ლუის სუარესის დუბლმა ურუგვაის ნაკრებს ინგლისთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ურუგვაიმ და ინგლისმა ტურნირის პირველი მატჩები წააგეს. ამიტომ, გუშინდელ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქოონდა.
ოსკარ ტაბარესმა კოსტა-რიკასთან მატჩის შემდეგ სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა. როი ჰოჯსონს კი ძირითადსი ცვლილებები არ მოუხდენია. სიახლე მხოლოდ შემტევების პოზიციებს ეხებოდა. სტარიჯი მარცხენა ფლანგიდან უტევდა, ხოლო რუნი – ცენტრიდან.
ინგლისელები პირველ ნომრად ცდილობდნენ თამაშს, თუმცა ამავე დროს დაცვაში უხეშ შეცდომებს უშვებდნენ. მე-15 წუთზე იაგიელკას არაზუსტი ქმედების შემდეგ გოლის გატანა როდრიგესს შეეძლო, თუმცა მან მცირე მანძილით ააცილა ჰარტის კარს. კარის დალაშქვრას კავანი და სუარესიც ცდილობდნენ.
მომენტები ინგლისლებსაც ექმენბოდათ. აქტიურობდნენ სტერლინგი და რუნი, რომლებსაც გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ. თუმცა, შესვენებამდე გატანა მხოლოდ ურუგვაელება მოაწოდეს. გოლი დაცვის უხეშ შეცდომას მოჰყვა. კავანის-სუარესის კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა.
მეორე ტაიმში ინგლისელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. მათი უპირატესობა აშკარად ხდებოდა. ჰოჯსონმა საკუთარი გუნდის თამაში ბარკლის და ლალანას გამოსვლით გამოაცოცხლა. აქიურობა ინგლისს 75-ე წუთზე დაუფასდა. სტერლინგის შესანიშნავ თამაშს შეტევაში ჯონსონის ჩართვა მოჰყვა. მარჯვენა მცველმა საჯრიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, რომელსაც შორეულ ძელთან უეინ რუნი გამოეხმაურა – 1:1.
გატანილი გოლის შემდეგ ინგლისელებმა კიდევ უფრო მოუმატეს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ბრიტანელები მალე გამარჯვების გოლსაც გაიტანდნენ. თუმცა, ყველაფერი სხვანაირად მოხდა. მუსლერას ძლიერი დარტყმის შემდეგ მოედნის ცენტრში სტივ ჯერარდი შეცდა. “ლივერპულის” კაპიტანმა თანაგუნდელი სუარესი ჯო ჰარტთან პირისპირ დატოვა. პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. ინგლისს პლეი-ოფში მოხვედრის თეიორილი შანსი რჩება.
ურუგვაი 2-1 ინგლისი
გოლები: სუარესი 39′ (1:0); რუნი 75′ (1:1); სუარესი 85′ (2:1)