამერიკელმა ახალგაზრდა მოთამაშემ, იულიან გრინმა, რომელიც წელს გადმოვიდა “ბაიერნის” მთავარ გუნდში, ჰანდანოვიჩის კარი აიღო. მე-13 წუთზე რიბერიმ ბენკოს პასით გაიტანა. უკვე ნახსენებმა გრინმა, 30-ე და 35-ე წუთებზე შეძლო ჰეთრიკის შესრულება და ანგარიშის 4-მდე გაზრდა.

“ინტერის” მხრიდან პრესტიჟის გოლი იკარდიმ 90-ეზე შეაგდო.

საბოლოო ანგარიში 1-4 დაფიქსირდა.

“ბაიერნის” შემტევი: “ანჩელოტი უფრო მენდობა, ვიდრე წარსულში – გვარდიოლა”

ფრანგმა ფეხბურთელმა, ფრენკ რიბერიმ მის ახლანდელ მწვრთნელზე, კარლო ანჩელოტიზე და ყოფილ დამრიგებელზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიელი სპეციალისტისგან უფროო მეტ ნდობას გრძნობს, ვიდრე ამას წარსულში ესპანელისგან გრძნობდა.

აღსანიშნავია, რომ პეპ გვარდიოლას სამ წლიან ეპოქაში, რომელიც მას “რეკორდმაისტერში” ჰქონდა, რიბერიმ “ბუნდესლიგის” მხოლოდ 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ანჩელოტის, მის ხელში გერმანულმა კლუბმა სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, ყველა მათგანში რიბერი ძირითადში იყო და “ლიპსტადტთან” და “ლანდშუტთან” გოლების გატანა შეძლო.

“მე ძალიან თავისუფლად და მოტივირებულად ვგრძნობ თავს. კარლო ჩვენი გუნდისთვის ნამდვილი საჩუქარია. მას შემდეგ, რაც ის მოვიდა, მე დიდი ნდობა და მხარდაჭერა მაქვს.”

“ის შესანიშნავი მწვრთნელია. მჭირდება სწორედ მისი, ჰაინკესის და ჰიცფელდის მსგავსი პიროვნებები, რათა ჩემი თავის ვირწმუნო და რთული პერიოდის შემდეგ, ძალების აღდგენა შევძლო.”

“იმ დროის შემდეგ, რაც მე მქონდა, გაძლიერება დამოკიდებულია ნდობაზე, პატავისცემასა და პოზიტიურ ატმოსფეროზე. თუ ეს ყველაფერი მექნება, მაშინ, გპირდებით, ჩემი შესაძლებლობების ასს კი არა, ას ორმოცდაათ პროცენტს გამოვავლენ,” – განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა.

“ბაიერნი”: ანჩელოტიმ გამარჯვებით დაიწყო; რიბერიმ და რობენმა გაიტანეს

დღეს კარლო ანჩელოტის დებიუტი ჰქონდა მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცის რანგში. “რეკორდმაისტერი” სტუმრად გერმანულ “ლიპსტადტს” დაუპირისპირდა…

შეხვედრაში ანგარიში გრინმა გახსნა მე-9 წუთზე. ამას მალევე მოჰყვა რობენის გოლი (მე-16 წუთზე). რიბერიმ 33-ზე სამამდე გაზარდა უპირატესობა. შემდეგ იყო იოსვინგის ავტოგოლი და “ბაიერნი” მეორე ტაიმის საწყის წუთებში უკვე 4:0-ს იგებდა. თუმცა, მეტოქეთა ფეხბურთელებმა 52-ე, 57-ე და 88-ე წუთებზე შეძლეს სხვაობა ერთამდე შეემცირებინათ. საბოლოოდ, ანჩელოტიმ მაინც მოახერხა სადებიუტო შეხვედრის მოგება, ანგარიშით 3:4.

გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას…

ფრენკ რიბერი – ყველაზე მხიარული ფეხბურთელი გერმანიის ბუნდესლიგაში

გოგონების შეშინება

დავიდ ალაბა

მძღოლი

ოლივერ კანი

გადამზიდი

კლასიკა

5 ფეხბურთელი, რომელმაც ბავშვობაში დიდი ტკივილი გადაიტანა

1. იაკუბ ბლაშიკოვსკი

1996 წელს, როცა ბლაშიკოვსკი ათი წლის იყო, მამამისმა დედამისი მოკლა. ცხადია, მამამისი ციხეში ჩასვეს. ამ ინციდენტის შემდეგ პოლონელი ნახევარმცველი ფეხბურთს ჩამოშორდა კიდეც, თუმცა ბიძა იერჟი ბრჩეჩეკმა, რომელიც პოლონეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, იაკუბი ფეხბურთში დააბრუნა. ბლაშიკოვსკი ყველა გატანილ გოლს დედამისს უძღვნის.

2. კარლოს ტევესი

ტევესი ათი თვის იყო, როცა ქვაბიდან ადუღებული წყალი გადაესხა, მისმა მშობლებმა, არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ, ამიტომ შვილს ნაჭრები დაადეს. ამან სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა. მართალია, არგენტინელი ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ხუთი წლის ასაკში მას მამა მოუკლეს, შემდეგ კი დედა გარდაეცვალა.

3. კუადრადო

კუადრადო ოთხი წლის იყო, როცა მის სახლში შეიარაღებული პირი შეიჭრა. დედამისი მას ეუბნებოდა, რომ დამალულიყო. როცა დამნაშავემ სროლა შეწყვიტა, სახლში კუადრადოს მამის ცხედარი აღმოაჩინეს.

4. მარიო ბალოტელი

მარიო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით დაიბადა. მის განელ მშობლებს შვილის მკურნალობისათვის საკმარისი რესურსები არ გააჩნდათ, ამიტომ პალერმოდან ბრეშაში იმ იმედით გადაბარგდნენ, რომ სამკურნალოდ თანხას იშოვიდნენ. ბალოტელიმ ორი წელი საავადმყოფოში გაატარა, შემდეგ კი ის იტალიურმა ოჯახმა იშვილა.

5. ფრენკ რიბერი

რიბერი ორი წლის იყო, როცა მამამისთან ერთად ავტოავარიაში მოყვა, რის გამოც მან სერიოზული დაზიანებები მიიღო. რიბერის მანქანის საქარე მინა მოხვდა.

7 შემთხვევა ფეხბურთში, როცა თანაგუნდელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს

1. ემანუელ ადებაიორი – კოლო ტურე (“მანჩესტერ სიტი”)

2. არიენ რობენი – ფრენკ რიბერი (“ბაიერნი”)

3. მარიო ბალოტელი – ჟერომ ბოატენგი (“მანჩესტერ სიტი”)

4. რობინიო – გრავესენი (მადრიდის “რეალი”)

5. ჯოი ბარტონი – უსმან დაბო (“მანჩესტერ სიტი”)

6. სიტუაცია ირანის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში

7. ლიტვაში…