“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებმა – რიო ფერდინანდმა და სერხიო აგუერომ სახალისო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, სადაც გამარჯვებული ინგლისელი მცველი გამოვიდა.
ჭდე: რიო ფერდინანდი
რიო ახალ კონტრაქტს ითხოვს
როგორც უკვე იცით ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს კონტრაქტის გარეშე რჩება, სწორედ ამიტომ ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა გადაწყვიტა, რომ მოეთხოვა ახალი კონტრაქტი, ჩანს რომ ის აპირებს კარიერის გაგრძელებას ოლდ ტრაფორდზე.
მოიესი წავიდა და რიოს თითქოს ხელ-ფეხი გაეხსნა, რადგან შოტლანდიელისთვის რიო ფავორიტ ფეხბურთელებში არ შედიოდა და მას არ უწევდა ხშირად მოედანზე გამოსვლა. ამიტომ ფერდინანდს იმედი აქვს, რომ ან გიგზი, ან ვან გაალი მას მეტ დროს მისცემენ სათამაშოდ და ნდობასაც გამოუცხადებენ.
“მე ვაპირებ თამაშის გაგრძელებას, თუმცა სად არ ვიცი, იმედი მაქვს აქ.” – განაცხადა ფერდინანდმა, რომელიც 12 წლის წინ გადავიდა ოლდ ტრაფორდზე.
ფერდინანდი საუბრობს, რომ 2013/14 სეზონი მისთვის იყო ყველაზე ცუდი სეზონი ოლდ ტრაფორდზე კარიერაში და ასევე მისი თანაგუნდელებიც ამოვარდნილები იყვნენ ფორმიდან.
“წლების განმავლობაში ცხრილს არ ვუყურებდი ხოლმე, რადგან ჩვენ არ გვჭირდებოდა. ახლა კი ჩახედვა საერთოდ აღარ შეიძლება, რადგან როდესაც ხედავ ადგილს, სადაც ჩვენ ვართ ამაზრზენია.” – საუბრობს ცენტრალური მცველი.
მიუხედავად იმისა, რომ რიო არ იყო მოიესის 11-ეულის ხშირი წევრი ის მაინც არ ამტყუნებს ბოლომდე შოტლანდიელს და მიაჩნია, რომ ფეხბურთელებმაც უნდა დაიბრალონ ეს წარუმატებლობა. სხვათაშორის ფერდინანდი გიგზის 11-ეულში მოხვდა შაბათს “ნორვიჩთან” მატჩში და ნორმალურად ჩაატარა თამაში.
გარდა იმისა, რომ ფერდინანდი ცდილობს აარიდოს მთელი პასუხისმგებლობა მოიესს, ის მაინც აკრიტიკებს შოტლანდიელს და საუბრობს, რომ მან არ იცოდა როგორ მიეცა მოტივაცია ფეხბურთელებისთვის და ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა მისთვის.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/
რიო ფერდინანდი: „ასე ცხოვრება აღარ მინდა“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი რიო ფერდინანდი გამოტყდა, რომ კლუბის ამჟამინდელი კრიზისი მის პირად ცხოვრებაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს.
„უხერხული მდგომარეობაა შექმნილი. ქუჩაში გამოსვლა, ბავშვევის სკოლაში წაყვანა, ავტომობილის საწვავით შევსების ან საყიდლებზე სიარულის სურვილი არ მაქვს. ტელევიზორსაც აღარ ვუყურებ. მეჩვენება, რომ ხალხი მუდმივად ცუდი თვალით მიყურებს. ეს ჩემთვის უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა. ასე ცხოვრება აღარ მინდა. მსურს, თავისუფლად და კომფორტულად ვიცხოვრო“, – ფერდინანდის სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 51 ქულით პრემიერლიგის მეშვიდე პოზიცია აქვს დაკავებული.
„წითელი ეშმაკები“ 32-ე ტურში „ასტონ ვილას“ მიიღებენ.
ბექა დოგრაშვილი
რიო ფერდინანდი მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს
გავრცელებული ინფორმაციით მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მცველი რიო ფერდინანდი მზადაა ზაფხულში დატოვოს მისი ამჟამინდელი კლუბი და მოთამაშის კარიერა დუბაიში გააგრძელოს.
შეგახსენებთ რომ რიო ფერდინანდი მანჩესტერ იუნაიტედში 2002 წლიდან ასპარეზობს.
მოიესი რიო ფერდინანდს ნდობას უცხადებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ დაცვის ცენტრში რიო ფერდინანდის კანდიდატურას მოიაზრებს.
„რიომ ვარჯიში განაახლა. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მას გამოვიყენებთ. ფერდინანდი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, განსაკუთრებით კი – სეზონის პირველ ნახევარში. მან სასტარტო თითქმის 10-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. როდესაც აქაურ გარემოს ჯერ კიდევ ვსწავლობდი, რიო ფერდინანდი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
დაცვის ცენტრში სერიოზული კონკურენცია გვაქვს, მაგრამ ის ჩვენთვის კვლავ ღირებული და პატივსაცემი ფეხბურთელია“, – მოიესის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი
ფერდინანდს ამერიკაში ელიან
“მანჩსტერ იუნაიტედის” მცველი რიო ფერდინანდი მლს-ის კლუბების ინტერესთა სფეროში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის მცველის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და “მანჩესტერი” ვეტერას მის გახანგრძლივებას არ სთავაზობს.
თუმცა, ფერდინანდს სხვა შემოთავაზებებიც აქვს. არის შანსი, რომ რიომ კარიერა დაასრულოს და სამუშაოდ ტელევიზიაში, საფეხბურთო ექსპერტის პოზიციაზე გადავიდეს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას რიო ფერდინანდი 2002 წლიდან იცავს.
რიო ფერდინანდი: “თუ რონალდუს ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ქუჩაში შიშველი ვირბენ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი, რიო ფერდინანდი სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთისათვის რიბერი, რონალდუ და მესი იბრძვიან. დაჯილდოების ცერემონიალი კი დღეს, თბილისის დროით, 21:30 საათზე დაიწყება.
“თუ დღეს კრიშტიანო რონალდუ ოქროს ბურთს ვერ მოიგებს… ქუჩაში გავალ და შიშველი ვირბენ”, – წერს ფერდინანდი.
ფერდინანდი: ”მანჩესტერ იუნაიტედს” ყველაფრის მოგება შეუძლია”
”მანჩესტერ იუნაიტედის” მცველის რიო ფერდინანდის აზრით, პრემიერ ლიგის სასტარტო ტურების შედეგებიდან გამომდინარე, დასკვნების გაკეთება საჭირო არ არის.
შეგახსენებთ, რომ სამ ტურში დევიდ მოიესის გუნდმა თავის ანგარიშზე მხოლოდ ოთხი ქულა ჩაიწერა.
”ჩვენ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც ყველაფერს მოიგებს”, – განუცხადა ფერდინანდმა London Evening Standard-ს.
”შარშან პრემიერ ლიგა საკმაოდ ადვილად მოვიგეთ და გუნდი ასე მალე ვერ შეიცვლებოდა. გვჯერა იმ შემადგენლობის, რომელიც ახლა გვყავს. ნებისმიერ შემთხვევაში, სამი ტურის შემდეგ, დასკვნების გაკეთება არ შეიძლება”.
მეოთხე ტურში მანჩესტერელებს მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესების შანსი ექნებათ, რადგან ისინი ”ოლდ ტრაფორდზე” ”კრისტალ პალასს” მიიღებენ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში, ”წითელმა ეშმაკებმა” ”ევერტონის” უკვე ყოფილი ნახევარმცველი მარუან ფელაინი დაიმატეს.
ალექსანდრე მატევოსოვი