ოფიციალურად: უეინ რუნი “დი სი იუნაიტედის” ფეხბურთელია

მერსესაიდული “ევერტონის” ინგლისელი თავდამსხმელი, უეინ რუნი, ამიერიდან “დი სი იუნაიტედის” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას ამერიკული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

32 წლის უეინ რუნიმ ვაშინგტონურ კლუბთან 2,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მთელი ამ დროის მანძილზე ეს უკანასკნელი ხელფასის სახით 13 მილიონ დოლარს მიიღებს. ასე რომ რუნი “დი სი იუნაიტედის” ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

“ემ ელ ესის” სატურნირო ცხრილში 12 ტურის შემდეგ “დი სი იუნაიტედი” 11-ე ადგილს იკავებს.

კარიკატურა: უეინ რუნი ვაშინგტონში

უეინ რუნი მერსესაიდის “ევერტონს” ამ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და ის კარიერას ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონის გუნდ “დი სი იუნაიტედში” განაგრძობს.

აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარიკატურა რუნიზე: ბავშვი წავიდა, კაცი დაბრუნდა (ფოტო)

უეინ რუნიმ კარიერა მერსესაიდის “ევერტონში” დაიწყო და ზუსტად 13 წლის წინ დატოვა იქაურობა. მაშინ ინგლისელი შემტევი 18 წლის იყო. ზუსტად 13 სეზონის შემდეგ კი რუნი ისევ მერსესაიდელთა რიგებში დაბრუნდა.

Eurosport-ი ამასთან დაკავშირებით ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

რა ნომრით ითამაშებს რუნი “ევერტონში”?

დღეს ოფიციალურად დადასტუდა, რომ უეინ რუნი, 13-წლიანი განშორების შემდეგ, “ევერტონში” დაბრუნდა.

ცნობილი გახდა, რომ ინგლისელი შემტევი ახალ კლუბში ათნომრიანი მაისურით ითამაშებს. “ევერტონის” ოფიციალურ ონალინმაღაზიაში უეინის მაისურების ფასი 76$-დან 99$-მდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ამ ნომრით მერსესაიდელთა რიგებში რომელუ ლუკაკუ გამოდიოდა, რომელიც “მანჩესტერ უნაიტედში” სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა.

ვარსკვლავები, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ნელ-ნელა ახლოვდება. საგულისხმოა, რომ ევროპულ ფეხბურთში არიან ისეთი ვარსკვლავები, რომლებსაც კონტრაქტი სწორედ ივნისში ან ივლისში ეწურებათ და, შესაბამისად, თავისუფალი აგენტები ხდებიან.

გთავაზობთ მათ სიას.

ძირითადი მეკარე: უილი კაბალიერო (35 წლის, “მანჩესტერ სიტი”)

სათადარიგო მეკარე: მიგელ ანხელ მოია (33 წლის, “ატლეტიკო”)

ძირითადი მცველები: პეპე (34 წლის, “რეალი”), ჯურუ (31 წლის, “ჰამბურგი”)

სათადარიგო მცველი: ჯონ ტერი (36 წლის, “ჩელსი”)

ძირითადი განაპირა მცველები: ტრემულინასი (31 წლის, “სევილია”), გაელ კლიში (31 წლის, “მანჩესტერ სიტი”)

სათადარიგოს განაპირა მცველები: ანტონიო ლუნა (26 წლის, “ეიბარი”), გლენ ჯონსონი (32 წლის, “სტოკ სიტი”)

ძირითადი ნახევარმცველები: ლუკას ლეივა ( 30 წლის, “ლივერპული”), სანტი კასორლა (32 წლის, “არსენალი”), დე როსი (32 წლის, “რომა”)

სათადარიგო შემადგენლობის ნახევარმცველები: მაიკლ კერიკი (35 წლის, “მანჩესტერ უნაიტედი”), ტიაგო მენდესი (36 წლის, “ატლეტიკო”)

ძირითადი შემტევი: ფრენკ რიბერი (34 წლის, “ბაიერნი”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (35 წლის, “მანჩესტერ უნაიტედი”), რიკარდო კუარეჟმა (33 წლის, “ბეშიქთაში”)

სათადარიგო შემტევი: ხესუს ნავასი (31 წლის, “მანჩესტერ სიტი), ჰუნტელაარი (33 წლის, “შალკე”)

 

კარიკატურა: მარკუს რაშფორდმა “ყვინთავში” მაიკლ ფელფსს აჯობა (ფოტო)

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში “მანჩესტერ უნაიტედი” “სუონსის” დაუპირისპირდა. მატჩის მიწურულს მსაჯმა ფაბიანსკი რაშფორდის წინააღმდეგ ორთაბრძლის შემდეგ დააჯარიმა, რასაც თერთმეტმეტრიანი და რუნის გოლი მოჰყვა. განმეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ იმ მომეტში პენალტი დასანიშნი არ იყო.

 

ომარ მომანი ამ მომენტს კარიკატურით ეხმაურება.

ინგლისის ნაკრების წარმატებული სერია გრძელდება

ინგლისის ნაკრებმა მსოლფიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში “ლიტვის ეროვნული გუნდი მიიღო და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ბალტიისპირელების კარის აღება ჟერმეინ დეფომ (21 წთ.) და ჯეიმი ვარდიმ (66 წთ.) მოახერხეს.

საგულისხმოა, რომ ამ ტურის შემდეგ ბრიტანელების ნაკრები არის ერთადერთი, რომლებსაც მიმდინარე შესარჩევში საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია. საბოლოო ჯამში, გარეთ საუთგეიტის შეგირდებმა რვაჯერ მოახერხეს მეტოქეების კარის აღება.

“სამი ლომი” მომდევნო ოფიციალურ მატჩს ივლისში, გლაზგოში, შოტლანდიის წინაარმდეგ გამართავს.

იხილეთ შეხვედრის მიმოხილვა

როი კინი: “რუნი ჩინეთში არცერთ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს”

“მანჩესტერ უნაიტედში” ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, უეინ რუნის უფრო ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა. პორტუგალიელი მუდმივ როტაციას მიმართავს, რომელიც თითქმის ყველა ფეხბურთელს ეხება. ინგლისელი შემტევი მისი ბოლოდროინდელი მდგომარეობით უკმაყოფილო იყო. ამით ისარგებლეს ჩინურმა კლუბებმა და საოცნებო შეთავაზებები გაუკეთეს უეინს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამ გაიარა, თუმცა მაინც არ წყდება ხმები, რომ რუნიმ შესაძლოა, ზაფხულში დატოვოს ინგლისური გრანდი.

ამასთან დაკავშირებით ისაუბრა “მანჩესტერ უნაიტედის” ლეგენდამ, როი კინმა.

“რა შემოთავაზებაც არ უნდა ჰქონდეს რუნის, ის არცერთ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს ევროპიდან. მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ინგლისში, გერმანიაში, ესპანეთსა თუ იტალიაში თავისუფლად ითამაშოს.”

“რუნის ჩინეთში წასვლა სიგიჟეა.”

“უეინი, მხოლოდ და მხოლოდ, 31 წლისაა და მას კიდევ აქვს იმის დრო და შესაძლებლობა, რომ ევროპული ფეხბურთით მიიღოს სიამოვნება,” – განაცხადა ჩრდილო-ირლანდიელმა.

გაირკვა: გამოტოვებს თუ არა რუნი ინგლისის ლიგის თასის ფინალს?

“მანჩესტერ უნაიტედის” ფეხბურთელს, უეინ რუნის ფეხის კუნთის დაზიანება ჰქონდა. მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს თქმით ეს ტრავმა სერიოზული არ იყო.

“წითელი ეშმაკების” ერთ-ერთმა ლიდერმა ევროპის ლიგის შეხვედრა (“სენტ ეტიენის” წინააღმდეგ) და ინგლისის ასოციაციის თასის მატჩი (“ბლექბერნის” წინააღმდეგ) გამოტოვა. იწერებოდა, რომ რუნის თამაში ინგლისის ლიგის თასის ფინალში საეჭვო იყო.

დღეს უეინი ვარჯიშზე გამოჩნდა და მცირე დატვირთვით გაირჯა. ხვალ კი, იგი სრულყოფილად ივარჯიშებს. შესაბამისად, ინგლისელი შემტევი 26 თებერვალს “საუთჰემპტონთან” გასამართ ფინალში საკუთარ გუნდს უპრობლემოდ დაეხმარება.

ევროპის ჩემპიონატებში მოთამაშე ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

დასრულდა ევროპის წამყვანი ჩემპიონატების პირველი წრე. ეს ტურნირები ბევრი რამით იყო დასამახსოვრებელი. მათ შორის, მატჩები გამოირჩა იმით, რომ კონკრეტული ფეხბურთელები სხვებთან შედარებით ძალიან დაბალ დონეზე ასპარეზობდნენ.

Goal.Com-ი გვთავაზობს ევროპის ჩემპიონატებში მოთამაშე ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლურ გუნდს.

კარიუსი, ვერმაელენი, სმოლინგი, მასკერანო, კონდოგბია, ანდრე გომეში, რუნი, სანჩესი, ხესე, ალკასერი, გაბიგოლი.

 

The Sun: რუნი დაისჯება, მას კაპიტნის სამკლაურს ჩამოართმევენ

The Sun-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევს, უეინ რუნის დასჯიან და ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაურს ჩამოართმევენ.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ინგლისელი ფორვარდი პაპარაცებმა გასულ კვირას, “შოტლანდიასთან” მოგებული (3-0) მატჩის შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გამოიჭირეს.

ინგლისელთა თავკაცმა, გარეთ საუთგეითმა მატჩისშემდგომი წვეულების შემდეგ, ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს კატეგორიულად აუკრძალა სასტუმროს დატოვება, მაგრამ რუნიმ მისი ეს მითითება არ გაითვალისწინა, რის გამოც ინგლისელები მის დასჯას ითხოვენ.

გთავაზობთ ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მარტინ გლენის განცხადებას: “იმედგამაცრუებელია. ვფიქრობ, ნაკრების კაპიტნისგან მსგავსი ქცევა მიუღებელი უნდა იყოს. მაგრამ მან ბოდიში მოიხადა, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, არ ღირს ამ თემაზე ბევრი საუბარი.”

მერსონი მოურინიოს: “იბრაჰიმოვიჩი სკამზე დასვი, რუნი და მხითარიანი კი ათამაშე”

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი პოლ მერსონი მიიჩნევს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო დონის მოთამაშის ფუნქციებს ვეღარ ასრულებს და რომ მოურინიომ ის სკამზე უნდა დასვას.

“იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო, თუმცა ახლა ის 35 წლისარის. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა რიგებში ირიცხებოდა, მაგრამ ზლატანი იგივე ფეხბურთელი აღარ არის. 35 წლის ასაკში ლიონელ მესიც კი ვერ იქნება ამ დონეზე.

კვირას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მას კვირაში ორჯერ თამაში აღარ შეულძლიათ. მან ხუთშაბათსა და კვირას ითამაშა, თუმცა წესიერად ერთხელაც არ დაურტყამს.

ვფიქრობ უკეთესი იქნება, თუ მოურინიო ჰენრიკ მხითარიანს უფრო მეტ დროს დაუთმობს, რომელსაც იქს ფაქტორი ნამდვილად გააჩნია. მსგავსად მხითარიანისა, სასტარტოში უნდა დაბრუნდეს უეინ რუნიც, რომელიც საჭირო დროს შესაძლოა, ძალზედ გამოსადეგიც კი იყოს.”