მოდრიჩი: “რონალდუს დისკვალიფიკაცია არ გვაშინებს”

მადრიდის “რეალის” ხორვატი ფეხბურთელი, ლუკა მოდრიჩი აცხადებს, რომ “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებს კრიშტიანო რონალდუს დისკვალიფიკაცია არ აშინებთ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მადრიდის “ატლეტიტოკასთან” გამართული მატჩის შემდეგ, სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

“სიმართლე გითხრათ, ჩვენ კრიშტიანოს დისკვალიფიკაცია არ გვაშინებს, რადგან გუნდში სხვა დიდებული ფეხბურთელებიც არიან. რა თქმა უნდა, რონალდუ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ჩვენ ვეღარაფერს გავაწყობთ”, – ამბობს მოდრიჩი.

რონალდუ სამი მატჩით დასაჯეს

მადრიდის “რეალის” და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ესპანური პრიმერას მომდენვო სამ მატჩს გამოტოვებს. ესპანური პრესის ცნობით, ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კრიშტიანუ რონალდუს გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

კერძოდ, ერთი შეხვედრით რონალდუ ანდერა იტურასპეს წინააღმდეგ ქმედების გამო დასაჯეს, ორი მატჩი კი მსაჯთან შელაპარაკებისთვის დაუმატეს. აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაცია არ ვრცელდება ესპანეთის თასის გათამაშებაზე.

გახარებული პეპე კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ

საკმაოდ სახალისო რამ მოხდა მადრიდის “რეალის” ვარჯიშზე, რასაც თქვენ თავად იხილავთ.

“ნაიკი” თუ “ადიდასი”: საინტერესო კამათი რონალდუსა და ჩაბი ალონსოს შორის

მადრიდის “რეალის” ვარჯიშზე კამერებმა საკმაოდ საინტერესო მომენტი დააფიქსირეს. “სამეფო კლუბის” პორტუგალიელი ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდუსა და ესპანელ ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს შორის კამათი გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდუ “ნაიკის” პროდუქციას მოიხმარს, ხოლო ალონსო – “ადიდასისას”.

“ნაიკი” თუ “ადიდასი”

რონალდუ: “ადიდასს” “ნაიკთან” როგორ ადარებ?”

ალონსო: “ადიდასი მთელი ისტორიაა. “ნაიკი” კი კალათბურთის ბოტასებია.”

რონალდუ: “კალათბურთის?”

ალონსო: დიახ.

რონალდუ: ჩემი ბუცები საუკეთესოა. “ნაიკის” ბუცები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს აცვიათ.

ალონსო: “ადიდასის” ბუცები ძალიან პლასტიკურია.”

რონალდუ: “პლასტიკური?”

ალონსო: “დიახ, პლასტიკური. “ნაიკის” საფეხბურთო ისტორია 3 დღეს ითვლის, “ადიდასი” კი ფეხბურთში უკვე 70 წელია იმყოფება.”

კრიშტიანო რონალდუმ რადამელ ფალკაო გაამხნევა

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ ფრანგული “მონაკოს” ფეხბურთელი რადამელ ფალკაო გაამხნევა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელმა მოთამაშემ ტრავმა მიიღო, რის გამოც, დიდი შანსია, მან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს.

“მინდა, რომ რადამელი გავამხნევო და მას მალე გამოგანმრთელება ვუსურვო. მთლიანად ფეხბურთს და განსაკუთრებით კოლუმბიის ნაკრებს ფალკაო ესაჭიროება. ის დიდებული თავდამსხმელია”, – ამბობს რონალდუ.

მოურინიო:”აზარს მესის და რონალდუს დონეზე შეუძლია თამაში”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს ედენ აზარის შესახებ გაესაუბრა.

“აზარს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ კრშტიანუსა და მესის დონეზე შესძლოს თამაში. რაც მთავარია ედენს აქვს დრო. იგი ჯერ 23 წლის არის, რაც ძალიან კარგი ასაკია.
თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მესი და რონალდუ ბომბარდირები არიან, ხოლო აზარი ვინგერია. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელების ქმედებას მხოლოდ გოლებითა და სტატისტიკური მონაცემებით აფასებენ” – განაცხადა მოურინიომ.

12 საუკეთესო ფოტო ფეხბურთელების ბავშვობიდან

გთავაზობთ ფეხბურთელების ბავშვობაში გადაღებულ 12 საუკეთესო ფოტოს.

12. ფრანკ რიბერი

11. ზინედინ ზიდანი

10. პელე

9. დევიდ ბექჰემი

8. მარიო ბალოტელი

7. ანდრეს ინიესტა

6. კრიშტიანო რონალდუ

5. რონალდინიო

4. სტივენ ჯერარდი

3. გარეტ ბეილი

2. უეინ რუნი

1. ლიონელ მესი

რონალდუ: “ფალკაოს ტრავმა ძალიან ცუდი ამბავია”

მადრიდის “რეალის” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ “მონაკოს” ტრავმირებული ფორვარდ რადამელ ფალკაოს თანადგომა აღუთქვა.

“ფალკაოს ტრავმა ძალიან ცუდი ამბავია. რადამელი ჩემი ძალიან კარგი მეგობარია და მას თანადგომას ვუცხადებ. დარწმუნებული ვარ ის მალე გამოჯანმრთელდება. ფალკაომ ოპერაცია ძალიან კარგ პორტუგალიელ ექიმთან გაიკეთა” – განაცხადა რონალდუმ.

ოპერაციის შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი ფალკაომაც გააკეთა.

“ჯერ კიდევ მჯერა, რომ ოცნებას ავიხდენ და ბრაზილიურ მუნდიალზე თამაშს შევძლებ” – თქვა კოლუმბიელმა.

შაბათის 6 ყველაზე მნიშნველოვანი ფაქტი

კრიშტიანუ რონალდუმ “ოქროს ბურთი” მადრიდელ გულშემატკივარს წარუდგინა და ეს მოვლენა გოლით აღნიშნა. ამაზე უფრო ვრცლად გასული დღის ტოპ სიახლეებში. 
ჰალკი პორტუგალიაში ჩავიდა

“ზენიტის” ფორვარდი ჰალკი პორტუგალიაში ჩავიდა, სადაც “პორტოს” ახალი მუზეუმი გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ “ზენიტში” გადასვლამდე ფეხვბურთელი წარმატებით იცავდა “პორტოს” ღირსებას. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის ერთ-ერთი ექსპონატი ბრაზილიელი ფორვარდის ქანდაკებაა, რომელთან ერთადაც ჰალკა სურათიც გადაიღო.

“მუზეუმი ძალან დიდი და ლამაზი გამოვიდა. ჩემი ქანდაკება კი ყველაზე ლამაზი ექსპონატია” – განაცხადა ჰალკმა.

 

ბლაშიკოვსკიმ ტრავმირებულია

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი იაკუბ ბლაშიკოვსკი ტრავმირებულია და შესაძლოა მოედანზე ნახევარი წელი ვერ გამოვიდეს. პოლონელმა ფეხბურთელმა ტრავმა “აუგსბურგთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. “სიგნალ იდუნა პარკზე” გამართულმა დაპირისპირებამ გამარვება ვერ გამოავლინა – 2:2. ბლაშიკოვსკიმ კი მოედანი მეექვსე წუთზე დატოვა.

 

“სიტიმ” თასზე მოიგო

“მანჩესტერ სიტიმ” ინგლისის თასზე “ოუტფორდთან” საკმაოდ დაძაბული შეხვედრა მოიგო. “ეტიჰადზე” გამართული დაპირისპირება მანჩესტერელების გამარჯვებით დასრულდა – 4:2.

პირველი ტაიმიშ შემდეგ მასპინძლები 0:2-ს აგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში პელეგრინის ფეხბურთელებმა სიტუაციის გამარჯვება შესძლეს, რაც სერხიო აგუერო დამსახურებაა. არგენტინელმა ჰეთ-ტრიკის შესრულება მოახერხა.

 

“რეალმა” მოიგო და გალიდერდა

“რეალმა” საკუთარ მოედანზე “გრანადა” მიიღო და 2:0 დაამარცხა. გოლებით თავი კრიშტიანუ რონალდუმ და კარიმ ბენზემამ გამოიჩინეს.

ამ გამარჯვების შედეგად მადრიდელები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდნენ და უახლოეს მდევრებს ორი ქულით უსწრებენ. თუმცა, “ბარსა” და “ატლეტიკო” თავიანთ შეხვედრებს დღეს გამართავენ.


რონალდუმ გულშემატკივარს “ოქროს ბურთი” წარუდგინა

რონალდუმ “გრანადასთან” გამართული მატჩის დაწყებამდე “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილ გულშემატკივარს “ოქროს ბურთი” წარუდგინა.

პრესტიჟულ ჯილოსთან ერთად სამსახსოვრო ფოტო “რეალის” სასტარტო შემადგენლობის ყველა ფეხბურთელმა გადაიღო.

პორტუგალიელმა ამ აქციით იმ გარემოებას გაუსვა ხაზი, რომ თანაგუნდელების გარეშე “ოქროს ბურთის” მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა.

 

რუნი ახალ კონტრაქტს გააფორმებს

“მანჩესტერ იუნაიტეედის” ფორვარდი უეინ რუნი კლუბთან შრომით ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. 28 წლის ფეხბურთელმა ყველა დეტალი შეათანხმა. რუნი კვირაში 300 ათასს გირვანქანს მიიღებს ხელფასის სახით. კონტრაქტი 2018 წლამდე იქნება გათვლილი.

 

 

 

 

 

კრიშტიანო რონალდუს მშვენიერი მაკრატელა და მეკარის გასაოცარი სეივი

25 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “რეალსა” და “გრანადას” შორის გამართულ შეხვედრაში, პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდუმ მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა მაკრატელათი სცადა, თუმცა მას მეკარე რობერტომ არ გაატანინა.

კასილასი: “რონალდუ გამარჯვებულად დაიბადა”

მადრიდის “რეალის” მეკარე, იკერ კასილასი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი, კრიშტიანო რონალდუ გამარჯვებულადაა დაბადებული.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა 2013 წელი დიდებულად ჩაატარა, რისთვისაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

“კრიშტიანო გამარჯვებულადაა დაბადებული. მას ყოველთვის აქვს იმის სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანოს. დარწმუნებული ვარ, მადრიდის “რეალი” რონალდუსთან ერთად ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს”, – ამბობს ესპანელი კარის დარაჯი.

რონალდუ:”მუნდიალზე გამარჯვება ჩემი კარიერის კულმინაცია იქნებოდა”

პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ოცნებობს.

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ასეთი მიღწევის გადაფასება პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერაში შეუძლებელია.

“მუნდიალზე გამარჯვება ჩემი კარიერის კულმინაცია იქნებოდა. მაგრამ ჯერ ჯგუფურ ეტაპზე უნდა ვიფიქროთ. შემდეგ კი ვნახოთ რა იქნება. ჩემი მიზანია როგორც გუნდური, ასევი პირადი ჯილდოების მოგება. იმედია, ამას პორტუგალიის ნაკრებთან ერთადაც შევძლებ” – განაცხადა რონალდუმ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ რონალდუ პორტუგალიის პრეზიდენტმა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო გადასცა. ანიბალ კავაკუ სილვამ ფეხბურთელს პირადად გადასცა ინფანტა დონ ენრიკეს ორდენი.