ფეხბურთის ქომაგი დიდი მატჩის მოლოდინშია. დღეს ”ოლდ ტრაფორდი” პორტუგალიისა და არგენტინის ნაკრებებს უმასპინძლებს. ეს ამხანაგური მატჩი დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. პლანეტის ორი საუკეთესო ფეხბურთელს კვლავ მოუწევს ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში. ამჯერად, ისინი საკუთარი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.
მატჩი იმითაც არის გამორჩეული, რომ მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელი კიდევ ერთხელ დაბრუნდება ”ოლდ ტრაფორდზე”, სადაც ჩამოყალიბდა კიდეც ძლიერ ფეხბურთელად. რონალდოს ეს მცირედ უპირატესობას აძლევს. პორტუგალიელისთვის ამ სტადიონზე თამაში სიახლე არ უნდა იყოს. ყველა თანხმდება იმაზე, რომ სტადიონზე შეკრებილი ქომაგი მხარს პორტუგალიასა და მის ლეგენდარულ ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდუს მხურვალედ დაუჭერს. შესაძლოა, დღევანდელმა მატჩმა გარკვეული გავლენა მოახდინოს იმის გადაწყვეტაზე, თუ ვინ გახდება წლევანდელი ოქროს ბურთის მფლობელი. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან ის ორივე ფეხბურთელისათვის დიდ მნიშვნელობას ატარებს.
ახლა კი თვალი გადავავლოთ რონალდოსა და მესის სანაკრებო სტატისტიკას.
ლიონელ მესის ნაკრებში 96 ჩატარებული მატჩიდან 45 გოლი აქვს გატანილი. პორტუგალიელს კი 117 ჩატარებული მატჩიდან 52 გოლი.
გეტყვით ასევე იმასაც, რომ თამაში თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.