რიკარდო კაკამ და კრისტიან ზაპატამ შესაძლოა “ატლეტიკოსთან” მატჩი გამოტოვონ

“მილანის” ფეხბურთელებმა კრისტიან ზაპატამ და კაკამ შესაძლოა გამოტოვონ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი “მადრიდის ატლეტიკოს” წინააღმდეგ.
უახლოეს დღეებში “როსონერის” სამედიცინო პერსონალი მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავს.
მატჩი “მილანსა” და “ატლეტიკოს” შორის 19 თებერვალს გაიმართება.

კაკა: „მილანი“ მენატრებოდა“

„მილანის“ შემტევმა ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „როსონერიში“ დაბრუნებით იგი კმაყოფილია.

„მილანში“ დაბრუნებაზე და დიდი ხნით დარჩენაზე ვოცნებობდი. „მილანელოს“ ატმოსფერო ძალიან მაკლდა. როდესაც „რეალში“ ვიყავი, „როსონერიში“ გატარებულ პერიოდს სიამოვნებით ვიხსენებდი. აქაური გარემო ნამდვილად მაკლდა“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კაკა: „მიხარია, რომ გუნდს ვეხმარები“

„მილანის“ ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ იტალიის სერია ა-ს მე-14 ტურის მატჩში „კატანიას“ კარში გატანილი გოლის შესახებ ისაუბრა.

„ამ გოლით კმაყოფილი ვარ. სინამდვილეში ელ შაარავის ან ბალოტელის ჩართვას ველოდებოდი, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ იქ არავინ იყო, თვითონ დავარტყი. შედეგად, 99-ე გოლი გავიტანე. მიხარია, რომ რეგულარულად თამაშისა და გუნდის დახმარების საშუალება მაქვს. „კატანიასთან“ მოგებული მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ბრაზილიელმა შემტევმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კაკას წერილი მადრიდის ”რეალის” გულშემატკივრებს

მადრიდის ”რეალიდან” ”მილანის” შემადგენლობაში დაბრუნებული რიკარდო კაკა ”სამეფო კლუბის” გულშემატკივრებს წერილის დახმარებით დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის სამხრეთ ამერიკელი ”ბლანკოსში” ოთხი წლის განმალობაში თამაშობდა, ხოლო ”როსონერისთან” მან ორწლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი.

”ძვირფასო მადრიდისტებო! ოთხი სეზონის განმალობაში მე ”რეალის” ღირსების დაცვას ვცდილობდი. ამ გუნდის შემადგენლობაში სამი ტიტული მოვიგე და კლუბში მომუშავე ყველა ადამიანისგან უდიდესი სითბო მივიღე”, – წერს კაკა თავისი ტვიტერის გვერდზე.

”მილანში” დაბრუნება – ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ნიშნავს. ამის მიუხედავად, ესპანეთში მიღებული ემოციები ჩემს გულში სამუდამოდ დაიმკვიდრებენ ადგილს. დამიჯერეთ, გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რისი გაკეთებაც შემეძლო. ასეთი დონის კლუბის მოთამაშედ ყოფნა – უდიდესი პატივია. მიუხედავად იმისა, რომ რთულ მომენტებსაც ჰქონდა ადგილი, ამ პერიოდს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდად მივიჩნევ. მსურს მადლობა როგორ თქვენ, გულშემატკივრებს, ასევე კლუბის ხელმძღვანელებს და ჩემს კოლეგებს გადავუხადო. თქვენ ყველანი მეხმარებოდით, რასაც არასდროს დავივიწყებ. დიდი მადლობა! Hala Madrid!”, – დაასრულა რიკიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი