21 მარტს, ბრაზილიაში “სანტოსმა” საკუთარ მოედანზე “აუდაქსი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, “სანტოსის” ფეხბურთელმა რობინიომ მეტოქე მარტივად მოატყუა, შემდეგ კი ჟესტიც გააკეთა.
21 მარტს, ბრაზილიაში “სანტოსმა” საკუთარ მოედანზე “აუდაქსი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, “სანტოსის” ფეხბურთელმა რობინიომ მეტოქე მარტივად მოატყუა, შემდეგ კი ჟესტიც გააკეთა.
1 მარტს, ბრაზილიის პაულსიტა A1-ში “პალმეირასმა” საკუთარ მოედანზე “კაპივარიანო” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის 81-ე წუთზე, შეხვედრაში ანგარიში რობინიომ ლამაზი გოლით გახსნა.
“სანტოსში” განათხოვრებულმა რობინიომ განაცხადა, რომ მშობლიურ კლუბში დარჩენა სურს. როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთელზე უფლებები “მილანს” ეკუთვნის.
“აქ დარჩენა მინდა, ანალოგიური სურვილი აქვს კლუბსაც. ხელმძღვანელობამ მამაჩემთან ეს საკითხი უკვე განიხილა. მათ კარგად იციან ჩემი სურვილის შესახებ”, – რობინიოს სიტყვები MilanNews.it-ზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ საიჯარო ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.
“მილანიდან” “სანტოსში” განათხოვრებულ რობინიოს ევროპაში დაბრუნება არ სურს.
“სანტოსში დარჩენა მსურს და კლუბის ხელმძღვანელობაც ამ აზრზეა. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა პირობებით მეც, “სანტოსიც” და “მილანიც” კმაყოფილები ვიყოთ” – განაცხადა რობინიომ.
“მილანიდან” წასვლის შემდეგ 31 წლის რობინიომ “სანტოსში” 20 თამაში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
ბრაზილიაში კიდევ ერთი საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რობინიომაც მიიღო.
ბრაზილიაში ნეიმარის მეგობრებსა და “სან პაულუს” შორის გამართულ მატჩში ტრავმირებულ რობინიოს მძღოლობა ნეიმარმა გაუწია.
6 ნოემბერს, ბრაზილის ჩემპიონატში “სანტოსსა” და “კრუზეიროს” შორის გამართულ მატჩში (3:3), მოედნიდან გასვლის შემდეგ რობინიო თანაგუნდელებს რჩევებს აძლევდა.
„მილანის“ თავდამსხმელი რობინიო, რომელიც ამჟამად ბრაზილიური „სანტოსის“ ღირსებას იცავს, პროკურატურაში დაიბარეს, სადაც იგი 18 წლის გოგოს გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს.
ინციდენტი 2013 წლის იანვარში მოხდა. ფეხბურთელი ხუთ მეგობართან ერთად რესტორანში ბრაზილიელ მანდილოსანს დახვდა. როგორც ცნობილია, რობინიომ მეგობრები მეუღლის სახლში გაცილების შემდეგ ნახა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სკანდალის მონაწილე რობინიო 2009 წელსაც იყო, როდესაც ჯერ კიდევ „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში გამოდიოდა.
Eurosport.ru–გთავაზობთ იმ ლეგენდათა სიას, რომლებიც უკვე გადავიდნენ ან გადავლენ MLS-ში.
ამერიკული კლუბები, მულტი მილიარდელი შეიხების საშუალებით 30 წელს გადაცილებულ სუპერვარსკვლავებს ყიდულობენ და თანდათან ძლიერდებიან. გასული ორი წლის განმავლობაში MLS-ში თამაშობდა ისეთი მსოფლიო დონის ლეგენდები როგორებიც იყვნენ: დევიდ ბექჰემი, ტიერი ანრი, ჟუნინიო პერმანბუკანუ, ჟერმეინ დეფო, რობინ კინი და ალესანდრო ნესტა. ცნობილი სპორტული საიტი და არხი Eurosport-ი გთავაზობთ შვიდ ლეგენდას, რომლებიც უკვე შეუერთდნენ და შეუერთდებიან MLS ლიგას.
ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”)
დაინტერესებული კლუბი: “ლოს ანჯელეს გალაქსი”
სექტემბერში “გალაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ბრიუს არენამ განაცხადა, რომ მას ძალიან სურს საკუთარ გუნდში იტალიელი მაესტროს ხილვა და ისინი პირლოს შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ. 36 წლის ჰავბეკი ლოს ანჯელესში ლანდონ დონოვანის(რომელიც სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს) შემცვლელად სახელდება. ამავე დროს, გუნდში წმენდა განხორციელდა, რომლის შემდეგადაც ლოს ანჯელესელებმა სამი ფეხბურთელი გაუშვეს. ასევე ტრანსფერს ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ლიგის რეგლამენტის თანახმად, ფეხბურთელების ანაზღაურება შეუზღუდავი არ არის. იტალიელმა მაესტრომ ზაფხულში განაცხადა, რომ ოკეანის გაღმა, თამაში სურს(მხოლო რამოდენიმე წლით).
ეშლი კოული (“რომა”)
დაინტერესებული კლუბები: “ორლანდო სიტი”; “ტორონტო”.
ლონდონში, წვიმასა, ქარსა და ნისლში თამაშში მიჩვეულ ეშლი კოულს, მზიან რომში თამაში და ადაპტაცია ცოტა გაუჭირდა. სწორედ ამ მიზეზის გამო შეიძლება ინგლისელმა დატოვოს “რომა” და ამერიკულ კლუბებს მიაშუროს. იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოული რომს ზამთარში დატოვებს. ამა წლის ზაფხულში ეშლი იტალიაში სრულიად უსასყიდლოდ გადავიდა. Transfermarkt–ის გამოთვლებით, ამერიკულ კლუბებს მისი შეძენა 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ. კოულით “ორლანდო სიტი” (რომლსი დებიუტიც “მაჟორ” ლიგაში მომავალ წელს შედგება) და “ტორონტო” ინტერესდება.
კაკა (“სან პაულუ” იჯარა)
გადავიდა: “ორლანდო სიტი”
კაკა ერთ–ერთია იმ 30 წელს გადაცილებულ ლეგენდებს შორის, რომლებმაც სათამაშოდ ამერიკა აირჩიეს. “ორლანდო სიტიმ” ზაფხულში “მილანთან” გარიგებას მიაღწია. ბრაზილიელი ლეგენდა ფლორიდაში გადავიდა და მომდევნო წლიდან “ლურჯების” შემადგენლობაში გამოჩნდება. მანამდე, ფლორიდულმა გუნდმა, კაკა მშობლიურ ქალაქში “სან პაულუში” იჯარის წესით გაუშვა. “ორლანდო სიტისთან” ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, კაკა ამერიკაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. ის წელიწადში 7,2 მილიონ დოლარს მიიღებს. ადრე ყველაზე მაღალი ანაზღაურება დევიდ ბექჰემს ჰქონდა. მისი ხელფასი წელიწადში 6,5 მილიონ დოლარს შეადგენდა.
დევიდ ვილა (“მელბურნი” იჯარა)
გადავიდა: “ნიუ იორკ სიტი”
2015 წელს შეიხი მანსური აბუ დიაბიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში “მანჩესტერ სიტის” შვილობილს “ნიუ იორკ სიტის” გახსნის. კლუბი უკვე ჩამოყალიბდა, 2014 წლის ზაფხულში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლეგენდარული დევიდ ვილა “ნიუ იორკ სიტიში” გადავიდა და კლუბის პირველი ფებხრუთელი გახდა, მაგრამ ესპანელის სადებიუტო მატჩი მომდევნო წელს შედგება. ზამთრამდე ჯერ კიდევ რამონენიმე თვე დარჩა, ფორმის შესანარჩუნებლად ესპანელი იჯარის წესით ავსტრალიაში, კერძოდ “მელბურნ სიტიში” გადავიდა. თავად ფეხბრუთელი აცხადებს : “მე აქ საშუალება მექნება, გავხსნა ახალი მსოფლიო, ახალი ფეხბურთი.”
ფრენკ ლამპარდი (“მანჩესტერ სიტი” იჯარა)
გადავიდა: “ნიუ იორკ სიტი”
“ნიუ იორკ სიტის” მეორე მოთამაშეა, ლეგენდარული ფრენკ ლამპარდი, რომელიც ლონდონის “ჩელსიდან” 2014 წლის ზაფხულში მოულოდნელად გადავიდა. მოგეხსენებათ, გუნდი ახალი ჩამოყალიბებულია და მხოლოდ 2015 წლიდან ითამაშებს. ამიტომ, ინგლისელი ლეგენდა “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა და რამოდენიმე თამაში ჩაატარა. სადებიუტო გოლი ყოფილი კლუბის “ჩელსის” კარში გაიტანა და გულშემატკივრებს გაშვებით გული დასწყვიტა.
ხავი (“ბარსელონა”)
დაინტერესებული კლუბი: “ნიუ იორკ სიტი”
უკვე გიამბეთ შეიხი მანსურის ამბიციური პროექტის შესახებ. აბუ დიაბელ მულტი მილიარდელს ამის განხორციელებაში, ძალიან ბევრი ვარსკვლავი და ლეგენდა სჭირდება. ვილიასა და ლამპარდის შემდეგ, “ნიუ იორკ სიტის” მესამე მოთამაშე ხავი ჰერნანდესი იქნება. თავდაპირველად, ესპანელი გენია ყატარში, 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადადიოდა, მაგრამ შემდეგ მან გადაიფიქრა და კატალონიაში ერთი წლით დარჩენა გადაწყვიტა. ამ სეზონში ხავის არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო აქვს, ამიტომ მისი სწორედ სათამაშო პრაქტიკა იქნება, მისი შესაძლო წასვლის ერთ–ერთი მიზეზი.
ჯონ ტერი (“ჩელსი”)
დაინტერესებული კლუბი: “ნიუ იორკ სიტი”
ახალ სეზონში, ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. შეთანხმების თანახმად, ტერი პრემიერ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდა, მაგრამ როგორც ბრიტანული ტაბლოიდები წერენ ინგლისელი გაცილებით დიდ ანაზღუარებას მიიღებს, ამერიკაში კერძოდ “ნიუ იორკ სიტიში”. ტრანსფერი რეალურია, რადგან შეიხ მანსურს შეტევის შემდეგ დაცვის ხაზში რამოდენიმე ვარსკვლავის დამატება სურს.
რობინიო (“სანტოსი” იჯარა)
დაინტერესებული კლუბები: “ორლანდო სიტი” , “ჩიკაგო ფაიერი”, “გალაქსი” და “ნიუ ენგლანდ რევოლუშენი”.
მეორე ბრაზილიელი და ყოფილი “მილანელი”, რომელიც შეიძლება კაკას გზას გაჰყვეს და აშშ–ში გადაბარგდეს. “რობინიოს MLS-ში თამაში სურს, ჩვენ “ორლანდო სიტისთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.”–განაცხადა “მილანის” ვიცე–პრეზიდენტმა ანდრიანო გალიანიმ. ბრაზილიელი ფორვარდი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის საშუალებით “სანტოსში” იჯარის წესით გადავიდა. ბრაზილიელის კონტრაქტი მილანურ კლუბთან მომავალ წელს იწურება. “ორლანდო სიტის” გარდა, რობინიოს ამერიკის სხვა კლუბები: “ჩიკაგო ფაიერი”, “გალაქსი” და “ნიუ ენგლანდ რევოლუშენი” ეპატიჟებიან.
ბრაზილიის ჩემპიონატის 26-ე ტურის შეხვედრაში “სანტოსი” რიო დე ჟანეიროს ესტუმრა, სადაც “ფლამენგოს” დაუპირისპირდა.
შეხვედრა სტუმართა მინიმალური გმარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლის ავტორი 25-ე წუთზე რობინიო გახდა.
2 ოქტომბერს, ბრაზილიის ჩემპიონტში, “ბოტაფოგოსა” და “სანტოსს” შორის გამართულ მატჩში რობინიომ მეტოქის კარი ორჯერ აიღო.
22 სექტემბერს, ბრაზილიის ჩემპიონატში “სანტოსმა” საკუთარ მოედანზე “ფიგეირენსე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი რობინიომაც გაიტანა.