პალასიო, შესაძლოა, „ბოკა ხუნიორსში“ დაბრუნდეს

როგორც გამოცემა „El Superclasico“ იტყობინება, მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი როდრიგო პალასიო, შესაძლოა, „ბოკა ხუნიორსში“ დაბრუნდეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ოთხ მილიონ ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ „ბოკას“ ფერებს როდრიგო 2004 წლიდან 2009 წლამდე იცავდა.

აქამდე არგენტინელმა კლუბმა „იუვენტუსის“ ექს-თავდამსხმელი კარლოს ტევესიც დაიბრუნდა.

„ინტერმა“ პალასიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მილანის „ინტერმა“ კლუბის თავდამსხმელ როდრიგო პალასიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. „ნერიაძურისა“ და არგენტინელ ფეხბურთელს შორის ახალი ხელშეკრულება 2016 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

„დიდებული მოთამაშეა, რომელიც სტაბილურობით, გამძლეობითა და გუნდის ერთგულებით გამოირჩევა. ამავე დროს, პალასიო ინდივიდუალური ოსტატობითაც არის დაჯილდოებული“, – ნათქვამია „ინტერის“ განცხადებაში.

პალასიომ მილანური კლუბის რიგებში 68 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა. რაც შეეხება კონკრეტულად მიმდინარე სეზონს, არგენტინელი თავდამსხმელის აქტივში 27 შეხვედრაში 12 გატანილი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ პალასიო „ინტერში“ 2012 წლის ზაფხულში „ჯენოადან“ გადავიდა.

ბექა დოგრაშვილი

პალასიო “ინტერში” აპირებს დარჩენას

მილანის “ინტერის” ფორვარდი როდრიგო პალასიო კლუბთან კონტრაქტის გახანგრძივებას აპირებს.

ფეხბურთელის მიმდინარე შრომითი ხელშეკრულება 2015 წლამდეა გათვლილი. 32 წლის პალასიომ პრესასთა მცირე კომენტარი გააკეთა.

“ინტერთან ახალ კონტრაქტზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. ვფიქრობ, ათი დღის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა და გუნდში დავრჩები” – განაცხადა პალასიომ.

სერია A-ს მიმდინარე გათმაშებაში პალასიომ 27 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის გატანა მოახერხა.

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა ფეხბურთის ისტორიაში

პორტალმა FTBPRO-მ ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

10. დანი უელბეკი

9. ვაგნერ ლავი

8. ფრედი ლიუნბერგი

7. აბელ შავიერი

6. კარლოს ვალდერამა

5. როდრიგო პალასიო

4. ჯეისონ ლი

3. კრის უოდლი

2. რონალდო

1. ჯოვანი სიმეონე

“ინტერმა” “დელა მადონინაში” პალასიოს შედევრით მოიგო

22 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში, მილანური დერბი გაიმართა. ნომინალურად მასპინძელმა “ინტერმა” “სან სიროზე” “მილანი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დააამარცხა.

“მილანს” გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, მათგან ყველაზე რეალური კი, ანდრეა პოლიმ ვერ გამოიყენა. მან მეკარისგან დაუცველ კარში ბურთის გადაგზავნა ვერ მოახერხა.

უნდა ითქვას, რომ ვოლტერ მაცარის შეგირდები უკეთ გამოიყურებოდნენ და მათ უფრო რეალური მომენტები ექმნებოდათ. ერთ ეპიზოდში, “ნერაძურის” წევრები თერთმეტმეტრიანსაც ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საბოლოოდ, შეხვედრაშჳ ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე გავიდა, ფრედი გუარინის გაკეთებულ პასს, როდრიგო პალასიო ეფექტური დარტყმით გამოეხმაურა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

“ინტერი”: ჰანდანოვიჩი (კუზმანოვიჩი 68′), კამპანიარო, როლანდო, ჟუან ჟესუსი, ჯონათანი, კამბიასო (იკარდი 82′), ძანეტი, ტაიდერი (კოვაჩიჩი 84′), ნაგატომო, გუარინი, პალასიო.
მთავარი მწვრთნელი: ვოლტერ მაცარი.

“მილანი”: აბიატი, დე შილიო, საპატა, ბონერა, კონსტანტი (ემანუელსონი 46′), პოლი (პაცინი 88′), დე იონგი, მუნტარი, საპონარა (მატრი 76′), კაკა, ბალოტელი.
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლი: პალასიო 86′.
გაფრთხილებები: გუარინი 59′, ჟუან ჟესუსი 67′, როლანდო 71′, კამპანიარო 90+4′ – დე შილიო 26′, კონსტანტი 45+1′, დე იონგი 62′, ბალოტელი 87′.
გაძევება: მუნტარი 90+3′.
მთავარი არბიტრი: პაოლო სილვიო მაცოლენი.


„ინტერი“ პალასიოს ხელფასს გაუზრდის

მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელებმა არგენტინელ შემტევთან როდრიგო პალასიოსთან ახალი კონტრაქის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს.

სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის აგენტის თქმით, ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მისი კლიენტის ხელფასი 3 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ცნობისთვის, პალასიოს ამჟამინდელი ხელფასი მილანურ კლუბში 2,7 მილიონ ევროს შეადგენს. სავარაუდოდ, მოქმედ შეთანხმებას მხარეები 2017 წლამდე გაახანგრძლივებენ.

შეგახსენებთ, რომ „ნერაძურის“ ღირსებას როდრიგო 2012 წლიდან იცავს.

ალექსანდრე მატევოსოვი

პალასიომ ტრავმა მიიღო

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა როდრიგო პალასიომ არგენტინის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

აქედან გამომდინარე, 31 წლის მოთამაშე ურუგვაის წინაამღდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამოტოვებს.

როგორც ცნობილია, როდრიგოს „ნერაძურის“რიგებში დაბრუნების უფლება უკვე მისცეს. უახლოეს საათებში, სამხრეთ ამერიკელი მილანში დაბრუნდება, სადაც მკურნალობას დაიწყებს.

ალექსანდრე მატევოსოვი