17 აპრილს, გერმანიის რეგიონალლიგაში, “ბაიერნის” მეორე გუნდმა” საკუთარ მოედანზე “გარჩინგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის 73-ე წუთზე, ფრანკ რიბერის პატარა ძმამ, სტივენ რიბერიმ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.
17 აპრილს, გერმანიის რეგიონალლიგაში, “ბაიერნის” მეორე გუნდმა” საკუთარ მოედანზე “გარჩინგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის 73-ე წუთზე, ფრანკ რიბერის პატარა ძმამ, სტივენ რიბერიმ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.
დონეცკის “შახტართან” შეხვედრაში “ბაიერნის” ტრავმირებული ნახევარმცველები, არიენ რობენი და ფრანკ რიბერი მიუნხენური კლუბის უახლოეს შეხვედრას გამოტოვებნ.
14 მარტს “ბაიერნი” ბრემენს ესტუმრება, სადაც ბუნდესლიგის 25-ე ტურის ფარგლებში ურთიერთობას “ვერდერთან” გაარკვევს. მოთამშეების დაბრუნების ზუსტი თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.
24 ტურის შემდეგ “ბაიერნი” ბუნდესლიგას 61 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.
სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ყველაზე წარმატებული ექვსი ფეხბურთელი, რომლებიც სიღარიბეში გაიზარდნენ.
6. ალექსის სანჩესი
ალექსის სანჩესი ჩილეში, გარეუბან ტოკოპილაში დაიბადა. ალექსისი პატარა იყო, როცა მამამისმა მიატოვა. ის დედამ გაზარდა, რომელიც დამლაგებლად იმ სკოლაში მუშაობდა, სადაც სანჩესი სწავლობდა.
მომავალი ფეხბურთელი ბავშვობაში ბევრისათვის სათაკილო არაერთ სამუშაოს ასრულებდა, რაშიც მას ფულს უხდიდნე. იყო ისეთი პერიოდებიც, როცა მისი ოჯახი მწვრთნელისათვის თანხის გადახდასაც ვერ ახერხებდა.
5. ფრანკ რიბერი
რიბერი საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ უბანში გაიზარდა. იქ ყოფნის პერიოდში, ფრანგ ფეხბურთელს ბევრი უსიამოვნება შეემთხვა, სწორედ ამის შედეგია სახეზე ბევრი ნაიარევი.
გასაკვირია, მაგრამ 2003 წელს, როცა რიბერი 20 წლის იყო, ის მამამისთან ერთად მშენებლობაზე მუშაობდა. საბოლოოდ, მისი ცხოვრება “მეცში” გადასვლის შემდეგ შეიცვალა.
4. ანხელ დი მარია
დი მარია დასავლეთ არგენტინაში, მენდოზაში გაიზარდა. მის ოჯახს ძალიან უჭირდა, ამიტომ პატარა ანხელი მშობლებს სამუშაოზე ხშირად დაჰყვებოდა და მათ ეხმარებოდა.
დი მარიამ თამაში ადგილობრვი საფეხბურთო გუნდში, “ტორიტოში” დაიწყო. მომავალი ვარსკვლავის კარგი თამაში “როსარიო სენტრალის” სკაუტებს არ გამორჩენიათ და ამ კლუბის წარმომადგენლებმა “ტორიტოს” დი მარიას სანაცვლოდ 35 ბურთი მისცეს.
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ზლატანის დედა ხორვატი იყო, მამა კი ბოსნიელი ალკოჰოლიკი გახლდათ. იბრაჰიმოვიჩი როზენგარდის კრიმინალურ უბანში გაიზარდა, სადაც არაერთ სირთულეს დაუპირისპირდა. როგორც თავის ავტობიუგრაფიულ წიგნში წერს, ზლატანს მეგობრებთან ერთად ველოსიპედიც კი მოუპარავს.
15 წლის ასაკში, იბრაჰიმოვიჩმა ფეხბურთისთვის თავის დანებება გადაწყვიტა, თუმცა მისმა მწვრთნელმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ზლატანი ფეხბურთს არ ჩამოშორებოდა
2. ლუის სუარესი
სუარესი მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ლუისისთვის ბუცები ეყიდათ, ამიტომ პატარა ბიჭუნას თავად უწევდა ბევრი რაღაცის გაკეთება. 2003 წელს სუარესით “ნასიონალი” დაინტერესდა, ამის შემდეგ კი მის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.
1. კრიშტიანო რონალდუ
კრიშტიანო პორტუგალიაში, მადეირაზე გაიზარდა. თავად ფეხბურთელმა ერთხელ განაცხადა, რომ მის ოჯახს ძალიან უჭირდა. მას თავის ორ დასთან და დედასთან ერთად ერთ ოთახში ეძინა. რონალდუს მართლაც რთული ბავშვობა ჰქონდა, 14 წლის ასაკში მომავალი ვარსკვლავი სკოლიდან იმიტომ გამოაგდეს, რომ მან მასწავლებელს სკამი ესროლა.
”ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ფილიპ ლამის ტრავმაზე ისაუბრა.
”სამწუხაროა, ლამის ტრავმა. ის, მართლაც, დააკდება გუნდს. ”ბაიერნი” რამდენიმე თამაშში დაკარგავს მნიშვნელოვან ფეხბურთელს. ლამი დიდი კაპიტანია და ასევე მისი როლი მოედანზე უაღრესად დიდია. ფილიპი ძალიან კარგ ფორმაში იყო. ახლა მან სიმშვიდე უნდა შეინარჩნოს და ორიენტირებული იყოს იმაზე, რომ მალე დაუბრუნდეს გუნდს. რა თქმა უნდა, მას სჭირდება ყველას მხარდაჭრა”, – დაასრულა ფრან რიბერიმ.
სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ის ათი ფეხბურთელი, რომელთაც ოქროს ბურთი უნდა მოეგოთ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.
5. ფრენკ რიბერი – 2013 წელი
გამარჯვებული: კრიშტიანო რონალდუ
4. უესლი სნეიდერი – 2010 წელი
გამარჯვებული: ლიონელ მესი
3. ანდრეს ინიესტა – 2010 წელი
გამარჯვებული: ლიონელ მესი
2. სტივენ ჯერარდი – 2005 წელი
გამარჯვებული: რონალდინიო
1. ტიერი ანრი – 2004 წელი
გამარჯვებული: ანდრეი შევჩენკო
მსოფლიო ფეხბურთში გვინახავს არაერთი მოთამაშე, რომელიც თამაშისას მხოლოდ ერთ ფეხს იყენებს, თუმცა გვაქვს საწინააღმდეგო შემთვევები, როცა ფეხბურთელი ორივე ფეხს მშვენივრად იყენებს.
10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
9. რადამელ ფალკაო
8. ნეიმარი
7. ტონი კროოსი
6. ფრანკ რიბერი
5. კრიშტიანო რონალდუ
4. ლუკა მოდრიჩი
3. სანტი კასორლა
2. ადრიანო
1. პედრო
ტომას მიულერმა ფრანკ რიბერის ახალი იმიჯის გამო დასცინა.
17 მაისს, გერმანიის თასის ფინალში, “ბაიერნსა” და “ბორუსიას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, კამერბმა დააფიქსირეს კადრი, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ უწევს გვარდიოლა სამედიცინო დახმარებას რიბერის.
ესპანურმა გამოცემა Mundodeportivo-მ ევროპის ათი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი დაასახელა.
10. ალექსის სანჩესი – 30,1 კმ/სთ
9. არიენ რობენი – 30,4 კმ/სთ
8. ფრანკ რიბერი – 30,7 კმ/სთ
7. უეინ რუნი – 31,2 კმ/სთ
6. ლიონელ მესი – 32,5 კმ/სთ
5. ტეო ულკოტი – 32,7 კმ/სთ
4. კრიშტიანო რონალდუ – 33,6 კმ/სთ
3. აარონ ლენონი – 33,8 კმ/სთ
2. გარეტ ბეილი – 34,7 კმ/სთ
1. ანტონიო ვალენსია – 35,1 კმ/სთ
რამდენიმე დღის წინ France Football-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელები წელიწადში, კლუბისგან მიღებული ხელფასის გარდა, ფულს სასპონსორო, სარეკლამო და სხვა ხელშეკრულებებითაც გამოიმუშავებენ.
ათეული კი ასე გამოიყურება:
10. ფრენკ რიბერი (“ბაიერნი”) – 16.5 მილიონი ევრო
9. ედენ აზარი (“ჩელსი”) – 16.8 მილიონი ევრო
8. ტიაგო სილვა (“პსჟ”) – 17 მილიონი ევრო
7. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 19.7 მილიონი ევრო
6. რადამელ ფალკაო (“მონაკო”) – 21.2 მილიონი ევრო
5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) – 23.5 მილიონი ევრო
4. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 24 მილიონი ევრო
3. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 29 მილიონი ევრო
2. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 39.5 მილიონი ევრო
1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 41 მილიონი ევრო
“ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ მხარდაჭერა გამოხატა კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, ული ჰიონესის მიმართ. შეგახსენებთ, ჰიონესს ფინანსური მაქინაციების გამო 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჰიონესს სასჯელი არ გაუსაჩივრებია და “ბაიერნის” პრეზიდენტის თანამდებობაც დატოვა.
“ძალიან რთული მომენტია “ბაიერნისთვის”. გულდაწყვეტილები ვართ. ჰიონესი შესანიშნავი ადამიანია და ის ყოველთვის ჩვენს პრეზიდენტად დარჩება. რაც მთავარია, ეს მოვლენები თამაშის ხარისხზე არ უნდა აისახოს. “ბაიერნმა ჰიონესისთვის უნდა მოიგოს” – განაცხადა ფრანგმა ნახევარმცველმა “ლევერკუზენთან” მოგებული მატჩის შემდეგ.