როჯერსი: “სელტიკი” მომავალ წელს კიდევ უფრო ძლიერი იქნება!”

31 დეკემბერს შოტლანდიის პრემიერშიფის 21-ე ტურში გლაზგოს “რეინჯერსი”  იმავე ქალაქის “სელტიკს” დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი ჩემპიონატს 55 ქულით ლიდერობს და  მეორეადგილოსან გლაზგოურ კლუბს მთელი 16 ქულით უსწრებს.

“სელტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა ნახსენები მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

“რა შედეგითაც არ უნდა დავასრულოთ დაპირისპირება, მაინც ვიტყვით, რომ სეზონის შესანიშნავი პირველი ნახევარი გვქონდა. პრინციპული მეტოქე გვყავს და ამიტომ  გამარჯვების მიღწევას შევეცდებით.”

“გულშემატკივარს ვპირდები, რომ ეს სვლა გაგრძელდება და “სელტიკი” კიდევ უფრო ძლიერი იქნება 2017 წელს,” – განაცხადა როჯერსმა.

როჯერსი: “ბევრი ფული რეშფორდზე ცუდად მოქმედებს”

“ლივერპულის” ყოფილმა და “სელტიკის” ამჟამინდელმა თავკაცმა, ბრენდან როჯერსმა პრესასთან მარკუს რეშფორდსა და ინგლისური ფეხბურთის მთავარ პრობლემაზე ისაუბრა.

“ფული ფეხბურთელისთვის დიდებული რამ არის, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი ფული ფეხბურთელის რეგრესის გამომწვევი მიზეზიც ხდება. როდესაც რეშფორდს ვუყურებ, რომელიც დიდი, ძალიან დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია და ამის ფონზე სათამაშო დროის მიღება უჭირს, ვრწმუნდები, რომ ზოგჯერ ფული შენს წინააღმდეგაც მოქმედებს.

პრემიერ ლიგაში ყოფნისაას, ჩემს დაქვემდებარებაში არსებულ ფეხბურთელთა 70 პროცენტს ლეგიონერები შეადგენდნენ. ინგლისში ძალიან ბევრს ნიშნავს ფაქტი, რომ გუნდში ადგილობრივი ვარსკვლავი გყავს, თუმცა მას სათამაშო დროს ვერ აძლევ.

ესპანეთში კი ყველაფერი სხვანაირადაა. ესპანეთიდან ფეხბურთელები საზღვარგარეთ გადიან, რითიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტი შანსი ეძლევათ. იგივე სიტუაციაა გერმანიაშიც, გერმანელთა პროგრესი ბოლო ათწლეულში სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთებამ გამოიწვია.”

როჯერსი: “სელტიკს” “ბარსელონას” დამარცხება შეუძლია!”

მომავალი კვირიდან ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლდება. ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “სელტიკი” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” მიიღებს. ამ გუნდების პირველი მატჩი კატალონიაში ადგილობრივების გამარჯვებით, ანგარიშით, 7:0 დასრულდა.

მატჩამდე შოტლანდიელების მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“სელტიკმა” “ბარსელონა” 4 წლის წინ დაამარცხა. ის ძალიან რთული მატჩი იყო და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.”

“ყველა მატჩი განსხვავებულია. როცა გვირაბში გადიხარ და უცებ მოედანზე ხვდები, ეს სულ სხვა განზომილებაა. ყველაფერი გარეთ რჩება და მხოლოდ მატჩზე უნდა კონცენტრირდე. თუ ამას მოახერხებ, წარმატებას მიაღწევ.”

“წინ რთული შეხვედრა გველის. “ბარსელონას” აქვს “სელტიკთან” თამაშის მწარე გამოცდილება და ისინი ძალიან დიდი ყურადღებით ითამაშებენ. თუმცა, ჩემი აქ ყოფნის მოკლე ხანში ფეხბურთელებს ვასწავლე ის, რომ უნდა იყვნენ აგრესიულები და მეტოქის ბურთის გორავს არ უნდა უყურონ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით.”

“ბარსელონას” ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს, თუმცა ჩვენ გვაქვს მონდომება დ აგრესია. ვიცი, რაც უნდა დავუპირისპირო კატალონიურ გიგანტს. “სელტიკს” შეუძლია “ბარსელონას” დამარცხება!” – განაცხადა როჯერსმა.

 

ტიერი ანრის რეაქცია, როცა ბრენდან როჯერსის გათავისუფლების შესახებ გაიგო (ვიდეო)

როგორც იცით, 4 ოქტომბერს, “ევერტონთან” დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ, “ლივერპულის” ხელმძღვანებლობამ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი დაითხოვა.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კადრი, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ამ ინფორმაციის გაგებაზე ტიერი ანრის, რომელიც სტუდიაში ჯეიმი კარაგერთან ერთად იმყოფებოდა.

როჯერსი: “სუარესის ფასი 100 მილიონი გირვანქაა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა თავისი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ლუის სუარესი კიდევ ერთხელ შეაქო.

“სუარესის ფასი 100 მილიონი გირვანქაა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ლუისი პრაქტიკულად მესის და რონალდუს დონის მოთამაშეა. მიმდინარე სეზონში მისი შედეგები ფენომენალურია.

სუარესი მსოფლიო დონის ფეხბურთელია” – განაცხადა როჯერსმა.

როჯერსი: “ახალ კონტრაქტზე სეზონის დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ’

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი თვლის, რომ ახალ კონტრაქტზე მოალაპარაკების გამართვა სეზონის დასრულების შემდეგ არის შესაძლებელი

“კარგი სამუშაო ჩავატარეთ და ვფიქრობ, რომ შედეგებით კლუბშიც კმაყოფილები არიან. ზაფხულშიც მეკითხებოდნენ ახალ კონტრაქტზე, მაგრამ მაშის სუარესის და სხვა ფეხბურთელების საკითხი უფრო მნიშვნელოვანი იყო.

არ მყავს აგენტი, რომელიც პრესასთან ყველა დეტალზე ისაუბრებს. დაველოდოთ სეზონის დასრულებას და ყველაფერზე შემდეგ ვისაუბროთ” – განაცხადა როჯერსმა

მოურინიო: “ჩელსის” სამწვრთნელო შტაბს ყოველთვის მოსწონდა როჯერსი

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გაკვირვებულია ბრენდან როჯერსის წარმატებული მოღვაწეობით “ლივერპულში”. შეგახსენებთ, რომ როჯერსი “ჩელსის” ახალგაზრდული, შემდეგ კი სარეზერვო გუნდი მწვრთენლადაც მუშაობდა მოურინიოს პერიოდში.

“ყოვეთვის გახსნილი ადამიანი იყო და სწავლა არ ეთაკილებოდა. ფეხბურთი ძალიან აინტერესებდა და თავისი აზრი ყველა საკითხზე ჰქონდა. მე და ჩემს შტაბს როჯერსი საერთო მუშაობის პირველი დღიდანვე მოგვეწონა.
ახლა ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კლუბის მწვრთნელია და პრემიერლიგის მოსაგებად იბრძვის” – განცახადა მო

როჯერსი: “იმედია მომავალში მანჩესტერელ მსაჯს აღარ დანიშნავენ”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა გუშინდელი მატჩის შემდეგ მსაჯები გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელები გუშინ მანჩესტერ სიტისთან დამარცხდნენ.

“საშინელი მსაჯობა იყო. პირველ რიგში, გვერდითმა არბიტრმა არარსებული თამაშგარე დააფიქსირა.

მერე კი მთავარმა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა “სიტის” კარში, როდესაც ლესკოტმა დაარღვია თამაშის წესი სუარესის წინააღმდეგ.

იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ გაითვალისწინებენ და მანჩესტერულ კლუბებთან მანჩესტერელ მსაჯებს არ დაგვინიშნავენ” – განაცხადა როჯერსმა მატჩის შემდეგ.

როჯერსი: “შესაძლოა, ჯერარდმა ცენტრალურ მცველად ითამაშოს”

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი ფიქრობს, რომ კარიერის ბოლოს, შესაძლოა, სტივენ ჯერარდმა ცენტრალური მცველის პოზიცია დაიკავოს.

“ჩემი აზრით, ჯერარდს შეუძლია ცენტრალურ მცველად ითამაშოს და არ არის გამორიცხული, ეს მისი კარიერის მიწურულს მოხდეს.

როდესაც კარგ გუნდებს ეთამაშები, მეტოქე სწრაფად გიტევს. დაცვით ხაზში კი, ისეთი გამოცდილი და ჭკვიანი ფეხბურთელი გჭირდება, რომელიც ბევრ რაღაცას წინასწარ განსაზღვრავს”, – ამბობს როჯერსი.

რა უნდა ისწავლოს როჯერსმა ლიგის თასიდან გამოვარდნის შემდეგ?

“ლივერპულმა” პრემიერლიგის წლევანდელი სეზონი კარგად დაიწყო, პირველი სამი მატჩი მოიგო და ბევრი “წითლების” საჩემპიონო ამბიციებზე ალაპარაკდა. თუმცა ამ ყველაფერს “სოუნსისთან” ფრე, “საუთჰემპტონთან” სენსაციური საშინაო მარცხი და გუშინ “მანჩესტერ იუნაიტედის” გადახალისებულ შემადგენლობასთან 0-1 წაგებული შეხვედრა მოჰყვა, რამაც ბრენდან როჯერსის გუნდი ინგლისის ლიგის თასს მიღმა დატოვა.

მოდით ჩამოვთვალოთ ის ძირითადი ასპექტები, რომლებზეც წესით როჯერსმა ამ შეხვედრის შემდეგ უნდა გაამახვილოს ყურადღება:

აქცენტი პრემიერლიგაზე

“ლივერპული” ევროპულ სარბიელზე არ ასპარეზობს, ახლა უკვე “ლიგის თასსაც” გამოეთიშა, “ასოციაციის თასი” “ნომერ პირველი ამოცანა” არც არასდროს ყოფილა, შესაბამისად, “წითლების” მთავარი მიზანი ყველაფრის ისე დაგეგმვაა, რომ გუნდმა პრემიერლიგაში რაც შეიძლება ნაკლები ქულა დაკარგოს.

სტარიჯის ჯანმრთელობა

სტარიჯს ამ სეზონში უკვე ორი ტრავმა ჰქონდა. ბოლომდე ჯანმრთელი ის არც ახლაა. ცხადია, რომ მას დასვენება სჭირდება, თუმცა ეს არცთუ იოლი გადასაწყვეტია, სტარიჯი ხომ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მთავარ მწვრთნელს ამაზე ფიქრიც მოუწევს…

გოლების ნაკლებობა

ერთი თვის წინ როჯერსმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია “ლივერპულმა” იმაზე მინიმუმ 20 გოლით მეტი გაიტანოს, ვიდრე ეს გასულ სეზონში მოახერხა. ფაქტია, რომ ყველაფერი აქეთ ჯერჯერობით აშკარად არ მიდის. მეტიც, სტარიჯის და მოზესის გარდა, “წითლების” რიგებში გატანილი გოლით ჯერ თავი არც არავის გამოუჩენია, ესეც მორიგი თავისტკივილი…

ლუის სუარესი

საუკეთესო მოთამაშის მწყობრში ჩადგომა ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ არ იცი, როგორ გამოიყენო ის ეფექტურად. გუშინ როჯერსმა 3-5-2 (და მისი ვარიაცია 3-4-1-2) გამოიყენა, იმისათვის, რათა ენახა როგორ ურთიერთქმედებდნენ სუარესი და სტარიჯი, შედეგი აშკარად იმედისმომცემია, მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ სეზონში მათ მოედანზე პირველი წუთები გაატარეს, საკმაოდ კარგად ცვლიდნენ ბურთსაც და პოზიციებსაც.

მიუხედავად ამისა, როჯერსს მოუწევს იფიქროს იმაზეც, როგორც შეურჩიოს ურუგვაელ ფორვარდს ისეთი პოზიცია, რომ მას მეტი გოლის გატანის შესაძლებლობა მიეცეს. თუ გასული სეზონის გამოცდილებას ენდობა, უნდა იცოდეს, რომ სუარესს შეუძლია “ლივერპული” “მასთან ერთად” და “მის გარეშე” ორი რადიკალურად განსხვავებული გუნდი გახადოს.

რა ხდება მეორე ტაიმში?

და მაინც, რა ემართება წელს ლივერპულს “მეორე ტაიმებში?” ყველა მატჩში, მათ შორის გუშინაც, ოლდ ტრაფორდზე, “წითლები” საწყის 45 წუთში დომინირებენ, შესვენების შემდეგ კი ტემპს აგდებენ და მატჩი ან ინერციით მიჰყავთ სასურველ შედეგამდე, ან მარცხდებიან…

ამ სეზონში “ლივერპულს” პრემიერლიგაში მეორე ტაიმში გოლი არ გაუტანია, რაც “სუონსისთან” ქულების დაკარგვად, “საუთჰემპტონთან” და “იუნაიტედთან” კი დამარცხებად დაუჯდა.

დაცვის იდეალური ოთხეული

დანიელ აგერის და გლენ ჯონსონის ტრავმებმა როჯერსს ბევრი საფიქრალი გაუჩინა. სად ათამაშოს კოლო ტურე, დაცვის ცენტრში თუ მარჯვენა ფლანგზე? იქნებ ჯობს, ტურეს ცენტრში მარტინ შკრტელი შეუწყვილოს? ან იქნებ უკეთესია საჰოს და მარტინ კელის მეტი სათამაშო დრო მიეცეს? შეკითხვები მართლაც ძალიან ბევრია, რომლებზეც პასუხი რაც შეიძლება სწრაფადაა გასაცემი.

დაბოლოს, კითხვა თქვენ, როგორ აფასებთ “ლივერპულის” წლევანდელ პრემიერლიგურ შანსებს?