თავისუფალი აგენტი რიჩარდ ჰემილტონი ”ჰიუსტონ როკეტსისა” და ”ნიუ-იორკ ნიქსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ამის შესახებ ცნობა თავისი ტვიტერის გვერდის დახმარებით FOX Sports-ის ცნობილმა ჟურნალისტმა სემ ემიკომ გაავრცელა.
ბოლო ორი სეზონის განმალობაში ჰემილტონი ”ჩიკაგო ბულზში” გამოდიოდა. ჯამში მან 78 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა სათამაშო დროის 22,9 წუთში 10,5 ქულა, 2,6 გადაცემა და 1,9 მოხსნა შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი